კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარით...“ - მედიაომბუდსმენი ანგარიშს აქვეყნებს
“ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარით...“ - მედიაომბუდსმენი ანგარიშს აქვეყნებს

“მე­დი­ა­ომ­ბუდსმენ­მა 25 და 26 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის 30 შემ­თხვე­ვა და­ა­ფიქ­სი­რა - ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და ოპე­რა­ტო­რე­ბის სა­მუ­შაო გა­რე­მო გა­მო­ირ­ჩე­ო­და აგ­რე­სი­ით, ზე­წო­ლით, მუ­ქა­რი­თა და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელ­შეშ­ლის ფაქ­ტე­ბით“, - ამის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ომ­ბუდსმე­ნის შე­ფა­სე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბით და­ირ­ღვა მი­ნი­მუმ 50 ჟურ­ნა­ლის­ტის და ოპე­რა­ტო­რის უფ­ლე­ბა.

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, ირ­ღვე­ო­და არ­ჩევ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ღოთ და გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნათ ინ­ფორ­მა­ცია სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ.

“2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის გა­შუ­ქე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და ოპე­რა­ტო­რე­ბის სა­მუ­შაო გა­რე­მო გა­მო­ირ­ჩე­ო­და აგ­რე­სი­ით, ზე­წო­ლით, მუ­ქა­რი­თა და პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელ­შეშ­ლის ფაქ­ტე­ბით.

კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის კენ­ჭისყრას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის და გავ­რცე­ლე­ბის პრო­ცე­სი იყო უკი­დუ­რე­სად მძი­მე და საფრ­თხის შემ­ცვე­ლი.

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ში, კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლებ­ში, მიმ­დე­ბა­რედ (მათ შო­რის, კა­ნო­ნით აკ­რძა­ლულ მან­ძილ­ზე) მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აგ­რე­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი. ისი­ნი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს აყე­ნებ­დნენ ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, აგი­ნებ­დნენ. აგ­რე­სია გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში ხდე­ბო­და ამომ­რჩე­ველ­ზე ზე­წო­ლის, კონ­ტრო­ლის, მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტე­ბის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბი­სა და და­ფიქ­სი­რე­ბის მცდე­ლო­ბი­სას. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­უბ­რობს აგ­რე­სი­ა­ზე სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ე.წ. “ძვე­ლი ბი­ჭე­ბის­გან”. უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გამო, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ტო­ვებ­დნენ გა­და­ღე­ბის ად­გილს.

ცხე­ლი ხა­ზის, 112-ის მეშ­ვე­ო­ბით არა­ერ­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­მო­ძა­ხე­ბის უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ცია ად­გილ­ზე არ მო­ვი­და, სა­უბ­ნო თუ სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი არ რე­ა­გი­რებ­დნენ ხელ­შეშ­ლა­ზე, რის გა­მოც მთელ რიგ უბ­ნებ­ზე მე­დი­ის­თვის მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ოპე­რა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კრი­ტი­კულ ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და დამ­კვირ­ვებ­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბა იყო წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი.

თბი­ლი­სის უბ­ნებ­ზე ზო­გი­ერ­თი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ან არ აძ­ლევ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას ჟურ­ნა­ლის­ტებს, ან თავს არი­დებ­და და კო­მენ­ტარს გა­ურ­ბო­და, ვიდ­რე მი­მო­წე­რა ან სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი არ ექ­ნე­ბო­დათ და ნე­ბარ­თვას არ მი­ი­ღებ­და.

ჟურ­ნა­ლის­ტებს ემუქ­რე­ბოდ­ნენ უბ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბი­თაც. იყო შემ­თხვე­ვა, როცა ჟურ­ნა­ლისტს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ უბან­ზე გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და.

აგ­რე­სია კენ­ჭისყ­რის შემ­დე­გაც არ შე­წყვე­ტი­ლა. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ლაშა ტა­ლა­ხა­ძემ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სიის წევ­რმა და სპორ­ტსმენ­მა, ჟურ­ნა­ლისტს, დიტო ბელ­ქა­ნი­ას პი­რად­ში მი­წე­რა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარით...“ - მედიაომბუდსმენი ანგარიშს აქვეყნებს

“ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარით...“ - მედიაომბუდსმენი ანგარიშს აქვეყნებს

“მედიაომბუდსმენმა 25 და 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 30 შემთხვევა დააფიქსირა - ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით“, - ამის შესახებ მედიაომბუდსმენის შეფასებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ირღვეოდა არჩევნებით დაინტერესებული მოქალაქეების უფლება მიეღოთ და გაევრცელებინათ ინფორმაცია საარჩევნო უბნებთან განვითარებული პროცესების შესახებ.

“2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით.

კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი.

საარჩევნო უბნებში, კენჭისყრის შენობის შესასვლელებში, მიმდებარედ (მათ შორის, კანონით აკრძალულ მანძილზე) მობილიზებული „ქართული ოცნების“ აგრესიული ჯგუფები. ისინი მედიის წარმომადგენლებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ. აგრესია განსაკუთრებით საშიში ხდებოდა ამომრჩეველზე ზეწოლის, კონტროლის, მოსყიდვის ფაქტების დოკუმენტირებისა და დაფიქსირების მცდელობისას. ჟურნალისტების უმრავლესობა საუბრობს აგრესიაზე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ე.წ. “ძველი ბიჭებისგან”. უსაფრთხოების ზომების გამო, მედიის წარმომადგენლები ტოვებდნენ გადაღების ადგილს.

ცხელი ხაზის, 112-ის მეშვეობით არაერთი შეტყობინების მიუხედავად, გამოძახების უმრავლეს შემთხვევაში, პოლიცია ადგილზე არ მოვიდა, საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები არ რეაგირებდნენ ხელშეშლაზე, რის გამოც მთელ რიგ უბნებზე მედიისთვის მუშაობა შეუძლებელი აღმოჩნდა.

ჟურნალისტები და ოპერატორები ამბობენ, რომ კრიტიკულ ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობა იყო წახალისებული.

თბილისის უბნებზე ზოგიერთი კომისიის თავმჯდომარე ან არ აძლევდა ინფორმაციას ჟურნალისტებს, ან თავს არიდებდა და კომენტარს გაურბოდა, ვიდრე მიმოწერა ან სატელეფონო ზარი არ ექნებოდათ და ნებართვას არ მიიღებდა.

ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ უბნიდან გაძევებითაც. იყო შემთხვევა, როცა ჟურნალისტს ეუბნებოდნენ, რომ უბანზე გადაღების უფლება საერთოდ არ ჰქონდა.

აგრესია კენჭისყრის შემდეგაც არ შეწყვეტილა. არჩევნების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის წევრმა და სპორტსმენმა, ჟურნალისტს, დიტო ბელქანიას პირადში მიწერა და შეურაცხყოფა მიაყენა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.