კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯოზეფ ბორელის შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია
ჯოზეფ ბორელის შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს დარ­ღვე­ვე­ბი რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, ასე­ვე არ­ჩევ­ნე­ბის დღეს. მათ ასე­ვე არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი იყო, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში ავ­რცე­ლებს.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტეტს სთხო­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბის სას­წრა­ფო გან­ხილ­ვის­თვის დღეს შე­იკ­რი­ბოს, ამას­თან, ეს სა­კი­თხი ასე­ვე ნო­ემ­ბრის სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭოს დღის წეს­რიგ­ში შე­ი­ტა­ნა.

რო­გორც ბო­რე­ლი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ და შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა გა­მო­ი­ძი­ონ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი.

"26 ოქ­ტომ­ბრის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია.

სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს დარ­ღვე­ვე­ბი რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, ასე­ვე არ­ჩევ­ნე­ბის დღეს. მათ ასე­ვე არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბი­ათ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი იყო.

გამჭვირ­ვა­ლე გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას გთხოვთ. სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ და შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა გა­მო­ი­ძი­ონ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, ამომ­რჩევ­ლებ­ზე ზე­წო­ლა და და­ში­ნე­ბა, რაც პრო­ცე­სი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ნდო­ბა­ზე ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს. ეს დარ­ღვე­ვე­ბი უნდა აღ­მო­ი­ფხვრეს სწრა­ფად, გამჭვირ­ვა­ლედ და და­მო­უ­კი­დებ­ლად.

სა­ქარ­თვე­ლო არის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვე­ყა­ნა და, რო­გორც ასეთ­მა, უნდა აჩ­ვე­ნოს თა­ვი­სი ერ­თგუ­ლე­ბა ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის სრუ­ლი გამჭვირ­ვა­ლო­ბით და­წყე­ბუ­ლი. კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დაც­ვა არის დე­მოკ­რა­ტი­ის ქვა­კუ­თხე­დი და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და სა­ფუძ­ვე­ლი.

პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტეტს ვთხო­ვე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბის სას­წრა­ფო გან­ხილ­ვის­თვის დღეს შე­იკ­რი­ბოს. ეს სა­კი­თხი ასე­ვე ნო­ემ­ბრის სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭოს დღის წეს­რიგ­ში შე­ვი­ტა­ნე.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი და ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე სვლის მი­მართ ერ­თგუ­ლე­ბას ავ­ლენს. ის სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­ცხა­დეს იმ­სა­ხუ­რებს, რომ შემ­დე­გი მთავ­რო­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის რწმე­ნა ჰქონ­დეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და მათ­ზე მთავ­რო­ბის რე­აქ­ცია მშვი­დო­ბი­ა­ნი დარ­ჩეს. ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლა უნდა შე­ჩერ­დეს და სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლოს და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო მე­დი­ის­თვის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის­თვის, რომ­ლე­ბიც პლუ­რა­ლის­ტურ, დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქმნი­ან", - ნათ­ქვა­მია ბო­რე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ჯოზეფ ბორელის შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

ჯოზეფ ბორელის შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ავრცელებს.

მისივე განცხადებით, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს სთხოვა, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს, ამასთან, ეს საკითხი ასევე ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შეიტანა.

როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები.

"26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო.

გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად.

საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და, როგორც ასეთმა, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით დაწყებული. კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნები და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი.

პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს ვთხოვე, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს. ეს საკითხი ასევე ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შევიტანე.

საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში დემოკრატიული ღირებულებებისადმი და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლის მიმართ ერთგულებას ავლენს. ის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სიცხადეს იმსახურებს, რომ შემდეგი მთავრობის ლეგიტიმურობის რწმენა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს და სრულიად შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას ქმნიან", - ნათქვამია ბორელის განცხადებაში.