კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომზადებულია189 უბნის შედეგების ბათილობის შესახებ საჩივრები, აღნიშნულ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 300 000-ს აჭარბებს" - "ჩემი ხმა"
"მომზადებულია189 უბნის შედეგების ბათილობის შესახებ საჩივრები, აღნიშნულ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 300 000-ს აჭარბებს" - "ჩემი ხმა"

"ამ წუ­თის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლია და სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებს წა­რედ­გი­ნე­ბა 189 უბ­ნის შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ჩივ­რე­ბი სხვა­დას­ხვა სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში. აღ­ნიშ­ნულ უბ­ნებ­ში ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა აჭარ­ბებს 300 000-ს. ჩვე­ნი იუ­რის­ტე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლო­ბის მო­თხოვ­ნით და­მა­ტე­ბი­თი სა­ჩივ­რე­ბის წარ­დგე­ნა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, ეს რი­ცხვი გა­იზ­რდე­ბა", - ამის შე­სა­ხებ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის, "ჩემი ხმის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თობ­ლი­ვად გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, არ­ჩევ­ნე­ბის მას­შტა­ბუ­რი გა­ყალ­ბე­ბის ძი­რი­თა­დი სქე­მა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, მო­უ­წო­დე­ბენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს და­ი­წყონ გა­მო­ძი­ე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის მას­შტა­ბუ­რი სქე­მის შე­სა­ხებ.

"დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის­გან სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი ასო­ბით შე­ტყო­ბი­ნე­ბის, ვი­დეო და ფოტო მა­სა­ლის შეს­წავ­ლი­სა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გვსურს მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის იმ სქე­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის პრო­ცეს­ში. სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია აღ­ნიშ­ნავს, რომ აღ­ნი­შუ­ლი სქე­მის გარ­და მოქ­მე­დებ­და, ასე­ვე, სხვა სქე­მე­ბი (კრი­მი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ამომ­რჩევ­ლებ­ზე ზე­წო­ლის მიზ­ნით, ამომ­რჩევ­ლე­ბის მოს­ყიდ­ვა და მათ­ზე ზე­წო­ლა სხვა­დას­ხვა ფორ­მით) რაც მიზ­ნად არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­სა და ხმე­ბის სა­სურ­ვე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მი­ღე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სქე­მა დას­ტურ­დე­ბა დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი 370-ზე მეტი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლით, დამ­კვირ­ვე­ბელ­თა და­წე­რი­ლი სა­ჩივ­რე­ბით და თვითმხილ­ვე­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და, სა­ჯა­რო წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ჩვენ მო­ვაგ­რო­ვეთ სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ასო­ბით ფოტო, ვი­დეო და აუ­დიო მა­სა­ლა. აღ­ნიშ­ნულ ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლას ჩვენ ვა­სა­ჯა­რო­ებთ, გა­დავ­ცემთ მე­დი­ას, ასე­ვე, გა­ვუ­ზი­ა­რებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

არ­ჩევ­ნე­ბის დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 1131 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნი­დან ჩვე­ნი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის­გან მი­ვი­ღეთ 900-ზე მეტი შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვის თა­ო­ბა­ზე. 196 უბან­ზე სა­დაც ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ არ­ჩევ­ნებს, მნიშ­ვნე­ლო­ვან დარ­ღვე­ვებს გან­მე­ო­რე­ბი­თი, გან­გრძო­ბა­დი და სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, რა­საც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­ზე არ­სე­ბი­თი ხა­სი­ა­თის გავ­ლე­ნა აქვს.

კერ­ძოდ, ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ მოქ­მე­დებ­და წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გა­ყალ­ბე­ბის შემ­დე­გი სქე­მა, რის­თვის მზა­დე­ბაც და­ი­წყო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე.

კერ­ძოდ:

ცეს­კომ სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბი­სა და ჩარ­თულ მხა­რე­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე, ერ­თპი­როვ­ნუ­ლად და თვით­ნე­ბუ­რად შეც­ვა­ლა სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სით დად­გე­ნი­ლი წესი და ნაც­ვლად იმი­სა, რომ რე­გის­ტრა­ტო­რე­ბის ფუნ­ქცია არ­ჩევ­ნე­ბის დღეს წი­ლისყ­რით გა­მოვ­ლე­ნი­ლი­ყო, აღ­ნიშ­ნუ­ლი წი­ლისყ­რის ჩა­ტა­რე­ბის ვა­დად გან­სა­ზღვრა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 1 კვი­რით ადრე. აღ­ნი­შულ პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

ამომ­რჩე­ველ­თა სი­ე­ბის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, მას­შტა­ბუ­რად იმა­ტა ცნო­ბებ­მა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­მა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მიერ ამომ­რჩევ­ლე­ბის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის ქი­რავ­ნო­ბი­სა თუ სხვა­დას­ხვა გზით პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბი­სა და სხვა ფორ­მით და­მუ­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ;

არა­ერ­თი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ემოქ­მე­დათ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებ­ზე, ისი­ნი იყ­ვნენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმოქ­მე­დო;

ცეს­კოს სა­ჯა­რო და­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ვე­რი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას არა­ნა­ი­რი შე­ფერ­ხე­ბა არ ექ­ნე­ბო­და, კენ­ჭისყ­რის დღეს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო რე­ა­ლო­ბა იყო: ტო­ტა­ლუ­რად, სა­რე­გის­ტრა­ციო მა­გი­დე­ბი მიბ­ჯე­ნი­ლი იყო კე­დელ­ზე იმგვა­რად, რომ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფი­ლად დაკ­ვირ­ვე­ბა. იქ სა­დაც ჩვენს დამ­კვირ­ვებ­ლებს ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა დამ­დგა­რიყ­ვნენ ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტე­ბის უკან, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი მი­უ­თი­თებ­დნენ, რომ ად­გილს მო­შო­რე­ბუ­ლიყ­ვნენ, რად­გან არ ჰქონ­დათ ამ ლო­კა­ცი­ი­დან დაკ­ვირ­ვე­ბის უფ­ლე­ბა. გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, ვე­რი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის გამო, ჩვე­ნი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი გა­მო­ა­ძე­ვეს უბ­ნე­ბი­დან“-აცხა­დე­ბენ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ა­ში "ჩემი ხმა“.

რო­გორც სა­დამ­კვირ­ვე­ლო მი­სი­ა­ში გან­მარ­ტეს, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის სქე­მა სარ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე კენ­ჭისყ­რის დღეს იყო შემ­დე­გი:

სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მი­სულ ამომ­რჩე­ველ­თა ნა­წილს პას­პორ­ტში მო­თავ­სე­ბუ­ლი ჰქონ­და ან ID ბა­რათ­ზე დაკ­რუ­ლი ჰქონ­და ფურ­ცე­ლი, რო­მელ­ზეც და­წე­რი­ლი იყო სხვა პი­რის პი­რა­დი ნო­მე­რი; ასე­ვე, ამომ­რჩე­ვე­ლი ხმის მი­ცე­მას ტე­ლე­ფონ­ში არ­სე­ბუ­ლი ID ბა­რა­თის ფო­ტო­ას­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ახერ­ხებს;

გამ­ყალ­ბე­ბელ ამომ­რჩევ­ლებს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ჰყავ­დათ მო­კავ­ში­რე რე­გის­ტრა­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­საც: სწრა­ფად უნდა შე­ეყ­ვა­ნათ ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რატ­ში ფურ­ცელ­ზე და­წე­რი­ლი პი­რა­დი ნო­მე­რი; არ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ან უხა­რის­ხოდ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ მარ­კი­რე­ბა;

გა­ყალ­ბე­ბის ამ სქე­მა­ში გამ­ყალ­ბე­ბელს სჭირ­დე­ბო­და ბი­უ­ლე­ტე­ნის მი­სა­ღე­ბად მარ­კი­რე­ბი­სა­გან თა­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად არი­დე­ბა, რათა მას ჰქო­ნო­და იგი­ვე სქე­მით სხვა უბან­ზე მის­ვლი­სა და არ­ჩევ­ნებ­ში კვლავ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მარ­კი­რე­ბა რო­მე­ლიც არის და ამ შემ­თხვე­ვა­შიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო ვე­რი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცეს­ში გა­ყალ­ბე­ბის­გან დამ­ზღვე­ვი მე­ქა­ნიზ­მი, არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და;

კერ­ძოდ: მარ­კი­რე­ბის შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე ხდე­ბო­და ამომ­რჩე­ველ­თა შეშ­ვე­ბა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე, არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და მარ­კი­რე­ბის სი­თხე, და­ფიქ­სირ­და ასე­ვე მარ­კი­რე­ბის გა­კე­თე­ბის დროს მა­ნი­პუ­ლა­ცია - მარ­კი­რე­ბის გა­კე­თე­ბის დროს თი­თის ან ხელ­სა­ხო­ცის და­ფა­რე­ბის გზით ამომ­რჩე­ველს ხელ­ზე არ ხვდე­ბო­და მარ­კი­რე­ბის სი­თხე;

"რიგ შემ­თხვე­ვებ­ში მარ­კი­რე­ბის სი­თხე და ფან­რის ხა­რის­ხი არ იყო სა­თა­ნა­დო: არ რჩე­ბო­და მარ­კი­რე­ბის კვა­ლი ან მარ­ტი­ვად იშ­ლე­ბო­და იგი, ხოლო ფან­რე­ბი გა­მო­სუ­ლი იყო მწყობ­რი­დან - სა­ჭი­რო­ებ­და ელე­მენ­ტე­ბის გა­მოც­ვლას და ა.შ.

გამ­ყალ­ბე­ბელს და რე­გის­ტრა­ტორს ხელს უწყობ­და კენ­ჭისყ­რის ოთახ­ში რე­გის­ტრა­ტო­რე­ბის მა­გი­დე­ბის იმგვა­რი გან­ლა­გე­ბა, რაც შე­უძ­ლე­ბელს ხდი­და პრო­ცე­სის დაკ­ვირ­ვე­ბას. ასე­თი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი და თავ­მჯდო­მა­რე კა­ტე­გო­რი­უ­ლად უკ­რძა­ლავ­დნენ დამ­კვირ­ვებ­ლებს რე­გის­ტრა­ტო­რე­ბის მა­გი­დებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბას. მა­გი­დას­თან მი­ახ­ლო­ვე­ბი­სას ად­გი­ლი ჰქონ­და დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის უბ­ნი­დან გა­მო­ძე­ვე­ბის არა­ერთ შემ­თხვე­ვას;

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხარ­ვე­ზე­ბი და­ფიქ­სირ­და გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თით ხმის მი­ცე­მის და შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბის დათ­ვლის პრო­ცეს­ში. უმ­რავ­ლეს შემ­ხვე­ვა­ში გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თე­ბი უბან­ზე“.- აცხა­დე­ბენ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ა­ში "ჩემი ხმა“.

ამას­თან, რო­გორც ფრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის პრო­ცეს­ში მო­კავ­ში­რე­ე­ბად გვევ­ლი­ნე­ბი­ან ე.წ. გონ­გო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ სამი ამო­ცა­ნა:

და­მა­ტე­ბით გა­ე­ნე­იტ­რა­ლე­ბი­ნათ დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი;

მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად უბან­თან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი გამ­ყალ­ბებ­ლე­ბი შე­ეყ­ვა­ნათ უბ­ნებ­ზე;

სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­ექ­მნათ უბან­ზე ქა­ო­სი, რაც რე­გის­ტრა­ტორ­სა და გამ­ყალ­ბე­ბელს აძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ ვე­რი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცე­სი და გამ­ყალ­ბებ­ლის­თვის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­და­ე­ცათ ბი­უ­ლე­ტე­ნი.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი, გამ­ყალ­ბე­ბელს აძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას მი­ღე­ბუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნით მი­ე­ცა ხმა და ბი­უ­ლე­ტე­ნი მო­ე­თავ­სე­ბი­ნა ელექტრო­ნულ ან არა­ე­ლექტრო­ნულ ყუთ­ში.

გა­ყალ­ბე­ბის ეს სქე­მა არ იწ­ვევს დის­ბა­ლანსს, რაც ახა­სი­ა­თებს სხვა ისეთ კა­რუ­სე­ლებს, რომ­ლებ­საც სჭირ­დე­ბა უბ­ნი­დან ბი­უ­ლე­ტე­ნის გა­ტა­ნა.

"უკი­დუ­რე­სად შე­ზღუ­დუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის, მტრუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნის, ფი­ზი­კუ­რი, სი­ტყვი­ე­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბი­სა და და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს ამ სქე­მის ძი­რი­თა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა, რა­მაც გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა გა­ყალ­ბე­ბის ეს სქე­მა და მისი მას­შტა­ბი.

ამ წუ­თის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლია და სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებს წა­რედ­გი­ნე­ბა 189 უბ­ნის შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ჩივ­რე­ბი სხვა­დას­ხვა სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში. აღ­ნიშ­ნულ უბ­ნებ­ში ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა აჭარ­ბებს 300 000-ს. ჩვე­ნი იუ­რის­ტე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლო­ბის მო­თხოვ­ნით და­მა­ტე­ბი­თი სა­ჩივ­რე­ბის წარ­დგე­ნა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, ეს რი­ცხვი გა­იზ­რდე­ბა.

სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მიერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ი­ცავს სა­არ­ჩევ­ნო გა­ყალ­ბე­ბის და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას. შე­სა­ბა­მი­სად, მივ­მარ­თავთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს, და­ი­წყონ გა­მო­ძი­ე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით“ , - აცხა­დე­ბენ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ა­ში "ჩემი ხმა“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მომზადებულია189 უბნის შედეგების ბათილობის შესახებ საჩივრები, აღნიშნულ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 300 000-ს აჭარბებს" - "ჩემი ხმა"

"მომზადებულია189 უბნის შედეგების ბათილობის შესახებ საჩივრები, აღნიშნულ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 300 000-ს აჭარბებს" - "ჩემი ხმა"

"ამ წუთისთვის მომზადებულია და საოლქო საარჩევნო კომისიებს წარედგინება 189 უბნის შედეგების ბათილობის შესახებ საჩივრები სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. აღნიშნულ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 300 000-ს. ჩვენი იურისტები აგრძელებენ მუშაობას შედეგების ბათილობის მოთხოვნით დამატებითი საჩივრების წარდგენაზე და შესაბამისად, ეს რიცხვი გაიზრდება", - ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიის, "ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

  • როგორც ლონდა თოლორაიამ სადამკვირვებლო მისიის სხვა წარმომადგენლებთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების მასშტაბური გაყალბების ძირითადი სქემა იდენტიფიცირებულია, შესაბამისად, მოუწოდებენ საგამოძიებო ორგანოებს დაიწყონ გამოძიება არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემის შესახებ.

"დამკვირვებლებისგან საარჩევნო დარღვევის შესახებ მიღებული ასობით შეტყობინების, ვიდეო და ფოტო მასალის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების გაყალბების იმ სქემის შესახებ, რომელიც გამოყენებული იყო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცესში. სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ აღნიშული სქემის გარდა მოქმედებდა, ასევე, სხვა სქემები (კრიმინალური ჯგუფების გამოყენება ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით, ამომრჩევლების მოსყიდვა და მათზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით) რაც მიზნად არჩევნების გაყალბებასა და ხმების სასურველი რაოდენობის მიღებას ისახავდა მიზნად.

აღნიშნული სქემა დასტურდება დამკვირვებლების მიერ მოწოდებული 370-ზე მეტი ფოტო და ვიდეო მასალით, დამკვირვებელთა დაწერილი საჩივრებით და თვითმხილველების ჩვენებებით. აღნიშნულის გარდა, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, ჩვენ მოვაგროვეთ საარჩევნო დარღვევების ამსახველი ასობით ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა. აღნიშნულ ფოტო და ვიდეო მასალას ჩვენ ვასაჯაროებთ, გადავცემთ მედიას, ასევე, გავუზიარებთ საერთაშორისო საზოგადოებას.

არჩევნების დღის განმავლობაში 1131 საარჩევნო უბნიდან ჩვენი დამკვირვებლებისგან მივიღეთ 900-ზე მეტი შეტყობინება საარჩევნო პროცედურების დარღვევის თაობაზე. 196 უბანზე სადაც ჩვენი წარმომადგენლები აკვირდებოდნენ არჩევნებს, მნიშვნელოვან დარღვევებს განმეორებითი, განგრძობადი და სისტემური ხასიათი ჰქონდა, რასაც არჩევნების შედეგებზე არსებითი ხასიათის გავლენა აქვს.

კერძოდ, ჩვენ მიერ მოპოვებულია მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოქმედებდა წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული გაყალბების შემდეგი სქემა, რისთვის მზადებაც დაიწყო არჩევნებამდე.

კერძოდ:

ცესკომ საჯარო განხილვებისა და ჩართულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, ერთპიროვნულად და თვითნებურად შეცვალა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი და ნაცვლად იმისა, რომ რეგისტრატორების ფუნქცია არჩევნების დღეს წილისყრით გამოვლენილიყო, აღნიშნული წილისყრის ჩატარების ვადად განსაზღვრა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე. აღნიშულ პროცესზე დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმრავლესობისთვის შეუძლებელი იყო.

ამომრჩეველთა სიების ფორმირების პროცესის პარალელურად, მასშტაბურად იმატა ცნობებმა და მტკიცებულებებმა მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების ქირავნობისა თუ სხვადასხვა გზით პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და სხვა ფორმით დამუშავების შესახებ;

არაერთი მოწოდების მიუხედავად, ემოქმედათ საგამოძიებო ორგანოებს ზემოაღნიშნულ ფაქტებზე, ისინი იყვნენ აბსოლუტურად უმოქმედო;

ცესკოს საჯარო დაპირების მიუხედავად, რომ ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვებას არანაირი შეფერხება არ ექნებოდა, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სრულიად საპირისპირო რეალობა იყო: ტოტალურად, სარეგისტრაციო მაგიდები მიბჯენილი იყო კედელზე იმგვარად, რომ დამკვირვებლებისთვის შეუძლებელი იყო პროცესის სრულყოფილად დაკვირვება. იქ სადაც ჩვენს დამკვირვებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა დამდგარიყვნენ ვერიფიკაციის აპარატების უკან, კომისიის წევრები მიუთითებდნენ, რომ ადგილს მოშორებულიყვნენ, რადგან არ ჰქონდათ ამ ლოკაციიდან დაკვირვების უფლება. გარკვეულ შემთხვევებში, ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვების გამო, ჩვენი დამკვირვებლები გამოაძევეს უბნებიდან“-აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში "ჩემი ხმა“.

როგორც სადამკვირველო მისიაში განმარტეს, არჩევნების გაყალბების სქემა სარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღეს იყო შემდეგი:

საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ნაწილს პასპორტში მოთავსებული ჰქონდა ან ID ბარათზე დაკრული ჰქონდა ფურცელი, რომელზეც დაწერილი იყო სხვა პირის პირადი ნომერი; ასევე, ამომრჩეველი ხმის მიცემას ტელეფონში არსებული ID ბარათის ფოტოასლის საშუალებით ახერხებს;

გამყალბებელ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე ჰყავდათ მოკავშირე რეგისტრატორები, რომლებსაც: სწრაფად უნდა შეეყვანათ ვერიფიკაციის აპარატში ფურცელზე დაწერილი პირადი ნომერი; არ უნდა გაეკეთებინათ ან უხარისხოდ უნდა გაეკეთებინათ მარკირება;

გაყალბების ამ სქემაში გამყალბებელს სჭირდებოდა ბიულეტენის მისაღებად მარკირებისაგან თავის მაქსიმალურად არიდება, რათა მას ჰქონოდა იგივე სქემით სხვა უბანზე მისვლისა და არჩევნებში კვლავ მონაწილეობის შესაძლებლობა. შესაბამისად, მარკირება რომელიც არის და ამ შემთხვევაშიც უნდა ყოფილიყო ვერიფიკაციის პროცესში გაყალბებისგან დამზღვევი მექანიზმი, არ ხორციელდებოდა;

კერძოდ: მარკირების შემოწმების გარეშე ხდებოდა ამომრჩეველთა შეშვება საარჩევნო უბნებზე, არ გამოიყენებოდა მარკირების სითხე, დაფიქსირდა ასევე მარკირების გაკეთების დროს მანიპულაცია - მარკირების გაკეთების დროს თითის ან ხელსახოცის დაფარების გზით ამომრჩეველს ხელზე არ ხვდებოდა მარკირების სითხე;

"რიგ შემთხვევებში მარკირების სითხე და ფანრის ხარისხი არ იყო სათანადო: არ რჩებოდა მარკირების კვალი ან მარტივად იშლებოდა იგი, ხოლო ფანრები გამოსული იყო მწყობრიდან - საჭიროებდა ელემენტების გამოცვლას და ა.შ.

გამყალბებელს და რეგისტრატორს ხელს უწყობდა კენჭისყრის ოთახში რეგისტრატორების მაგიდების იმგვარი განლაგება, რაც შეუძლებელს ხდიდა პროცესის დაკვირვებას. ასეთი ინფრასტრუქტურის პარალელურად, კომისიის წევრები და თავმჯდომარე კატეგორიულად უკრძალავდნენ დამკვირვებლებს რეგისტრატორების მაგიდებთან მიახლოებას. მაგიდასთან მიახლოვებისას ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების უბნიდან გამოძევების არაერთ შემთხვევას;

მნიშვნელოვანი ხარვეზები დაფიქსირდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემის და შედეგების შეჯამების დათვლის პროცესში. უმრავლეს შემხვევაში გადასატანი ყუთები უბანზე“.- აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში "ჩემი ხმა“.

ამასთან, როგორც ფრიფინგზე აღინიშნა, არჩევნების გაყალბების პროცესში მოკავშირეებად გვევლინებიან ე.წ. გონგო ორგანიზაციის დამკვირვებლები, რომლებსაც ჰქონდათ სამი ამოცანა:

დამატებით გაენეიტრალებინათ დამკვირვებლები;

მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად უბანთან მობილიზებული გამყალბებლები შეეყვანათ უბნებზე;

საჭიროების შემთხვევაში შეექმნათ უბანზე ქაოსი, რაც რეგისტრატორსა და გამყალბებელს აძლევდა საშუალებას ყურადღების მიღმა განეხორციელებინათ ვერიფიკაციის პროცესი და გამყალბებლისთვის შეუფერხებლად გადაეცათ ბიულეტენი.

ყოველივე ზემოაღნიშნული, გამყალბებელს აძლევდა საშუალებას მიღებული ბიულეტენით მიეცა ხმა და ბიულეტენი მოეთავსებინა ელექტრონულ ან არაელექტრონულ ყუთში.

გაყალბების ეს სქემა არ იწვევს დისბალანსს, რაც ახასიათებს სხვა ისეთ კარუსელებს, რომლებსაც სჭირდება უბნიდან ბიულეტენის გატანა.

"უკიდურესად შეზღუდული დაკვირვების, მტრული გარემოს შექმნის, ფიზიკური, სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობისა და დაშინების მცდელობის მიუხედავად, დამკვირვებლებმა მაინც მოახერხეს ამ სქემის ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება და მტკიცებულებების დოკუმენტირება, რამაც გამოააშკარავა გაყალბების ეს სქემა და მისი მასშტაბი.

ამ წუთისთვის მომზადებულია და საოლქო საარჩევნო კომისიებს წარედგინება 189 უბნის შედეგების ბათილობის შესახებ საჩივრები სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. აღნიშნულ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 300 000-ს. ჩვენი იურისტები აგრძელებენ მუშაობას შედეგების ბათილობის მოთხოვნით დამატებითი საჩივრების წარდგენაზე და შესაბამისად, ეს რიცხვი გაიზრდება.

სადამკვირვებლო მისიის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები შეიცავს საარჩევნო გაყალბების დანაშაულის შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, დაიწყონ გამოძიება არჩევნების გაყალბების კვალიფიკაციით“ , - აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში "ჩემი ხმა“.