საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანდელაკს "მართლმადიდებლური ტრადიციების გამარჯვება" უხარია, დუგინი ქართველ ემიგრანტებს "მოღალატეებს" ეძახის -  როგორ ეხმაურებიან კრემლის პროპაგანდისტები ქართულ არჩევნებს?
კანდელაკს "მართლმადიდებლური ტრადიციების გამარჯვება" უხარია, დუგინი ქართველ ემიგრანტებს "მოღალატეებს" ეძახის -  როგორ ეხმაურებიან კრემლის პროპაგანდისტები ქართულ არჩევნებს?

რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თულ არ­ჩევ­ნებს. მათი პო­ზი­ცი­ე­ბი ძი­რი­თა­დად და­სავ­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბის კრი­ტი­კი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის,“ მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს აკ­რი­ტი­კებს. მისი თქმით, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის სა­მო­მავ­ლო კურ­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის შიდა სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის.

"და­სავ­ლე­თის გეგ­მა ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ჟი­მის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ი­შა­ლა“, - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კის კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ალექ­სეი პუშ­კოვ­მა.

სხვა ცნო­ბილ­მა პუ­ტი­ნის­ტებ­მა, მათ შო­რის მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ან­მა, ლე­ო­ნიდ სლუც­კიმ და ალექ­სან­დრე დუ­გინ­მა, ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვა­ნი მი­უ­თი­თებს ეროვ­ნულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე, რაც მათი აზ­რით და­სავ­ლე­თის გავ­ლე­ნის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ნა­წი­ლია.

კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი თინა კან­დე­ლა­კი წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო მისი მე­ო­რე სამ­შობ­ლოა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბაა.

"ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ზე იშ­ვი­ა­თად ვწერ ერთი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო. ჩემს მე­ო­რე სამ­შობ­ლო­ში პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა გავ­ლე­ნას ახ­დენს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. და, რად­გან მე ამ პრო­ცე­სებ­ში პო­ლი­ტი­კო­სის რან­გში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ, ჩვე­უ­ლებ­რივ, ვჩუმ­დე­ბი.

მაგ­რამ დღეს მარ­თლაც შე­უძ­ლე­ბე­ლი მოხ­და. დღეს სა­ქარ­თვე­ლომ აჩ­ვე­ნა, რომ ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზომ­ბი­რე­ბამ არ გა­ა­მარ­თლა. ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ კოდი და მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ ასე გაქ­რეს, ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხის მუ­ქა­რით. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გა­მარ­ჯვე­ბაა იმ და­სავ­ლუ­რი, სრუ­ლი­ად უცხო კო­ლო­ნი­ა­ლუ­რი სუ­რო­გა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლი­თაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მოკ­ვე­ბას ამ­დენ ხანს ცდი­ლობ­დნენ.

გულ­წრფე­ლად ვუ­ლო­ცავ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ დამ­სა­ხუ­რე­ბულ შე­სა­ნიშ­ნავ შე­დეგს. სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს! ეს დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა!"

ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის კი­დევ ერ­თმა პრო­პა­გან­დის­ტმა და კრემ­ლის ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა იდე­ო­ლოგ­მა ალექ­სან­დრე დუ­გინ­მა ამ­ჯე­რად ემიგ­რანტ ქარ­თველ ამომ­რჩევ­ლებს, რომ­ლებ­მაც ხმა ოპო­ზი­ცი­ას მის­ცეს, მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი უწო­და.

"თუ ქარ­თვე­ლი ხარ, ცხოვ­რობ და ხმას აძ­ლევ სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს. და თუ არ ხარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ხმას აძ­ლევ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლომ აღარ იარ­სე­ბოს, რა­ნა­ი­რი ქარ­თვე­ლი ხარ? შენ მო­ღა­ლა­ტე ხარ. ჩემი ნება რომ იყოს, უცხო­ე­თის ხმე­ბი­დან მხო­ლოდ 13% ჩა­ვუთ­ვლი­დი ქარ­თულ ოც­ნე­ბას და სხვა ხმებს სა­ერ­თოდ არ გა­ვა­ბა­თი­ლებ­დი.

ხმის მი­ცე­მას ცოდ­ნა უნდა. ასე­ვე უნდა იყო იმის ღირ­სი, რომ ხმა მის­ცე. მა­გა­ლი­თის­თვის, რუ­სეთ­ში (და ახლა უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც) აკ­რძა­ლუ­ლი LGBT-ს მხარ­დამ­ჭე­რია, ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავს, რომ ის გა­დაგ­ვა­რე­ბუ­ლი, გარ­ყვნი­ლი და დე­ბი­ლია. არ შე­იძ­ლე­ბა ასეთ ასო­ცი­ა­ლურ ადა­მი­ანს ანდო სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე.

თავ­და­პირ­ვე­ლად ამომ­რჩე­ველ­მა უნდა გა­ი­ა­როს ფე­ის­კონ­ტრო­ლი, OSINT - ის (ღია წყა­რო­ე­ბის დაზ­ვერ­ვა) პრო­ცე­დუ­რა და მხო­ლოდ შემ­დეგ უნდა მის­ცეს ხმა, ისიც მხო­ლოდ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ან რამე უკე­თესს, პრო­ქარ­თულ­სა და სა­ფუძ­ვლი­ანს".

ცნო­ბი­ლი რუსი პრო­პა­გან­დის­ტი მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი "ტე­ლეგ­რამ­ში" გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს:

"ქარ­თვე­ლებ­მა გა­ი­მარ­ჯვეს. ყო­ჩაღ!“

რუ­სე­თის დუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ფსევ­დო ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკის პარ­ტი­ის ლი­დე­რი ლე­ნიდ სლუც­კი წერს:

"კო­ლექ­ტი­უ­რი და­სავ­ლე­თი დიდი ხა­ნია ოც­ნე­ბობს "უკ­რა­ი­ნულ სცე­ნარ­ზე" სა­ქარ­თვე­ლო­ში. დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბო­რის ჯონ­სო­ნი უკვე ყვი­რის რუ­სე­თის ჩა­რე­ვა­ზე და ვი­თომ ფალ­სი­ფი­კა­ცი­ა­ზე. ევ­რო­კავ­ში­რი იმუქ­რე­ბა რომ მო­რიგ სა­მიტ­ზე "სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხს" გა­ნი­ხი­ლავს. მაგ­რამ, ბა­ტო­ნე­ბო, რუ­სე­თი კი არ ერე­ვა, არა­მედ ვა­შინგტო­ნი და ბრი­უ­სე­ლი ვე­რაფ­რით შე­ე­გუა იმას, რომ სულ უფრო მეტი სა­ხელ­მწი­ფო სუ­ვე­რე­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კუ­თარ გზას ირ­ჩევს და მათ ვა­სა­ლო­ბა­ზე უარს აცხა­დებს.

ქარ­თვე­ლე­ბი უფრო ჭკვი­ა­ნე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ხმა არა პრო­რუ­სულ, რო­გორც ამას მე­და­სავ­ლე­თე­ე­ბი და მათი მა­რი­ო­ნე­ტე­ბი ცდი­ლო­ბენ წარ­მო­ად­გი­ნონ, არა­მედ ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კურსს მის­ცეს".

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კე­რი მა­რია ზა­ხა­რო­ვა ამ­ჯე­რად სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მი­მარ­თავს:

"კი­თხვა მაქვს ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან: რით არის ქარ­თუ­ლი მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პულ­ზე უა­რე­სი? სა­ქარ­თვე­ლო, შე­ვახ­სე­ნებ საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქეს, საფ­რან­გეთ­ზე ძვე­ლია.

თქვენს ბი­ძაშ­ვილ­საც კი, ფრანგ ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­სა და პო­ლი­ტი­კოსს ელენ კარ­ერ დ'ან­კოსს ევ­რო­კავ­შირ­ზე გული აუც­რუვ­და".

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ არ­ჩევ­ნე­ბის არა­ღი­ა­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი.

"ეს ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი პირ­ვე­ლად 2005 წლის აგ­ვის­ტო­ში, ყა­ზა­ნის 1000 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ვი­ცა­ნი. მა­შინ ის სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ნა­თე­ლი და ემო­ცი­უ­რად და­მუხ­ტუ­ლი, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა და ბევ­რს და­ა­მახ­სოვ­რდა.

წლე­ბი გა­ვი­და. დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბის წა­კი­თხვი­სას, ვიხ­სე­ნებ წინა წლე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ალ­გო­რით­მის საკ­ვან­ძო სა­კი­თხზე მისი პო­ზი­ცი­ის ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე მე­ფიქ­რე­ბა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მმარ­თვე­ლი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. ამას­თა­ნა­ვე საგ­რძნო­ბის ოპო­ზი­ცი­ის გავ­ლე­ნაც. ახლა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ქმე­დე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და­ად­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლო ქვეყ­ნის შიგ­ნით ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის გზას, თუ გა­და­უხ­ვევს უკვე ნაც­ნო­ბი ქუ­ჩის შე­ტა­კე­ბე­ბის მო­რე­ვის­კენ".

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კანდელაკს "მართლმადიდებლური ტრადიციების გამარჯვება" უხარია, დუგინი ქართველ ემიგრანტებს "მოღალატეებს" ეძახის -  როგორ ეხმაურებიან კრემლის პროპაგანდისტები ქართულ არჩევნებს?

კანდელაკს "მართლმადიდებლური ტრადიციების გამარჯვება" უხარია, დუგინი ქართველ ემიგრანტებს "მოღალატეებს" ეძახის -  როგორ ეხმაურებიან კრემლის პროპაგანდისტები ქართულ არჩევნებს?

რუსული პოლიტიკური სპექტრი აქტიურად ეხმაურება საქართველოში გამართულ არჩევნებს. მათი პოზიციები ძირითადად დასავლური გავლენების კრიტიკითა და საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების,“ მხარდაჭერით გამოირჩევა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს. მისი თქმით, ქართული პოლიტიკის სამომავლო კურსი მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის შიდა სტაბილურობისთვის.

"დასავლეთის გეგმა ოპოზიციის მხარდაჭერით საქართველოში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით ჩაიშალა“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა.

სხვა ცნობილმა პუტინისტებმა, მათ შორის მარგარიტა სიმონიანმა, ლეონიდ სლუცკიმ და ალექსანდრე დუგინმა, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს არჩევანი მიუთითებს ეროვნულ დამოუკიდებლობასა და ტრადიციული ღირებულებების პატივისცემაზე, რაც მათი აზრით დასავლეთის გავლენის მიმართ წინააღმდეგობის ნაწილია.

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი წერს, რომ საქართველო მისი მეორე სამშობლოა და "ქართული ოცნების“ გამარჯვება მართლმადიდებლური ტრადიციების გამარჯვებაა.

"ქართულ პოლიტიკაზე იშვიათად ვწერ ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩემს მეორე სამშობლოში პოლიტიკის შესახებ ცნობილი ადამიანების ნებისმიერი საჯარო განცხადება გავლენას ახდენს მიმდინარე პროცესებზე. და, რადგან მე ამ პროცესებში პოლიტიკოსის რანგში არ ვმონაწილეობ, ჩვეულებრივ, ვჩუმდები.

მაგრამ დღეს მართლაც შეუძლებელი მოხდა. დღეს საქართველომ აჩვენა, რომ ათწლეულების განმავლობაში ზომბირებამ არ გაამართლა. ქვეყნის კულტურულ კოდი და მრავალსაუკუნოვანი ღირებულებები არ შეიძლება უბრალოდ ასე გაქრეს, ჯადოსნური ჯოხის მუქარით. "ქართული ოცნების“ გამარჯვება მართლმადიდებლური ტრადიციებისა და უძველესი ქართული კულტურის გამარჯვებაა იმ დასავლური, სრულიად უცხო კოლონიალური სუროგატის წინააღმდეგ, რომლითაც ქართველი ხალხის გამოკვებას ამდენ ხანს ცდილობდნენ.

გულწრფელად ვულოცავ "ქართულ ოცნებას“ დამსახურებულ შესანიშნავ შედეგს. საქართველოს გაუმარჯოს! ეს დიდი გამარჯვებაა!"

ვლადიმირ პუტინის კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა და კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა ამჯერად ემიგრანტ ქართველ ამომრჩევლებს, რომლებმაც ხმა ოპოზიციას მისცეს, მოღალატეები უწოდა.

"თუ ქართველი ხარ, ცხოვრობ და ხმას აძლევ საქართველოში და საქართველოს. და თუ არ ხარ საქართველოში და ხმას აძლევ იმას, რომ საქართველომ აღარ იარსებოს, რანაირი ქართველი ხარ? შენ მოღალატე ხარ. ჩემი ნება რომ იყოს, უცხოეთის ხმებიდან მხოლოდ 13% ჩავუთვლიდი ქართულ ოცნებას და სხვა ხმებს საერთოდ არ გავაბათილებდი.

ხმის მიცემას ცოდნა უნდა. ასევე უნდა იყო იმის ღირსი, რომ ხმა მისცე. მაგალითისთვის, რუსეთში (და ახლა უკვე საქართველოშიც) აკრძალული LGBT-ს მხარდამჭერია, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ის გადაგვარებული, გარყვნილი და დებილია. არ შეიძლება ასეთ ასოციალურ ადამიანს ანდო საპასუხისმგებლო საქმე.

თავდაპირველად ამომრჩეველმა უნდა გაიაროს ფეისკონტროლი, OSINT - ის (ღია წყაროების დაზვერვა) პროცედურა და მხოლოდ შემდეგ უნდა მისცეს ხმა, ისიც მხოლოდ "ქართულ ოცნებას" ან რამე უკეთესს, პროქართულსა და საფუძვლიანს".

ცნობილი რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი "ტელეგრამში" გამოეხმაურება საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს:

"ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე, ფსევდო ოპოზიციონერი, ვლადიმირ ჟირინოვსკის პარტიის ლიდერი ლენიდ სლუცკი წერს:

"კოლექტიური დასავლეთი დიდი ხანია ოცნებობს "უკრაინულ სცენარზე" საქართველოში. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკვე ყვირის რუსეთის ჩარევაზე და ვითომ ფალსიფიკაციაზე. ევროკავშირი იმუქრება რომ მორიგ სამიტზე "საქართველოს საკითხს" განიხილავს. მაგრამ, ბატონებო, რუსეთი კი არ ერევა, არამედ ვაშინგტონი და ბრიუსელი ვერაფრით შეეგუა იმას, რომ სულ უფრო მეტი სახელმწიფო სუვერენული განვითარების საკუთარ გზას ირჩევს და მათ ვასალობაზე უარს აცხადებს.

ქართველები უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ. ხმა არა პრორუსულ, როგორც ამას მედასავლეთეები და მათი მარიონეტები ცდილობენ წარმოადგინონ, არამედ ეროვნული ინტერესების დაცვისა და დამოუკიდებლობის კურსს მისცეს".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ამჯერად სალომე ზურაბიშვილს მიმართავს:

"კითხვა მაქვს ზურაბიშვილთან: რით არის ქართული მომავალი ევროპულზე უარესი? საქართველო, შევახსენებ საფრანგეთის მოქალაქეს, საფრანგეთზე ძველია.

თქვენს ბიძაშვილსაც კი, ფრანგ ინტელექტუალსა და პოლიტიკოსს ელენ კარერ დ'ანკოსს ევროკავშირზე გული აუცრუვდა".

სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების არაღიარებას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი.

"ეს ქართველი პოლიტიკოსი პირველად 2005 წლის აგვისტოში, ყაზანის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გავიცანი. მაშინ ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ნათელი და ემოციურად დამუხტული, ზურაბიშვილი ყველას ყურადღების ცენტრში მოექცა და ბევრს დაამახსოვრდა.

წლები გავიდა. დღეს, საქართველოს პრეზიდენტის განცხადების წაკითხვისას, ვიხსენებ წინა წლების შთაბეჭდილებას და ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართულებისა და განვითარების ალგორითმის საკვანძო საკითხზე მისი პოზიციის ანგაჟირებულობაზე მეფიქრება.

საპარლამენტო არჩევნები მმართველი ქართული ოცნების გამარჯვებით დასრულდა. ამასთანავე საგრძნობის ოპოზიციის გავლენაც. ახლა პოლიტიკოსების ქმედებებზეა დამოკიდებული დაადგება საქართველო ქვეყნის შიგნით ურთიერთპატივისცემის გზას, თუ გადაუხვევს უკვე ნაცნობი ქუჩის შეტაკებების მორევისკენ".

იხილეთ ასევე: