სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, ჩათვალეთ, სიები არ არსებობს!“ - პროტესტს გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა უერთდება: რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი
“არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, ჩათვალეთ, სიები არ არსებობს!“ - პროტესტს გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა უერთდება: რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი

ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­თა ნა­წი­ლი აცხა­დებს, რომ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე უარს ამ­ბო­ბენ.

თავ­და­პირ­ვე­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის პირ­ველ­მა ნო­მერ­მა, ნანა მა­ლაშ­ხი­ამ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, მან­და­ტებ­ზე უარს სა­პარ­ლა­მენ­ტო სიის პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლი აცხა­დებს.

იგი­ვე პო­ზი­ცია და­ა­დას­ტუ­რა თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

“ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც ვთქვით, რომ ჩვენ არ ვა­ღი­ა­რებთ სა­არ­ჩევ­ნო შე­დეგს, ეს, რა თქმა უნდა, თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს იმას, რომ არ ვა­პი­რებთ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას“, - გა­ნა­ცხა­და “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ.

თინა ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გუ­შინ­დე­ლი “ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი ივა­ნიშ­ვილ­მა მო­ი­პა­რა“.

“ჩვენ ვი­ყა­ვით პირ­ვე­ლი, ვინც გა­ვა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ გუ­შინ­დე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­პა­რა ივა­ნიშ­ვილ­მა. ეს არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის ტო­ტა­ლუ­რი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა. რე­ა­ლუ­რად, ად­გი­ლი ჰქონ­და, რუ­სუ­ლი ტი­პის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­მაც აირ­ჩია ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი. ივა­ნიშ­ვილ­მა მი­ი­ტა­ცა ეს გა­მარ­ჯვე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

  • “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის თქმით, სა­ჭი­როა პრო­ტეს­ტი და ამ პრო­ცეს­ში ოპო­ზი­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბა.

“ჩვენ მზად ვართ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბის­თვის. გუ­შინ გა­ვა­კე­თეთ გან­ცხა­დე­ბა, რომ არ ვა­ღი­ა­რებთ შე­დე­გებს, ეს ნიშ­ნავს, რომ არ ვა­პი­რებთ ამ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას, ჩათ­ვა­ლეთ, სი­ე­ბი არ არ­სე­ბობს ჩვე­ნი მხრი­დან. არც კი გვი­ფიქ­რია სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. გუ­შინ, რო­გორც კი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თეთ, ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ ამ პარ­ლა­მენ­ტში არც შეს­ვლა და არც სია არ არ­სე­ბობს.

პრე­ზი­დენ­ტი აპი­რებს 9 სა­ათ­ზე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას. ჩვენ სა­ბო­ლოო კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­ვივ­ლით. რა თქმა უნდა, გვჭირ­დე­ბა პრო­ტეს­ტი. გვექ­ნე­ბა სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

ამ წუ­თებ­ში ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში პრე­ზი­დენ­ტი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ხვდე­ბა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან უკვე მი­ვიდ­ნენ კო­ა­ლი­ცია “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ანა დო­ლი­ძე. ასე­ვე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში არი­ან “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რე­ბი თინა ბო­კუ­ჩა­ვა და გი­ორ­გი ვა­შა­ძე.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბა “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დე­რი ნიკა მე­ლია, “გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვი­ლიც.

ანა დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის გეგ­მა მას შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რაც პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რა დას­რულ­დე­ბა, რა­საც პრე­ზი­დენ­ტი თა­ვად გა­აჟ­ღე­რებს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 21:00 სა­ათ­ზე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ბრი­ფინგს გა­მარ­თავს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

“არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, ჩათვალეთ, სიები არ არსებობს!“ - პროტესტს გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა უერთდება: რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი

“არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, ჩათვალეთ, სიები არ არსებობს!“ - პროტესტს გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა უერთდება: რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი

ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

თავდაპირველად აღნიშნულის შესახებ განცხადება “კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ განაცხადა. მისი თქმით, მანდატებზე უარს საპარლამენტო სიის პირველი ოცეული აცხადებს.

იგივე პოზიცია დაადასტურა თინა ბოკუჩავამ.

“ბუნებრივია, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას“, - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

თინა ბოკუჩავას თქმით, ქართველი ხალხის გუშინდელი “ისტორიული არჩევანი ივანიშვილმა მოიპარა“.

“ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა. ეს არის ქართველი ხალხის ნების ტოტალური უგულებელყოფა. რეალურად, ადგილი ჰქონდა, რუსული ტიპის სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი. ივანიშვილმა მიიტაცა ეს გამარჯვება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

  • “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, საჭიროა პროტესტი და ამ პროცესში ოპოზიციას საზოგადოებისგან სრული მხარდაჭერა ექნება.

“ჩვენ მზად ვართ აბსოლუტურად ყველა მოქმედებისთვის. გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვაღიარებთ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, ჩათვალეთ, სიები არ არსებობს ჩვენი მხრიდან. არც კი გვიფიქრია სხვა ალტერნატივა. გუშინ, როგორც კი განცხადება გავაკეთეთ, ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ პარლამენტში არც შესვლა და არც სია არ არსებობს.

პრეზიდენტი აპირებს 9 საათზე განცხადების გაკეთებას. ჩვენ საბოლოო კონსულტაციებს გავივლით. რა თქმა უნდა, გვჭირდება პროტესტი. გვექნება სრული მხარდაჭერა საზოგადოებისგან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. სალომე ზურაბიშვილთან უკვე მივიდნენ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში არიან “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფება “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია, “გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ცქიტიშვილიც.

ანა დოლიძის განცხადებით, ოპოზიციის გეგმა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პრეზიდენტთან შეხვედრა დასრულდება, რასაც პრეზიდენტი თავად გააჟღერებს.

როგორც ცნობილია, 21:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს.

იხილეთ ასევე: