სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ახალგაზრდობის ქვეყნის მასობრივად დატოვების გვეშინია - ევროკავშირში მოგესალმებით, თუმცა ეს ტრაგედია იქნება საქართველოს ევროპული ორიენტაციისთვის“ - ევროპისა და კანადის 13 პარლამენტარი
“ახალგაზრდობის ქვეყნის მასობრივად დატოვების გვეშინია - ევროკავშირში მოგესალმებით, თუმცა ეს ტრაგედია იქნება საქართველოს ევროპული ორიენტაციისთვის“ - ევროპისა და კანადის 13 პარლამენტარი

ევ­რო­პე­ლი და კა­ნა­დე­ლი 13 პარ­ლა­მენ­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არც თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, არც სა­მარ­თლი­ა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად, გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ამ ფონ­ზე შე­დე­გე­ბი არ უნდა იქ­ნას აღი­ა­რე­ბუ­ლი.

ამას­თან, გან­ცხა­დე­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი მო­ი­თხო­ვენ პერ­სო­ნა­ლურ სან­ქცი­ებს მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია არა­სა­მარ­თლი­ან სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­ზე, და­ში­ნე­ბა­სა და მუ­ქა­რებ­ზე ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

  • გან­ცხა­დე­ბა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ “მა­სობ­რი­ვი იმედ­გაც­რუ­ე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად“, ახლა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ევ­რო­პუ­ლი ნა­წი­ლი არ უნდა იქ­ნას მი­ტო­ვე­ბუ­ლი, გან­ცხა­დე­ბის ხელ­მომ­წე­რე­ბი არ ეთან­ხმე­ბი­ან ამ მო­მენ­ტის­თვის “კო­ლექ­ტი­ურ დას­ჯას, რო­გო­რი­ცაა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა”.

“ჩვე­ნი სო­ლი­და­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ერ­თგუ­ლი ევ­რო­პე­ლი­სად­მი, რომ­ლე­ბიც ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს იზი­ა­რე­ბენ, იბ­რძვი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, დე­მოკ­რა­ტი­ის­თვი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვრჩე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო იმ­სა­ხუ­რებს ად­გილს ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პის შუ­ა­გულ­ში, მაგ­რამ ეს არ­ჩევ­ნე­ბი არც თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, არც სა­მარ­თლი­ა­ნი. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­მა­ტი შე­უ­სა­ბა­მო იყო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან. კან­დი­და­ტებს აში­ნებ­დნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ, სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლა­უფ­ლე­ბა ბო­რო­ტად იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ხმე­ბი ნა­ყი­დი იყო. ამას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­არ­ჩევ­ნო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ე­ბის ან­გა­რი­შე­ბი ნათ­ლად ადას­ტუ­რებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­არ­ჩევ­ნო თაღ­ლი­თო­ბაა, ასე­ვე, არ­ჩევ­ნე­ბის დღეს და­ში­ნე­ბი­სა და ხმე­ბის ყიდ­ვის მეშ­ვე­ო­ბით.

ქვე­ყა­ნა კი­დევ უფრო და­ყო­ფი­ლია ქა­ლა­ქურ და სოფ­ლის, ახალ­გაზ­რდებ­სა და მო­ხუ­ცებს შო­რის, ვიდ­რე გვე­ში­ნო­და.

არ­ჩევ­ნე­ბი იყო ევ­რო­პის ან იზო­ლა­ცი­ის, დე­მოკ­რა­ტი­ის ან ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ან რუ­სი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ. აშ­კა­რად, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს შე­სა­ბა­მი­სად არ გახ­და ნა­თე­ლი, რომ მმარ­თველ პარ­ტი­ი­სა და მისი პო­ლი­ტი­კის გა­რე­მო­ში ევ­რო­კავ­შირ­თან და­ახ­ლო­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პო­ლი­ტი­კა უბ­რა­ლოდ შე­უ­სა­ბა­მოა ევ­რო­კავ­შირ­თან. “გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის” ში­შის მზაკ­ვრუ­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს “მე­ო­რე უკ­რა­ი­ნად გახ­დის”, “ნა­ყო­ფი­ერ მი­წა­ზე მოხ­ვდა“. მხო­ლოდ ერთი “გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­აა” და მისი სა­ხე­ლი უნდა თქვა, მისი სა­ხე­ლი რუ­სე­თია.

ამ ფონ­ზე ევ­რო­კავ­შირს არ შე­უძ­ლია შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბა.

მო­ვი­თხოვთ პერ­სო­ნა­ლურ სან­ქცი­ებს მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია არა­სა­მარ­თლი­ან სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­ზე, და­ში­ნე­ბა­სა და მუ­ქა­რებ­ზე ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ამ მა­სობ­რი­ვი იმედ­გაც­რუ­ე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ახლა [სა­ქარ­თვე­ლოს] სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო-ევ­რო­პუ­ლი ნა­წი­ლი არ უნდა მი­ვა­ტო­ვოთ. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კავ­ში­რი უფრო უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ. ამ მო­მენ­ტის­თვის უარ­ვყოფთ კო­ლექ­ტი­ურ დას­ჯას, რო­გო­რი­ცაა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა. თუმ­ცა, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე, პრო­ევ­რო­პუ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის ქვეყ­ნის მა­სობ­რი­ვად და­ტო­ვე­ბის გვე­ში­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში მო­გე­სალ­მე­ბით, ეს ტრა­გე­დია იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის­თვის”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბის ხელ­მომ­წე­რე­ბი ევ­რო­პი­სა და კა­ნა­დის 13 პარ­ლა­მენ­ტა­რია: მა­იკლ როთი (გერ­მა­ნია, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე), ემა­ნუ­ე­ლის ზინ­გე­რი­სი (ლი­ე­ტუ­ვა, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე), ჟი­გი­მან­ტას პა­ვი­ლი­ო­ნი­სი (ლი­ე­ტუ­ვა, ევ­რო­პულ საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე), ჩარლზ ფლა­ნა­გა­ნი (ირ­ლან­დია, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­ტა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე), მარ­კო მიჰ­კელ­სო­ნი (ეს­ტო­ნე­თი, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე), რი­ჰარდს კოლ­სი (ლატ­ვია, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი), ბოგ­დან კლი­ჩი (პო­ლო­ნე­თი, სე­ნა­ტის ევ­რო­პულ საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე), კერ­სტინ ლუნ­დგრე­ნი (შვე­დე­თი, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი), ლია ქუ­არ­ტა­პე­ლე (იტა­ლია, სა­გა­რე ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე), ოლექ­სან­დრ მე­რეჟ­კო (უკ­რა­ი­ნა, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე), ინა­რა მუ­ნი­ე­ჩე (ლატ­ვია, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე), რა­დოს­ლავ ვო­გი­ე­ლი (პო­ლო­ნე­თი, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე), ალი ეჰ­სა­სი (კა­ნა­და, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე).

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

“ახალგაზრდობის ქვეყნის მასობრივად დატოვების გვეშინია - ევროკავშირში მოგესალმებით, თუმცა ეს ტრაგედია იქნება საქართველოს ევროპული ორიენტაციისთვის“ - ევროპისა და კანადის 13 პარლამენტარი

“ახალგაზრდობის ქვეყნის მასობრივად დატოვების გვეშინია - ევროკავშირში მოგესალმებით, თუმცა ეს ტრაგედია იქნება საქართველოს ევროპული ორიენტაციისთვის“ - ევროპისა და კანადის 13 პარლამენტარი

ევროპელი და კანადელი 13 პარლამენტარი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, საქართველოში ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი, შესაბამისად, განცხადების ავტორები ფიქრობენ, რომ ამ ფონზე შედეგები არ უნდა იქნას აღიარებული.

ამასთან, განცხადებაში პარლამენტარები მოითხოვენ პერსონალურ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია არასამართლიან საარჩევნო გარემოზე, დაშინებასა და მუქარებზე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

  • განცხადებაში ხაზგასმულია, რომ “მასობრივი იმედგაცრუებების მიუხედავად“, ახლა საქართველოს პროევროპული ნაწილი არ უნდა იქნას მიტოვებული, განცხადების ხელმომწერები არ ეთანხმებიან ამ მომენტისთვის “კოლექტიურ დასჯას, როგორიცაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება”.

“ჩვენი სოლიდარობა საქართველოში ბევრი ერთგული ევროპელისადმი, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ, იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვისა და კანონის უზენაესობისთვის. დარწმუნებულები ვრჩებით, რომ საქართველო იმსახურებს ადგილს ერთიანი ევროპის შუაგულში, მაგრამ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი. არჩევნებამდე პოლიტიკური კლიმატი შეუსაბამო იყო სამართლიანობის ევროპულ სტანდარტებთან. კანდიდატებს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, სახელმწიფო ძალაუფლება ბოროტად იქნა გამოყენებული, ხმები ნაყიდი იყო. ამას საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები ნათლად ადასტურებს. მნიშვნელოვანი საარჩევნო თაღლითობაა, ასევე, არჩევნების დღეს დაშინებისა და ხმების ყიდვის მეშვეობით.

ქვეყანა კიდევ უფრო დაყოფილია ქალაქურ და სოფლის, ახალგაზრდებსა და მოხუცებს შორის, ვიდრე გვეშინოდა.

არჩევნები იყო ევროპის ან იზოლაციის, დემოკრატიის ან ავტორიტარიზმის, თავისუფლების ან რუსიფიკაციის შესახებ. აშკარად, საარჩევნო კამპანიის დროს შესაბამისად არ გახდა ნათელი, რომ მმართველ პარტიისა და მისი პოლიტიკის გარემოში ევროკავშირთან დაახლოების გაგრძელება შეუძლებელია. “ქართული ოცნების” პოლიტიკა უბრალოდ შეუსაბამოა ევროკავშირთან. “გლობალური ომის პარტიის” შიშის მზაკვრული კამპანია, რომელიც საქართველოს “მეორე უკრაინად გახდის”, “ნაყოფიერ მიწაზე მოხვდა“. მხოლოდ ერთი “გლობალური ომის პარტიაა” და მისი სახელი უნდა თქვა, მისი სახელი რუსეთია.

ამ ფონზე ევროკავშირს არ შეუძლია შედეგების აღიარება.

მოვითხოვთ პერსონალურ სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია არასამართლიან საარჩევნო გარემოზე, დაშინებასა და მუქარებზე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ამ მასობრივი იმედგაცრუებების მიუხედავად, ახლა [საქართველოს] საზოგადოების პრო-ევროპული ნაწილი არ უნდა მივატოვოთ. სამოქალაქო საზოგადოებასთან კავშირი უფრო უნდა გავაძლიეროთ. ამ მომენტისთვის უარვყოფთ კოლექტიურ დასჯას, როგორიცაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. თუმცა, კარგი განათლების მქონე, პროევროპული ახალგაზრდობის ქვეყნის მასობრივად დატოვების გვეშინია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში მოგესალმებით, ეს ტრაგედია იქნება საქართველოს ევროპული ორიენტაციისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერები ევროპისა და კანადის 13 პარლამენტარია: მაიკლ როთი (გერმანია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ემანუელის ზინგერისი (ლიეტუვა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ჩარლზ ფლანაგანი (ირლანდია, საგარეო ურთიერთობატა კომიტეტის თავმჯდომარე), მარკო მიჰკელსონი (ესტონეთი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), რიჰარდს კოლსი (ლატვია, ევროპარლამენტარი), ბოგდან კლიჩი (პოლონეთი, სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი), ლია ქუარტაპელე (იტალია, საგარე ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ოლექსანდრ მერეჟკო (უკრაინა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), ინარა მუნიეჩე (ლატვია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე), რადოსლავ ვოგიელი (პოლონეთი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ალი ეჰსასი (კანადა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე).