კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ - გიორგი კალანდარიშვილი
ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ - გიორგი კალანდარიშვილი

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ა­ნი სი­ე­ბის დუბ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უსა­ფუძ­ვლოა.

  • რო­გორც მან დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბაა სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რულ­მა კომ­პა­ნი­ამ და­ა­დას­ტუ­რა.

"ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა და­ა­დას­ტუ­რა სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რულ­მა კომ­პა­ნი­ამ. ჩვენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გად­მოგ­ვე­ცა პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ფა­ზის აუ­დი­ტის შე­დე­გე­ბი, სა­დაც ცალ­სა­ხად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია და დო­კუ­მენ­ტე­ბის თარ­გმნის­თა­ნა­ვე ისი­ნი სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ჩარ­თუ­ლი მხა­რის­თვის, მათ შო­რის ის მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რად წა­მოჭ­რი­ლი სა­კი­თხი, თით­ქოს, ამომ­რჩე­ველ­თა ერ­თი­ან სი­ებ­ში იყო სი­ე­ბის დუბ­ლი­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ვე­რი­ფი­კა­ცი­ის ნა­წილ­ში. ეს იმ­თა­ვით­ვე უსა­ფუძ­ვლოა, რო­გორც მი­ნი­მუმ, რომ ქა­ღალ­დის კვა­ლის პი­რო­ბებ­ში, მა­შინ რო­დე­საც სი­ე­ბი სრუ­ლად აუ­დი­ტი­რე­ბა­დი იყო, ყვე­ლა ვე­რი­ფი­კა­ცი­ის აპა­რა­ტი­დან იბეჭ­დე­ბო­და ამომ­რჩე­ველ­თა სი­ე­ბი, ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თვის. დღეს ეს ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნი­ამ კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით და­ა­დას­ტუ­რა, მი­უ­თი­თა იმა­ზე, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი პა­სუ­ხობ­და ად­გი­ლობ­რივ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო კარგ პრაქ­ტი­კა­სა და სტან­დარ­ტებს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რამ­დენ­ჯერ­მე ახერ­ხებ­დნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ რამ­დე­ნი­მე პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი ჰქონ­დათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ - გიორგი კალანდარიშვილი

ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ - გიორგი კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიების დუბლირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა.

  • როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობაა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ დაადასტურა.

"ელექტრონული ტექნოლოგიების გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ. ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა პირველი და მეორე ფაზის აუდიტის შედეგები, სადაც ცალსახად დადასტურებულია და დოკუმენტების თარგმნისთანავე ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ჩართული მხარისთვის, მათ შორის ის მანიპულაციურად წამოჭრილი საკითხი, თითქოს, ამომრჩეველთა ერთიან სიებში იყო სიების დუბლირება, განსაკუთრებით ვერიფიკაციის ნაწილში. ეს იმთავითვე უსაფუძვლოა, როგორც მინიმუმ, რომ ქაღალდის კვალის პირობებში, მაშინ როდესაც სიები სრულად აუდიტირებადი იყო, ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა ამომრჩეველთა სიები, ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. დღეს ეს ამერიკულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა, მიუთითა იმაზე, რომ ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობას რამდენჯერმე ახერხებდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ რამდენიმე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდათ.