სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმოკლეს დროში კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ" - ბოკუჩავა
"უმოკლეს დროში კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ" - ბოკუჩავა

დღეს არის ძა­ლი­ან დიდი გა­მარ­ჯვე­ბის დღე, მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლა­დო­ბი­სა გა­ი­მარ­ჯვა ევ­რო­პამ და გა­ი­მარ­ჯვა სა­ქარ­თვე­ლომ, - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რემ თინა ბო­კუ­ჩა­ვამ Edison Research-ის ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, დღეს არ გა­ი­მარ­ჯვა რო­მე­ლი­მე ერ­თმა პარ­ტი­ამ, გა­ი­მარ­ჯვა ქვეყ­ნის ევ­რო­პულ­მა მო­მა­ვალ­მა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” და­მარ­ცხდა.

“დღეს არის ძა­ლი­ან დიდი გა­მარ­ჯვე­ბის დღე. დღეს არის ნამ­დვი­ლად დიდი ეროვ­ნუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის დღე. მოხ­და სწო­რედ ის, რა­საც ვპ­როგ­ნო­ზი­რებ­დით მრა­ვა­ლი თვის, მრა­ვა­ლი კვი­რის მან­ძილ­ზე და მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ მი­უ­ხე­და­ვად ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ჩაყ­რი­სა, მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლა­დო­ბი­სა გა­ი­მარ­ჯვა ევ­რო­პამ და გა­ი­მარ­ჯვა სა­ქარ­თვე­ლომ. დღეს არ გა­ი­მარ­ჯვა რო­მე­ლი­მე ერ­თმა პარ­ტი­ამ, გა­ი­მარ­ჯვა ქვეყ­ნის ევ­რო­პულ­მა მო­მა­ვალ­მა, გა­ი­მარ­ჯვა ოპო­ზი­ცი­ამ და და­მარ­ცხდა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა,” ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დრო დას­რულ­და და ეს ვნა­ხეთ ჩვენ იმ ეგ­ზიტ­პო­ლებ­ში, რო­მე­ლიც ახლა გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ამ ის­ტო­რი­ულ არ­ჩევ­ნებ­ზე გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბა­ზე, კო­ა­ლი­ცი­ურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. ჩვენ ამ ნდო­ბას, რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან, ვე­პყრო­ბით ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, უმოკ­ლეს დრო­ში, სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან ერ­თად, რომ­ლებ­მაც გა­და­ლა­ხეს სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი, და­ვი­წყებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას აუ­ცი­ლებ­ლად შე­იყ­ვანს ევ­რო­კავ­შირ­ში.

აქვე, მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის როლს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ქარ­თუ­ლი ქარ­ტია, რო­მელ­საც ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ამ, რო­მელ­მაც მი­ი­ღო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნდო­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მან­და­ტი, არის ამავდრო­უ­ლად ხელ­მომ­წე­რი ქარ­თუ­ლი ქარ­ტი­ის, შე­სა­ბა­მი­სად, დიდი იმე­დი მაქვს, რომ ასე­ვე უმოკ­ლეს დრო­ში პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­იქ­მნე­ბა პრო­ცე­სი ქარ­თუ­ლი ქარ­ტი­ის ირ­გვლივ იმის­თვის, რომ და­კომ­პლექტდეს მთავ­რო­ბა და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დაბ­რუნ­დეს ევ­რო­პუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე.

რო­გორც ნა­ხეთ, ეგ­ზიტ­პოლ­ში გან­სხვა­ვე­ბა არის ძა­ლი­ან დიდი, ოპო­ზი­ცი­ამ დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით მო­ი­გო, 10%-იანი უპი­რა­ტე­სო­ბით მო­ი­გო ოპო­ზი­ცი­ამ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გებ­ში, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მოვა, ეს უპი­რა­ტე­სო­ბა ოპო­ზი­ცი­ის­თვის კი­დევ უფრო დიდი იქ­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ უფრო დიდი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ერ­თო ეროვ­ნუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა. დიდი მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც მი­ვი­და და გა­ა­კე­თა ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი”, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, Edison Research-ის ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ხმე­ბის 40,9 % მი­ი­ღო, „ერ­თი­ა­ნო­ბა - ნაც­მოძ­რა­ო­ბამ“ 16,7 %, მე­ლია-გვა­რა­მი­ას კო­ა­ლი­ცი­ამ 16,7 %, „ძლი­ერ­მა სა­ქარ­თვე­ლომ“ – 10,3% და გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ამ - 8,2 %.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"უმოკლეს დროში კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ" - ბოკუჩავა

"უმოკლეს დროში კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ" - ბოკუჩავა

დღეს არის ძალიან დიდი გამარჯვების დღე, მიუხედავად ძალადობისა გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა საქართველომ, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა და “ქართული ოცნება” დამარცხდა.

“დღეს არის ძალიან დიდი გამარჯვების დღე. დღეს არის ნამდვილად დიდი ეროვნული, ევროპული გამარჯვების დღე. მოხდა სწორედ ის, რასაც ვპროგნოზირებდით მრავალი თვის, მრავალი კვირის მანძილზე და მთელი დღის განმავლობაში, რომ მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა, მიუხედავად ძალადობისა გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა საქართველომ. დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა “ქართული ოცნება,” ბიძინა ივანიშვილის დრო დასრულდა და ეს ვნახეთ ჩვენ იმ ეგზიტპოლებში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა.

ქართველმა ხალხმა ამ ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე. ჩვენ ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ ქართველი ხალხისგან, ვეპყრობით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, შესაბამისად, უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად შეიყვანს ევროკავშირში.

აქვე, მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ქართული ქარტია, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც მიიღო ქართველი ხალხის ნდობა და ხელისუფლების მანდატი, არის ამავდროულად ხელმომწერი ქართული ქარტიის, შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე უმოკლეს დროში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი ქართული ქარტიის ირგვლივ იმისთვის, რომ დაკომპლექტდეს მთავრობა და ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს ევროპული განვითარების გზაზე.

როგორც ნახეთ, ეგზიტპოლში განსხვავება არის ძალიან დიდი, ოპოზიციამ დიდი უპირატესობით მოიგო, 10%-იანი უპირატესობით მოიგო ოპოზიციამ და დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო შედეგებში, რომელიც სულ რამდენიმე საათში მოვა, ეს უპირატესობა ოპოზიციისთვის კიდევ უფრო დიდი იქნება და შესაბამისად, კიდევ უფრო დიდი იქნება ჩვენი საერთო ეროვნული, ევროპული გამარჯვება. დიდი მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მივიდა და გააკეთა ევროპული არჩევანი”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, „ერთიანობა - ნაცმოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ - 8,2 %.

წაიკითხეთ ასევე: