კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
700 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი - რომელ რეგიონში ფიქსირდება ყველაზე მაღალი აქტივობა: 12:00 საათის მონაცემები
700 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი - რომელ რეგიონში ფიქსირდება ყველაზე მაღალი აქტივობა: 12:00 საათის მონაცემები

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 12:00 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე 776 726 ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ვი­და, რაც 22.22%-ს შე­ად­გენს.

  • რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით აქ­ტი­ვო­ბა ასე გა­და­ნა­წილ­და:

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თი - 72 443; თბი­ლი­სი 238 992; კა­ხე­თი 70 441; მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი - 20 903; ქვე­მო ქარ­თლი - 83 448; შიდა ქარ­თლი - 51 522; სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი - 31 651; რაჭა ლე­ჩხუ­მი - 9 096; იმე­რე­თი - 113 536; გუ­რია - 21 748; აჭა­რა - 62 876.

რაც შე­ე­ხე­ბა დარ­ღვე­ვებს, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ფიქ­სირ­და ერთი ამომ­რჩევ­ლის­თვის 2 ბი­უ­ლე­ტე­ნის გა­და­ცე­მის ფაქ­ტი, თუმ­ცა ხმის მთვლე­ლი აპა­რა­ტი ფი­ზი­კუ­რად ვერ მი­ი­ღებს 2 ბი­უ­ლე­ტენს ერ­თდრო­უ­ლად

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის პრესს­პი­კე­რის ნა­თია იო­სე­ლი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­და­ცე­მის პრო­ცეს­ში მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ად­გილ­ზე­ვე ხდე­ბა და არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ყო­ფი­ლა აპა­რა­ტის მიერ ორი ბი­უ­ლე­ტე­ნის ერ­თად მი­ღე­ბის ფაქ­ტი.

„სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­ნაგ­რძობს ამომ­რჩევ­ლე­ბი­სა და არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას კენ­ჭისყ­რის დღის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ დრო­ის­თვის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­სი ძი­რი­თა­დად მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სის ხე­ლის შეშ­ლის ფაქ­ტე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ პარ­ტი­ე­ბის, სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­იც­ვან კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, ნუ ჩა­ე­რე­ვი­ან კო­მი­სი­ე­ბის ფუნ­ქცი­ებ­ში და ხელი შე­უ­წყონ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბას. მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უნდა და­იც­ვან სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ებ­ში მუ­შა­ო­ბი­სას ფოტო-ვი­დეო გა­და­ღე­ბის დად­გე­ნი­ლი წესი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­მო­ი­ყე­ნებს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ მე­ქა­ნიზ­მებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ერ­თსა და იმა­ვე ად­გი­ლობ­რივ სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უფ­ლე­ბა აქვს უბან­ზე ერ­თდრო­უ­ლად ჰყავ­დეს მხო­ლოდ 1 დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს 2 დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლოა, ახ­ლდეთ თარ­ჯი­მა­ნი, მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს 2 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ხოლო სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებს - 1 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ფიქ­სირ­და ერთი ამომ­რჩევ­ლის­თვის 2 ბი­უ­ლე­ტე­ნის გა­და­ცე­მის ფაქ­ტი. გვინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ხმის მთვლე­ლი აპა­რა­ტი ფი­ზი­კუ­რად ვერ მი­ი­ღებს 2 ბი­უ­ლე­ტენს ერ­თდრო­უ­ლად. ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის გა­და­ცე­მის პრო­ცეს­ში მე­ქა­ნი­კუ­რი შეც­დო­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ად­გილ­ზე­ვე ხდე­ბა და არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ ყო­ფი­ლა აპა­რა­ტის მიერ ორი ბი­უ­ლე­ტე­ნის ერ­თად მი­ღე­ბის ფაქ­ტი.ასე­ვე და­ფიქ­სირ­და ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ სა­არ­ჩევ­ნო კა­ბი­ნა­ში ბი­უ­ლე­ტე­ნის გა­და­ღე­ბის და გა­სა­ჯა­რო­ე­ბის ფაქ­ტი. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რის კა­ბი­ნა­ში იკ­რძა­ლე­ბა ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ვთხოვთ არ­ჩევ­ნებ­ში ჩარ­თულ მხა­რე­ებს ნუ წა­ა­ხა­ლი­სე­ბენ აკ­რძა­ლულ ქმე­დე­ბას.

გა­გაც­ნობთ ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 10:00 სა­ა­თის მდგო­მა­რე­ო­ბით. ამ დრო­ი­სათ­ვის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე 324 197 ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ვი­და, რაც 9.27%-ს შე­ად­გენს.

იმ ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო თა­ვად ვერ მი­დი­ან არ­ჩევ­ნებ­ზე, გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თე­ბი უკვე გა­ვი­და სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი­დან. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის ამომ­რჩევ­ლე­ბიც გა­დი­ან მარ­კი­რე­ბას, რომ­ლე­ბიც გა­და­სა­ტა­ნი ყუ­თის გა­მო­ყე­ნე­ბით მის­ცე­მენ ხმას.

სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, დღეს, კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში იკ­რძა­ლე­ბა აგი­ტა­ცია. და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლი­დან 25 მეტ­რის მან­ძილ­ზე სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბა. და­უშ­ვე­ბე­ლია აგ­რეთ­ვე კენ­ჭისყ­რის დღეს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ან კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბი­დან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე ამომ­რჩევ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რად შე­ფერ­ხე­ბა. ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის დღეს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბი­დან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე ადა­მი­ან­თა შეკ­რე­ბა ან ამომ­რჩე­ველ­თა აღ­რი­ცხვა.

ასე­ვე, 20:00 სა­ა­თამ­დე იკ­რძა­ლე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს ეთერ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ფა­სი­ა­ნი ან/და უფა­სო რეკ­ლა­მა. ასე­ვე, იკ­რძა­ლე­ბა არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

700 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი - რომელ რეგიონში ფიქსირდება ყველაზე მაღალი აქტივობა: 12:00 საათის მონაცემები

700 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი - რომელ რეგიონში ფიქსირდება ყველაზე მაღალი აქტივობა: 12:00 საათის მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც 22.22%-ს შეადგენს.

  • რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე გადანაწილდა:

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 72 443; თბილისი 238 992; კახეთი 70 441; მცხეთა-მთიანეთი - 20 903; ქვემო ქართლი - 83 448; შიდა ქართლი - 51 522; სამცხე-ჯავახეთი - 31 651; რაჭა ლეჩხუმი - 9 096; იმერეთი - 113 536; გურია - 21 748; აჭარა - 62 876.

რაც შეეხება დარღვევებს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტი, თუმცა ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს ერთდროულად

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განმარტებით, ბიულეტენების გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი.

„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს დაიცვან კანონმდებლობა, ნუ ჩაერევიან კომისიების ფუნქციებში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. მედიის წარმომადგენლებმა უნდა დაიცვან საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობისას ფოტო-ვიდეო გადაღების დადგენილი წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს კანონით დადგენილ მექანიზმებს.

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ 1 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 2 დამკვირვებელი, რომლებსაც შესაძლოა, ახლდეთ თარჯიმანი, მედია ორგანიზაციებს 2 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტი. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს ერთდროულად. ბიულეტენების გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი.ასევე დაფიქსირდა ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლის მიერ საარჩევნო კაბინაში ბიულეტენის გადაღების და გასაჯაროების ფაქტი. როგორც მოგეხსენებათ ფარული კენჭისყრის კაბინაში იკრძალება ფოტო და ვიდეო გადაღება და შესაბამისად ვთხოვთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს ნუ წაახალისებენ აკრძალულ ქმედებას.

გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას საქართველოს მასშტაბით 10:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს.

იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ ის ამომრჩევლებიც გადიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება”, - განაცხადა იოსელიანმა.

წაიკითხეთ ასევე: