კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილი და გახარია მეუღლეებთან ერთად, ივანიშვილი, ხაზარაძე ოჯახებით, ბოკუჩავა შვილების თანხლებით... - ვინ ვისთან ერთად მივიდა არჩევნებზე (ფოტოები)
ღარიბაშვილი და გახარია მეუღლეებთან ერთად, ივანიშვილი, ხაზარაძე ოჯახებით, ბოკუჩავა შვილების თანხლებით... - ვინ ვისთან ერთად მივიდა არჩევნებზე (ფოტოები)

დღეს, 26 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო XI მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენტს ირ­ჩევს. ამომ­რჩევ­ლებ­მა ხმის მი­ცე­მა ამ წუ­თებ­ში, 08:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყეს. 10:00 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე 324 197 ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ვი­და, რაც 9.27%-ს შე­ად­გენს.

პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მა სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი დი­ლი­დან­ვე და­ა­ფიქ­სი­რეს. ისი­ნი სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ოჯახ­თან, მე­უღ­ლე­ებ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად მი­ვიდ­ნენ.

გთა­ვა­ზობთ ფო­ტო­ებს და პირ­ველ გან­ცხა­დე­ბებს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი­დან:

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც არ­ჩე­ვა­ნი და­ა­ფიქ­სი­რა, პრე­ზი­დენ­ტია. მან ხმა 67-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გან­თავ­სე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მის­ცა. რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მან ხმა მის­ცა ახალ სა­ქარ­თვე­ლოს.

"მთელს სა­ქარ­თვე­ლოს მინ­და მი­ვუ­ლო­ცო დღე­ვან­დე­ლი დღე, რო­მე­ლიც არის დღე ბედ­ნი­ე­რი. მე ხმა მი­ვე­ცი არა ვის, არა­მედ რას, ამ­ჯე­რად. ხმა მი­ვე­ცი ახალ სა­ქარ­თვე­ლოს, იმ სა­ქარ­თვე­ლოს, რომ­ლის გუ­ლის­თვი­საც ამ ქვე­ყა­ნა­ში 22 წლის წინ ჩა­მო­ვე­დი, რო­მელ­ზეც ჩემი წი­ნაპ­რე­ბი ლო­ცუ­ლობ­დნენ. მე მი­ვე­ცი ხმა იმ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მელ­ზეც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ლო­ცუ­ლობს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. სა­ღა­მოს ჩვენ ვიქ­ნე­ბით ყვე­ლა­ნი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი. და­მარ­ცხე­ბუ­ლი არა­ვინ იქ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ გა­ი­მარ­ჯვებს სა­ქარ­თვე­ლო!“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი: "მინ­და, მივ­მარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­მო­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნებ­ზე. არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ან ვირ­ჩევთ მთავ­რო­ბას, რო­მე­ლიც მო­გემ­სა­ხუ­რე­ბათ თქვენ, ქარ­თველ ხალ­ხს, სამ­შობ­ლოს, იზ­რუ­ნებს ქვე­ყა­ნა­ზე, ან ვირ­ჩევთ უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტუ­რას, რო­მე­ლიც მხო­ლოდ უცხო ქვეყ­ნის და­ვა­ლე­ბებს შე­ას­რუ­ლებს. თა­ნაც, დღე­ვან­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ უცხო ქვე­ყა­ნას გა­მოკ­ვე­თი­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს, რო­მე­ლიც შე­უძ­ლია მყი­სი­ე­რად და­ა­ვა­ლოს აგენ­ტუ­რას, თუ მო­ვა­ხერ­ხებთ და მათ ავირ­ჩევთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­მე­ზობ­ლო­ში ომია. იმ ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც აგენ­ტუ­რას მარ­თავს და რო­მე­ლიც დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლი­ტი­კა­შია, სას­წრა­ფო და­ვა­ლე­ბა აქვს, რომ რო­გორ­მე სა­ქარ­თვე­ლო სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩა­ერ­თოს. გარ­წმუ­ნებთ, ამას დიდი დრო არ დას­ჭირ­დე­ბა. ეს მოხ­დე­ბა მყი­სი­ე­რად. ნაც­ვლად იმი­სა, რომ ჩვენ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნოთ, მი­ვი­ღებთ კა­ტას­ტრო­ფას და მი­ვი­ღებთ ქვეყ­ნის ნან­გრე­ვებს".

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ. მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ამომ­რჩე­ველს ქვეყ­ნის ნა­თელ მო­მა­ვალს, მშვი­დო­ბას, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ წინსვლას სთა­ვა­ზობს.

"დღეს კი­დევ ერთხელ უნდა შე­ვახ­სე­ნოთ სა­კუ­თარ თავს, რომ ეს არის ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი, გა­დამ­წყვე­ტი არ­ჩევ­ნე­ბი, რე­ფე­რენ­დუ­მის ტოლ­ფა­სი არ­ჩევ­ნე­ბი. 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის ტოლ­ფა­სი არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც კი­დევ ერთხელ, სა­ბო­ლო­ოდ, უნდა გა­და­წყდეს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა. ეს არის რე­ფე­რენ­დუ­მი ომსა და მშვი­დო­ბას შო­რის; ეს არის რე­ფე­რენ­დუ­მი ამო­რა­ლურ პრო­პა­გან­და­სა და ტრა­დი­ცი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს შო­რის; ეს არის რე­ფე­რენ­დუ­მი ბნელ წარ­სულ­სა და ქვეყ­ნის ნა­თელ მო­მა­ვალს შო­რის. თქვენ ხე­დავთ, რომ არის ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად მო­ნა­წი­ლე­ობს ამ არ­ჩევ­ნებ­ში. ერთი მხა­რე გვთა­ვა­ზობს იმ ყვე­ლა­ფერს, რაც უნდა დავ­ტო­ვოთ წარ­სულ­ში და ჩვენ ვთა­ვა­ზობთ ამომ­რჩე­ველს ქვეყ­ნის ნა­თელ მო­მა­ვალს, მშვი­დო­ბას, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ წინსვლას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზი. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან ვე­ლო­დე­ბით 60%-მდე ხმებს. ეს არის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნამ გა­ნაგ­რძოს სტა­ბი­ლუ­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა არ­ჩევ­ნებ­ზე სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი და­ა­ფიქ­სი­რა. მან ხმა ალი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, #54-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გან­თავ­სე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მის­ცა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მი­ვი­და.

"ხმა, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბას მი­ვე­ცი. არ­ჩე­ვა­ნი ჩვე­ნი ხალ­ხის­თვის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გა­სა­კე­თე­ბე­ლია. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ხმა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ხმა გან­სა­ზღვრავს, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა - იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბა თუ ომი - პირ­და­პირ ასე უნდა ით­ქვას. რა თქმა უნდა, მე ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ხმას მის­ცემს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბას. ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბას და მშვი­დო­ბი­ან ევ­რო­პულ მო­მა­ვალს“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა. მან ხმა 42-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გან­თავ­სე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მის­ცა. გა­ხა­რია სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მე­უღ­ლეს­თან, მა­რი­კა ფან­ცუ­ლა­ი­ას­თან ერ­თად მი­ვი­და.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე მი­ვიდ­ნენ და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რონ.

"დღეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს ვთხო­ვო, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიდ­ნენ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე. თქვენ უნდა იცო­დეთ, რომ ვე­რა­ვინ ვე­რა­სო­დეს ვერ გა­ი­გებს, თუ ვის მი­ე­ცით ხმა. რაც მთა­ვა­რია ყვე­ლამ ხმა უნდა მივ­ცეთ ქვეყ­ნის დაბ­რუ­ნე­ბას ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ჩვენ უნდა გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა და­უბ­რუნ­დეს ნორ­მა­ლუ­რი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი, ევ­რო­პუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზას, იმი­ტომ, რომ ეს არ არის მხო­ლოდ ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი, ეს არის ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის და შვი­ლე­ბის არ­ჩე­ვა­ნი”, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

"ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე თინა ბო­კუ­ჩა­ვამ სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე შვი­ლებ­თან ერ­თად მი­ვი­და.

"მე დღეს ხმა მი­ვე­ცი ევ­რო­პულ მო­მა­ვალს ჩემი შვი­ლე­ბის­თვის: ნი­კოს­თვის, სან­დროს­თვის, ლუ­კას­თვის, რო­მე­ლიც სახ­ლში გვე­ლო­დე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს აირ­ჩევს მათი შვი­ლე­ბის­თვის, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და­უბ­რუნ­დე­ბა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი ეროვ­ნუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის დღე, რო­მე­ლიც გა­მო­იწ­ვევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის მოს­ვლას, რომ­ლე­ბიც ჩვენს ქვე­ყა­ნას უმოკ­ლეს ვა­დებ­ში შე­იყ­ვა­ნენ ევ­რო­კავ­შირ­ში, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს ექ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი კე­თილ­დღე­ო­ბის შან­სი", - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

"ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი შვი­ლებ­თან ერ­თად და­ა­ფიქ­სი­რა. მი­სი­ვე თქმით, „ამომ­რჩე­ველ­თა მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბა სწო­რედ იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ამ ქვეყ­ნის დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს“.

„დღეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის­თვის. ხმა მი­ვე­ცი რე­ა­ლურ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას ამ ქვე­ნა­ში, იმ პე­რი­ო­დის და­წყე­ბას, როცა და­ი­წყე­ბა ნამ­დვი­ლი რე­ფორ­მე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში. როცა ჩვენ ვიქ­ნე­ბით ევ­რო­პის ნა­წი­ლი, ძლი­ე­რად წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თა­ვი­სუ­ფალ სამ­ყა­რო­ში და და­ი­წყე­ბა ნამ­დვი­ლად ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში.

ჩემი მო­ლო­დი­ნი არის ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რი. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას. ემიგ­რან­ტე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბით, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნით, ვი­საც წელს პირ­ვე­ლად მო­უ­წევს ხმის მი­ცე­მა. ყვე­ლა ადა­მი­ანს დიდი მად­ლო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის იმი­ტომ, რომ ეს არის გა­დამ­წყვე­ტი არ­ჩევ­ნე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ძა­ლი­ან სწორ არ­ჩე­ვან­ში, რა­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­კე­თებს. ეს არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, ევ­რო­პის­კენ, სტა­ბი­ლუ­რი მშვი­დო­ბის­კენ და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რე­ა­ლუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვის­კენ“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ღარიბაშვილი და გახარია მეუღლეებთან ერთად, ივანიშვილი, ხაზარაძე ოჯახებით, ბოკუჩავა შვილების თანხლებით... - ვინ ვისთან ერთად მივიდა არჩევნებზე (ფოტოები)

ღარიბაშვილი და გახარია მეუღლეებთან ერთად, ივანიშვილი, ხაზარაძე ოჯახებით, ბოკუჩავა შვილების თანხლებით... - ვინ ვისთან ერთად მივიდა არჩევნებზე (ფოტოები)

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ამ წუთებში, 08:00 საათიდან დაიწყეს. 10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს.

პოლიტიკურმა ლიდერებმა საკუთარი არჩევანი დილიდანვე დააფიქსირეს. ისინი საარჩევნო უბანზე ოჯახთან, მეუღლეებთან და შვილებთან ერთად მივიდნენ.

გთავაზობთ ფოტოებს და პირველ განცხადებებს საარჩევნო უბნებიდან:

ერთ-ერთი პირველი, ვინც არჩევანი დააფიქსირა, პრეზიდენტია. მან ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მან ხმა მისცა ახალ საქართველოს.

"მთელს საქართველოს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, ამჯერად. ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ამ ქვეყანაში 22 წლის წინ ჩამოვედი, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ლოცულობს მთელი საქართველო. საღამოს ჩვენ ვიქნებით ყველანი გამარჯვებულები. დამარცხებული არავინ იქნება, იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი: "მინდა, მივმართო საზოგადოებას გამოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი. ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. თანაც, დღევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელიც აგენტურას მართავს და რომელიც დღეს, სამწუხაროდ, პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაერთოს. გარწმუნებთ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ეს მოხდება მყისიერად. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და მივიღებთ ქვეყნის ნანგრევებს".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ამომრჩეველს ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას სთავაზობს.

"დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები. 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ, უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის; ეს არის რეფერენდუმი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის; ეს არის რეფერენდუმი ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის. თქვენ ხედავთ, რომ არის ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც არსებითად მონაწილეობს ამ არჩევნებში. ერთი მხარე გვთავაზობს იმ ყველაფერს, რაც უნდა დავტოვოთ წარსულში და ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ყველა მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ჩვენ გვაქვს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი. ჩვენი მოქალაქეებისგან ველოდებით 60%-მდე ხმებს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა ალიაშვილის ქუჩაზე, #54-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა.

"ხმა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას მივეცი. არჩევანი ჩვენი ხალხისთვის ძალიან მარტივი გასაკეთებელია. ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, ვინაიდან თითოეული მოქალაქის ხმა განსაზღვრავს, როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა - იქნება მშვიდობა თუ ომი - პირდაპირ ასე უნდა ითქვას. რა თქმა უნდა, მე ვარ დარწმუნებული, ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას. ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას და მშვიდობიან ევროპულ მომავალს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მან ხმა 42-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად მივიდა.

გიორგი გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

"დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. პირველ რიგში, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, თუ ვის მიეცით ხმა. რაც მთავარია ყველამ ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული განვითარების გზას, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი წინაპრების და შვილების არჩევანი”, - განაცხადა გახარიამ.

"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.

"მე დღეს ხმა მივეცი ევროპულ მომავალს ჩემი შვილებისთვის: ნიკოსთვის, სანდროსთვის, ლუკასთვის, რომელიც სახლში გველოდება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლებაში კოალიციური ძალების მოსვლას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უმოკლეს ვადებში შეიყვანენ ევროკავშირში, თითოეულ მოქალაქეს ექნება ევროპული კეთილდღეობის შანსი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საკუთარი არჩევანი შვილებთან ერთად დააფიქსირა. მისივე თქმით, „ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მოქალაქეებმა ამ ქვეყნის დაბრუნება გადაწყვიტეს“.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის. ხმა მივეცი რეალურ ალტერნატივას ამ ქვენაში, იმ პერიოდის დაწყებას, როცა დაიწყება ნამდვილი რეფორმები ამ ქვეყანაში. როცა ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი, ძლიერად წარმომადგენელი თავისუფალ სამყაროში და დაიწყება ნამდვილად ძირეული ცვლილებები ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში.

ჩემი მოლოდინი არის ძალიან ოპტიმისტური. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას. ემიგრანტებიდან დაწყებული დამთავრებული ჟურნალისტებით, ნებისმიერი ადამიანით, ვისაც წელს პირველად მოუწევს ხმის მიცემა. ყველა ადამიანს დიდი მადლობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის იმიტომ, რომ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ ძალიან სწორ არჩევანში, რასაც ჩვენი ქვეყანა გაკეთებს. ეს არჩევანი იქნება თავისუფლებისკენ, ევროპისკენ, სტაბილური მშვიდობისკენ და რაც ყველაზე მთავარია, რეალური ალტერნატივისკენ“, - განაცხადა ხაზარაძემ.