სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვიმტკიცებენ, თუ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში ხაბეიშვილი, გუბაზ სანიკიძე, სააკაშვილი, გვარამია, არ გვეღირსება ევროპა..." - ირაკლი კობახიძე
"გვიმტკიცებენ, თუ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში ხაბეიშვილი, გუბაზ სანიკიძე, სააკაშვილი, გვარამია, არ გვეღირსება ევროპა..." - ირაკლი კობახიძე

ყვე­ლა­ზე ევ­რო­პუ­ლი ძალა ამ ქვე­ყა­ნა­ში არის სწო­რედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ზე ქარ­თუ­ლი და ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი ძალა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­მე­ლიც ზრუ­ნავ­და მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ღირ­სე­ბის დაც­ვა­ზე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რათა გა­ნაგ­რძოს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მისი თქმით, ს2012 წლამ­დე რე­ა­ლუ­რად იყო უმ­ძი­მე­სი რე­ჟი­მი.

"ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მი, რო­მე­ლიც შე­ე­ხო ასი ათა­სო­ბით ადა­მი­ანს. სა­მა­სი ათა­სი მარ­ტო პრო­ბა­ცი­ო­ნე­რი ჰყავ­დათ ამ ქვე­ყა­ნა­ში, პა­ტიმ­რო­ბა გა­მო­ი­ა­რა ათი ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა. უამ­რავ ადა­მი­ანს უშუ­ა­ლოდ შე­ეხ­ნენ, ათი ათა­სო­ბით ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც რე­კე­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, 400 ადა­მი­ა­ნი მარ­ტო ომში და­ი­ღუ­პა, 30 ათა­სი დევ­ნი­ლად იქცა ცხინ­ვა­ლი­დან 2008 წლის ომის შემ­დეგ. ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ე­ხო ასი ათა­სო­ბით ადა­მი­ანს. რი­თაც იწო­ნებ­დნენ თავს, ისიც გა­ირ­კვა, რომ ყო­ფი­ლა სი­ყალ­ბე. ეკო­ნო­მი­კა მათ დროს იყო 28 მი­ლი­არ­დი, ბი­უ­ჯე­ტი იყო 8,5 მი­ლი­არ­დი, გზე­ბი და­ა­გეს 68 კი­ლო­მეტ­რი და ამით იწო­ნებ­დნენ თავს, როცა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში 32 კი­ლო­მეტ­რი მარ­ტო გვი­რა­ბი ავა­შე­ნეთ და 22 კი­ლო­მეტ­რი მარ­ტო ხი­დე­ბი ავა­შე­ნეთ, რი­კოთს ვგუ­ლის­ხმობ. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით რომ ავი­ღოთ სა­მუ­შა­ო­ე­ბი, 40 კი­ლო­მეტრზე მე­ტია გვი­რა­ბე­ბის სიგ­რძე და შე­სა­ბა­მი­სად, მე­ტია ხი­დე­ბის სიგ­რძე. ქვე­ყა­ნა, ხალ­ხი ჰყავ­დათ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ახლა ამ ადა­მი­ა­ნებს სურთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ეს არის "ნაც­მოძ­რა­ო­ბა“, "ნაც­მოძ­რა­ო­ბა 2“ გვა­რა­მი­ას პარ­ტია. გა­და­ხე­დეთ მათ ლი­დე­რებს, არის კაცი, რო­მე­ლიც აღი­ა­რებ­და, რომ იცო­და, რაც ხდე­ბო­და ცი­ხე­ებ­ში და ხმას არ იღებ­და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გვა­რა­მი­ას პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რია კაცი, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ მის­თვის წმინ­და არ არის არც სა­კუ­თა­რი დედა და მამა, არც პატ­რი­არ­ქი, არც ეკ­ლე­სია და არც სამ­შობ­ლო. არა­ფე­რი მის­თვის წმინ­და არ არ­სე­ბობს. ამას რომ ხმას აძ­ლევ, ეს ნიშ­ნავს, რომ შენც იზი­ა­რებ ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. არის მათი ერთ-ერთი ლი­დე­რი, რო­მე­ლიც ვი­თომ არის მთა­ვა­რი ან­ტი­რუ­სი ამ ქვე­ყა­ნა­ში და დღემ­დე რუ­სულ რუბ­ლებ­ზე ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც მას რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნი­დან ერი­ცხე­ბა. ამ დო­ნის ფარსზე გვაქვს სა­უ­ბა­რი. არის ხა­ზა­რა­ძე, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ბიზ­ნე­სის რე­კე­ტის საქ­მე­ებ­ში წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში და მის გე­მოვ­ნე­ბა­ზე აღარ მინ­და სა­უ­ბა­რი. როცა პარ­ტი­ა­ში გყავს სა­მა­დაშ­ვი­ლი, ნაც­ვლიშ­ვი­ლი, ბუ­ა­ძე და ასე­თი ოდი­ო­ზუ­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, მი­სი­ვე თქმით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას არა­ვი­თა­რი შან­სი არ აქვს, რომ გა­და­ლა­ხოს ბა­რი­ე­რი.

"შე­გახ­სე­ნებთ მის და­ნა­შა­უ­ლებს, რაც უკავ­შირ­დე­ბო­და მეს­ტი­ას, პან­კი­სის ხე­ო­ბას, ბა­სი­ა­ნის, 20 ივ­ნი­სის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას, ჩორ­ჩა­ნას, ყვე­ლა­ფე­რი დევს ხე­ლის გულ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, სად არის ევ­რო­პა, სად არ არის ევ­რო­პა, სად არის ქარ­თუ­ლი ძალა, სად არ არის ქარ­თუ­ლი ძალა, ეს ყვე­ლა­ფე­რი დევს ხე­ლის გულ­ზე. ყვე­ლა­ზე არა­ევ­რო­პუ­ლი სა­ხე­ე­ბი თუ სად­მე არის ამ ქვე­ყა­ნა­ში, ეს არის სწო­რედ რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ა­ში, რაც თა­ვა­დაც კარ­გად იცი­ან. მათ გა­მარ­თეს ერ­თა­დერ­თი მა­სობ­რი­ვი აქ­ცია თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ყვე­ლამ ერ­თად, ეს იყო ერ­თა­დერ­თი შეკ­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­მარ­თა რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში, ვერც ერ­თმა ლი­დერ­მა ვერ გა­ბე­და სცე­ნა­ზე ას­ვლა. ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რებ­თა­ნაც კი ვერ გა­ვიდ­ნენ, იმ­დე­ნად იცი­ან, რომ რე­პუ­ტა­ცია აქვთ შე­ლა­ხუ­ლი. ეს არის ან­ტი­ევ­რო­პა, ეს სა­ხე­ე­ბი გვიმ­ტკი­ცე­ბენ, თუ არ დაბ­რუნ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ხა­ბე­იშ­ვი­ლი, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე, სა­ა­კაშ­ვი­ლი, გვა­რა­მია და ა.შ. ჩვენ არ გვე­ღირ­სე­ბა ევ­რო­პა. ყვე­ლა­ზე ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი ძა­ლე­ბი არი­ან ესე­ნი. ყვე­ლა­ზე ევ­რო­პუ­ლი ძალა ამ ქვე­ყა­ნა­ში არის სწო­რედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ზე ქარ­თუ­ლი ძალა და ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი ძალა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­მე­ლიც ზრუ­ნავ­და მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ღირ­სე­ბის დაც­ვა­ზე და ამას­თან ერ­თად ქვე­ყა­ნას მო­უ­ტა­ნა წინსვლა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის, მო­უ­ტა­ნა ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა წინსვლა, ამის ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტი და მშვი­დო­ბის ერ­თა­დერ­თი გა­რან­ტი ამ ქვე­ყა­ნა­ში არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, მისი სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ გან­ვაგ­რძოთ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ გა­და­ცე­მა­ში "არ­ჩე­ვა­ნის პი­რის­პირ“ .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"გვიმტკიცებენ, თუ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში ხაბეიშვილი, გუბაზ სანიკიძე, სააკაშვილი, გვარამია, არ გვეღირსება ევროპა..." - ირაკლი კობახიძე

"გვიმტკიცებენ, თუ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში ხაბეიშვილი, გუბაზ სანიკიძე, სააკაშვილი, გვარამია, არ გვეღირსება ევროპა..." - ირაკლი კობახიძე

ყველაზე ევროპული ძალა ამ ქვეყანაში არის სწორედ "ქართული ოცნება“, რაც მთავარია, ყველაზე ქართული და ერთადერთი ქართული ძალა ქართულ პოლიტიკაში არის "ქართული ოცნება“, რომელიც ზრუნავდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა განაგრძოს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით.

მისი თქმით, ს2012 წლამდე რეალურად იყო უმძიმესი რეჟიმი.

"ქვეყანაში შექმნილი ავტორიტარიზმი, რომელიც შეეხო ასი ათასობით ადამიანს. სამასი ათასი მარტო პრობაციონერი ჰყავდათ ამ ქვეყანაში, პატიმრობა გამოიარა ათი ათასობით ადამიანმა. უამრავ ადამიანს უშუალოდ შეეხნენ, ათი ათასობით ბიზნესმენი, რომელთა მიმართაც რეკეტი განხორციელდა, 400 ადამიანი მარტო ომში დაიღუპა, 30 ათასი დევნილად იქცა ცხინვალიდან 2008 წლის ომის შემდეგ. ეს ყველაფერი შეეხო ასი ათასობით ადამიანს. რითაც იწონებდნენ თავს, ისიც გაირკვა, რომ ყოფილა სიყალბე. ეკონომიკა მათ დროს იყო 28 მილიარდი, ბიუჯეტი იყო 8,5 მილიარდი, გზები დააგეს 68 კილომეტრი და ამით იწონებდნენ თავს, როცა ჩვენი ხელისუფლების პირობებში 32 კილომეტრი მარტო გვირაბი ავაშენეთ და 22 კილომეტრი მარტო ხიდები ავაშენეთ, რიკოთს ვგულისხმობ. ქვეყნის მასშტაბით რომ ავიღოთ სამუშაოები, 40 კილომეტრზე მეტია გვირაბების სიგრძე და შესაბამისად, მეტია ხიდების სიგრძე. ქვეყანა, ხალხი ჰყავდათ უმძიმეს მდგომარეობაში და ახლა ამ ადამიანებს სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს არის "ნაცმოძრაობა“, "ნაცმოძრაობა 2“ გვარამიას პარტია. გადახედეთ მათ ლიდერებს, არის კაცი, რომელიც აღიარებდა, რომ იცოდა, რაც ხდებოდა ციხეებში და ხმას არ იღებდა ამასთან დაკავშირებით. გვარამიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერია კაცი, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის წმინდა არ არის არც საკუთარი დედა და მამა, არც პატრიარქი, არც ეკლესია და არც სამშობლო. არაფერი მისთვის წმინდა არ არსებობს. ამას რომ ხმას აძლევ, ეს ნიშნავს, რომ შენც იზიარებ ამ ღირებულებებს. არის მათი ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ვითომ არის მთავარი ანტირუსი ამ ქვეყანაში და დღემდე რუსულ რუბლებზე ცხოვრობს, რომელიც მას რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან ერიცხება. ამ დონის ფარსზე გვაქვს საუბარი. არის ხაზარაძე, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა ბიზნესის რეკეტის საქმეებში წინა ხელისუფლების პირობებში და მის გემოვნებაზე აღარ მინდა საუბარი. როცა პარტიაში გყავს სამადაშვილი, ნაცვლიშვილი, ბუაძე და ასეთი ოდიოზური პიროვნებები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, მისივე თქმით, გიორგი გახარიას არავითარი შანსი არ აქვს, რომ გადალახოს ბარიერი.

"შეგახსენებთ მის დანაშაულებს, რაც უკავშირდებოდა მესტიას, პანკისის ხეობას, ბასიანის, 20 ივნისის სპეცოპერაციას, ჩორჩანას, ყველაფერი დევს ხელის გულზე. შესაბამისად, სად არის ევროპა, სად არ არის ევროპა, სად არის ქართული ძალა, სად არ არის ქართული ძალა, ეს ყველაფერი დევს ხელის გულზე. ყველაზე არაევროპული სახეები თუ სადმე არის ამ ქვეყანაში, ეს არის სწორედ რადიკალურ ოპოზიციაში, რაც თავადაც კარგად იციან. მათ გამართეს ერთადერთი მასობრივი აქცია თავისუფლების მოედანზე ყველამ ერთად, ეს იყო ერთადერთი შეკრება, რომელიც გამართა რადიკალურმა ოპოზიციამ ერთობლიობაში, ვერც ერთმა ლიდერმა ვერ გაბედა სცენაზე ასვლა. ოპოზიციის მხარდაჭერებთანაც კი ვერ გავიდნენ, იმდენად იციან, რომ რეპუტაცია აქვთ შელახული. ეს არის ანტიევროპა, ეს სახეები გვიმტკიცებენ, თუ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში ხაბეიშვილი, გუბაზ სანიკიძე, სააკაშვილი, გვარამია და ა.შ. ჩვენ არ გვეღირსება ევროპა. ყველაზე ანტიევროპული ძალები არიან ესენი. ყველაზე ევროპული ძალა ამ ქვეყანაში არის სწორედ "ქართული ოცნება“ და რაც მთავარია, ყველაზე ქართული ძალა და ერთადერთი ქართული ძალა ქართულ პოლიტიკაში არის "ქართული ოცნება“, რომელიც ზრუნავდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის, ღირსების დაცვაზე და ამასთან ერთად ქვეყანას მოუტანა წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის, მოუტანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ყველა მიმართულებით აუცილებლად გაგრძელდება წინსვლა, ამის ერთადერთი გარანტი და მშვიდობის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის "ქართული ოცნება“, მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა ტელეკომპანია "იმედის“ გადაცემაში "არჩევანის პირისპირ“ .