მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ჟვანია სალომე სამადაშვილს პასუხობს -  "ჩემს მიერ “ისრაელში არჩევნების ჩაშლის" თაობაზე განცხადება ცილისწამებაა"
ლაშა ჟვანია სალომე სამადაშვილს პასუხობს -  "ჩემს მიერ “ისრაელში არჩევნების ჩაშლის" თაობაზე განცხადება ცილისწამებაა"

სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ცი­ლის­წა­მე­ბაა , - ასე პა­სუ­ხობს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელჩი ის­რა­ელ­ში ლაშა ჟვა­ნია კო­ა­ლი­ცია “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ერთ-ერთი ლი­დე­რის სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად ის­რა­ელ­ში, სა­დაც ერ­თა­დერ­თი უბა­ნი გა­იხ­სნა, ცდი­ლო­ბენ, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს 2 000-ზე მეტ მო­ქა­ლა­ქეს წა­არ­თვან - ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას კი ხელ­მძღვა­ნე­ლობს ყო­ფი­ლი ელჩი, ლაშა ჟვა­ნია.

რო­გორც ჟვა­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ის თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბა და პი­რა­დად და­უ­კავ­შირ­და სა­მა­დაშ­ვილს, რათა გა­ერ­კვია, ვინ მი­ა­წო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და რა ფაქ­ტე­ბით არის გან­მტკი­ცე­ბუ­ლი ის.

“რად­გან ჩემ­ზე უსა­ფუძ­ვლო და ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მა­სობ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცელ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, სა­ჯა­როდ გან­ვა­ცხა­დო, რომ ჩემს მიერ “ის­რა­ელ­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩაშ­ლის; სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან” და­კავ­ში­რე­ბით ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ცი­ლის­წა­მე­ბაა. ვარ თბი­ლის­ში, და­ვუ­კავ­შირ­დი პი­რა­დად და ვთხო­ვე ეთ­ქვა, ვინ უთხრა ეს ტყუ­ი­ლი და რა და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტი მო­უყ­ვა­ნა. ვთხო­ვე, თა­ვად­ვე უარ­ყოს მი­სი­ვე არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბა.

ის­რა­ელ­ში მცხოვ­რებ ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რა თქმა უნდა, მათი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­ნურ­ჩევ­ლად ვაგ­რძე­ლებ მე­გობ­რულ და კარგ ურ­თი­ერ­თო­ბას.

დღეს გა­ვი­გე, რომ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის ნა­წი­ლი რა­ტომ­ღაც უარს აცხა­დებს კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ო­ბა­ზე.

მი­მაჩ­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცე­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ხოლო ჩვე­ნი - რო­გორც უფ­ლე­ბა, ასე­ვე, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც - არ­ჩევ­ნებ­ში მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მათ შო­რის, დე­და­ჩე­მი, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლო­ბის მი­ზე­ზით იმ­ყო­ფე­ბა, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია სა­კონ­სუ­ლო აღ­რი­ცხვა­ზე და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ხმის მი­სა­ცე­მად ემ­ზა­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა, ქ-ნი სა­მა­დაშ­ვი­ლის მხრი­დან ჩემი სხვა­დას­ხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფო მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბის არც თუ ისე მწი­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბას - ნე­ბის­მი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სა­ხელ­მწი­ფოს სჭირ­დე­ბა ჩემ­ნა­ი­რი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი დიპ­ლო­მა­ტე­ბი და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი, თუმ­ცა, დღეს მაქვს, გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო თა­ნამ­დე­ბო­ბა და სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბა არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ჩემს პი­რად გეგ­მებ­ში არ შე­დის!

მო­მა­ვალ­ში?!.. კი­დევ ბევ­რი იქ­ნე­ბა”, - წერს ლაშა ჟვა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პი­რად გვერ­დზე.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ის­რა­ელ­ში, სა­დაც ერ­თა­დერ­თი უბა­ნი გა­იხ­სნა, ცდი­ლო­ბენ, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს 2 000-ზე მეტ მო­ქა­ლა­ქეს წა­არ­თვან. სა­მა­დაშ­ვი­ლის თქმით, ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს ყო­ფი­ლი ელჩი, ლაშა ჟვა­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ლაშა ჟვანია სალომე სამადაშვილს პასუხობს -  "ჩემს მიერ “ისრაელში არჩევნების ჩაშლის" თაობაზე განცხადება ცილისწამებაა"

ლაშა ჟვანია სალომე სამადაშვილს პასუხობს -  "ჩემს მიერ “ისრაელში არჩევნების ჩაშლის" თაობაზე განცხადება ცილისწამებაა"

სალომე სამადაშვილის საფუძველს მოკლებული განცხადება ცილისწამებაა , - ასე პასუხობს საქართველოს ყოფილი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ისრაელში, სადაც ერთადერთი უბანი გაიხსნა, ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან - ამ სპეცოპერაციას კი ხელმძღვანელობს ყოფილი ელჩი, ლაშა ჟვანია.

როგორც ჟვანია სოციალურ ქსელში წერს, ის თბილისში იმყოფება და პირადად დაუკავშირდა სამადაშვილს, რათა გაერკვია, ვინ მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია და რა ფაქტებით არის განმტკიცებული ის.

“რადგან ჩემზე უსაფუძვლო და ცილისმწამებლური ინფორმაცია მასობრივი საშუალებებით გავრცელდა, იძულებული ვარ, საჯაროდ განვაცხადო, რომ ჩემს მიერ “ისრაელში არჩევნების ჩაშლის; საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ხელმძღვანელობასთან” დაკავშირებით ქალბატონი სალომე სამადაშვილის საფუძველს მოკლებული განცხადება ცილისწამებაა. ვარ თბილისში, დავუკავშირდი პირადად და ვთხოვე ეთქვა, ვინ უთხრა ეს ტყუილი და რა დამადასტურებელი ფაქტი მოუყვანა. ვთხოვე, თავადვე უარყოს მისივე არასწორი განცხადება.

ისრაელში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკური შეხედულებების განურჩევლად ვაგრძელებ მეგობრულ და კარგ ურთიერთობას.

დღეს გავიგე, რომ კომისიის წევრების ნაწილი რატომღაც უარს აცხადებს კომისიაში მუშაობაზე.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, არჩევნების პროცესის უზრუნველყოფა, ხოლო ჩვენი - როგორც უფლება, ასევე, მოქალაქეობრივი ვალდებულებაც - არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა.

ჩემი ოჯახის წევრები, მათ შორის, დედაჩემი, რომელიც ისრაელში მკურნალობის მიზეზით იმყოფება, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულია საკონსულო აღრიცხვაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ხმის მისაცემად ემზადება.

რაც შეეხება, ქ-ნი სამადაშვილის მხრიდან ჩემი სხვადასხვა ხელისუფლებების პერიოდში სახელმწიფო მაღალ თანამდებობებზე მუშაობის არც თუ ისე მწირი გამოცდილების გახსენებას - ნებისმიერ ხელისუფლებას და სახელმწიფოს სჭირდება ჩემნაირი მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი დიპლომატები და საჯარო მოხელეები, თუმცა, დღეს მაქვს, გადაუჭარბებლად, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და ყველაზე საპატიო თანამდებობა და სახელმწიფო სამსახურში დაბრუნება არც ერთი ხელისუფლების პირობებში ჩემს პირად გეგმებში არ შედის!

მომავალში?!.. კიდევ ბევრი იქნება”, - წერს ლაშა ჟვანია სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ისრაელში, სადაც ერთადერთი უბანი გაიხსნა, ცდილობენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს 2 000-ზე მეტ მოქალაქეს წაართვან. სამადაშვილის თქმით, ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობს ყოფილი ელჩი, ლაშა ჟვანია.