კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენიმე საათი არჩევნებამდე: წინასაარჩევნო კვლევების თავისებურებანი და ვერსიები, თუ როგორი პარლამენტი შეიძლება მივიღოთ?
რამდენიმე საათი არჩევნებამდე: წინასაარჩევნო კვლევების თავისებურებანი და ვერსიები, თუ როგორი პარლამენტი შეიძლება მივიღოთ?

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი რჩე­ბა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო დღე­ებ­ში სამ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ სამი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ბრი­ტა­ნულ­მა კომ­პა­ნია SAVANTA-მ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არ­ხის­თვის“, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფონ­დის დაკ­ვე­თით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა. კი­თხვა­ზე, დღეს რომ არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­დეს, ვის მის­ცემ­დით ხმას, პა­სუ­ხე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­და:

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - ხალ­ხის ძალა - 35%

კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის - 19%

ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - 16%

ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო - 9%

გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის - 8%

გირ­ჩი - 3%

სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი - 3%

სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია - 2%

სხვა - 5%

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას“ დაკ­ვე­თით, კვლე­ვით­მა კომ­პა­ნია Edison Research-მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა და კი­თხვა­ზე, ხვალ რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­დეს, ვის მის­ცემ­დით ხმას, პარ­ტი­ე­ბის რე­ი­ტინ­გე­ბი ალო­კა­ცი­ით, შე­წონ­ვის მე­თო­დით შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­ნა­წილ­და:

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო - 34%

ერ­თი­ა­ნო­ბა: ენმ, სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი, ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო - 18%

კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის: გვა­რა­მია, მე­ლია, გირ­ჩი, დროა - 14%

"გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ - 11%

"ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“: ლელო, ხალ­ხის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - 10%

ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია - 5%

"გირ­ჩი" (იაგო ხვი­ჩია) - 4%

პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი/ალტ ინფო - 3%

სხვა პარ­ტი­ე­ბი - 1%

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ დაკ­ვე­თით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რი­სა და ბიზ­ნე­სის კვლე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის - "გორ­ბის“ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, კი­თხვა­ზე, ხვალ რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბო­დეს, პა­სუ­ხე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­და:

ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - 60.2%

ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - 15.4%

"კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის" (ახა­ლი-გირ­ჩი მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის-დროა) - 9.0%

კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო" (ლელო-მო­ქა­ლა­ქე­ბი-ხალ­ხის­თვის-თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი) - 3.3 %

გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის - 2.9%

"გირ­ჩი" - 2.8%

ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია - 2.0%

პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი-ალტ ინფო - 1.9 %

სხვა პარ­ტი­ე­ბი - 2.5 %

რამ­დე­ნად აც­დე­ნი­ლია ერ­თმა­ნეთს სამი სხვა­დას­ხვა კვლე­ვა, რა სა­ერ­თო ტენ­დენ­ცია იკ­ვე­თე­ბა მათ­ში და რო­გო­რია რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი, ამ კი­თხვებ­ზე აზრს პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე გვი­ზი­ა­რებს:

"რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, "ფორ­მუ­ლა­სა“ და "მთა­ვა­რის“ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით ჰგვას ერ­თმა­ნეთს (მხო­ლოდ მცი­რე გან­სხვა­ვე­ბაა). დიდი გან­სხვა­ვე­ბაა ამ ორ კვლე­ვა­სა და "გორ­ბის“ ჩა­ტა­რე­ბულ კვლე­ვას შო­რის. ძი­რი­თა­დად ლა­პა­რა­კია 5 პარ­ტი­ა­ზე, რო­მე­ლიც დღეს ეჭვს ქვეშ არაა, რომ 5%-ს გა­და­ლა­ხა­ვენ, თუმ­ცა "გორ­ბის“ კვლე­ვით მთლად ასე არ არის - მათი დას­კვნით, ბა­რი­ერს ოპო­ზი­ცი­ი­დან 2 პარ­ტია გა­და­ლა­ხავს - ენმ და "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბი­სათ­ვის“ - 15 და 9%-ით, და­ნარ­ჩე­ნი, გა­ხა­რი­ას პარ­ტია და "ლე­ლოს­თან" შექ­მნი­ლი კო­ა­ლი­ცია არი­ან "ბორ­ტს მიღ­მა“. იმ აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­დას თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რა­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ პარ­ტი­ე­ბი ეწე­ვი­ან, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად, ეს კვლე­ვე­ბი წარ­მო­ად­გენს იმ პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბას, რა­საც პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი აწარ­მო­ებს.

ის, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აქვს 60%, რა თქმა უნდა, აბ­სურ­დუ­ლია, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. არა­თუ 60%, მათ 50%-იც არ აქვთ. სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ "გორ­ბის“ კვლე­ვა­ში ის ორი პარ­ტია პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა დარ­ჩა "ბორ­ტს მიღ­მა“ და ვერ ლა­ხა­ვენ ბა­რი­ერს, რო­მელ­ზეც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ შტურ­მი ხორ­ცი­ელ­დე­ბა - "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო" და "გა­ხა­რია-სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“. "გორ­ბის“ კვლე­ვა თა­ვი­სი პრო­ცენ­ტე­ბით ერთი-ერ­თში იმე­ო­რებს იმას, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლი, კო­ბა­ხი­ძე და და­ნარ­ჩე­ნე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ. შე­გიძ­ლი­ათ აი­ღოთ მათი ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოს­ვლა - ჯერ კი­დევ კამ­პა­ნია არც იყო და­წყე­ბუ­ლი და თა­ვი­დან 60% რომ ით­ქვა, ამას იქი­დან ფეხს არ უც­ვლი­ან. ჩემ­თვის ეს კვლე­ვა არის "ოც­ნე­ბის“ პრო­პა­გან­დის გაგ­რძე­ლე­ბა. "ოც­ნე­ბა“ 60%-ს ვერ და­ი­წერს, თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, სა­დღაც 50%-ის ფარ­გლებ­ში შე­იძ­ლე­ბა და­ი­წე­როს - 49-50 ან 51%, და­ახ­ლო­ე­ბით ეს თა­მა­შია. 60% იმ­დე­ნად ირე­ა­ლუ­რია, რომ არა მგო­ნია, გა­რის­კონ. გა­მო­რი­ცხვით ვე­რა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ, მაგ­რამ მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არც ტექ­ნო­ლო­გია მის­ცემთ, რო­გორ უნდა და­ი­წე­რო 60%, როცა 35-40%-ის ფარ­გლებ­ში ტრი­ა­ლე­ბენ? ეს იმ­დე­ნად აშ­კა­რა იქ­ნე­ბა, გა­მო­რი­ცხუ­ლია ამის გა­კე­თე­ბა. გარ­კვე­ულ­წი­ლად, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი­ვეა კვლე­ვე­ბი, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­უ­რი მხა­რე ატა­რებს - იქ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ 34-35%-ია და მგო­ნია, რომ ეს მთლად ასე არ იქ­ნე­ბა. ჩემი შე­ფა­სე­ბით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ 35-დან 40%-ის ფარ­გლებ­ში ალა­ლად აქვს ხმე­ბი. იქ სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ "მთა­ვა­რის“ კვლე­ვა­ში "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ უს­წრებს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, რაც ასე­ვე მგო­ნია, მთლად რე­ა­ლუ­რი არ არის. ჩემი გათ­ვლით, მე­ო­რე ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, თუმ­ცა სა­მი­ვე კვლე­ვა ადას­ტუ­რებს იმას, რომ პარ­ტი­ებს შო­რის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ექ­ნე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“.

მე­ეჭ­ვე­ბა, რომ სამი პარ­ტია - "გირ­ჩი“, "ლე­ი­ბო­რის­ტე­ბი“ და "პატ­რი­ო­ტე­ბი“ 5%-იან ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხა­ვენ, მხო­ლოდ "ფორ­მუ­ლას“ კვლე­ვა­ში დგა­ნან 5%-თან ახ­ლოს, და­ნარ­ჩე­ნებ­თან ასე­თი ვა­რი­ან­ტი არ არის. ამ სამ პარ­ტი­ას აქვს 1%-იანი ბა­რი­ე­რის დაძ­ლე­ვის შან­სი, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ, და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღონ. მათი პრო­ცენ­ტე­ბი თან­მიმ­დევ­რო­ბით გა­და­ნა­წილ­დე­ბა ყვე­ლა პარ­ტი­ა­ზე, ანუ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი თუ ასე და­ლაგ­და: პირ­ველ­ზე "ოც­ნე­ბა“, მე­ო­რე­ზე - ენმ, შემ­დეგ "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“, ხა­ზა­რა­ძე და გა­ხა­რია, ყვე­ლა კვლე­ვი­დან ჩანს, რომ სა­დღაც 10% შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს გა­და­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი (ალ­ბათ 15, ან ცოტა მეტი მან­და­ტი). ეს მან­და­ტე­ბი ად­გი­ლე­ბის მი­ხედ­ვით ნა­წილ­დე­ბა და თუ მაგ. 5-მა გა­და­ლა­ხა ბა­რი­ე­რი, ყვე­ლას 3-3 მან­და­ტი მო­უ­წევს, თუ 14 მან­და­ტი იქნა და 5-მა გა­და­ლა­ხა, მა­შინ პირ­ვე­ლი ოთხი 3-3-ს მი­ი­ღებს და ბოლო ად­გილ­ზე გა­სუ­ლი - 2 მან­დატს.

ვფიქ­რობ, პირ­ველ-მე­ო­რე ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა "ოც­ნე­ბა“ და ენმ, და­ნარ­ჩე­ნი სამი პარ­ტია იმ­დე­ნად ახ­ლო­საა ერ­თმა­ნეთ­თან, მათ შო­რის 1% ან 2%-იანი სხვა­ო­ბა თუ იქ­ნე­ბა, ამი­ტომ მგო­ნია, მე­სა­მე იქ­ნე­ბა "ლელო“, მე­ო­თხე - გა­ხა­რია და მე­ხუ­თე - "ახ­ლე­ბი“. ენმ "ახ­ლე­ბის“ კო­ა­ლი­ცი­ის საკ­მა­ოდ ბლო­მად ხმებს წა­ი­ღებს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ენმ-ს 19 კი არა, სა­დღაც 21-22%-იც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. ეს პრო­ცენ­ტი გა­იზ­რდე­ბა არა "შუ­ა­შის­ტუ­რი" ამომ­რჩევ­ლის ხარ­ჯზე, არა­მედ კო­ა­ლი­ცი­ი­დან წა­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის ხარ­ჯზე, რა­ღაც ასე ჩანს.

ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი კი იგებს დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა. თუ "ოც­ნე­ბა“ წა­ა­გებს (და წა­გე­ბა­ში ვგუ­ლის­ხმობ 50%-ს), 76 მან­დატს ვერა, გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებს მი­ი­ღებს, მაგ­რამ 60 მან­და­ტის ფარ­გლებ­ში ექ­ნე­ბა, რაც მას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, აქ­ტი­უ­რად ორ­ჯერ წა­მო­ა­ყე­ნოს პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტუ­რა - პირ­ვე­ლად რო­გორც პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სულ­მა ძა­ლამ (და რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვარ­დე­ბა) და შემ­დეგ უკვე რო­გორც დე­პუ­ტატ­თა ჯგუფ­მა. კონ­სტი­ტუ­ცია იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ 51 დე­პუ­ტატს შე­უძ­ლია პრე­მი­ე­რო­ბის სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტი წარ­მო­ად­გი­ნოს. ასე რომ, "ოც­ნე­ბას“ 51 მან­დატ­ზე მეტი ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში ექ­ნე­ბა (ასე, 60 მან­და­ტის ფარ­გლებ­ში) და ამ შემ­თხვე­ვა­ში მას უკვე დას­ჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი 16-17 მან­და­ტი. ძაღ­ლის თავი იქაა და­მარ­ხუ­ლი, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ კო­ა­ლი­ცი­ას არ უქ­მნი. პირ­ვე­ლად ჩა­ვარ­დე­ბა კან­დი­და­ტუ­რა, ვი­ნა­ი­დან არ­ცერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია არ წავა ამა­ზე და შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ კო­ბა­ხი­ძის მთავ­რო­ბა ჩა­ვარ­დე­ბა. მე­ო­რედ იქ­ნე­ბა უკვე დე­პუ­ტატ­თა ჯგუ­ფის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტი, ეს კი იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ თუ ამ კან­დი­დატს ოპო­ზი­ცი­ი­დან ვინ­მე მხარს და­უ­ჭერს, მას ვერ და­აბ­რა­ლებ, რომ "ოც­ნე­ბის“ თა­მაშს თა­მა­შობს, უბ­რა­ლოდ, იტყვის, რომ ამ ორი კან­დი­და­ტი­დან ჩემ­თვის ეს კაცი უფრო მი­სა­ღე­ბია და არა ის კაცი, ეს ხომ არ არის პარ­ტი­უ­ლი კან­დი­და­ტი, არა­მედ არის დე­პუ­ტა­ტა­თა ჯგუ­ფის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის მდგრა­დო­ბას და "პრინ­ცი­პუ­ლო­ბას“ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ და ამას და­ვუ­მა­ტებთ ივა­ნიშ­ვი­ლის ფი­ნან­სებს, 15 და 20 მან­და­ტის ყიდ­ვა არ უნდა გა­ჭირ­დეს.

თუ ვთქვათ გა­მარ­თლდა "ედი­სონ რი­სერ­ჩის“ კვლე­ვა და "ოც­ნე­ბამ“ 34% აიღო, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა იგი­ვე თა­მა­ში გა­თა­მაშ­დეს. აქ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რამ­დე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი მივა არ­ჩევ­ნებ­ზე - რაც უფრო ნაკ­ლე­ბი მივა, "ოც­ნე­ბის­თვის“ უკე­თე­სია. მარ­თა­ლია, გა­ი­ძა­ხი­ან, ქუდ­ზე კა­ციო, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ასე არაა. "ოც­ნე­ბას“ თა­ვი­სი ამომ­რჩე­ვე­ლი სა­დღაც 750 000-ის ფარ­გლებ­ში ჰყავს და მაგ. 2 მი­ლი­ო­ნი თუ მივა ეს მის­თვის და­ბა­ლი პრო­ცენ­ტია, ხოლო თუ 1 800 000 მივა, მის­თვის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტი. ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა ბა­თი­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნი. ერთი სი­ტყვით, ბევ­რი ფაქ­ტო­რი იმუ­შა­ვებს, ამი­ტომ აქ დიდი გან­სხვა­ვე­ბა არ არის - ივა­ნიშ­ვილს შე­იძ­ლე­ბა უფრო მეტი მან­და­ტის ყიდ­ვა დას­ჭირ­დეს ან უფრო - ნაკ­ლე­ბის, ფი­ნან­სებ­ზეა (და არა მარ­ტო) ბევ­რი რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, არ ვიც­ნობ ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის სიის შე­მად­გენ­ლო­ბას, იქ ბევ­რი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რა­საც ამ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუ­ყუ­რებ - პო­ლი­ტი­კო­სე­ბი რო­გორ იც­ვლი­ან თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბებს იმის მი­ხედ­ვით, თუ ვინ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, ვფიქ­რობ, ეს ტენ­დენ­ცია გა­მე­ო­რე­ბა­დია. ყვე­ლა­ფერს თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ, ყვე­ლა­ზე "მყა­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­და­ნაც“ კი, გახ­სოვთ, ნა­ხე­ვა­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხა­რეს გა­და­ვი­და. ეს მარ­ტო ახლა ხომ არა, შე­ვარ­დნა­ძის დრო­საც ასე იყო, მი­შას დრო­საც და ახ­ლაც ასეა, ეს დღე­ვან­დელ ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მა­ინც და მა­ინც დიდ ზნე­ობ­რივ კომ­პრო­მი­სად არ ით­ვლე­ბა. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ოპო­ზი­ცი­ის ფლანგზე 20 კაცს რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ძებ­ნი­ან - ივა­ნიშ­ვილ­მა თი­თოს მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი რომ მის­ცეს, 20 მი­ლი­ო­ნი მის­თვის ბევ­რი არა­ფე­რია, სა­მა­გი­ე­როდ შექ­მნის უმ­რავ­ლე­სო­ბას. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ამა­ში ვერც ვე­რა­ვინ შე­ე­და­ვე­ბა, არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­აც მოხ­დე­ბა და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად მთავ­რო­ბაც მისი იქ­ნე­ბა. მე, უბ­რა­ლოდ, ვერ­სი­ებ­ზე და საფრ­თხე­ებ­ზე ვლა­პა­რა­კობ, თო­რემ ზუს­ტად რა იქ­ნე­ბა, არ ვიცი, ნა­თელ­მხილ­ვე­ლი არ ვარ. ამ ყვე­ლა­ფერს არ გა­მოვ­რი­ცხავ იმ რე­ა­ლო­ბი­დან, რა რე­ა­ლო­ბა­შიც ჩვენ ვცხოვ­რობთ, ასე­ვე, ვით­ვა­ლის­წი­ნებ წარ­სულ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და გაკ­ვე­თი­ლებს“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რამდენიმე საათი არჩევნებამდე: წინასაარჩევნო კვლევების თავისებურებანი და ვერსიები, თუ როგორი პარლამენტი შეიძლება მივიღოთ?

რამდენიმე საათი არჩევნებამდე: წინასაარჩევნო კვლევების თავისებურებანი და ვერსიები, თუ როგორი პარლამენტი შეიძლება მივიღოთ?

საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. წინასაარჩევნო დღეებში სამმა ტელევიზიამ სამი სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. ბრიტანულმა კომპანია SAVANTA-მ ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის“, მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით, საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - ხალხის ძალა - 35%

კოალიცია ცვლილებისთვის - 19%

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16%

ძლიერი საქართველო - 9%

გახარია - საქართველოსთვის - 8%

გირჩი - 3%

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3%

საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 2%

სხვა - 5%

ტელეკომპანია "ფორმულას“ დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა და კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 34%

ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 18%

კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 14%

"გახარია - საქართველოსთვის“ - 11%

"ძლიერი საქართველო“: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10%

ლეიბორისტული პარტია - 5%

"გირჩი" (იაგო ხვიჩია) - 4%

პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%

სხვა პარტიები - 1%

ტელეკომპანია "იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის - "გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება - 60.2%

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა - 15.4%

"კოალიცია ცვლილებებისთვის" (ახალი-გირჩი მეტი თავისუფლებისთვის-დროა) - 9.0%

კოალიცია "ძლიერი საქართველო" (ლელო-მოქალაქები-ხალხისთვის-თავისუფლების მოედანი) - 3.3 %

გახარია საქართველოსთვის - 2.9%

"გირჩი" - 2.8%

ლეიბორისტული პარტია - 2.0%

პატრიოტთა ალიანსი-ალტ ინფო - 1.9 %

სხვა პარტიები - 2.5 %

რამდენად აცდენილია ერთმანეთს სამი სხვადასხვა კვლევა, რა საერთო ტენდენცია იკვეთება მათში და როგორია რეალური სურათი, ამ კითხვებზე აზრს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვიზიარებს:

"როგორც მოსალოდნელი იყო, "ფორმულასა“ და "მთავარის“ კვლევის შედეგები დაახლოებით ჰგვას ერთმანეთს (მხოლოდ მცირე განსხვავებაა). დიდი განსხვავებაა ამ ორ კვლევასა და "გორბის“ ჩატარებულ კვლევას შორის. ძირითადად ლაპარაკია 5 პარტიაზე, რომელიც დღეს ეჭვს ქვეშ არაა, რომ 5%-ს გადალახავენ, თუმცა "გორბის“ კვლევით მთლად ასე არ არის - მათი დასკვნით, ბარიერს ოპოზიციიდან 2 პარტია გადალახავს - ენმ და "კოალიცია ცვლილებებისათვის“ - 15 და 9%-ით, დანარჩენი, გახარიას პარტია და "ლელოსთან" შექმნილი კოალიცია არიან "ბორტს მიღმა“. იმ აგიტაცია-პროპაგანდას თუ გავითვალისწინებთ, რასაც წინასაარჩევნოდ პარტიები ეწევიან, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად, ეს კვლევები წარმოადგენს იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რასაც პოლიტიკური სპექტრი აწარმოებს.

ის, რომ "ქართულ ოცნებას“ აქვს 60%, რა თქმა უნდა, აბსურდულია, ეს გამორიცხულია. არათუ 60%, მათ 50%-იც არ აქვთ. საინტერესო ისაა, რომ "გორბის“ კვლევაში ის ორი პარტია პოლიტიკური ძალა დარჩა "ბორტს მიღმა“ და ვერ ლახავენ ბარიერს, რომელზეც წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნებიდან“ შტურმი ხორციელდება - "ძლიერი საქართველო" და "გახარია-საქართველოსთვის“. "გორბის“ კვლევა თავისი პროცენტებით ერთი-ერთში იმეორებს იმას, რასაც ივანიშვილი, კობახიძე და დანარჩენები ლაპარაკობენ. შეგიძლიათ აიღოთ მათი ნებისმიერი გამოსვლა - ჯერ კიდევ კამპანია არც იყო დაწყებული და თავიდან 60% რომ ითქვა, ამას იქიდან ფეხს არ უცვლიან. ჩემთვის ეს კვლევა არის "ოცნების“ პროპაგანდის გაგრძელება. "ოცნება“ 60%-ს ვერ დაიწერს, თუ შესაძლებლობა ექნება, სადღაც 50%-ის ფარგლებში შეიძლება დაიწეროს - 49-50 ან 51%, დაახლოებით ეს თამაშია. 60% იმდენად ირეალურია, რომ არა მგონია, გარისკონ. გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ მათ ამის საშუალებას არც ტექნოლოგია მისცემთ, როგორ უნდა დაიწერო 60%, როცა 35-40%-ის ფარგლებში ტრიალებენ? ეს იმდენად აშკარა იქნება, გამორიცხულია ამის გაკეთება. გარკვეულწილად, დაახლოებით ასეთივეა კვლევები, რომელსაც ოპოზიციური მხარე ატარებს - იქ "ქართულ ოცნებასთან“ 34-35%-ია და მგონია, რომ ეს მთლად ასე არ იქნება. ჩემი შეფასებით, "ქართულ ოცნებას“ 35-დან 40%-ის ფარგლებში ალალად აქვს ხმები. იქ საინტერესოა ის, რომ "მთავარის“ კვლევაში "კოალიცია ცვლილებებისთვის“ უსწრებს "ნაციონალურ მოძრაობას“, რაც ასევე მგონია, მთლად რეალური არ არის. ჩემი გათვლით, მეორე ადგილზე იქნება "ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა სამივე კვლევა ადასტურებს იმას, რომ პარტიებს შორის პირველი ადგილი ექნება "ქართულ ოცნებას“.

მეეჭვება, რომ სამი პარტია - "გირჩი“, "ლეიბორისტები“ და "პატრიოტები“ 5%-იან ბარიერს გადალახავენ, მხოლოდ "ფორმულას“ კვლევაში დგანან 5%-თან ახლოს, დანარჩენებთან ასეთი ვარიანტი არ არის. ამ სამ პარტიას აქვს 1%-იანი ბარიერის დაძლევის შანსი, რაც მათ საშუალებას მისცემთ, დაფინანსება მიიღონ. მათი პროცენტები თანმიმდევრობით გადანაწილდება ყველა პარტიაზე, ანუ არჩევნების შედეგები თუ ასე დალაგდა: პირველზე "ოცნება“, მეორეზე - ენმ, შემდეგ "კოალიცია ცვლილებებისთვის“, ხაზარაძე და გახარია, ყველა კვლევიდან ჩანს, რომ სადღაც 10% შეიძლება დარჩეს გადაუნაწილებელი (ალბათ 15, ან ცოტა მეტი მანდატი). ეს მანდატები ადგილების მიხედვით ნაწილდება და თუ მაგ. 5-მა გადალახა ბარიერი, ყველას 3-3 მანდატი მოუწევს, თუ 14 მანდატი იქნა და 5-მა გადალახა, მაშინ პირველი ოთხი 3-3-ს მიიღებს და ბოლო ადგილზე გასული - 2 მანდატს.

ვფიქრობ, პირველ-მეორე ადგილზე იქნება "ოცნება“ და ენმ, დანარჩენი სამი პარტია იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, მათ შორის 1% ან 2%-იანი სხვაობა თუ იქნება, ამიტომ მგონია, მესამე იქნება "ლელო“, მეოთხე - გახარია და მეხუთე - "ახლები“. ენმ "ახლების“ კოალიციის საკმაოდ ბლომად ხმებს წაიღებს და შეიძლება ითქვას, რომ ენმ-ს 19 კი არა, სადღაც 21-22%-იც შეიძლება ჰქონდეს. ეს პროცენტი გაიზრდება არა "შუაშისტური" ამომრჩევლის ხარჯზე, არამედ კოალიციიდან წაღებული ხმების ხარჯზე, რაღაც ასე ჩანს.

ოპოზიციური სპექტრი კი იგებს დიდი უპირატესობით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეინარჩუნოს ძალაუფლება. თუ "ოცნება“ წააგებს (და წაგებაში ვგულისხმობ 50%-ს), 76 მანდატს ვერა, გაცილებით ნაკლებს მიიღებს, მაგრამ 60 მანდატის ფარგლებში ექნება, რაც მას საშუალებას აძლევს, აქტიურად ორჯერ წამოაყენოს პრემიერობის კანდიდატურა - პირველად როგორც პირველ ადგილზე გასულმა ძალამ (და რომელიც აუცილებლად ჩავარდება) და შემდეგ უკვე როგორც დეპუტატთა ჯგუფმა. კონსტიტუცია იძლევა იმის საშუალებას, რომ 51 დეპუტატს შეუძლია პრემიერობის საკუთარი კანდიდატი წარმოადგინოს. ასე რომ, "ოცნებას“ 51 მანდატზე მეტი ყველა ვარიანტში ექნება (ასე, 60 მანდატის ფარგლებში) და ამ შემთხვევაში მას უკვე დასჭირდება დამატებითი 16-17 მანდატი. ძაღლის თავი იქაა დამარხული, რომ "ქართულ ოცნებას“ კოალიციას არ უქმნი. პირველად ჩავარდება კანდიდატურა, ვინაიდან არცერთი ოპოზიციური პარტია არ წავა ამაზე და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კობახიძის მთავრობა ჩავარდება. მეორედ იქნება უკვე დეპუტატთა ჯგუფის მიერ წამოყენებული პრემიერობის კანდიდატი, ეს კი იძლევა იმის საშუალებას, რომ თუ ამ კანდიდატს ოპოზიციიდან ვინმე მხარს დაუჭერს, მას ვერ დააბრალებ, რომ "ოცნების“ თამაშს თამაშობს, უბრალოდ, იტყვის, რომ ამ ორი კანდიდატიდან ჩემთვის ეს კაცი უფრო მისაღებია და არა ის კაცი, ეს ხომ არ არის პარტიული კანდიდატი, არამედ არის დეპუტატათა ჯგუფის მიერ წამოყენებული. ქართული პოლიტიკური სპექტრის მდგრადობას და "პრინციპულობას“ თუ გავითვალისწინებთ და ამას დავუმატებთ ივანიშვილის ფინანსებს, 15 და 20 მანდატის ყიდვა არ უნდა გაჭირდეს.

თუ ვთქვათ გამართლდა "ედისონ რისერჩის“ კვლევა და "ოცნებამ“ 34% აიღო, მაშინ შეიძლება იგივე თამაში გათამაშდეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე - რაც უფრო ნაკლები მივა, "ოცნებისთვის“ უკეთესია. მართალია, გაიძახიან, ქუდზე კაციო, მაგრამ რეალურად ასე არაა. "ოცნებას“ თავისი ამომრჩეველი სადღაც 750 000-ის ფარგლებში ჰყავს და მაგ. 2 მილიონი თუ მივა ეს მისთვის დაბალი პროცენტია, ხოლო თუ 1 800 000 მივა, მისთვის საკმაოდ მაღალი პროცენტი. ისიც გასათვალისწინებელია, რამდენი იქნება ბათილი ბიულეტენი. ერთი სიტყვით, ბევრი ფაქტორი იმუშავებს, ამიტომ აქ დიდი განსხვავება არ არის - ივანიშვილს შეიძლება უფრო მეტი მანდატის ყიდვა დასჭირდეს ან უფრო - ნაკლების, ფინანსებზეა (და არა მარტო) ბევრი რამ დამოკიდებული. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცნობ ყველა ოპოზიციური პარტიის სიის შემადგენლობას, იქ ბევრი უცნობი ადამიანია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რასაც ამ 30 წლის განმავლობაში ვუყურებ - პოლიტიკოსები როგორ იცვლიან თავის შეხედულებებს იმის მიხედვით, თუ ვინ არის ხელისუფლებაში, ვფიქრობ, ეს ტენდენცია გამეორებადია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ყველაზე "მყარი ნაციონალური მოძრაობიდანაც“ კი, გახსოვთ, ნახევარი "ქართული ოცნების“ მხარეს გადავიდა. ეს მარტო ახლა ხომ არა, შევარდნაძის დროსაც ასე იყო, მიშას დროსაც და ახლაც ასეა, ეს დღევანდელ ქართულ რეალობაში, სამწუხაროდ, მაინც და მაინც დიდ ზნეობრივ კომპრომისად არ ითვლება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ფლანგზე 20 კაცს რაღაცნაირად მოძებნიან - ივანიშვილმა თითოს მილიონი დოლარი რომ მისცეს, 20 მილიონი მისთვის ბევრი არაფერია, სამაგიეროდ შექმნის უმრავლესობას. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამაში ვერც ვერავინ შეედავება, არჩევნების ლეგიტიმაციაც მოხდება და არაოფიციალურად მთავრობაც მისი იქნება. მე, უბრალოდ, ვერსიებზე და საფრთხეებზე ვლაპარაკობ, თორემ ზუსტად რა იქნება, არ ვიცი, ნათელმხილველი არ ვარ. ამ ყველაფერს არ გამოვრიცხავ იმ რეალობიდან, რა რეალობაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ასევე, ვითვალისწინებ წარსულ გამოცდილებასა და გაკვეთილებს“.

იხილეთ ასევე: