კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე

პრე­ზი­დენ­ტმა მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თა, რომ "ვე­რა­ვინ ნა­ხავს ვის მი­ე­ცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვე­რა­ვინ ვერ დაგსჯით!“. ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ‘არა­ნა­ი­რი რე­ვან­ში არ იქ­ნე­ბა”.

“ჩემო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო, პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც დღეს სა­დღაც რიგ­ში დგას, იმის­თვის, რომ თა­ვის რე­გი­ონ­ში ჩა­ვი­დეს და იქი­დან მის­ცეს ხმა, რად­გან იქაა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რაც არ უნდა სირ­თუ­ლე­ე­ბი იყოს - ტრან­სპორ­ტი არ იყოს, რთუ­ლი იყოს, დიდი დრო უნდა და დიდი გზაა, მა­ინც მი­დი­ხართ და იქი­დან თქვენს ხმას მის­ცემთ სა­ქარ­თვე­ლოს.

მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს დი­ას­პო­რა­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში. ისი­ნიც იბ­რძოდ­ნენ და იბ­რძვი­ან იმის­თვის, რომ მი­ი­ღონ უფ­ლე­ბა, რომ თა­ვი­ან­თი ხმა ის­მო­დეს...და მათი ხმა ხვალ გა­ის­მე­ბა.

ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მინ­და მივ­მარ­თო და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მათ, ვინც იბ­რძო­და ის­რა­ელ­ში, ამ ძა­ლი­ან რთულ პე­რი­ოდ­ში, იმის­თვის, რომ იქაც გახ­სნი­ლი­ყო სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი. სა­დღაც ვერ გა­იხ­სნა, სა­დღაც და­გაკ­ლდათ სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი, სა­დღაც თქვე­ნი უფ­ლე­ბა და­ირ­ღვა, ვინც ცხოვ­რობთ შორს იმ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი­დან, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა.

მინ­და წი­ნას­წარ მად­ლო­ბა ვუ­თხრა იმ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც ესო­დენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან, რაც დღეს უკვე ჩანს და ხვა­ლაც იქ­ნე­ბი­ან ყვე­ლა უბან­ზე და პირ­ვე­ლად, თა­ვი­ანთ ცხოვ­რე­ბა­ში ხმას მის­ცე­მენ თა­ვი­ანთ არ­ჩე­ულ პარ­ტი­ას. აქ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ყვე­ლა ირ­ჩევს თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბის, თა­ვი­სი სურ­ვი­ლის, თა­ვი­სი ნე­ბის მი­ხედ­ვით. ვე­რა­ვინ, ვე­რა­ფერს და­გა­ძა­ლებთ! ვე­რა­ვინ ვერ ნა­ხავს ვის მი­ე­ცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვე­რა­ვინ ვერ დაგსჯით! არა­ნა­ი­რი რე­ვან­ში არ იქ­ნე­ბა, არც ერთი მხრივ და არც მე­ო­რე მხრივ. ეს არის ჩემი და­პი­რე­ბა რო­გორც თქვე­ნი, ყვე­ლას პრე­ზი­დენ­ტის.

მი­დით არ­ჩევ­ნებ­ზე, ნუ­რაფ­რის ნუ გე­ში­ნი­ათ, სა­ჭი­როა, რომ ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლი იყოს თქვე­ნი ხმით, ყო­ვე­ლი თქვე­ნი ხმით. ნუ­რა­ვინ ნუ დარ­ჩე­ბა სახ­ლში, თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია რო­გო­რი იქ­ნე­ბა ხვა­ლინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო!”, - მი­მარ­თა პრე­ზი­დენ­ტმა ამომ­რჩე­ველს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვა არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე

პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა, რომ "ვერავინ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით!“. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ‘არანაირი რევანში არ იქნება”.

“ჩემო თანამემამულენო, პირველ რიგში, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ყველას, ვინც დღეს სადღაც რიგში დგას, იმისთვის, რომ თავის რეგიონში ჩავიდეს და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქაა რეგისტრირებული, რაც არ უნდა სირთულეები იყოს - ტრანსპორტი არ იყოს, რთული იყოს, დიდი დრო უნდა და დიდი გზაა, მაინც მიდიხართ და იქიდან თქვენს ხმას მისცემთ საქართველოს.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს დიასპორაში, ემიგრაციაში. ისინიც იბრძოდნენ და იბრძვიან იმისთვის, რომ მიიღონ უფლება, რომ თავიანთი ხმა ისმოდეს...და მათი ხმა ხვალ გაისმება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა მივმართო და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც იბრძოდა ისრაელში, ამ ძალიან რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ იქაც გახსნილიყო საარჩევნო უბანი. სადღაც ვერ გაიხსნა, სადღაც დაგაკლდათ საარჩევნო უბანი, სადღაც თქვენი უფლება დაირღვა, ვინც ცხოვრობთ შორს იმ საარჩევნო უბნებიდან, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გამოსწორდება.

მინდა წინასწარ მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესოდენ მობილიზებული არიან, რაც დღეს უკვე ჩანს და ხვალაც იქნებიან ყველა უბანზე და პირველად, თავიანთ ცხოვრებაში ხმას მისცემენ თავიანთ არჩეულ პარტიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ირჩევს თავისი მოსაზრების, თავისი სურვილის, თავისი ნების მიხედვით. ვერავინ, ვერაფერს დაგაძალებთ! ვერავინ ვერ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით! არანაირი რევანში არ იქნება, არც ერთი მხრივ და არც მეორე მხრივ. ეს არის ჩემი დაპირება როგორც თქვენი, ყველას პრეზიდენტის.

მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო!”, - მიმართა პრეზიდენტმა ამომრჩეველს.