მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობის გამო სემეკმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დააჯარიმა
წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობის გამო სემეკმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დააჯარიმა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) შპს „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რი“ სა­ლი­ცენ­ზიო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო და­ა­ჯა­რი­მა. და­ჯა­რი­მე­ბის მი­ზეზს წარ­მო­ად­გენს ქ. თბი­ლის­ში, წყნე­თის გზატ­კე­ცი­ლი N5-ში სას­მე­ლი წყლის მი­წო­დე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ სტან­დარ­ტებ­სა და ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენ­ტებ­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბა და სე­მე­კის მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა. კომ­პა­ნი­ას და­ე­ვა­ლა ჯა­რი­მის სა­ხით და­კის­რე­ბუ­ლი 10 000 ლა­რის, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში გა­დახ­და.

მო­ქა­ლა­ქის მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, სე­მე­კის წყალ­მო­მა­რა­გე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ წყნე­თის გზატ­კე­ცი­ლი N5-ში წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ შპს „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ქსე­ლი არ იყო მო­წყო­ბი­ლი ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, სას­მე­ლი წყლის მი­წო­დე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და ტექ­ნი­კურ ნორ­მებ­სა და სტან­დარ­ტებს.

კომ­პა­ნი­ას და­ე­ვა­ლა ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა და მო­ქა­ლა­ქის­თვის სას­მე­ლი წყლის მი­წო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი სტან­დარ­ტე­ბი­სა და ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად. გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში და­ვა­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად სე­მე­კი იმ­სჯე­ლებს შპს „ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის­თვის“ სან­ქცი­ის და­კის­რე­ბა­ზე.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობის გამო სემეკმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დააჯარიმა

წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობის გამო სემეკმა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს ქ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილი N5-ში სასმელი წყლის მიწოდების საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და ტექნიკურ რეგლამენტებთან შეუსაბამობა და სემეკის მიერ დადგენილი წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა. კომპანიას დაევალა ჯარიმის სახით დაკისრებული 10 000 ლარის, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.

მოქალაქის მომართვის საფუძველზე, სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის მიერ წყნეთის გზატკეცილი N5-ში წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ქსელი არ იყო მოწყობილი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, სასმელი წყლის მიწოდება არ შეესაბამებოდა ტექნიკურ ნორმებსა და სტანდარტებს.

კომპანიას დაევალა ხარვეზების გამოსწორება და მოქალაქისთვის სასმელი წყლის მიწოდება საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. განსაზღვრულ ვადაში დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სემეკი იმსჯელებს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ სანქციის დაკისრებაზე.

NS