მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიანა ღურწკაიას ქმრის საფლავზე სასახლის მსგავსი ძეგლი გამოჩნდა - რას წერს რუსული მედია?
დიანა ღურწკაიას ქმრის საფლავზე სასახლის მსგავსი ძეგლი გამოჩნდა - რას წერს რუსული მედია?

გა­სულ წელს, დი­ა­ნა ღურწკა­ი­ამ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია გა­და­ი­ტა­ნა - მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა მისი ქმა­რი, პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კო, რო­მე­ლიც მხო­ლოდ 46 წლის იყო. ის 2023 წლის 24 მა­ისს, მოს­კოვ­ში, ტრო­ე­კუ­როვ­სკის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. იმ დღეს დი­ა­ნა მე­უღ­ლეს­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ადა­მი­ან­თან ერ­თად მი­ვი­და, მათ შო­რის იყ­ვნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დაკ­რძალ­ვი­დან ერთ წელ­ზე მეტი გა­ვი­და, სა­საფ­ლა­ო­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა. ამ­ჟა­მად გარ­დაც­ვლი­ლის საფ­ლავ­ზე უზარ­მა­ზა­რი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სვე­ტე­ბი­ა­ნი ძეგლი დგას, რო­მე­ლიც სა­სახ­ლეს მო­გა­გო­ნებთ", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

პეტ­რე კუ­ჩე­რენ­კო ტრო­ე­კუ­როვ­სკის სა­საფ­ლა­ოს 34-ე მო­ნაკ­ვეთ­ზეა დაკ­რძა­ლუ­ლი.ეს მას­შტა­ბუ­რი მო­ნუ­მენ­ტი სხვა საფ­ლა­ვე­ბის ფონ­ზე ძა­ლი­ან გა­მო­ირ­ჩე­ვა. ძეგლის გარ­შე­მო სხვა­დას­ხვა ზო­მის დე­კო­რა­ტი­ულ ჭურ­ჭელ­ში ყვა­ვი­ლე­ბია მო­თავ­სე­ბუ­ლი. აშ­კა­რაა, რომ კუ­ჩე­რენ­კოს საფ­ლავს ოჯა­ხი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უვ­ლის.

პი­ოტრ კუ­ჩე­რენ­კო 2020 წლის 30 მარ­ტი­დან მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოსტს იკა­ვებ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 20 მა­ი­სის სა­ღა­მოს, კუ­ბი­დან მივ­ლი­ნე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბი­სას, კაც­მა ფრე­ნის დროს თავი ცუ­დად იგ­რძნო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­ი­სი დრო­ზე ადრე, სხვა აე­რო­პორ­ტში და­ეშ­ვა და ექი­მე­ბი ბორტზე ავიდ­ნენ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

დი­ა­ნამ მე­უღ­ლის და­კარ­გვა მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა. წყვილ­მა თით­ქმის ოცი წელი იცხოვ­რა ერ­თად. ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მომ­ღე­რალ­მა უარი თქვა სცე­ნა­ზე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­კუ­თარ ბლოგ­ზე და­წე­რა:

"არას­დროს შე­ვე­გუ­ე­ბი, რომ აღარ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი დი­ლის სა­უბ­რე­ბი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, მო­უ­ლოდ­ნე­ლი თა­ი­გუ­ლე­ბი, მი­ზე­ზის გა­რე­შე... ყო­ველ დღე გიხ­დი მად­ლო­ბას იმ ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მა­ჩუ­ქე, ჩვე­ნი შვი­ლის­თვის. ყო­ველ­თვის მეყ­ვა­რე­ბი. ყო­ველ­თვის. და ზუს­ტად ვიცი, რომ სა­დღაც სი­ჩუ­მე­ში შენი ხმა ჯერ კი­დევ ის­მის...“

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

დიანა ღურწკაიას ქმრის საფლავზე სასახლის მსგავსი ძეგლი გამოჩნდა - რას წერს რუსული მედია?

დიანა ღურწკაიას ქმრის საფლავზე სასახლის მსგავსი ძეგლი გამოჩნდა - რას წერს რუსული მედია?

გასულ წელს, დიანა ღურწკაიამ საშინელი ტრაგედია გადაიტანა - მოულოდნელად გარდაიცვალა მისი ქმარი, პიოტრ კუჩერენკო, რომელიც მხოლოდ 46 წლის იყო. ის 2023 წლის 24 მაისს, მოსკოვში, ტროეკუროვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს. იმ დღეს დიანა მეუღლესთან გამოსამშვიდობებლად რამდენიმე ასეულ ადამიანთან ერთად მივიდა, მათ შორის იყვნენ ოჯახის წევრები, კოლეგები და მეგობრები.

"მიუხედავად იმისა, რომ დაკრძალვიდან ერთ წელზე მეტი გავიდა, სასაფლაოზე სამუშაოები კვლავ გრძელდება. ამჟამად გარდაცვლილის საფლავზე უზარმაზარი ძვირადღირებული სვეტებიანი ძეგლი დგას, რომელიც სასახლეს მოგაგონებთ", - წერს რუსული მედია.

პეტრე კუჩერენკო ტროეკუროვსკის სასაფლაოს 34-ე მონაკვეთზეა დაკრძალული.ეს მასშტაბური მონუმენტი სხვა საფლავების ფონზე ძალიან გამოირჩევა. ძეგლის გარშემო სხვადასხვა ზომის დეკორატიულ ჭურჭელში ყვავილებია მოთავსებული. აშკარაა, რომ კუჩერენკოს საფლავს ოჯახი განსაკუთრებულად უვლის.

პიოტრ კუჩერენკო 2020 წლის 30 მარტიდან მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ 20 მაისის საღამოს, კუბიდან მივლინებიდან დაბრუნებისას, კაცმა ფრენის დროს თავი ცუდად იგრძნო. მიუხედავად იმისა, რომ რეისი დროზე ადრე, სხვა აეროპორტში დაეშვა და ექიმები ბორტზე ავიდნენ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დიანამ მეუღლის დაკარგვა მძიმედ გადაიტანა. წყვილმა თითქმის ოცი წელი იცხოვრა ერთად. ტრაგედიის შემდეგ, გარკვეული პერიოდი მომღერალმა უარი თქვა სცენაზე, მოგვიანებით კი საკუთარ ბლოგზე დაწერა:

"არასდროს შევეგუები, რომ აღარ იქნება ჩვენი დილის საუბრები სამზარეულოში, მოულოდნელი თაიგულები, მიზეზის გარეშე... ყოველ დღე გიხდი მადლობას იმ ბედნიერებისთვის, რომელიც მაჩუქე, ჩვენი შვილისთვის. ყოველთვის მეყვარები. ყოველთვის. და ზუსტად ვიცი, რომ სადღაც სიჩუმეში შენი ხმა ჯერ კიდევ ისმის...“

წაიკითხეთ ასევე: