საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, EBRD-ისგან 3 მილიონი ლარი მიიღო
თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, EBRD-ისგან 3 მილიონი ლარი მიიღო

თი­ბი­სიმ ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კის­გან - EBRD, ვაჭ­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მის (TFP) ფარ­გლებ­ში, მწვა­ნე პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის, 3 მი­ლი­ო­ნი ლარი მი­ი­ღო, რაც კორ­პო­რა­ცი­ულ ბიზ­ნესკლი­ენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მზის პა­ნე­ლე­ბი შე­ი­ძი­ნონ.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­დე­საც პარტნი­ო­რი ბან­კის­თვის, EBRD-ის ვაჭ­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მამ, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და გა­რე­მოს­თვის სა­სარ­გებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, რე­სურ­სი ად­გი­ლობ­რივ ვა­ლუ­ტა­ში გას­ცა.

„ჩვენ­თვის, რო­გორც ბიზ­ნე­სის #1 მხარ­დამ­ჭე­რის­თვის, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია იმ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, რო­მელ­თა ფარ­გლებ­შიც, ქარ­თულ ბიზ­ნეს­სექ­ტორ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ინერ­გე­ბა. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­შიც სულ უფრო მეტი ბიზ­ნე­სი იღებს გა­რე­მოს­თვის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ამო­წურ­ვა­დი ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის ფონ­ზე, დღეს მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა გა­რე­მო­ზე და ეკო­ლო­გი­ა­ზე ზრუნ­ვა. პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რდას გუ­ლის­ხმობს. ამი­ტომ მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ ჩვე­ნი და EBRD-ის ვაჭ­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მის დახ­მა­რე­ბით, სულ უფრო მეტი ბიზ­ნე­სი და­ა­მონ­ტა­ჟებს მზის ელექტრო პა­ნე­ლებს, შე­ამ­ცი­რებს ქსე­ლუ­რი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბას და და­ზო­გავს ფი­ნან­სურ რე­სურსს“, - გი­ორ­გი თხე­ლი­ძე, თი­ბი­სის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

თი­ბი­სი ვაჭ­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მის წევ­რი 1999 წელს გახ­და. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თი­ბი­სიმ, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ჯამ­ში 850 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მეტი მო­ცუ­ლო­ბის, 1000-ზე მეტი სა­ვაჭ­რო ტრან­ზაქ­ცია და­ა­ფი­ნან­სა.

2023 წელს თი­ბი­სის მდგრა­დი სა­სეს­ხო პორ­ტფე­ლის მო­ცუ­ლო­ბამ 1,23 მი­ლი­არ­დი ლარი შე­ად­გი­ნა, რაც 2022 წლის შე­დეგ­ზე 57%-ით მე­ტია. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ხაზს უს­ვამს თი­ბი­სის მუდ­მი­ვად მზარდ წვლილს და ინ­ტე­რესს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, EBRD-ისგან 3 მილიონი ლარი მიიღო

თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, EBRD-ისგან 3 მილიონი ლარი მიიღო

თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიენტებს საშუალებას მისცემს მზის პანელები შეიძინონ.

ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამამ, მდგრადი განვითარებისთვის და გარემოსთვის სასარგებლო პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებისთვის, რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა.

„ჩვენთვის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, პრიორიტეტულია იმ ინიციატივების ხელშეწყობა, რომელთა ფარგლებშიც, ქართულ ბიზნესსექტორში საერთაშორისო სტანდარტები და თანამედროვე ტექნოლოგიები ინერგება. მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ტენდენციის შესაბამისად, საქართველოშიც სულ უფრო მეტი ბიზნესი იღებს გარემოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების ფონზე, დღეს მთავარი გამოწვევაა გარემოზე და ეკოლოგიაზე ზრუნვა. პასუხისმგებლიანი ბიზნესის განვითარება, ენერგოეფექტურობის გაზრდას გულისხმობს. ამიტომ მოხარული ვართ, რომ ჩვენი და EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით, სულ უფრო მეტი ბიზნესი დაამონტაჟებს მზის ელექტრო პანელებს, შეამცირებს ქსელური ელექტროენერგიის მოხმარებას და დაზოგავს ფინანსურ რესურსს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა. ამ წლების განმავლობაში, თიბისიმ, პროგრამის ფარგლებში, ჯამში 850 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის, 1000-ზე მეტი სავაჭრო ტრანზაქცია დააფინანსა.

2023 წელს თიბისის მდგრადი სასესხო პორტფელის მოცულობამ 1,23 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შედეგზე 57%-ით მეტია. აღნიშნული მონაცემები ხაზს უსვამს თიბისის მუდმივად მზარდ წვლილს და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართულებით.

R