სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არანაირი მუქარის განმახორციელებელი არ არის“ - გიორგი გახარია
“ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არანაირი მუქარის განმახორციელებელი არ არის“ - გიორგი გახარია

“გულ­წრფე­ლად მინ­და გი­თხრათ, რომ ეს არ არის ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი მუ­ქა­რა და ეს არ არის ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი შან­ტა­ჟი, რო­მე­ლიც მო­მარ­თუ­ლი იყო ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ“, - ამის შე­სა­ხებ “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ლი­დერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ, მისი მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა­ში მხო­ლოდ მას კი არა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ყვე­ლას ეპა­რე­ბა ეჭვი.

“ეს არის გა­სა­ო­ცა­რი დე­მოკ­რა­ტის სახე, რო­მელ­საც დაგვპირ­და სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე. მუ­ქა­რა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან არ არის პირ­ვე­ლი, მაგ­რამ პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და ეს კაცი და სა­ჯა­როდ იმუქ­რე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბით, და­ჭე­რე­ბით და რაც მთა­ვა­რია, ემუქ­რე­ბა ჩემი გუნ­დის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღიად მინ­და ჩვე­ნი გუნ­დის თი­თო­ე­ულ წევ­რს გა­მო­ვუ­ცხა­დო სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა და მათ ვუ­თხრა - ისე­თი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გო­რიც არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რომ­ლის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა­შიც მარ­ტო მე კი არა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს უკვე ყვე­ლას ეჭვი ეპა­რე­ბა, არა­თუ არა­ნა­ი­რი მუ­ქა­რის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი არ არის, არა­მედ თვი­თონ ეტყო­ბა რო­გო­რი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი და ემო­ცი­უ­რი კონ­ტრო­ლის­გან გა­სუ­ლია. გო­ნივ­რუ­ლო­ბის მიღ­მაა ისეთ რა­ღა­ცებს სა­უბ­რობ­და და მე არც გავ­ცემ პა­სუხს. ეს პირ­და­პირ აჩ­ვე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ოთხი დღით ადრე და პირ­ველ რიგ­ში, “ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რებს, რა დღე­შია და ვის ხელ­შია დღეს ეს ქვე­ყა­ნა. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ჩვენ რაც მო­ვის­მი­ნეთ, არის ის, რომ ფუ­ლის გამო ვაჭ­რობს ქვეყ­ნის სა­გა­რეო ორი­ენ­ტა­ცი­ით და მე­ო­რე, თურ­მე ვინც პერ­სო­ნა­ლუ­რად არ ეთან­ხმე­ბა ივა­ნიშ­ვილს და “ოც­ნე­ბას“, ყვე­ლა­ნი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, ხალ­ხის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი და ხალ­ხის მტრე­ბი [არი­ან] და რა­ღაც ტერ­მი­ნო­ლო­გი­ე­ბი შე­მო­ი­ტა­ნა.

შემ­დგომ, რო­გორც ჩანს, თა­ვი­სი სიძ­ლი­ე­რის, თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის და 70%-იანი მხარ­და­ჭე­რის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად “იმე­დის“პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას “გა­რე­წა­რი“ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მაც უწო­და. რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რე­ბი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ნა­რა­ტივს ერთი-ერ­თზე იმე­ო­რე­ბენ და უა­რეს­საც, რის გა­მოც "მკაცრ სას­ჯელს იმ­სა­ხუ­რე­ბენ".

“არას­დროს შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­მი­ყე­ნე­ბია პო­ლი­ტი­კო­სის­თვის, მაგ­რამ ამ გა­რე­წარ­თან [გი­ორ­გი გა­ხა­რია], ამას­თან რომ დგა­ნან, ამის გვერ­დით, რა თქმა უნდა, მათ გა­სა­მარ­თლე­ბა მო­უ­წევთ,“ - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.მი­სი­ვე თქმით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მა, 2021 წელს სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩარ­თვის­თვის მომ­ზა­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან, იცოდ­ნენ, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არ იო­მებ­და და მმარ­თვე­ლი გუნ­დის ჩა­მოშ­ლა ჰქონ­დათ გან­ზრა­ხუ­ლი, რა­მაც შე­დე­გი ვერ გა­მო­ი­ღო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

“ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არანაირი მუქარის განმახორციელებელი არ არის“ - გიორგი გახარია

“ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არანაირი მუქარის განმახორციელებელი არ არის“ - გიორგი გახარია

“გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და ეს არ არის ივანიშვილის პირველი შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ“, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ადეკვატურობაში მხოლოდ მას კი არა, საქართველოს მოქალაქეებს, ყველას ეპარება ეჭვი.

“ეს არის გასაოცარი დემოკრატის სახე, რომელსაც დაგვპირდა საპატიო თავმჯდომარე. მუქარა ივანიშვილის მხრიდან არ არის პირველი, მაგრამ პირველად გამოვიდა ეს კაცი და საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებით, დაჭერებით და რაც მთავარია, ემუქრება ჩემი გუნდის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების წარმომადგენლებს. მე აბსოლუტურად ღიად მინდა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა და მათ ვუთხრა - ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანები, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაშიც მარტო მე კი არა, საქართველოს მოქალაქეებს უკვე ყველას ეჭვი ეპარება, არათუ არანაირი მუქარის განმახორციელებელი არ არის, არამედ თვითონ ეტყობა როგორი სასოწარკვეთილი და ემოციური კონტროლისგან გასულია. გონივრულობის მიღმაა ისეთ რაღაცებს საუბრობდა და მე არც გავცემ პასუხს. ეს პირდაპირ აჩვენებს საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე და პირველ რიგში, “ოცნების“ მხარდამჭერებს, რა დღეშია და ვის ხელშია დღეს ეს ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ რაც მოვისმინეთ, არის ის, რომ ფულის გამო ვაჭრობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციით და მეორე, თურმე ვინც პერსონალურად არ ეთანხმება ივანიშვილს და “ოცნებას“, ყველანი მოღალატეები, ხალხის მოღალატეები და ხალხის მტრები [არიან] და რაღაც ტერმინოლოგიები შემოიტანა.

შემდგომ, როგორც ჩანს, თავისი სიძლიერის, თვითდაჯერებულობის და 70%-იანი მხარდაჭერის დასადასტურებლად “იმედის“პროვოკატორები გამოგვიგზავნა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას “გარეწარი“ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც უწოდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, “გახარია საქართველოსთვის“ წევრები “ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი-ერთზე იმეორებენ და უარესსაც, რის გამოც "მკაცრ სასჯელს იმსახურებენ".

“არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ამ გარეწართან [გიორგი გახარია], ამასთან რომ დგანან, ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ,“ - განაცხადა ივანიშვილმა.მისივე თქმით, გიორგი გახარიას გადადგომა, 2021 წელს სწორედ საქართველოს ომში ჩართვისთვის მომზადებას უკავშირდებოდა, ვინაიდან, იცოდნენ, რომ “ქართული ოცნება“ არ იომებდა და მმართველი გუნდის ჩამოშლა ჰქონდათ განზრახული, რამაც შედეგი ვერ გამოიღო.

იხილეთ ასევე: