სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ამ სტრიქონებს გვაწერინებს ჩვენი გულისტკივილი საქართველოს ევროპული მომავლის გამო“ - ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები წერილს ავრცელებენ
“ამ სტრიქონებს გვაწერინებს ჩვენი გულისტკივილი საქართველოს ევროპული მომავლის გამო“ - ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები წერილს ავრცელებენ

ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი 13 ქვეყ­ნის ევ­რო­პის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრე­ბი წე­რილს ავ­რცე­ლე­ბენ:

სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც რთულ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მო­ში მოქ­ცე­ულ ქვე­ყა­ნას, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და თვით­გა­მორ­კვე­ვის­თვის, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და ღირ­სე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლის საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­დე­საც მან 30 წლის წინ, ბოლო ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, მე­ზო­ბე­ლი იმ­პე­რი­ის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა. ეს იყო სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი და - რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის გზის და­სა­წყი­სი. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უდი­დე­სი ნა­წი­ლის მხრი­დან პრო-ევ­რო­პუ­ლი გზის სა­ჯა­რო მხარ­და­ჭე­რის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი - გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, პო­ლო­ნე­თი, ისე­ვე რო­გორც ბელ­გია, და­ნია, ეს­ტო­ნე­თი, ლატ­ვია, ლი­ე­ტუ­ვა, ლუქ­სემ­ბურ­გი, პორ­ტუ­გა­ლია, ფი­ნე­თი, შვე­დე­თი და ჩე­ხე­თი - ამ გზა­ზე თა­ვი­დან­ვე ვი­ყა­ვით სა­ქარ­თვე­ლოს ძლი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და ახა­ლა ვი­ზი­ა­რებთ მათ წუ­ხილს და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ვუ­წო­დებთ, რომ მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უკა­ნას­კნე­ლი ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ბევ­რს მი­აღ­წია - 2022 წლის მარ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გა­ნა­ცხა­დი ამ გზის ის­ტო­რი­უ­ლი ეტა­პი იყო.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი წუ­ხი­ლი მით უფრო სე­რი­ო­ზუ­ლია. ამ სტრი­ქო­ნებს გვა­წე­რი­ნებს ჩვე­ნი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის გამო. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბი და ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის ევ­რო­პულ საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიჩ­ნევთ, კი­დევ ერთხელ გა­ვაჟ­ღე­როთ ევ­რო­პის პო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რათა გა­მო­ვას­წო­როთ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბის არას­წო­რი აღ­ქმა და შეგ­ნე­ბუ­ლი და­მა­ხინ­ჯე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მი­ე­ნი­ჭა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში, იმ პი­რო­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­დად­გამ­და შე­სა­ბა­მის ნა­ბი­ჯებს, რო­გორც ეს მი­თი­თე­ბუ­ლია ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ა­ში. გა­სუ­ლი თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო რამ­დე­ნი­მე კა­ნო­ნი, შე­უ­სა­ბა­მო ევ­რო­კავ­ში­რის სა­ერ­თო ნორ­მა­ტი­ულ ბა­ზას­თან (acquis communautaire), გან­სა­კუთ­რე­ბით, კა­ნო­ნი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გამო შე­ჩერ­და თქვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი. ის შე­ჩე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იქამ­დე, სა­ნამ გაგ­რძელ­დე­ბა ამ­ჟა­მინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი. სწო­რედ ასე გა­და­წყვი­ტა 2024 წლის 27 ივ­ნისს ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევ­რი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფოს და მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა: სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა გა­მო­იწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის დე ფაქ­ტო შე­ჩე­რე­ბა. მა­შა­სა­და­მე, ერთი რამ ცხა­დი უნდა იყოს: სა­ქარ­თვე­ლო ვერ შეძ­ლებს გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­იც­ვლის კურსს. ამ მკა­ფიო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ოდ­ნა­ვა­დაც კი შერ­ბი­ლე­ბუ­ლად ან სხვაგ­ვა­რად ინ­ტერპრე­ტა­ცია ან ბოდ­ვაა ან უბ­რა­ლოდ სიც­რუ­ეა.

ევ­რო­პის კავ­ში­რი­სათ­ვის ეს არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი გა­და­სა­წყვე­ტი: ამას წინ უძღო­და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის და დის­კუ­სი­ე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, თუმ­ცა დღემ­დე უშე­დე­გოდ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ვი­გოთ, რომ ევ­რო­კავ­ში­რი მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი, სა­ვაჭ­რო, უსაფრ­თხო­ე­ბის ან სო­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რი არ არის. ევ­რო­კავ­ში­რი, უფრო მე­ტად, იმ ქვეყ­ნე­ბის ოჯა­ხია, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს იზი­ა­რე­ბენ და მზად არი­ან, და­იც­ვან ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ასე­ვე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ევ­რო­კავ­ში­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი კავ­ში­რი­ცაა, რო­მე­ლიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩოს იზი­ა­რებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ლო­გი­კუ­რია, რომ ევ­რო­კავ­ში­რი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის წი­ნა­პი­რო­ბად სწო­რედ ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის აღი­ა­რე­ბას და მისი სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აყე­ნებს.

ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი „კა­ნო­ნი უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ არც ში­ნა­არ­სი­თა და არც სუ­ლის­კვე­თე­ბით შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ძი­რი­თად ნორ­მებს და ფა­სე­უ­ლო­ბებს. ის ძირს უთხრის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­თა სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გე­ნენ, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა­ზე აიღო. ეს კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად, მრა­ვალ კვი­რი­ა­ნი სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტე­ბის, პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს და სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რე­ბის არა­ო­რაზ­რო­ვა­ნი კრი­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად მი­ი­ღო. სამ­წუ­ხა­როდ, ევ­რო­კავ­შირ­თან და ევ­რო­პის საბ­ჭოს­თან შე­უ­სა­ბა­მო კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­ში შე­ვი­და გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, რო­მე­ლიც ზღუ­დავს LGBTQI-ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს, სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ უფრო აშო­რებს ევ­რო­კავ­ში­რის გზას.

იმავდრო­უ­ლად, ზო­გი­ერ­თმა ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა მი­მარ­თა პრო­პა­გან­დის, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის, მტკნა­რი სიც­რუ­ი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო კამ­პა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ისი­ნი ევ­რო­კავ­ში­რის და მისი წევ­რი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს აყე­ნებ­დნენ შე­უ­რა­ცხყო­ფას, უსა­ფუძ­ვლოდ აბ­რა­ლებ­დნენ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მკვლე­ლო­ბის გეგ­მებს, სა­ქარ­თვე­ლოს ომებ­ში ჩათ­რე­ვის ბნელ მო­ტი­ვებს, „ლი­ბე­რა­ლურ ფა­შიზმს“ და უამ­რავ სხვა რა­მეს.

მო­დით, ერთი რამ გან­ვმარ­ტოთ: ჩვენ მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბით, გი­ხი­ლოთ ჩვენს ევ­რო­პულ ოჯახ­ში - ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რად. სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი, პლუ­რა­ლის­ტუ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­საც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი, ცო­ცხა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მდი­და­რი მე­დია-ლან­დშაფ­ტი აქვს და სა­ქარ­თვე­ლომ 2023 წელს ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. კარი ღიაა და ღია დარ­ჩე­ბა. ამი­ტო­მაც ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ გა­ი­მე­ო­რა თა­ვი­სი ურ­ყე­ვი სო­ლი­და­რო­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ და თა­ვი­სი მზად­ყოფ­ნა, გა­აგ­რძე­ლოს ქარ­თვე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის გზა­ზე.

მო­დით, ასე­ვე გან­ვმარ­ტოთ: ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან მო­ვე­ლით, რომ მან უზ­რუნ­ველ­ყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი. ქარ­თვე­ლებს უნდა შე­ეძ­ლოთ, რომ აირ­ჩი­ონ, რო­მე­ლი მო­მა­ვა­ლი სურთ თა­ვის­თვის, თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი­სათ­ვის. იმე­დი გვაქვს, რომ ეს იქ­ნე­ბა არ­ჩე­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ. არ­ჩე­ვა­ნი თქვენ­ზეა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი თქვენს ხელ­შია.

ჰაჯა ლა­ბი­ბი - ბელ­გი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა, ევ­რო­პის სა­კი­თხთა, სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბი­სა და ფე­დე­რა­ცი­ის კულ­ტუ­რის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა მი­ნის­ტრი

ანა ლი­ურ­მა­ნი - გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ევ­რო­პი­სა და კლი­მა­ტის სა­კი­თხებ­ში

მარი ბი­ე­რი - და­ნი­ის ევ­რო­პის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრი

მარ­გუს ცაჰკნა - ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი

ბა­ი­ბა ბრა­ჟე - ლატ­ვი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი

სი­მო­ნას შა­ტუ­ნა­სი - ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ევ­რო­პი­სა სა­კი­თხებ­ში

ქსა­ვიე ბე­ტე­ლი - ლუქ­სემ­ბურ­გის სა­გა­რეო საქ­მე­თა, სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სა­კი­თხთა მი­ნის­ტრი

ადამ შლა­პ­კა - პო­ლო­ნე­თის ევ­რო­კავ­ში­რის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრი

ინეშ დო­მინ­გო­სი - პორ­ტუ­გა­ლი­ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ევ­რო­პის სა­კი­თხებ­ში

ბენ­ჟა­მინ ჰა­და­დი - საფ­რან­გე­თის მი­ნის­ტრ-დე­ლე­გა­ტი ევ­რო­პის სა­კი­თხებ­ში

იო­ა­კიმ სტრან­დი - ფი­ნე­თის ევ­რო­პის სა­კი­თხთა და სა­კუთ­რე­ბის მარ­თვის მი­ნის­ტრი

იე­სი­კა რო­სენკრან­ცი - შვე­დე­თის ევ­რო­კავ­ში­რის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრი

მარ­ტინ დვო­რა­კი - ჩე­ხე­თის ევ­რო­პის სა­კი­თხთა მი­ნის­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

“ამ სტრიქონებს გვაწერინებს ჩვენი გულისტკივილი საქართველოს ევროპული მომავლის გამო“ - ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები წერილს ავრცელებენ

“ამ სტრიქონებს გვაწერინებს ჩვენი გულისტკივილი საქართველოს ევროპული მომავლის გამო“ - ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები წერილს ავრცელებენ

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები წერილს ავრცელებენ:

საქართველოს, როგორც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მოქცეულ ქვეყანას, თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის, ფასეულობებისა და ღირსებისათვის ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით, როდესაც მან 30 წლის წინ, ბოლო ოკუპაციის შემდეგ, მეზობელი იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს იყო საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული და - რაც მნიშვნელოვანია - ევროპული მომავლის გზის დასაწყისი. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მხრიდან პრო-ევროპული გზის საჯარო მხარდაჭერის საფუძველზე, ჩვენი ქვეყნები - გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ისევე როგორც ბელგია, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი - ამ გზაზე თავიდანვე ვიყავით საქართველოს ძლიერი მხარდამჭერები და ახალა ვიზიარებთ მათ წუხილს და საქართველოს მოვუწოდებთ, რომ მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ქართველმა ხალხმა უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ბევრს მიაღწია - 2022 წლის მარტში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი ამ გზის ისტორიული ეტაპი იყო.

აქედან გამომდინარე, ჩვენი დღევანდელი წუხილი მით უფრო სერიოზულია. ამ სტრიქონებს გვაწერინებს ჩვენი გულისტკივილი საქართველოს ევროპული მომავლის გამო. როგორც საქართველოს მეგობრები და ჩვენი ქვეყნების ევროპულ საქმეთა მინისტრები აუცილებლად მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ევროპის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, რათა გამოვასწოროთ საქართველოს ევროპული პერსპექტივების არასწორი აღქმა და შეგნებული დამახინჯება.

საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში, იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს, როგორც ეს მითითებულია ევროკომისიის რეკომენდაციაში. გასული თვეების მანძილზე საქართველომ მიიღო რამდენიმე კანონი, შეუსაბამო ევროკავშირის საერთო ნორმატიულ ბაზასთან (acquis communautaire), განსაკუთრებით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამ გადაწყვეტილებების გამო შეჩერდა თქვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ გაგრძელდება ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი. სწორედ ასე გადაწყვიტა 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებისაგან შედგება: საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. მაშასადამე, ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა.

ევროპის კავშირისათვის ეს არ ყოფილა მარტივი გადასაწყვეტი: ამას წინ უძღოდა თვეების განმავლობაში სერიოზული კონსულტაციების და დისკუსიების მცდელობები, თუმცა დღემდე უშედეგოდ. მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ ევროკავშირი მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო, უსაფრთხოების ან სოციალური კავშირი არ არის. ევროკავშირი, უფრო მეტად, იმ ქვეყნების ოჯახია, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ და მზად არიან, დაიცვან ეს ღირებულებები. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი სამართლებრივი კავშირიცაა, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოს იზიარებს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ევროკავშირი გაწევრიანების წინაპირობად სწორედ ევროპული ღირებულებების აღიარებას და მისი სამართლებრივი ნორმების განხორციელებას აყენებს.

ეგრეთ წოდებული „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არც შინაარსითა და არც სულისკვეთებით შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებს და ფასეულობებს. ის ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც იმ ვალდებულებათა საფუძველს წარმოადგენენ, რომლებიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აიღო. ეს კანონი საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, მრავალ კვირიანი სახალხო პროტესტების, პრეზიდენტის ვეტოს და საქართველოს პარტნიორების არაორაზროვანი კრიტიკის მიუხედავად მიიღო. სამწუხაროდ, ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან შეუსაბამო კანონები, რომლებიც ძალაში შევიდა გასული თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით კი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ზღუდავს LGBTQI-ადამიანების უფლებებს, საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას.

იმავდროულად, ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა მიმართა პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მტკნარი სიცრუისა და ცილისწამების უპრეცედენტო კამპანიას საქართველოს დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ. ისინი ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, უსაფუძვლოდ აბრალებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მკვლელობის გეგმებს, საქართველოს ომებში ჩათრევის ბნელ მოტივებს, „ლიბერალურ ფაშიზმს“ და უამრავ სხვა რამეს.

მოდით, ერთი რამ განვმარტოთ: ჩვენ მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს ევროპულ ოჯახში - ევროკავშირის წევრად. საქართველო ევროპული, პლურალისტური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და მდიდარი მედია-ლანდშაფტი აქვს და საქართველომ 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. კარი ღიაა და ღია დარჩება. ამიტომაც ევროპულმა საბჭომ გაიმეორა თავისი ურყევი სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და თავისი მზადყოფნა, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლის გზაზე.

მოდით, ასევე განვმარტოთ: ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. არჩევანი თქვენზეა. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია.

ჰაჯა ლაბიბი - ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საკითხთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერაციის კულტურის დაწესებულებათა მინისტრი

ანა ლიურმანი - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში

მარი ბიერი - დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი

მარგუს ცაჰკნა - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბაიბა ბრაჟე - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

სიმონას შატუნასი - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა საკითხებში

ქსავიე ბეტელი - ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი

ადამ შლაპკა - პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი

ინეშ დომინგოსი - პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში

ბენჟამინ ჰადადი - საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში

იოაკიმ სტრანდი - ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი

იესიკა როსენკრანცი - შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი

მარტინ დვორაკი - ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი