მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სე­ზო­ნუ­რი გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყო. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, იმუ­ნი­ზა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლომ, Abbott Biologicals B.V.-ის წარ­მო­ე­ბის, ოთხ-კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თია ჯან­მოს მიერ რე­კო­მენ­დე­ბულ ვაქ­ცი­ნებს შო­რის. ვაქ­ცი­ნა მორ­გე­ბუ­ლია იმ შტა­მებ­ზე, რო­მელ­თა ცირ­კუ­ლა­ცია მო­სა­ლოდ­ნე­ლია გრი­პის სე­ზონ­ზე.

"გრი­პის ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია რისკ ჯგუ­ფებს, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ჩა­უ­ტარ­დე­ბათ.

გრი­პის სე­ზო­ნი­სათ­ვის ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მიზ­ნით მა­ღა­ლი რის­კის ჯგუ­ფე­ბად გა­ნი­სა­ზღვრა: დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პი­რე­ბი; დი­ა­ლიზ­ზე მყო­ფი პი­რე­ბი; C ჰე­პა­ტი­ტის მქო­ნე პი­რე­ბი,აივ ინ­ფექ­ცია/შიდსი­სა და ორ­გა­ნო­გა­და­ნერ­გი­ლი და მუ­კო­ვის­ცი­დო­ზის და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი.

აგ­რეთ­ვე, 60 წლის და უფ­რო­სი ასა­კის ხან­დაზ­მუ­ლი პი­რე­ბი; ორ­სუ­ლე­ბი; ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის (სკო­ლე­ბი) პე­და­გო­გე­ბი; ბავ­შვთა (მ.შ. მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის) და მო­ხუც­თა თავ­შე­საფ­რე­ბის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი და მათი მომ­ვლე­ლი პერ­სო­ნა­ლი; სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი და სხვ.

4 ნო­ემ­ბრი­დან კი, სე­ზო­ნუ­რი გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია, ყვე­ლა მსურ­ვე­ლის­თვის უფა­სოა.

აცრა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში 6 თვის ასა­კი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის­თვის სრუ­ლად უფა­სოა.

და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი იხი­ლეთ ბმულ­ზე: https://ncdc.ge/#/pages/content/666ecf18-b8a9-446b-8a9d-f48cfb1e6c22 „,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

"გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ.

გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები,აივ ინფექცია/შიდსისა და ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.

აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.

4 ნოემბრიდან კი, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/content/666ecf18-b8a9-446b-8a9d-f48cfb1e6c22 „,- აღნიშნულია ინფორმაციაში.