მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუდისტური სანაპირო ბათუმში: იშვიათი კადრები, რომელიც 99 წლის წინ გადაიღეს - "ამბობენ, ქართველებს არავინ ჰგავს კადრშიო, თუმცა..."
ნუდისტური სანაპირო ბათუმში: იშვიათი კადრები, რომელიც 99 წლის წინ გადაიღეს - "ამბობენ, ქართველებს არავინ ჰგავს კადრშიო, თუმცა..."

ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქი ბა­თუ­მი ტუ­რის­ტე­ბი­სა და დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას თით­ქმის ერთი სა­უ­კუ­ნის წი­ნაც არ გა­ნიც­დი­და. ამ დო­კუ­მენ­ტუ­რი კად­რე­ბის მი­ხედ­ვით, ბა­თუმ­ში, 1926-1930 იან წლებ­ში ნუ­დის­ტუ­რი სა­ნა­პი­რო ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

"ბევ­რი უარ­ყოფს ამ ვი­დე­ო­მა­სა­ლის სის­წო­რეს, მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბიც, ვი­საც გად­მო­ცე­მით სმე­ნია, რომ გა­საბ­ჭო­ე­ბის პირ­ველ ათწლე­ულ­ში მსგავ­სი სა­ნა­პი­რო­ე­ბი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობ­და" - ამ­ბობს მკვლე­ვა­რი დი­მიტ­რი ჩხე­ი­ძე. იგი უნი­კა­ლურ ფო­ტო­ებს და ცნო­ბებს გვაწ­ვდის ბა­თუ­მის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ...

- და­აკ­ვირ­დით ბა­თუ­მის ქუ­ჩებს, რეს­ტორ­ნებს, გან­წყო­ბას, რო­გორ მო­დუ­რად ჩაც­მუ­ლე­ბი და­დი­ან, რო­გო­რი თეთ­რი და ევ­რო­პუ­ლი სა­პორ­ტო ქა­ლა­ქია ბა­თუ­მი, სა­მო­თხეა...

- ამ კად­რე­ბის მი­ხედ­ვით ბა­თუმ­ში ნუ­დის­ტუ­რი სა­ნა­პი­როც არ­სე­ბობ­და?

- ნუ­დის­ტუ­რი სა­ნა­პი­რო მარ­თლაც არ­სე­ბობ­და 1925-30 წლებ­ში მწვა­ნე კონ­ცხზე "დიკი პლა­ჟის" სა­ხელ­წო­დე­ბით... ბა­თუ­მი ერთ-ერთი პროგ­რე­სუ­ლი ქა­ლა­ქი იყო ევ­რო­პა­ში. ამე­რი­კე­ლის გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში შე­რე­უ­ლი კად­რე­ბია სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ი­დან... რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუმ­ში ნუ­დის­ტურ სა­ნა­პი­როს იყო თუ არა, ეგ ყვე­ლა ბა­თუ­მელ­მა იცის, რომ ნამ­დვი­ლად იყო ასე­თი სა­ნა­პი­რო ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი "ძიკი პლა­ჟი"... მშობ­ლე­ბის და კი­დევ უფრო უფ­რო­სი თა­ო­ბე­ბის­გან იცი­ან ბა­თუ­მე­ლებ­მა. ის რომ ყა­ბა­ლა­ხი­ა­ნი ხალ­ხი არ ჩანს კადრში, სა­ერ­თოდ არ არის გა­საკ­ვი­რი, ოცი­ა­ნი წლე­ბია, ბა­თუ­მი მაგ დროს საკ­მა­ოდ ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ქა­ლა­ქია, წე­ლი­წად ნა­ხევ­რი­ა­ნი ბრი­ტა­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ ბა­თუმ­ში და შე­სა­ბა­მი­სად ევ­რო­პულ კულ­ტუ­რა­საც ნა­ზი­ა­რე­ბი იყო ბა­თუ­მი. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან ქა­ლაქ­ში უკვე არ­სე­ბობ­და რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სას­ტუმ­რო და რეს­ტო­რა­ნი.

ცალ­სა­ხად იმის თქმა, რომ ბა­თუ­მი ის­ლა­მუ­რი ქა­ლა­ქი იყო არ არის სწო­რი, რად­გან აქ თა­ნაბ­რად იკ­ვე­თე­ბო­და სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რა და მისი გავ­ლე­ნა რო­გორც ევ­რო­პუ­ლი ასე­ვე აღ­მო­სავ­ლუ­რი. ამ­ბო­ბენ, ქარ­თვე­ლებს არ ჰგავს არა­ვინ კადრშიო: მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ბა­თუმ­ში ცხოვ­რობ­და სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი: ქარ­თვე­ლე­ბი, რუ­სე­ბი, ებ­რა­ე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი, ბერ­ძნე­ბი, ინ­გლი­სე­ლე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი, თურ­ქე­ბი... ვი­დე­ო­ში შე­რე­უ­ლი კად­რე­ბია, მო­ნას­ტე­რი რაც მაგ კად­რებ­შია სა­მა­რაა, არის კი­დევ სხვა ქა­ლა­ქე­ბის კად­რე­ბი, მაგ­რამ ბა­თუ­მის კად­რე­ბი­ცაა.. არ­სე­ბობს ფოტო და წარ­წე­რა ფო­ტო­ზე: ბა­თუ­მის ზღვის­პი­რა ბულ­ვა­რი და კო­ლო­ნა­დე­ბი ბერ­ძნულ სტილ­ში.

- ამ დროს ევ­რო­პა­ში იყო ცნო­ბი­ლი ბა­თუ­მის შე­სა­ხებ?

- პა­რი­ზის მარ­ქსის­ტუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ციფ­რულ არ­ქივ­ში და­ცუ­ლია აჭა­რის ტუ­რის­ტუ­ლი ბუკ­ლე­ტის ყდა... "როცა ბა­თუმ­ში ზღვით მო­დი­ხარ, ხე­დავ ამ­ფი­თე­ატ­რი­ვით გან­ლა­გე­ბულ თეთრ შე­ნო­ბებს, მუ­დამ მწვა­ნე, სუბტ­რო­პი­კუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბით და­ფა­რულ მთებს მან­და­რი­ნი­სა და ჩაის პლან­ტა­ცი­ე­ბით".

მგზავ­რე­ბი ავ­ტო­ბუსს პორ­ტი­დან ქა­ლა­ქის ცენ­ტრის­კენ სუფ­თა, კი­პა­რი­სებ­ში ჩაფ­ლუ­ლი ქუ­ჩე­ბის გავ­ლით მიჰ­ყავს. აქ თავ­მოყ­რი­ლია სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი და კა­ფე­ე­ბი. რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე კი ბა­თუ­მი მხო­ლოდ ერთი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი იყო" - ასეა აღ­წე­რი­ლი ბა­თუ­მი 1930-იანი წლე­ბის ტუ­რის­ტულ ბრო­შუ­რა­ში აჭა­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც პა­რი­ზის მარ­ქსის­ტუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ციფ­რულ არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა. ბრო­შუ­რა მოს­კოვ­ში და­ი­ბეჭ­და გა­მომ­ცემ­ლო­ბა «Внешторгисдат»-ში ფრან­გულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე.

- ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში სხვა ქა­ლა­ქებ­შიც იყო ნუ­დის­ტუ­რი სა­ნა­პი­რო­ე­ბი?

- მშვე­ნი­ე­რი ნუ­დის­ტუ­რი სა­ნა­პი­რო ჰქო­ნი­ათ კო­მუ­ნის­ტებს, თან მთლად კრემ­ლის წინ... გა­ზე­თი "სა­ღა­მოს მოს­კო­ვის 1924 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ნო­მერ­ში წე­რია, რომ ოცი­ან წლებ­ში საბ­ჭო­ე­თის გა­რიჟ­რაჟ­ზე ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ­სე­ბობ­და долой стыд, ძირს სირ­ცხვი­ლი... ორი წელი იარ­სე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით. გა­ზეთ­ში წე­რია რომ შიშ­ვლე­ბი და­დი­ოდ­ნენ მოს­კოვ­ში, ამ სა­ნა­პი­რო­ებს სა­მე­დი­ცი­ნო სა­ნა­პი­რო­ებს უწო­დებ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

თბილისშიც დადიოდნენ თურმე ნუდისტები მკერდზე ჩამოკიდებული წარწერებით "долой стыд", ჩემი ბებიის და დიდი ბებიის გადმოცემით, ქუჩაში, ტრანსპორტში ხვდებოდნენ ხოლმე ასეთი ადამიანები, თუმცა, ბევრნი არ უნდა ყოფილიყვნენ.

ლევანი
0

ნუდისტური სანაპირო გაგრაში საბჭოთა კავშირის დაშლამდე არსებობდა. ამ სანაპიროზე მამაკაცები და ქალები ერთად ეკითხებოდნენ მზეს.მათი უმრავლესობა რუსები იყვნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ნუდისტური სანაპირო ბათუმში: იშვიათი კადრები, რომელიც 99 წლის წინ გადაიღეს - "ამბობენ, ქართველებს არავინ ჰგავს კადრშიო, თუმცა..."

ნუდისტური სანაპირო ბათუმში: იშვიათი კადრები, რომელიც 99 წლის წინ გადაიღეს - "ამბობენ, ქართველებს არავინ ჰგავს კადრშიო, თუმცა..."

ზღვისპირა ქალაქი ბათუმი ტურისტებისა და დამთვალიერებლების ნაკლებობას თითქმის ერთი საუკუნის წინაც არ განიცდიდა. ამ დოკუმენტური კადრების მიხედვით, ბათუმში, 1926-1930 იან წლებში ნუდისტური სანაპირო ფუნქციონირებდა.

"ბევრი უარყოფს ამ ვიდეომასალის სისწორეს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც გადმოცემით სმენია, რომ გასაბჭოების პირველ ათწლეულში მსგავსი სანაპიროები ნამდვილად არსებობდა" - ამბობს მკვლევარი დიმიტრი ჩხეიძე. იგი უნიკალურ ფოტოებს და ცნობებს გვაწვდის ბათუმის მრავალფეროვანი ისტორიის შესახებ...

- დააკვირდით ბათუმის ქუჩებს, რესტორნებს, განწყობას, როგორ მოდურად ჩაცმულები დადიან, როგორი თეთრი და ევროპული საპორტო ქალაქია ბათუმი, სამოთხეა...

- ამ კადრების მიხედვით ბათუმში ნუდისტური სანაპიროც არსებობდა?

- ნუდისტური სანაპირო მართლაც არსებობდა 1925-30 წლებში მწვანე კონცხზე "დიკი პლაჟის" სახელწოდებით... ბათუმი ერთ-ერთი პროგრესული ქალაქი იყო ევროპაში. ამერიკელის გადაღებულ ვიდეოში შერეული კადრებია სხვადასხვა ლოკაციიდან... რაც შეეხება ბათუმში ნუდისტურ სანაპიროს იყო თუ არა, ეგ ყველა ბათუმელმა იცის, რომ ნამდვილად იყო ასეთი სანაპირო ეგრეთწოდებული "ძიკი პლაჟი"... მშობლების და კიდევ უფრო უფროსი თაობებისგან იციან ბათუმელებმა. ის რომ ყაბალახიანი ხალხი არ ჩანს კადრში, საერთოდ არ არის გასაკვირი, ოციანი წლებია, ბათუმი მაგ დროს საკმაოდ ინტერნაციონალური ქალაქია, წელიწად ნახევრიანი ბრიტანელები იყვნენ ბათუმში და შესაბამისად ევროპულ კულტურასაც ნაზიარები იყო ბათუმი. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ქალაქში უკვე არსებობდა რამდენიმე ევროპული ტიპის სასტუმრო და რესტორანი.

ცალსახად იმის თქმა, რომ ბათუმი ისლამური ქალაქი იყო არ არის სწორი, რადგან აქ თანაბრად იკვეთებოდა სხვადასხვა კულტურა და მისი გავლენა როგორც ევროპული ასევე აღმოსავლური. ამბობენ, ქართველებს არ ჰგავს არავინ კადრშიო: მეოცე საუკუნის დასაწყისში ბათუმში ცხოვრობდა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი: ქართველები, რუსები, ებრაელები, სომხები, ბერძნები, ინგლისელები, გერმანელები, თურქები... ვიდეოში შერეული კადრებია, მონასტერი რაც მაგ კადრებშია სამარაა, არის კიდევ სხვა ქალაქების კადრები, მაგრამ ბათუმის კადრებიცაა.. არსებობს ფოტო და წარწერა ფოტოზე: ბათუმის ზღვისპირა ბულვარი და კოლონადები ბერძნულ სტილში.

- ამ დროს ევროპაში იყო ცნობილი ბათუმის შესახებ?

- პარიზის მარქსისტული ბიბლიოთეკის ციფრულ არქივში დაცულია აჭარის ტურისტული ბუკლეტის ყდა... "როცა ბათუმში ზღვით მოდიხარ, ხედავ ამფითეატრივით განლაგებულ თეთრ შენობებს, მუდამ მწვანე, სუბტროპიკული მცენარეებით დაფარულ მთებს მანდარინისა და ჩაის პლანტაციებით".

მგზავრები ავტობუსს პორტიდან ქალაქის ცენტრისკენ სუფთა, კიპარისებში ჩაფლული ქუჩების გავლით მიჰყავს. აქ თავმოყრილია სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები და კაფეები. რევოლუციამდე კი ბათუმი მხოლოდ ერთი პატარა ქალაქი იყო" - ასეა აღწერილი ბათუმი 1930-იანი წლების ტურისტულ ბროშურაში აჭარის შესახებ, რომელიც პარიზის მარქსისტული ბიბლიოთეკის ციფრულ არქივში ინახება. ბროშურა მოსკოვში დაიბეჭდა გამომცემლობა «Внешторгисдат»-ში ფრანგულ და ინგლისურ ენებზე.

- ყოფილ საბჭოთა კავშირში სხვა ქალაქებშიც იყო ნუდისტური სანაპიროები?

- მშვენიერი ნუდისტური სანაპირო ჰქონიათ კომუნისტებს, თან მთლად კრემლის წინ... გაზეთი "საღამოს მოსკოვის 1924 წლის 11 სექტემბრის ნომერში წერია, რომ ოციან წლებში საბჭოეთის გარიჟრაჟზე ასეთი ორგანიზაცია არსებობდა долой стыд, ძირს სირცხვილი... ორი წელი იარსება დაახლოებით. გაზეთში წერია რომ შიშვლები დადიოდნენ მოსკოვში, ამ სანაპიროებს სამედიცინო სანაპიროებს უწოდებდნენ.