მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი მიზანია მთის რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე ჰქონდეთ წვდომა" – "ნიკორა ჯგუფი" განათლების მხარდასაჭერად
"ჩვენი მიზანია მთის რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე ჰქონდეთ წვდომა" – "ნიკორა ჯგუფი" განათლების მხარდასაჭერად

„ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ რამ­დე­ნი­მე წე­ლია მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს ეხ­მა­რე­ბა. კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. „ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ სკო­ლე­ბის შე­სარ­ჩე­ვად გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და სწო­რედ მათი დახ­მა­რე­ბით დგე­ბა იმ სკო­ლე­ბის სია, რომ­ლებ­საც თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბათ. სკო­ლებს სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცე­მა კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და წიგ­ნე­ბი სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კის­თვის. პირ­ვე­ლი­დან მერ­ვე კლა­სამ­დე მოს­წავ­ლე­ე­ბი კი პი­რა­დი სას­კო­ლო ნივ­თე­ბით სა­ჩუქრდე­ბი­ან.

რო­გორც „ნი­კო­რა ჯგუ­ფის“ მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ნონა ძნე­ლა­ძე გან­მარ­ტავს, ეს პრო­ექ­ტი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სკო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა სა­მო­მავ­ლო­დაც გაგ­რძელ­დე­ბა.

· რო­გორ გაჩ­ნდა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის იდეა? ზო­გა­დად, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მთის რე­გი­ო­ნა­ლურ სკო­ლებს დახ­მა­რე­ბო­დით?

გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა „ნი­კო­რა ჯგუ­ფის“ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სტრა­ტე­გი­ის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ჩვენ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გვაქვს ჩვე­ნი წილი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქვეყ­ნის წი­ნა­შე. კარ­გად გვეს­მის იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და გან­სა­კუთ­რე­ბით მთის რე­გი­ო­ნა­ლურ სკო­ლებს. რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სკო­ლე­ბი ნამ­დვი­ლად სა­ჭი­რო­ე­ბენ თა­ნად­გო­მას. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მთის რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ჰქონ­დეთ წვდო­მა. მათი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ უნდა ჩა­მორ­ჩე­ბო­დეს ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ამი­ტომ „ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ გა­ნათ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მთის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სკო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მას, რაც ვფიქ­რობთ, მო­მა­ვალ თა­ო­ბას უკე­თე­სი მო­მავ­ლის შექ­მნა­ში ეხ­მა­რე­ბა.

· რო­გორ ხდე­ბა მო­ნა­წი­ლე სკო­ლე­ბის შერ­ჩე­ვა?

წლე­ბია, რაც ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან და სწო­რედ მათი დახ­მა­რე­ბით დგე­ბა იმ სკო­ლე­ბის სია, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბენ თა­ნად­გო­მას. დახ­მა­რე­ბა მო­ი­ცავს კომ­პი­უ­ტე­რე­ბის, სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კის, პირ­ვე­ლი­დან მერ­ვე კლა­სის ჩათ­ვლით მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის სას­კო­ლო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას.

პირ­ველ ეტაპ­ზე, რო­დე­საც ეს პრო­ექ­ტი და­ვი­წყეთ და სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს ვა­ტყო­ბი­ნებ­დით სტუმ­რო­ბის შე­სა­ხებ არც კი სჯე­რო­დათ. ხში­რად გაგ­ვი­გია ფრა­ზა მათთ­გან, რომ პირ­ვე­ლად ხდე­ბა მსგავ­სი რამ მათ სკო­ლა­ში. სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რია, რო­დე­საც სტუმ­რო­ბი­სას ვხე­დავთ პე­და­გო­გე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. რო­გორ უხა­რი­ათ, რო­გორ გა­მო­ხა­ტა­ვენ მად­ლი­ე­რე­ბას. ეს კი ჩვენ­თვი­საც კი­დევ უფრო მეტი სტი­მუ­ლის მომ­ცე­მია.

ამ დრო­ის­თვის რამ­დენ და რო­მელ სკო­ლებს და­ეხ­მა­რეთ? ჯამ­ში რამ­დენ მოს­წავ­ლეს გა­და­ე­ცა პი­რა­დი სა­ჩუქ­რე­ბი?

სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან ბევრ მა­ღალმთი­ან რე­გი­ონს ვეს­ტუმ­რეთ და არა­ერ­თი სკო­ლა მო­ვი­ა­რეთ. კერ­ძოდ, სო­ფე­ლი ვა­ხა­ნი (ხა­რა­გა­უ­ლი), წესი (რაჭა), ზოტი (გუ­რია), მცხე­თა-თი­ა­ნე­თი, ნაკ­რი (მეს­ტია), დაბა ფა­სა­ნა­უ­რი, საყ­დრი­ო­ნი (წალ­კა), სა­ცი­ხუ­რი (ხულო), ითხვი­სი (ჭი­ა­თუ­რა), სპა­სოვ­კა (ნი­ნოწ­მინ­და), გო­მა­რე­თი (დმა­ნი­სი), წინ­წყა­რო (თეთ­რი­წყა­რო), დარ­ბა­ზი (ბოლ­ნი­სი). რამ­დე­ნი­მე დღე­ში მივ­დი­ვართ ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­კო­ბი­ა­ნოს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. ჯამ­ში 1500–ზე მეტ მოს­წავ­ლეს და­ვეხ­მა­რეთ.

· სკო­ლებ­ში სტუმ­რო­ბამ­დე, წი­ნას­წარ იკ­ვლევთ მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს? რა პრინ­ცი­პით ხდე­ბა სა­ჩუქ­რე­ბის შერ­ჩე­ვა?

აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნა­ლურ სკო­ლებს ყვე­ლა­ზე მე­ტად კომ­პი­უ­ტე­რე­ბი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კის ნაკ­ლე­ბო­ბა აქვთ. ამი­ტომ დახ­მა­რე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­მარ­თავთ. ჩვენს მიერ სკო­ლე­ბის­თვის შე­ძე­ნი­ლი ტექ­ნი­კა სკო­ლის აღ­საზ­რდე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ სა­ო­ფი­სე პროგ­რა­მე­ბის მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბი, გა­მო­ი­ყე­ნონ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თვის. შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ გა­ეც­ნონ, რო­გორც კლა­სი­კო­სე­ბის ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ებს. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჩუქ­რებს, ეს დგე­ბა ზო­გა­დად მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან: რვე­უ­ლე­ბი, ფლო­მას­ტე­რე­ბი, ფან­ქრე­ბი, აკ­ვა­რე­ლი, სა­ხა­ტა­ვი რვე­უ­ლი, სა­ხა­ზა­ვი, საშ­ლე­ლი და ა.შ.

· რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

2022 წელს და­ი­წყო ეს პროგ­რა­მა და გან­გრძო­ბა­დია. შე­ვეც­დე­ბით კი­დევ უფრო მეტი სკო­ლა მო­ვიც­ვათ და და­ვეხ­მა­როთ, რად­გან მთის რე­გი­ო­ნა­ლურ სკო­ლებს დახ­მა­რე­ბა ჯერ კი­დევ სჭირ­დე­ბათ. ასე­ვე, გვსურს გარ­კვე­უ­ლი უკუ­კავ­ში­რი გვქონ­დეს იმ სკო­ლებ­თან, სა­დაც ვი­ყა­ვით და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვმუ­შა­ობთ.

ასე­ვე გაგ­რძელ­დე­ბა სხვა პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­საც „ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ახორ­ცი­ე­ლებს.

· მოგ­ვი­ყე­ვით თქვე­ნი სხვა პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხე­ბაც, რო­მელ­თა ფარ­გლებ­შიც „ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ ახალ­გაზ­რდე­ბის მხარ­და­ჭე­რას ახორ­ცი­ე­ლებს

2018 წელს გა­ფორმ­და მე­მო­რან­დუ­მი „ნი­კო­რა ჯგუფ­სა“ და აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ტექ­ნო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სტი­პენ­დი­ე­ბის და­ნიშ­ვნა­სა და სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კას. ჩვე­ნი მი­ზა­ნია ხელი შე­ვუ­წყოთ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას, კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, ტექ­ნო­ლო­გე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

დღემ­დე, არა­ერ­თი სტუ­დენ­ტი გახ­და „ნი­კო­რა ჯგუ­ფის“ სტი­პენ­დი­ა­ტი. გარ­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ის, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა, „ნი­კო­რა ჯგუ­ფის“ სხვა­დას­ხვა სა­წარ­მო­ში სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლა, პრაქ­ტი­კო­სი ტექ­ნო­ლო­გე­ბი­დან მო­ის­მი­ნონ, რო­გორც სა­წარ­მოო პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე გა­ეც­ნონ სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ის დამ­ზა­დე­ბის ეტა­პებს. რამ­დე­ნი­მე ჩვე­ნი სტი­პენ­დი­ა­ტი ად­გილ­ზე­ვე და­საქმდა და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის სა­შუ­ა­ლე­ბაც გა­უჩ­ნდათ.

ზო­გა­დად, რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი „ნი­კო­რა ჯგუფ­ში“ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პრო­ექ­ტებ­ში? რა­ტომ არის ეს თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ბიზ­ნე­სის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი არ­ჩე­ვა­ნია. წლე­ბია, რაც ის “ნი­კო­რა ჯგუ­ფის” კორ­პო­რა­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ჩვენ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ ჩვენს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ქვეყ­ნის წი­ნა­შე და “ნი­კო­რა ჯგუ­ფი“, რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ძლი­ე­რი ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ამი­ტომ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ პრო­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც ვფიქ­რობთ, გარ­კვე­ულ კვალს და­ტო­ვებს და დაგ­ვეხ­მა­რე­ბა იმ გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში, რო­მელ­შიც ვო­პე­რი­რებთ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ჩვენი მიზანია მთის რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე ჰქონდეთ წვდომა" – "ნიკორა ჯგუფი" განათლების მხარდასაჭერად

"ჩვენი მიზანია მთის რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე ჰქონდეთ წვდომა" – "ნიკორა ჯგუფი" განათლების მხარდასაჭერად

„ნიკორა ჯგუფი“ რამდენიმე წელია მაღალმთიანი რეგიონების სკოლებსა და მოსწავლეებს ეხმარება. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განათლების მხარდაჭერა კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. „ნიკორა ჯგუფი“ სკოლების შესარჩევად განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობს და სწორედ მათი დახმარებით დგება იმ სკოლების სია, რომლებსაც თანადგომა სჭირდებათ. სკოლებს საჩუქრად გადაეცემა კომპიუტერები და წიგნები სასკოლო ბიბლიოთეკისთვის. პირველიდან მერვე კლასამდე მოსწავლეები კი პირადი სასკოლო ნივთებით საჩუქრდებიან.

როგორც „ნიკორა ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი ნონა ძნელაძე განმარტავს, ეს პროექტი უკვე რამდენიმე წელია, რაც ხორციელდება და სკოლების დახმარება სამომავლოდაც გაგრძელდება.

· როგორ გაჩნდა პროექტის განხორციელების იდეა? ზოგადად, რატომ გადაწყვიტეთ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მთის რეგიონალურ სკოლებს დახმარებოდით?

განათლების მხარდაჭერა „ნიკორა ჯგუფის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი წილი სოციალური პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. კარგად გვესმის იმ გამოწვევების, რომელიც საზოგადოებას აქვს ამ მიმართულებით და განსაკუთრებით მთის რეგიონალურ სკოლებს. რეგიონალური სკოლები ნამდვილად საჭიროებენ თანადგომას. ჩვენი მიზანია, მთის რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე ჰქონდეთ წვდომა. მათი განათლების მიღების შესაძლებლობები არ უნდა ჩამორჩებოდეს ქალაქში მცხოვრები მოსწავლეების შესაძლებლობებს. ამიტომ „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდამჭერი“ პროექტის ფარგლებში, ვახორციელებთ მთის რეგიონალური სკოლების დახმარების პროგრამას, რაც ვფიქრობთ, მომავალ თაობას უკეთესი მომავლის შექმნაში ეხმარება.

· როგორ ხდება მონაწილე სკოლების შერჩევა?

წლებია, რაც ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან და სწორედ მათი დახმარებით დგება იმ სკოლების სია, რომლებიც საჭიროებენ თანადგომას. დახმარება მოიცავს კომპიუტერების, სასკოლო ბიბლიოთეკის, პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთების შეძენას.

პირველ ეტაპზე, როდესაც ეს პროექტი დავიწყეთ და სკოლის დირექტორებს ვატყობინებდით სტუმრობის შესახებ არც კი სჯეროდათ. ხშირად გაგვიგია ფრაზა მათთგან, რომ პირველად ხდება მსგავსი რამ მათ სკოლაში. საოცრად ემოციურია, როდესაც სტუმრობისას ვხედავთ პედაგოგების, მოსწავლეების დამოკიდებულებას. როგორ უხარიათ, როგორ გამოხატავენ მადლიერებას. ეს კი ჩვენთვისაც კიდევ უფრო მეტი სტიმულის მომცემია.

ამ დროისთვის რამდენ და რომელ სკოლებს დაეხმარეთ? ჯამში რამდენ მოსწავლეს გადაეცა პირადი საჩუქრები?

საქართველოს ძალიან ბევრ მაღალმთიან რეგიონს ვესტუმრეთ და არაერთი სკოლა მოვიარეთ. კერძოდ, სოფელი ვახანი (ხარაგაული), წესი (რაჭა), ზოტი (გურია), მცხეთა-თიანეთი, ნაკრი (მესტია), დაბა ფასანაური, საყდრიონი (წალკა), საციხური (ხულო), ითხვისი (ჭიათურა), სპასოვკა (ნინოწმინდა), გომარეთი (დმანისი), წინწყარო (თეთრიწყარო), დარბაზი (ბოლნისი). რამდენიმე დღეში მივდივართ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლაში. ჯამში 1500–ზე მეტ მოსწავლეს დავეხმარეთ.

· სკოლებში სტუმრობამდე, წინასწარ იკვლევთ მათ საჭიროებებს? რა პრინციპით ხდება საჩუქრების შერჩევა?

აღმოჩნდა, რომ მაღალმთიან რეგიონალურ სკოლებს ყველაზე მეტად კომპიუტერებისა და ბიბლიოთეკის ნაკლებობა აქვთ. ამიტომ დახმარებას ამ მიმართულებით მივმართავთ. ჩვენს მიერ სკოლებისთვის შეძენილი ტექნიკა სკოლის აღსაზრდელებს საშუალებას აძლევს გაიუმჯობესონ საოფისე პროგრამების მოხმარების წესები, გამოიყენონ სხვადასხვა პროექტების პრეზენტაციისთვის. შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ, როგორც კლასიკოსების ასევე თანამედროვე მწერლების ნაწარმოებს. რაც შეეხება ინდივიდუალურ საჩუქრებს, ეს დგება ზოგადად მოსწავლის საჭიროებიდან: რვეულები, ფლომასტერები, ფანქრები, აკვარელი, სახატავი რვეული, სახაზავი, საშლელი და ა.შ.

· როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით?

2022 წელს დაიწყო ეს პროგრამა და განგრძობადია. შევეცდებით კიდევ უფრო მეტი სკოლა მოვიცვათ და დავეხმაროთ, რადგან მთის რეგიონალურ სკოლებს დახმარება ჯერ კიდევ სჭირდებათ. ასევე, გვსურს გარკვეული უკუკავშირი გვქონდეს იმ სკოლებთან, სადაც ვიყავით და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ.

ასევე გაგრძელდება სხვა პროექტები, რომელსაც „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდასაჭერად ახორციელებს.

· მოგვიყევით თქვენი სხვა პროექტების შესახებაც, რომელთა ფარგლებშიც „ნიკორა ჯგუფი“ ახალგაზრდების მხარდაჭერას ახორციელებს

2018 წელს გაფორმდა მემორანდუმი „ნიკორა ჯგუფსა“ და აგრარულ უნივერსიტეტს შორის, რომელიც ითვალისწინებს ტექნოლოგიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიების დანიშვნასა და საწარმოო პრაქტიკას. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სფეროს განვითარებას, კვების ტექნოლოგიის პროფესიის პოპულარიზაციას, ტექნოლოგების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.

დღემდე, არაერთი სტუდენტი გახდა „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი. გარდა მატერიალური დაინტერესებისა უმნიშვნელოვანესია ის, რომ მათ შეუძლიათ ცოდნის გაღრმავება, „ნიკორა ჯგუფის“ სხვადასხვა საწარმოში სტაჟირების გავლა, პრაქტიკოსი ტექნოლოგებიდან მოისმინონ, როგორც საწარმოო პროცესების შესახებ, ასევე გაეცნონ სხვადასხვა პროდუქციის დამზადების ეტაპებს. რამდენიმე ჩვენი სტიპენდიატი ადგილზევე დასაქმდა და კარიერული წინსვლის საშუალებაც გაუჩნდათ.

ზოგადად, რამდენად აქტიურად არის ჩართული „ნიკორა ჯგუფში“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში? რატომ არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის ნებაყოფლობითი არჩევანია. წლებია, რაც ის “ნიკორა ჯგუფის” კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და “ნიკორა ჯგუფი“, როგორც წარმატებული, ძლიერი ბიზნესოპერატორი, ორიენტირებულია თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც ვფიქრობთ, გარკვეულ კვალს დატოვებს და დაგვეხმარება იმ გარემოს გაუმჯობესებაში, რომელშიც ვოპერირებთ.

NS