პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ კორძაიას განცხადებით, წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და “ქართული ოცნების" ოფისში წაიღეს
თამარ კორძაიას განცხადებით, წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და “ქართული ოცნების" ოფისში წაიღეს

“წნორ­ში, ხან­დაზ­მულ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში, 22 მო­ხუც­სა და 9 თა­ნამ­შრო­მელს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი ჩა­მო­არ­თვეს და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში წა­ი­ღეს, ამა­ზე მე­ტად სა­მარ­ცხვი­ნო ქმე­დე­ბა თვით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გა­ნაც" კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია“, - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა თა­მარ კორ­ძა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­და­წყვი­ტა სრუ­ლი­ად ჩარ­თოს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მან­ქა­ნა, რათა და­ა­ში­ნოს ან მო­ის­ყი­დოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

"არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩა ცხრა დღე, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" იცის, რომ აგებს ამ არ­ჩევ­ნებს და ვერ ეგუ­ე­ბა წა­გე­ბას, სწო­რედ ამი­ტომ, მან გა­და­წყვი­ტა, რომ სრუ­ლი­ად ჩარ­თოს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მან­ქა­ნა, რათა და­ა­ში­ნოს ან მო­ის­ყი­დოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

მინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ წნორ­ში, ხან­დაზ­მულ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში, 31 ადა­მი­ანს ჩა­მო­არ­თვეს პას­პორ­ტე­ბი და წა­ი­ღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში. ამა­ზე მე­ტად სა­მარ­ცხვი­ნო საქ­ცი­ე­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია თვით ისე­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გა­ნაც კი, რო­გო­რი­ცაა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა".

22 ხან­დაზ­მულ­სა და 9 თა­ნამ­შრო­მელს ჩა­მო­არ­თვეს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი და პას­პორ­ტე­ბი და წა­ი­ღეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში. ჩვენ ვი­ცით თი­თო­ე­უ­ლი ამ მო­ქა­ლა­ქი­სა და ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი, რომ­ლებ­საც დღეს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებთ. მივ­მარ­თავთ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტორს, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყოს ამ სა­კი­თხის გა­მო­ძი­ე­ბა, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ დად­გე­ბა დრო, როცა მა­თაც მოვ­თხოვთ პა­სუხს, რა გა­ა­კე­თეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად და თი­თო­ე­უ­ლი პირი, რო­მე­ლიც ამ პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლეა, ყვე­ლა აუ­ცი­ლებ­ლად აგებს პა­სუხს კა­ნო­ნის წი­ნა­შე.

ხოლო იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც მი­მარ­თა­ვენ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბის ჩა­მო­სარ­თმე­ვად, მო­ვუ­წო­დებთ, არ შე­შინ­დნენ და მი­ვიდ­ნენ ჩვენს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან "ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში - ჩვენ თი­თო­ე­ულ მათ­განს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვი­ცავთ.

მე­ო­რე სა­კი­თხი (და ეს სა­ხე­ლი­სუფ­ლო მან­ქა­ნა უკვე მუ­შა­ობს ოპო­ზი­ცი­ის და, გან­სა­კუთ­რე­ბით, “ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ) არის ის, რომ გუ­შინ ღა­მით, აჭა­რა­ში, ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ე.წ. პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უკა­ნო­ნოდ გა­ა­ჩე­რეს და სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ ჩა­მო­არ­თვეს მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც გა­და­იყ­ვა­ნეს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე. ესეც არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნო ნა­ბი­ჯი და ხე­ლის­შეშ­ლა, რად­გან ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აწარ­მო­ებ­დნენ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მი­დი­ოდ­ნენ სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რე­ბის გა­საკ­რა­ვად აჭა­რა­ში.

ჩვენ ვმუ­შა­ობთ და ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ას­თან და სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რომ­ლებ­საც ყვე­ლა ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ მი­ვა­წო­დებთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, მაგ­რამ და­მა­ტე­ბით მათ ჩვენ მი­ვა­წო­დებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ ევ­რო­პა­ში, სარ­გებ­ლო­ბენ ევ­რო­პუ­ლი კე­თილ­დღე­ო­ბით, მაგ­რამ უკა­ნო­ნოდ ერე­ვი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მილ არ­ჩევ­ნებ­ში და ცდი­ლო­ბენ ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ მის შე­დე­გებ­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ.

მინ­და მივ­მარ­თო ყვე­ლა ასეთ პირს: ჩვენ ვი­მუ­შა­ვებთ იმა­ზე, რომ ევ­რო­პულ­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მო­ახ­ვედ­რონ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­ვა­ლე­ბით ერე­ვა და ინ­ტერ­ნეტ-კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით კრებს ხალ­ხს, მათ მიმ­დევ­რებს და ცდი­ლობს, და­ა­ში­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რათა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი იყოს ისე­თი, რო­გო­რიც უნდა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას".

თუმ­ცა, მინ­და კი­დევ ერთხელ გა­ვუს­ვა ხაზი, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩა 9 დღეს და გა­მარ­ჯვე­ბა ჩვენს მხა­რე­საა. ყვე­ლა­ნი უნდა მი­ვი­დეთ არ­ჩევ­ნებ­ზე და გა­ვა­კე­თოთ თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის არ­ჩე­ვა­ნი სა­კუ­თა­რი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მავ­ლის სა­კე­თილ­დღე­ოდ", - გა­ნა­ცხა­და ბრი­ფინგზე თა­მარ კორ­ძა­ი­ამ, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

თამარ კორძაიას განცხადებით, წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და “ქართული ოცნების" ოფისში წაიღეს

თამარ კორძაიას განცხადებით, წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და “ქართული ოცნების" ოფისში წაიღეს

“წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და "ქართული ოცნების" ოფისში წაიღეს, ამაზე მეტად სამარცხვინო ქმედება თვით "ქართული ოცნებისგანაც" კი წარმოუდგენელია“, - ამის შესახებ კოალიცია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა სრულიად ჩართოს სახელისუფლებო მანქანა, რათა დააშინოს ან მოისყიდოს საქართველოს მოქალაქეები.

"არჩევნებამდე დარჩა ცხრა დღე, "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ აგებს ამ არჩევნებს და ვერ ეგუება წაგებას, სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა, რომ სრულიად ჩართოს სახელისუფლებო მანქანა, რათა დააშინოს ან მოისყიდოს საქართველოს მოქალაქეები.

მინდა გაცნობოთ, რომ წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 31 ადამიანს ჩამოართვეს პასპორტები და წაიღეს "ქართული ოცნების" ოფისში. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი წარმოუდგენელია თვით ისეთი დანაშაულებრივი ხელისუფლებისგანაც კი, როგორიცაა "ქართული ოცნება".

22 ხანდაზმულსა და 9 თანამშრომელს ჩამოართვეს პირადობის მოწმობები და პასპორტები და წაიღეს "ქართული ოცნების" ოფისში. ჩვენ ვიცით თითოეული ამ მოქალაქისა და ამ დანაშაულის ჩამდენი პირების სახელები და გვარები, რომლებსაც დღეს შეგნებულად არ ვასახელებთ. მივმართავთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება, რადგან არჩევნების შემდეგ დადგება დრო, როცა მათაც მოვთხოვთ პასუხს, რა გააკეთეს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად და თითოეული პირი, რომელიც ამ პროცესის მონაწილეა, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც მიმართავენ პირადობის მოწმობების ჩამოსართმევად, მოვუწოდებთ, არ შეშინდნენ და მივიდნენ ჩვენს წარმომადგენლებთან "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ოფისში - ჩვენ თითოეულ მათგანს აუცილებლად დავიცავთ.

მეორე საკითხი (და ეს სახელისუფლო მანქანა უკვე მუშაობს ოპოზიციის და, განსაკუთრებით, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ) არის ის, რომ გუშინ ღამით, აჭარაში, ჩვენი წარმომადგენლები ე.წ. პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ გააჩერეს და სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს მანქანა, რომელიც გადაიყვანეს ექსპერტიზაზე. ესეც არის აბსოლუტურად უკანონო ნაბიჯი და ხელისშეშლა, რადგან ჩვენი წარმომადგენლები აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მიდიოდნენ საარჩევნო ბანერების გასაკრავად აჭარაში.

ჩვენ ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო მისიასთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ყველა ამ ფაქტის შესახებ მივაწოდებთ მტკიცებულებებს, მაგრამ დამატებით მათ ჩვენ მივაწოდებთ ინფორმაციას იმ კრიმინალური ავტორიტეტების შესახებ, რომლებიც ცხოვრობენ ევროპაში, სარგებლობენ ევროპული კეთილდღეობით, მაგრამ უკანონოდ ერევიან საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში და ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ მის შედეგებზე, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ.

მინდა მივმართო ყველა ასეთ პირს: ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ევროპულმა სტრუქტურებმა სანქციების ქვეშ მოახვედრონ ყველა ის ადამიანი, ვინც "ქართული ოცნების" დავალებით ერევა და ინტერნეტ-კომუნიკაციის საშუალებით კრებს ხალხს, მათ მიმდევრებს და ცდილობს, დააშინოს საქართველოს მოქალაქეები, რათა არჩევნების შედეგები იყოს ისეთი, როგორიც უნდა "ქართულ ოცნებას".

თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ არჩევნებამდე დარჩა 9 დღეს და გამარჯვება ჩვენს მხარესაა. ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ თავისუფალი ნების არჩევანი საკუთარი და ჩვენი ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ბრიფინგზე თამარ კორძაიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.