სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელის მორიგი შეტევა ლიბანში: ცეცხლის ქვეშ “ჰეზბოლას“ 140-ზე მეტი ობიექტი აღმოჩნდა - ნეთანიაჰუსა და მაკრონს შორის დაძაბულობა გრძელდება, აშშ-ც უკმაყოფილოა
ისრაელის მორიგი შეტევა ლიბანში: ცეცხლის ქვეშ “ჰეზბოლას“ 140-ზე მეტი ობიექტი აღმოჩნდა -  ნეთანიაჰუსა და მაკრონს შორის დაძაბულობა გრძელდება, აშშ-ც უკმაყოფილოა

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, სამ­ხრეთ ლი­ბან­ში ოპე­რა­ცია გრძელ­დე­ბა. ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, მათ ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში “ათო­ბით ტე­რო­რის­ტის ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს და უამ­რა­ვი ია­რა­ღი გა­ა­ნად­გუ­რეს“.

ის­რა­ე­ლის არ­მი­ის გან­ცხა­დე­ბით, ჯა­რე­ბი “ჰეზ­ბო­ლას“ მებ­რძო­ლებ­თან პი­რის­პირ ბრძო­ლა­ში ჩა­ერ­თნენ და მათ სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბით და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

  • ის­რა­ე­ლელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს რა­კე­ტე­ბის გამ­შვე­ბე­ბი, ნაღმმ­ტყორ­ცნე­ბი, ყუმ­ბა­რე­ბი, ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტე­ბი და სხვა ია­რა­ღი, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლი იყო ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ე­ლის ქა­ლა­ქებ­ზე.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­რა­ელ­მა სა­ჰა­ე­რო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა “ჰეზ­ბო­ლას“ 140-ზე მეტ ობი­ექ­ტზე ლი­ბან­ში, მათ შო­რის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. მოკ­ლუ­ლია 50-ზე მეტი ტე­რო­რის­ტი.

ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი “ჰა­მა­სის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი ფი­გუ­რაა. მაჰ­მუდ ალ-მა­ბჰუ­ჰი მარ­თავ­და თავ­დას­ხმებს ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.“

  • აშშ-ის გან­ცხა­დე­ბით, შე­საძ­ლოა ის­რა­ელს სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა შე­უ­ზღუ­დოს - რა არის პი­რო­ბა?

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა ის­რა­ელს და ღა­ზა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის გა­საზ­რდე­ლად 30 დღე მის­ცა.

ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი აშშ-ის წე­რი­ლი, რომ­ლის ში­ნა­არ­სიც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­ა­დას­ტუ­რა, თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ცე­მა Axios-მა გა­ავ­რცე­ლა. მას ხელს აწე­რენ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ლოიდ ოს­ტი­ნი.

“ჩვენ ახლა ვწერთ, რათა ხაზი გა­ვუს­ვათ აშშ-ის მთავ­რო­ბის ღრმა შეშ­ფო­თე­ბას ღა­ზა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო და მო­ვი­ძი­ოთ თქვე­ნი მთავ­რო­ბის გა­და­უ­დე­ბე­ლი და მდგრა­დი ქმე­დე­ბე­ბი ამ თვე­ში ამ ტრა­ექ­ტო­რი­ის შე­საც­ვლე­ლად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

  • მას­ში ნათ­ქვა­მია, რომ ის­რა­ე­ლის ევა­კუ­ა­ცი­ის ბრძა­ნე­ბებ­მა აი­ძუ­ლა 1,7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი შე­ვიდ­ნენ ვიწ­რო, სა­ნა­პი­რო ალ-მა­ვა­სის რა­ი­ონ­ში, სა­დაც ისი­ნი უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

“გან­სა­კუთ­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ქმე­დე­ბე­ბით - მათ შო­რის კო­მერ­ცი­უ­ლი იმ­პორ­ტის შე­ჩე­რე­ბა, სექ­ტემ­ბერ­ში ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ ღა­ზას შო­რის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის თით­ქმის 90%-ის უარ­ყო­ფა ან შე­ფერ­ხე­ბა, მუდ­მი­ვი მძი­მე და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ორ­მა­გი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­ზღუდ­ვე­ბი და სა­ბა­ჟო მო­თხოვ­ნე­ბის და­წე­სე­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თვის და გა­და­ზიდ­ვე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

წე­რი­ლის თა­ნახ­მად, ისრა­ელ­მა უნდა და­ი­წყოს ახ­ლა­ვე და 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა იმოქ­მე­დოს რიგი კონ­კრე­ტუ­ლი ზო­მე­ბის მი­ხედ­ვით, რათა გა­ზარ­დოს დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბა და რომ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბამ, შე­იძ­ლე­ბა, გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს აშშ-ის პო­ლი­ტი­კა­ზე. წე­რილ­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ის­რა­ელ­მა ზამ­თრის და­წყე­ბამ­დე უნდა “გა­ზარ­დოს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა მთელ ღა­ზა­ში“.

წე­რილ­ში სა­უ­ბა­რია აშშ-ის იმ კა­ნო­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც კრძა­ლავს სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას ქვეყ­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც აფერ­ხე­ბენ აშშ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბას. ის ასე­ვე მო­უ­წო­დებს ის­რა­ელს, შე­წყვი­ტოს ჩრდი­ლო­ეთ ღა­ზას იზო­ლა­ცია და კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­როს, რომ ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის იძუ­ლე­ბი­თი ევა­კუ­ა­ცი­ის ჩრდი­ლო­ე­თი­დან სამ­ხრე­თი­სა­კენ.

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, მე­თიუ მი­ლერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ წე­რი­ლი იყო პი­რა­დი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, რომ­ლის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­საც არ აპი­რებ­დნენ.

  • პენ­ტა­გო­ნის გან­ცხა­დე­ბით, “აშშ-ს ის­რა­ე­ლი­სა და უკ­რა­ი­ნის მი­მართ სხვა­დას­ხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს“

პენ­ტა­გო­ნის პრესს­პი­კე­რის მო­ად­გი­ლის, საბ­რი­ნა სინ­გის გან­ცხა­დე­ბით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბის და უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის ჩა­მოგ­დე­ბის მიზ­ნით უკ­რა­ი­ნის სი­ახ­ლო­ვეს THAAD-ის ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მის გან­თავ­სე­ბას არ გეგ­მავს, რო­გორც ამას ის­რა­ე­ლის­თვის აკე­თებს.

პენ­ტა­გონ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე საბ­რი­ნა სინგს და­უს­ვეს შე­კი­თხვა, თუკი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აგ­ზავ­ნის THAAD-ის სის­ტე­მას ის­რა­ელ­ში, ირა­ნი­დან თავ­დას­ხმე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა იგი­ვე გა­ა­კე­თოს უკ­რა­ი­ნის­თვის - გა­ნა­თავ­სოს THAAD-ი პო­ლო­ნეთ­ში ან რუ­მი­ნეთ­ში, რათა ხელი შე­უ­წყოს უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვას. ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მი­სას სინ­გმა უპა­სუ­ხა, რომ ეს არის ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია.

“გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ომე­ბი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი. ასე­ვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლია ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ის­რა­ე­ლი­სა და უკ­რა­ი­ნის მი­მართ. არ მინ­და გა­ვა­კე­თო იმ ყვე­ლაფ­რის მთე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რა­საც ჩვენ უკ­რა­ი­ნას, ან ის­რა­ელს ვაწ­ვდით, მაგ­რამ რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ არის, რომ ეს ად­მი­ნის­ტრა­ცია, ეს სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს ორი­ვეს მხარ­და­ჭე­რას სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ში, რაც მათ სჭირ­დე­ბათ“, - აღ­ნიშ­ნა პენ­ტა­გო­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

  • ამას­თან, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ ემა­ნუ­ელ მაკ­რონს გა­ნუ­ცხა­და, რომ ლი­ბან­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის წი­ნა­აღ­მდე­გია

“პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ცე­ცხლის ცალ­მხრი­ვად შე­წყვე­ტის წი­ნა­აღ­მდე­გია, რო­მე­ლიც არ ცვლის ლი­ბან­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ვი­თა­რე­ბას და რო­მე­ლიც მხო­ლოდ და­აბ­რუ­ნებს მას იქ, სა­დაც იყო“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს ოფი­სის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ე­რის ოფის­მა მა­ნამ­დე გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის კო­მენ­ტარს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო გა­ე­რო-ს რე­ზო­ლუ­ცი­ით შე­იქ­მნა.

  • “შეხ­სე­ნე­ბა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს: ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო შე­იქ­მნა არა გა­ე­რო-ს რე­ზო­ლუ­ცი­ით, არა­მედ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ომში გმი­რი მებ­რძო­ლე­ბის სის­ხლით მიღ­წე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ნე­თა­ნი­აჰუს ოფი­სის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ელი­სეს სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თუ­ლი და­ხუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლის თქმით, რო­მელ­მაც მე­დი­ას­თან ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვის პი­რო­ბით ისა­უბ­რა, შეხ­ვედ­რა­ზე მაკ­რონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ “ბა­ტონ­მა ნე­თა­ნი­აჰუმ არ უნდა და­ი­ვი­წყოს, რომ მისი ქვე­ყა­ნა გა­ე­რო-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით შე­იქ­მნა და ახლა გა­ე­რო-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის დრო არ არის“.

ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ კვი­რას გა­ე­რო-ს მო­უ­წო­და, გა­იყ­ვა­ნოს სამ­ხრეთ ლი­ბან­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბი, რო­მე­ლიც 700 ფრანგ ჯა­რის­კაცს მო­ი­ცავს და გა­ნა­ცხა­და, რომ “ჰეზ­ბო­ლა“ მათ ცო­ცხალ ფა­რად იყე­ნებს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ისრაელის მორიგი შეტევა ლიბანში: ცეცხლის ქვეშ “ჰეზბოლას“ 140-ზე მეტი ობიექტი აღმოჩნდა - ნეთანიაჰუსა და მაკრონს შორის დაძაბულობა გრძელდება, აშშ-ც უკმაყოფილოა

ისრაელის მორიგი შეტევა ლიბანში: ცეცხლის ქვეშ “ჰეზბოლას“ 140-ზე მეტი ობიექტი აღმოჩნდა -  ნეთანიაჰუსა და მაკრონს შორის დაძაბულობა გრძელდება, აშშ-ც უკმაყოფილოა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში ოპერაცია გრძელდება. ანგარიშის თანახმად, მათ ბოლო 24 საათის განმავლობაში “ათობით ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს და უამრავი იარაღი გაანადგურეს“.

ისრაელის არმიის განცხადებით, ჯარები “ჰეზბოლას“ მებრძოლებთან პირისპირ ბრძოლაში ჩაერთნენ და მათ საჰაერო იერიშებით დაუპირისპირდნენ.

  • ისრაელელმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს რაკეტების გამშვებები, ნაღმმტყორცნები, ყუმბარები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და სხვა იარაღი, რომლებიც მიმართული იყო ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქებზე.

არსებული ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა “ჰეზბოლას“ 140-ზე მეტ ობიექტზე ლიბანში, მათ შორის სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელობით. მოკლულია 50-ზე მეტი ტერორისტი.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი “ჰამასის“ ხელმძღვანელი ფიგურაა. მაჰმუდ ალ-მაბჰუჰი მართავდა თავდასხმებს ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით.“

  • აშშ-ის განცხადებით, შესაძლოა ისრაელს სამხედრო დახმარება შეუზღუდოს - რა არის პირობა?

შეერთებულმა შტატებმა წერილობით მიმართა ისრაელს და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გასაზრდელად 30 დღე მისცა.

ისრაელის მთავრობისთვის გაგზავნილი აშშ-ის წერილი, რომლის შინაარსიც, მოგვიანებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, თავდაპირველად გამოცემა Axios-მა გაავრცელა. მას ხელს აწერენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი.

“ჩვენ ახლა ვწერთ, რათა ხაზი გავუსვათ აშშ-ის მთავრობის ღრმა შეშფოთებას ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების გამო და მოვიძიოთ თქვენი მთავრობის გადაუდებელი და მდგრადი ქმედებები ამ თვეში ამ ტრაექტორიის შესაცვლელად“, - აღნიშნულია წერილში.

  • მასში ნათქვამია, რომ ისრაელის ევაკუაციის ბრძანებებმა აიძულა 1,7 მილიონი ადამიანი შევიდნენ ვიწრო, სანაპირო ალ-მავასის რაიონში, სადაც ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

“განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ ისრაელის მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებებით - მათ შორის კომერციული იმპორტის შეჩერება, სექტემბერში ჩრდილოეთ და სამხრეთ ღაზას შორის ჰუმანიტარული გადაადგილების თითქმის 90%-ის უარყოფა ან შეფერხება, მუდმივი მძიმე და გადაჭარბებული ორმაგი გამოყენების შეზღუდვები და საბაჟო მოთხოვნების დაწესება ჰუმანიტარული პერსონალისთვის და გადაზიდვებისთვის“, - აღნიშნულია წერილში.

წერილის თანახმად, ისრაელმა უნდა დაიწყოს ახლავე და 30 დღის განმავლობაში უნდა იმოქმედოს რიგი კონკრეტული ზომების მიხედვით, რათა გაზარდოს დახმარების მიწოდება და რომ წარუმატებლობამ, შეიძლება, გავლენა იქონიოს აშშ-ის პოლიტიკაზე. წერილში ხაზგასმულია, რომ ისრაელმა ზამთრის დაწყებამდე უნდა “გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარება მთელ ღაზაში“.

წერილში საუბარია აშშ-ის იმ კანონებზე, რომლებიც კრძალავს სამხედრო დახმარებას ქვეყნებისთვის, რომლებიც აფერხებენ აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. ის ასევე მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს ჩრდილოეთ ღაზას იზოლაცია და კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ისრაელის მთავრობის პოლიტიკა არ გაითვალისწინებს მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი ევაკუაციის ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წერილი იყო პირადი დიპლომატიური კომუნიკაცია, რომლის გასაჯაროებასაც არ აპირებდნენ.

  • პენტაგონის განცხადებით, “აშშ-ს ისრაელისა და უკრაინის მიმართ სხვადასხვა ვალდებულებები აქვს“

პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსული რაკეტების და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდების მიზნით უკრაინის სიახლოვეს THAAD-ის ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას არ გეგმავს, როგორც ამას ისრაელისთვის აკეთებს.

პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე საბრინა სინგს დაუსვეს შეკითხვა, თუკი შეერთებული შტატები აგზავნის THAAD-ის სისტემას ისრაელში, ირანიდან თავდასხმების შესაჩერებლად, რატომ არ შეიძლება იგივე გააკეთოს უკრაინისთვის - განათავსოს THAAD-ი პოლონეთში ან რუმინეთში, რათა ხელი შეუწყოს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას სინგმა უპასუხა, რომ ეს არის ორი განსხვავებული სიტუაცია.

“განსხვავებული შესაძლებლობები, განსხვავებული ომები, განსხვავებული რეგიონები. ასევე განსხვავებულია ვალდებულებები ისრაელისა და უკრაინის მიმართ. არ მინდა გავაკეთო იმ ყველაფრის მთელი ჩამონათვალი, რასაც ჩვენ უკრაინას, ან ისრაელს ვაწვდით, მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ არის, რომ ეს ადმინისტრაცია, ეს სამინისტრო აგრძელებს ორივეს მხარდაჭერას სხვადასხვა საჭიროებებში, რაც მათ სჭირდებათ“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

  • ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგია

“პრემიერ-მინისტრმა საუბარში განაცხადა, რომ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის წინააღმდეგია, რომელიც არ ცვლის ლიბანში უსაფრთხოების ვითარებას და რომელიც მხოლოდ დააბრუნებს მას იქ, სადაც იყო“, - აღნიშნულია ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ისრაელის პრემიერის ოფისმა მანამდე გაავრცელა განცხადება, რომლითაც გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელის სახელმწიფო გაერო-ს რეზოლუციით შეიქმნა.

  • “შეხსენება საფრანგეთის პრეზიდენტს: ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა არა გაერო-ს რეზოლუციით, არამედ დამოუკიდებლობისთვის ომში გმირი მებრძოლების სისხლით მიღწეული გამარჯვებით“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ცნობისთვის, ელისეს სასახლეში გამართული დახურული შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილის თქმით, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, შეხვედრაზე მაკრონმა განაცხადა, რომ “ბატონმა ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა გაერო-ს გადაწყვეტილებით შეიქმნა და ახლა გაერო-ს გადაწყვეტილებების უგულებელყოფის დრო არ არის“.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას გაერო-ს მოუწოდა, გაიყვანოს სამხრეთ ლიბანში განლაგებული სამშვიდობო ძალები, რომელიც 700 ფრანგ ჯარისკაცს მოიცავს და განაცხადა, რომ “ჰეზბოლა“ მათ ცოცხალ ფარად იყენებს.

წყარო

იხილეთ ასევე: