მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სავარაუდო მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები; 16 წლის მოზარდს უბრძანა გაშიშვლება“ - სკანდალურ რეპერს ახალი ბრალდებები წარუდგინეს: სარჩელის დეტალები
“სავარაუდო მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები; 16 წლის მოზარდს უბრძანა გაშიშვლება“ - სკანდალურ რეპერს ახალი ბრალდებები წარუდგინეს: სარჩელის დეტალები

რე­პერ შონ "დიდი" კომბსის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი ბრალ­დე­ბე­ბი წა­რად­გი­ნეს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში და სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

რო­გორც BBC წერს, P.Diddy-ის წი­ნა­აღ­მდეგ სულ მცი­რე ექ­ვსი სარ­ჩე­ლი ორმა ქალ­მა და ოთხმა მა­მა­კაც­მა ნიუ-იორ­კის ფე­დე­რა­ლურ სა­სა­მარ­თლო­ში ორ­შა­ბათს შე­ი­ტა­ნა. ბრალ­მდებ­ლე­ბი, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბა არ სა­ხელ­დე­ბა, ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბი 1995 წლი­დან 2021 წლამ­დე კომბსის წვე­უ­ლე­ბებ­ზე მოხ­და. წვე­უ­ლე­ბას მა­შინ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

BBC-თან ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ყვეს შონ “დიდი“ კომბსის ად­ვო­კა­ტებ­მა. მათი მტკი­ცე­ბით, რე­პერს “არა­ვის­თვის მი­უ­ყე­ნე­ბია სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. არც ზრდას­რუ­ლის­თვის და არც არას­რულ­წლო­ვა­ნის­თვის, იქ­ნე­ბო­და ეს კაცი თუ ქალი.“

“ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა თქვა, რომ იყო 16 წლის, რო­დე­საც 1998 წელს, ჰემპტონ­ში გა­მარ­თულ ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბას და­ეს­წრო.

  • სა­სა­მარ­თლო­ში ის აღ­წერს, რომ მა­შინ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო მის­ტერ კომ­ბის წვე­უ­ლე­ბა­ზე მიწ­ვე­ვით. მან წვე­უ­ლე­ბა­ზე და­ი­ნა­ხა უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი. მათ შო­რის მუ­სი­კო­სე­ბი და მომ­ღერ­ლე­ბი. რო­დე­საც სა­პირ­ფა­რე­შო­ში მი­დი­ო­და, გზად მის­ტერ კომბსს შეხ­ვდა და მას­თან სა­უ­ბა­რი წა­მო­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ შე­და­რე­ბით ინ­ტი­მურ ად­გი­ლას გა­და­ი­ნაც­ვლეს და სა­უბ­რის დროს, მის­ტერ კომბსმა მო­უ­ლოდ­ნე­ლად უბ­რძა­ნა მას გა­შიშ­ვლე­ბა,“ – წერს წყა­რო.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სარ­ჩელს თან ერ­თვის რე­პე­რი­სა და მო­ზარ­დის ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდას სახე ბუნ­დოვ­ნად ჩანს.

“ბრალ­მდე­ბე­ლის თქმით, მის­ტერ კომბსმა უთხრა, რომ ეს იყო “ვარ­სკვლა­ვად გახ­დო­მის რი­ტუ­ა­ლი“, გზა - რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ევ­ლო, თუ უნ­დო­და პო­პუ­ლა­რუ­ლი გამ­ხდა­რი­ყო,“ - ნათ­ქვა­მია სარ­ჩელ­ში.

  • რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლის მიერ შე­ტა­ნილ სა­ჩი­ვარს, ის ამ­ტკი­ცებს, რომ რე­პერ­მა 2004 წელს, სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. მა­შინ გო­გო­ნა 19 წლის კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტი იყო.

“ის მუ­სი­კის მაგ­ნატს ფო­ტო­სე­სი­ა­ზე შეხ­ვდა, რის შემ­დე­გაც სას­ტუმ­რო­ში, კერ­ძო წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­იწ­ვია. რო­გორც ქალი აღ­წერს, კომბსი მას “აბუ­ჩად იგ­დებ­და, სა­ბო­ლო­ოდ კი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა“ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ერ­თხელ სთხოვ­და შე­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო,“ - ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა.

ტე­ხა­სე­ლი ად­ვო­კა­ტის, ტონი ბაზ­ბის თქმით, ის წარ­მო­ად­გენს 100-ზე მეტ ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც გეგ­მა­ვენ რე­პერს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის გამო უჩივ­ლონ.

ად­ვო­კა­ტის თქმით, “სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლთა შო­რის არი­ან ბავ­შვე­ბი“.

  • რე­პე­რის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 2025 წლის 5 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 54 წლის შონ კომბსის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, მისი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლი გა­მო­აშ­კა­რავ­და. ით­ქვა, რომ ამ წვე­უ­ლე­ბებს სხვა­დას­ხვა "დაშ­ვე­ბის დონე" ჰქონ­და: ერთ დო­ნე­ზე ეს­წრე­ბოდ­ნენ ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო, სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რი, კელი ოს­ბორ­ნი, ჯეი ზი და ბი­ონ­სე, მე­რა­ია კერი და მისი ქმა­რი ნიკ კე­ნო­ნი, ტომი ლი და პა­მე­ლა ან­დერ­სო­ნი, კიმ კარ­და­ში­ა­ნი და მრა­ვა­ლი სხვა. ხოლო სხვა დო­ნე­ზე, რო­მე­ლიც "ფრიქ-შოუს" სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი, ხდე­ბო­და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი: ქა­ლე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბი ნარ­კო­ტი­კებს იღებ­დნენ და მათ აი­ძუ­ლებ­დნენ სექ­სუ­ა­ლურ აქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, "ფრიქ-შოუს" მო­ნა­წი­ლე ქა­ლე­ბი იმ­დე­ნად გა­დაღ­ლი­ლე­ბი იყ­ვნენ სექს-მა­რა­თო­ნე­ბით, რომ მათ კა­თე­ტე­რე­ბის დად­გმაც კი სჭირ­დე­ბო­დათ. ამ­ჟა­მად რე­პე­რი პა­ტიმ­რო­ბა­შია: მო­სა­მარ­თლემ უარ­ყო მისი თხოვ­ნა 50-მი­ლი­ონ­დო­ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტატუს ქუო
2

არასრულწლოვანის კი არა, არასრულწლოვნის.

ნინო-s
2

სამართებლივი სამყარო, ესეთები არ გასდით...სხვაგან გასდით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

“სავარაუდო მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები; 16 წლის მოზარდს უბრძანა გაშიშვლება“ - სკანდალურ რეპერს ახალი ბრალდებები წარუდგინეს: სარჩელის დეტალები

“სავარაუდო მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები; 16 წლის მოზარდს უბრძანა გაშიშვლება“ - სკანდალურ რეპერს ახალი ბრალდებები წარუდგინეს: სარჩელის დეტალები

რეპერ შონ "დიდი" კომბსის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები წარადგინეს, რომლის მიხედვითაც მას გაუპატიურებაში და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

როგორც BBC წერს, P.Diddy-ის წინააღმდეგ სულ მცირე ექვსი სარჩელი ორმა ქალმა და ოთხმა მამაკაცმა ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ორშაბათს შეიტანა. ბრალმდებლები, რომელთა ვინაობა არ სახელდება, ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ფაქტები 1995 წლიდან 2021 წლამდე კომბსის წვეულებებზე მოხდა. წვეულებას მაშინ ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

BBC-თან ბრალდებები უარყვეს შონ “დიდი“ კომბსის ადვოკატებმა. მათი მტკიცებით, რეპერს “არავისთვის მიუყენებია სექსუალური შეურაცხყოფა. არც ზრდასრულისთვის და არც არასრულწლოვანისთვის, იქნებოდა ეს კაცი თუ ქალი.“

“ერთ-ერთმა ბრალდებულმა თქვა, რომ იყო 16 წლის, როდესაც 1998 წელს, ჰემპტონში გამართულ ერთ-ერთ წვეულებას დაესწრო.

  • სასამართლოში ის აღწერს, რომ მაშინ აღფრთოვანებული იყო მისტერ კომბის წვეულებაზე მიწვევით. მან წვეულებაზე დაინახა უამრავი ცნობილი ადამიანი. მათ შორის მუსიკოსები და მომღერლები. როდესაც საპირფარეშოში მიდიოდა, გზად მისტერ კომბსს შეხვდა და მასთან საუბარი წამოიწყო. მოგვიანებით გააცნობიერა, რომ შედარებით ინტიმურ ადგილას გადაინაცვლეს და საუბრის დროს, მისტერ კომბსმა მოულოდნელად უბრძანა მას გაშიშვლება,“ – წერს წყარო.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სარჩელს თან ერთვის რეპერისა და მოზარდის ერთად გადაღებული ფოტო, თუმცა ახალგაზრდას სახე ბუნდოვნად ჩანს.

“ბრალმდებელის თქმით, მისტერ კომბსმა უთხრა, რომ ეს იყო “ვარსკვლავად გახდომის რიტუალი“, გზა - რომელიც აუცილებლად უნდა გაევლო, თუ უნდოდა პოპულარული გამხდარიყო,“ - ნათქვამია სარჩელში.

  • რაც შეეხება ქალის მიერ შეტანილ საჩივარს, ის ამტკიცებს, რომ რეპერმა 2004 წელს, სასტუმროს ნომერში გააუპატიურა. მაშინ გოგონა 19 წლის კოლეჯის სტუდენტი იყო.

“ის მუსიკის მაგნატს ფოტოსესიაზე შეხვდა, რის შემდეგაც სასტუმროში, კერძო წვეულებაზე მიიწვია. როგორც ქალი აღწერს, კომბსი მას “აბუჩად იგდებდა, საბოლოოდ კი გააუპატიურა“ მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ სთხოვდა შეჩერებულიყო,“ - ციტირებს გამოცემა.

ტეხასელი ადვოკატის, ტონი ბაზბის თქმით, ის წარმოადგენს 100-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც გეგმავენ რეპერს სექსუალური ძალადობის, გაუპატიურებისა და სექსუალური ექსპლუატაციის გამო უჩივლონ.

ადვოკატის თქმით, “სავარაუდო მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები“.

  • რეპერის სასამართლო პროცესი 2025 წლის 5 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 54 წლის შონ კომბსის დაკავების შემდეგ, მისი ორგანიზებული წვეულებების შესახებ სხვადასხვა დეტალი გამოაშკარავდა. ითქვა, რომ ამ წვეულებებს სხვადასხვა "დაშვების დონე" ჰქონდა: ერთ დონეზე ესწრებოდნენ ვარსკვლავები, როგორიცაა ლეონარდო დიკაპრიო, სარა ჯესიკა პარკერი, კელი ოსბორნი, ჯეი ზი და ბიონსე, მერაია კერი და მისი ქმარი ნიკ კენონი, ტომი ლი და პამელა ანდერსონი, კიმ კარდაშიანი და მრავალი სხვა. ხოლო სხვა დონეზე, რომელიც "ფრიქ-შოუს" სახელით იყო ცნობილი, ხდებოდა უკანონო ქმედებები: ქალები და მამაკაცები ნარკოტიკებს იღებდნენ და მათ აიძულებდნენ სექსუალურ აქტებში მონაწილეობას.

პროკურორების თქმით, "ფრიქ-შოუს" მონაწილე ქალები იმდენად გადაღლილები იყვნენ სექს-მარათონებით, რომ მათ კათეტერების დადგმაც კი სჭირდებოდათ. ამჟამად რეპერი პატიმრობაშია: მოსამართლემ უარყო მისი თხოვნა 50-მილიონდოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

იხილეთ ასევე: