საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს გოგოების საერთაშორისო დღეა - რა განცხადებას ავრცელებს ომბუდსმენი
დღეს გოგოების საერთაშორისო დღეა - რა განცხადებას ავრცელებს ომბუდსმენი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი გო­გო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ხაზს უს­ვამს ამ დღის მნიშ­ვნე­ლო­ბას და მო­უ­წო­დებს სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს, გა­დად­გან ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი ქვე­ყა­ნა­ში გენ­დერუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად და გო­გო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რდის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად

"დღეს, რო­დე­საც აღ­ვნიშ­ნავთ გო­გო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხაზი გა­ვუს­ვათ თი­თო­ე­უ­ლი გო­გოს უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს, რო­მე­ლიც მათ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში უჭი­რავთ. ეს დღე გლო­ბა­ლურ პლატ­ფორ­მას წარ­მო­ად­გენს გო­გო­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად და იმ პროგ­რე­სის შე­ფა­სე­ბის­თვის, რო­მელ­საც მი­ვაღ­წი­ეთ, მაგ­რამ ასე­ვე იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის ხაზ­გას­მის­თვის, რო­მელ­თა დაძ­ლე­ვაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა გო­გო­ებს მი­ე­ცეთ მათი პო­ტენ­ცი­ა­ლის სრუ­ლი რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა დის­კრი­მი­ნა­ცი­ის, ძა­ლა­დო­ბი­სა და უთა­ნას­წო­რო­ბის­გან თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი გენ­დერუ­ლი ნორ­მე­ბი­სა და სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გამო, გო­გო­ებს ჯერ კი­დევ უწევთ ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე სხვა­დას­ხვა უხი­ლავ თუ ხი­ლულ ბა­რი­ე­რებ­თან გამ­კლა­ვე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა ად­რე­ულ/ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბა და ნიშ­ნო­ბის პრაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად ლა­ხავს ბავ­შვის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს. ად­რე­ულ/ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ქორ­წი­ნე­ბის გამო გო­გო­ე­ბი წყვე­ტენ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, რაც შემ­დგომ­ში მათ ეკო­ნო­მი­კურ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე აი­სა­ხე­ბა და მათი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე ახ­დენს გავ­ლე­ნას.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ გო­გო­ე­ბის როლი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. სა­წყის ეტაპ­ზე გო­გო­ე­ბის მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აღ­მო­ფხვრა მო­მა­ვალ­ში ქა­ლე­ბის­თვის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­რან­ტია. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ე­ბი, სულ უფრო მე­ტად აცხა­დე­ბენ მზა­ო­ბას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ეკო­ნო­მი­კურ, სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ებ­ში. მო­ზარ­დი გო­გო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში ინ­ვეს­ტი­ცია სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს არა მხო­ლოდ გო­გო­ებს, არა­მედ მათ ოჯა­ხებს და ქვე­ყა­ნას, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ვუს­მი­ნოთ მათ და გა­ვი­ზი­ა­როთ მათი ხედ­ვა მო­მავ­ლის შე­სა­ხებ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი კი­დევ ერთხელ გა­მო­ხა­ტავს მხარ­და­ჭე­რას, ხაზს უს­ვამს ამ დღის მნიშ­ვნე­ლო­ბას და მო­უ­წო­დებს სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს, გა­დად­გან ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი ქვე­ყა­ნა­ში გენ­დერუ­ლი უთა­ნას­წო­რო­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად და გო­გო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით მათი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რდის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად“-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ბიჭების დღე როდისაა, ა!

მამუკა
1

გოგოების დღე რაღა უბედურებაა რაა? ხვალ აღარ იქნება მაგათი დღე,გუშინ ან გუშინწინ არ იყო თუ რაა ? ყველაფერი ლენჩობა როგორ უნდა გაიზიაროთ ჰა ???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დღეს გოგოების საერთაშორისო დღეა - რა განცხადებას ავრცელებს ომბუდსმენი

დღეს გოგოების საერთაშორისო დღეა - რა განცხადებას ავრცელებს ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გოგოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს ამ დღის მნიშვნელობას და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და გოგოების ჩართულობით მათი შესაძლებლობების გაზრდის უზრუნველსაყოფად

"დღეს, როდესაც აღვნიშნავთ გოგოების საერთაშორისო დღეს, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ თითოეული გოგოს უსაზღვრო შესაძლებლობებსა და მნიშვნელოვან როლს, რომელიც მათ ჩვენი საზოგადოების ფორმირებაში უჭირავთ. ეს დღე გლობალურ პლატფორმას წარმოადგენს გოგოების უფლებების მხარდასაჭერად და იმ პროგრესის შეფასებისთვის, რომელსაც მივაღწიეთ, მაგრამ ასევე იმ გამოწვევების ხაზგასმისთვის, რომელთა დაძლევაც აუცილებელია, რათა გოგოებს მიეცეთ მათი პოტენციალის სრული რეალიზების საშუალება დისკრიმინაციის, ძალადობისა და უთანასწორობისგან თავისუფალ გარემოში.

საქართველოში არსებული გენდერული ნორმებისა და სტერეოტიპების გამო, გოგოებს ჯერ კიდევ უწევთ ადრეული ასაკიდანვე სხვადასხვა უხილავ თუ ხილულ ბარიერებთან გამკლავება. განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინება და ნიშნობის პრაქტიკა, რომელიც არსებითად ლახავს ბავშვის ფუნდამენტურ უფლებებს. ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო გოგოები წყვეტენ განათლების მიღებას, რაც შემდგომში მათ ეკონომიკურ თავისუფლებაზე აისახება და მათი ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას.

მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ გოგოების როლი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. საწყის ეტაპზე გოგოების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა მომავალში ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობების გარანტია. ბოლო წლების განმავლობაში, ახალგაზრდა გოგოები, სულ უფრო მეტად აცხადებენ მზაობას მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სივრცეებში. მოზარდი გოგოების ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობასა და შესაძლებლობებში ინვესტიცია სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ გოგოებს, არამედ მათ ოჯახებს და ქვეყანას, ამიტომ მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ მათ და გავიზიაროთ მათი ხედვა მომავლის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას, ხაზს უსვამს ამ დღის მნიშვნელობას და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და გოგოების ჩართულობით მათი შესაძლებლობების გაზრდის უზრუნველსაყოფად“-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.