მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედასთან და შვილებთან შეხვედრის შემდეგ, საშინლად გამოიყურებოდა" - P.Diddy სასამართლოს წინაშე წარსდგა: ჩანახატები სხდომიდან და საკანი, სადაც რეპერი სასჯელს მოიხდის
"დედასთან და შვილებთან შეხვედრის შემდეგ, საშინლად გამოიყურებოდა" - P.Diddy სასამართლოს წინაშე წარსდგა: ჩანახატები სხდომიდან და საკანი, სადაც რეპერი სასჯელს მოიხდის

გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მო­ჩე­ნი­ლი რე­პე­რი P.Diddy (შონ 'დიდი' კომბსი), რო­მელ­მაც სა­კან­ში სამი კვი­რა გა­ა­ტა­რა, სა­სა­მარ­თლო­ზე გა­მოჩ­ნდა.

გავ­რცელ­და ჩა­ნა­ხა­ტე­ბი სა­სა­მარ­თლოს სხდო­მი­დან, რო­მელ­საც სკან­და­ლუ­რი რე­პე­რი ეს­წრე­ბო­და.

“შონ 'დიდი' კომბსი, დე­დას­თან და შვი­ლებ­თან ხან­მოკ­ლე ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, სა­სა­მარ­თლო­ში სა­შინ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და,“ - წერს და­სავ­ლუ­რი მე­დია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სხდო­მა გა­და­ი­დო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­პერ­მა შე­ი­ტა­ნა ახა­ლი სა­ჩი­ვა­რი გი­რა­ოს მო­თხოვ­ნით, ცხა­დი გახ­და, რომ ის სახ­ლში დიდი ხნის გან­მავლბა­ში ვერ დაბ­რუნ­დე­ბა.

  • მო­მა­ვა­ლი სხდო­მა 2025 წლის 5 მა­ისს ჩა­ი­ნიშ­ნა.

Bad Boy Records-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის ად­ვო­კატ­მა, მარკ აგ­ნი­ფი­ლომ, ხუთ­შა­ბათს მა­ნ­ჰე­ტე­ნის სა­სა­მარ­თლოს წინ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. მისი თქმით, “შონ "დიდი" კომბსი ფე­დე­რა­ლურ ცი­ხე­ში “იბ­რძვის“ - მაგ­რამ არა იმ მი­ზე­ზე­ბის გამო, რა­საც შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რობთ...“

The Post - მა ექ­სკლუ­ზი­უ­რად გა­მო­ავ­ლი­ნა კომბსის კვე­ბის რა­ცი­ო­ნი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში: მისი არ­ჩე­ვა­ნი შვე­დუ­რი ხორ­ცის ბურ­თუ­ლებ­ზე და ლო­ბი­ო­ზე შე­ჩერ­და. მან ასე­ვე მი­ი­ღო კვერ­ცხი, ლაფ­შა და სა­ლა­თი.

რე­პე­რის დილა ფე­დე­რა­ლურ ცი­ხე­ში იწყე­ბა დი­ლის 6:00 სა­ათ­ზე.

სა­სა­მარ­თლოს­თან შეკ­რე­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი რე­პე­რის დე­დას ხმა­მა­ღა­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით დახ­ვდა. ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლის დას­ჯას ითხოვ­დნენ.

  • ცოტა ხნის წინ მე­დი­ა­ში ასე­ვე გავ­რცელ­და P.Diddy -ის 84 წლის დე­დის ჯე­ნის კომბსის პო­ზი­ცია. ის მი­იჩ­ნევს, რომ მისი ვაჟი დამ­ნა­შა­ვე არ არის.

  • "დღეს თქვენ მოგ­მარ­თავთ, რო­გორც დედა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი ჩემი შვი­ლის, შონ კომბსის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს. გული მტკი­ვა, რო­დე­საც ვხე­დავ, რო­გორ სჯი­ან ჩემს შვილს არა სი­მარ­თლის­თვის, შე­თი­თხნი­ლი ის­ტო­რი­ის­თვის. ჩემი შვი­ლის სა­ჯა­რო ლინ­ჩის მოწ­მე ვარ, ვიდ­რე მას მი­ე­ცე­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ და­ამ­ტკი­ცოს თა­ვი­სი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა - ეს არის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ სი­ტყვე­ბით ვერ აღვწერ", - აღ­ნიშ­ნავს ჯე­ნის კომბსი.

54 წლის შონ კომბსის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, მისი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლი გა­მო­აშ­კა­რავ­და. ით­ქვა, რომ ამ წვე­უ­ლე­ბებს სხვა­დას­ხვა "დაშ­ვე­ბის დონე" ჰქონ­და: ერთ დო­ნე­ზე ეს­წრე­ბოდ­ნენ ვარ­სკვლა­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო, სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რი, კელი ოს­ბორ­ნი, ჯეი ზი და ბი­ონ­სე, მე­რა­ია კერი და მისი ქმა­რი ნიკ კე­ნო­ნი, ტომი ლი და პა­მე­ლა ან­დერ­სო­ნი, კიმ კარ­და­ში­ა­ნი და მრა­ვა­ლი სხვა. ხოლო სხვა დო­ნე­ზე, რო­მე­ლიც "ფრიქ-შოუს" სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი, ხდე­ბო­და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი: ქა­ლე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბი ნარ­კო­ტი­კებს იღებ­დნენ და მათ აი­ძუ­ლებ­დნენ სექ­სუ­ა­ლურ აქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, "ფრიქ-შოუს" მო­ნა­წი­ლე ქა­ლე­ბი იმ­დე­ნად გა­დაღ­ლი­ლე­ბი იყ­ვნენ სექს-მა­რა­თო­ნე­ბით, რომ მათ კა­თე­ტე­რე­ბის დად­გმაც კი სჭირ­დე­ბო­დათ. ამ­ჟა­მად რე­პე­რი პა­ტიმ­რო­ბა­შია: მო­სა­მარ­თლემ უარ­ყო მისი თხოვ­ნა 50-მი­ლი­ონ­დო­ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
29

ვიღაცას მოუნდა ამ ბიჭის გაფუჭება, ეგაა და ეგ, თორემ აქამდე ვერ ხედავდნენ? ფაქტია, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა და არაფერს აკეთებდნენ.

მიშა
9

ლაფშა ? 🤦‍♂️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"დედასთან და შვილებთან შეხვედრის შემდეგ, საშინლად გამოიყურებოდა" - P.Diddy სასამართლოს წინაშე წარსდგა: ჩანახატები სხდომიდან და საკანი, სადაც რეპერი სასჯელს მოიხდის

"დედასთან და შვილებთან შეხვედრის შემდეგ, საშინლად გამოიყურებოდა" - P.Diddy სასამართლოს წინაშე წარსდგა: ჩანახატები სხდომიდან და საკანი, სადაც რეპერი სასჯელს მოიხდის

გისოსებს მიღმა აღმოჩენილი რეპერი P.Diddy (შონ 'დიდი' კომბსი), რომელმაც საკანში სამი კვირა გაატარა, სასამართლოზე გამოჩნდა.

გავრცელდა ჩანახატები სასამართლოს სხდომიდან, რომელსაც სკანდალური რეპერი ესწრებოდა.

“შონ 'დიდი' კომბსი, დედასთან და შვილებთან ხანმოკლე ემოციური შეხვედრის შემდეგ, სასამართლოში საშინლად გამოიყურებოდა,“ - წერს დასავლური მედია.

აღსანიშნავია, რომ სხდომა გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ რეპერმა შეიტანა ახალი საჩივარი გირაოს მოთხოვნით, ცხადი გახდა, რომ ის სახლში დიდი ხნის განმავლბაში ვერ დაბრუნდება.

  • მომავალი სხდომა 2025 წლის 5 მაისს ჩაინიშნა.

Bad Boy Records-ის დამფუძნებლის ადვოკატმა, მარკ აგნიფილომ, ხუთშაბათს მანჰეტენის სასამართლოს წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, “შონ "დიდი" კომბსი ფედერალურ ციხეში “იბრძვის“ - მაგრამ არა იმ მიზეზების გამო, რასაც შეიძლება ფიქრობთ...“

The Post - მა ექსკლუზიურად გამოავლინა კომბსის კვების რაციონი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში: მისი არჩევანი შვედური ხორცის ბურთულებზე და ლობიოზე შეჩერდა. მან ასევე მიიღო კვერცხი, ლაფშა და სალათი.

რეპერის დილა ფედერალურ ციხეში იწყება დილის 6:00 საათზე.

სასამართლოსთან შეკრებილი საზოგადოება კი რეპერის დედას ხმამაღალი შეძახილებით დახვდა. ისინი დაკავებულის დასჯას ითხოვდნენ.

  • ცოტა ხნის წინ მედიაში ასევე გავრცელდა P.Diddy -ის 84 წლის დედის ჯენის კომბსის პოზიცია. ის მიიჩნევს, რომ მისი ვაჟი დამნაშავე არ არის.

  • "დღეს თქვენ მოგმართავთ, როგორც დედა, რომელიც ძალიან განვიცდი ჩემი შვილის, შონ კომბსის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს. გული მტკივა, როდესაც ვხედავ, როგორ სჯიან ჩემს შვილს არა სიმართლისთვის, შეთითხნილი ისტორიისთვის. ჩემი შვილის საჯარო ლინჩის მოწმე ვარ, ვიდრე მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა - ეს არის ტკივილი, რომელიც იმდენად წარმოუდგენელია, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ", - აღნიშნავს ჯენის კომბსი.

54 წლის შონ კომბსის დაკავების შემდეგ, მისი ორგანიზებული წვეულებების შესახებ სხვადასხვა დეტალი გამოაშკარავდა. ითქვა, რომ ამ წვეულებებს სხვადასხვა "დაშვების დონე" ჰქონდა: ერთ დონეზე ესწრებოდნენ ვარსკვლავები, როგორიცაა ლეონარდო დიკაპრიო, სარა ჯესიკა პარკერი, კელი ოსბორნი, ჯეი ზი და ბიონსე, მერაია კერი და მისი ქმარი ნიკ კენონი, ტომი ლი და პამელა ანდერსონი, კიმ კარდაშიანი და მრავალი სხვა. ხოლო სხვა დონეზე, რომელიც "ფრიქ-შოუს" სახელით იყო ცნობილი, ხდებოდა უკანონო ქმედებები: ქალები და მამაკაცები ნარკოტიკებს იღებდნენ და მათ აიძულებდნენ სექსუალურ აქტებში მონაწილეობას.

პროკურორების თქმით, "ფრიქ-შოუს" მონაწილე ქალები იმდენად გადაღლილები იყვნენ სექს-მარათონებით, რომ მათ კათეტერების დადგმაც კი სჭირდებოდათ. ამჟამად რეპერი პატიმრობაშია: მოსამართლემ უარყო მისი თხოვნა 50-მილიონდოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

იხილეთ ასევე: