მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰანს გენშერის ქვეყანაში მიხაილ როთს რომ ექნება ჩაბარებული საგარეო ურთიერთობები, იქ გასაკვირი არაფერი არ არის" - შალვა პაპუაშვილი
"ჰანს გენშერის ქვეყანაში მიხაილ როთს რომ ექნება ჩაბარებული საგარეო ურთიერთობები, იქ გასაკვირი არაფერი არ არის"  - შალვა პაპუაშვილი

ჰანს გენ­შე­რის ქვე­ყა­ნა­ში, მი­ხა­ილ როთს რომ ექ­ნე­ბა სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, იქ გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რი არ არის , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე რე­ზო­ლუ­ცი­ის - "სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის“ მხარ­და­ჭე­რას.

  • პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ტი­კა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ას შო­რის 30-წლი­ან მე­გობ­რო­ბას ძირს უთხრი­ან.

"ჩვენ ვნა­ხეთ პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნდა, დღეს იყო კენ­ჭისყ­რე­ბი. ვნა­ხეთ, რომ ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს, მათ შო­რის, გერ­მა­ნი­ის ორმა ყვე­ლა­ზე დიდ­მა პარ­ტი­ამ მხა­რი არ და­უ­ჭი­რა ამ რე­ზო­ლუ­ცი­ას, რაც ყვე­ლაფ­რის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია.

როცა ამ რე­ზო­ლუ­ცი­ის ში­ნა­არს გა­ვე­ცა­ნით, ყვე­ლა­ზე გულ­საკ­ლა­ვი იყო ის, რომ ჩვენ ვხე­დავთ გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ტი­კა­ში და მათ შო­რის, დიპ­ლო­მა­ტი­ა­შიც ხალ­ხს, რო­მე­ლიც ძირს უთხრის 30-წლი­ან მე­გობ­რო­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბულ მე­გობ­რო­ბას, რო­მე­ლიც ქარ­თველ ხალ­ხს ჰქონ­და გერ­მა­ნი­ას­თან. გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კარ­გად იცის თუ რა ემო­ცი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს გერ­მა­ნი­ის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნდო­ბას ასე რომ ანი­ა­ვე­ბენ, ძირს რომ უთხრი­ან, რა­ღაც მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის გამო, ეს არის გულ­საკ­ლა­ვი.

მე­ო­რეს მხრივ, ჰანს გენ­შე­რის ქვე­ყა­ნა­ში, მი­ხა­ილ როთს რომ ექ­ნე­ბა ჩა­ბა­რე­ბუ­ლი სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, იქ გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რი არ არის“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტაგ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე რე­ზო­ლუ­ცი­ას - "სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის“ მხა­რი და­უ­ჭი­რა. რე­ზო­ლუ­ცი­ას მმარ­თველ უმ­რავ­ლე­სო­ბის პარ­ტი­ებ­მა და­უ­ჭი­რეს მხა­რი - "სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ", "მწვა­ნე­ებ­მა" და "ლი­ბე­რა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა პარ­ტი­ამ". ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი - "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კავ­ში­რი", ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე "ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გერ­მა­ნი­ის­თვის" და ულტრა­მე­მარ­ცხე­ნე "სარა ვა­გენკნეხ­ტის კავ­ში­რი" წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვიდ­ნენ. "მე­მარ­ცხე­ნე­ებ­მა" კი თავი შე­ი­კა­ვეს.

რო­გორც რე­ზო­ლუ­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი და ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი კურ­სი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბა და­ად­გა, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს რის­კის ქვეშ გა­მიზ­ნუ­ლად აყე­ნებს.

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცეს­ში შემ­დე­გი წინსვლა ვერ და არ იქ­ნე­ბა.

აქვე ხაზ­გას­მუ­ლია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის როლი და ნათ­ქვა­მია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ულ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე მაღ­ლაა და­ყე­ნე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ჰანს გენშერის ქვეყანაში მიხაილ როთს რომ ექნება ჩაბარებული საგარეო ურთიერთობები, იქ გასაკვირი არაფერი არ არის" - შალვა პაპუაშვილი

"ჰანს გენშერის ქვეყანაში მიხაილ როთს რომ ექნება ჩაბარებული საგარეო ურთიერთობები, იქ გასაკვირი არაფერი არ არის"  - შალვა პაპუაშვილი

ჰანს გენშერის ქვეყანაში, მიხაილ როთს რომ ექნება საგარეო ურთიერთობები ჩაბარებული, იქ გასაკვირი არაფერი არ არის , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციის - "საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარდაჭერას.

  • პაპუაშვილის თქმით, გერმანიის პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოსა და გერმანიას შორის 30-წლიან მეგობრობას ძირს უთხრიან.

"ჩვენ ვნახეთ პროექტი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, დღეს იყო კენჭისყრები. ვნახეთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს, მათ შორის, გერმანიის ორმა ყველაზე დიდმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას, რაც ყველაფრის მანიშნებელია.

როცა ამ რეზოლუციის შინაარს გავეცანით, ყველაზე გულსაკლავი იყო ის, რომ ჩვენ ვხედავთ გერმანიის პოლიტიკაში და მათ შორის, დიპლომატიაშიც ხალხს, რომელიც ძირს უთხრის 30-წლიან მეგობრობას. განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა გერმანიასთან. გერმანიის ხელისუფლებამ კარგად იცის თუ რა ემოციური დამოკიდებულება გვაქვს გერმანიის, როგორც სახელმწიფოს მიმართ. ქართველი ხალხის ნდობას ასე რომ ანიავებენ, ძირს რომ უთხრიან, რაღაც მოკლევადიანი მიზნების გამო, ეს არის გულსაკლავი.

მეორეს მხრივ, ჰანს გენშერის ქვეყანაში, მიხაილ როთს რომ ექნება ჩაბარებული საგარეო ურთიერთობები, იქ გასაკვირი არაფერი არ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას - "საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა დაუჭირეს მხარი - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ". ოპოზიციური პარტიები - "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი", ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" და ულტრამემარცხენე "სარა ვაგენკნეხტის კავშირი" წინააღმდეგ წავიდნენ. "მემარცხენეებმა" კი თავი შეიკავეს.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება.

აქვე ხაზგასმულია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.