სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისის ტექ გუნდი DevOpsDays Portugal-ის შესახებ
თიბისის ტექ გუნდი DevOpsDays Portugal-ის შესახებ

ამ­ჯე­რად, კომ­პა­ნი­ის DevOps-ის გუნ­დმა DevOps-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, DevOpsDays Portugal-ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის სე­რი­აა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს არა ერთ ქა­ლაქ­ში ტარ­დე­ბა და სა­თა­ვეს 2009 წლი­დან იღებს. DevOpsDays-ზე გან­ხი­ლუ­ლი თე­მე­ბი, ძი­რი­თა­დად, ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ას, ტეს­ტი­რე­ბას, უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ კულ­ტუ­რას ეხე­ბა, რაც ნე­მის­მი­ე­რი მა­ღა­ლი დო­ნის კომ­პა­ნი­ის­თვის, შე­სა­ბა­მი­სად თი­ბი­სის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

თი­ბი­სი­ში შექ­მნი­ლი ერთ-ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბა, DevOps CoE და­ახ­ლო­ე­ბით 50-მდე DevOps ინ­ჟი­ნე­რის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ის მას­შტა­ბით ბიზ­ნეს მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე არი­ან გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლე­ბი. თი­თო­ე­ულ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი ლი­დე­რი ჰყავს. სწო­რედ მი­მარ­თუ­ლე­ბის ლი­დე­ბი­თა და DevOps არ­ქი­ტექ­ტე­ბით და­კომ­პლექტდა გუნ­დი გა­ემ­გზავ­რა DevOpsDays Portugal-ზე.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თი­ბი­სი­დან 11 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და და რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა DevOpsDays-ზე მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ემო­ცი­ებ­ზე სა­კუ­თა­რი პერ­სპექ­ტი­ვი­დან ისა­უბ­რა, თუმ­ცა ყვე­ლა თან­ხმდე­ბა, რომ DevOpsDays Portugal მათი კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო.

ქეთი წიკ­ლა­უ­რი გვიყ­ვე­ბა, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ამ კი­დევ ერთხელ და­არ­წმუ­ნა თი­ბი­სის ტექ გუნ­დი, რომ კომ­პა­ნია იმა­ვე ხელ­სა­წყო­ე­ბი­თა თუ მიდ­გო­მე­ბით ცდი­ლობს თა­ნა­მედ­რო­ვე სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვას, რომ­ლებ­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც იყე­ნე­ბენ. ქე­თის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა DevOps-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნო­ბი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გა­მოს­ვლებ­მა გა­მო­იწ­ვია, რომ­ლებ­მაც დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რჩე­ვე­ბი გა­უ­ზი­ა­რეს.

“სა­ინ­ტე­რე­სო იყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გა­მოს­ვლე­ბი. მა­გა­ლი­თად, და­ნი­ელ რე­ქუ­ე­ნა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან სა­ი­ტე­რე­სო გზა აქვს გავ­ლი­ლი თა­ვის პრაქ­ტი­კა­ში და ამ­ჟა­მად პლატ­ფორ­მის ინ­ჟი­ნე­რია. ის სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და გა­მოვ­ლილ პრობ­ლე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, გვე­სა­უბ­რა, რო­გორ გა­დავ­ჭრათ პრობ­ლე­მე­ბი მარ­ტი­ვად”, - გვიყ­ვე­ბა ქეთი.

მი­მარ­თუ­ლე­ბის ლიდ­მა, ჯაბა მა­ჭა­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მსოფ­ლიო დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კა­რი­ე­რულ გან­ვი­თა­რე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ეს პრო­ფე­სი­ო­ნალს მთე­ლი რიგი სა­კი­თხე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის უფრო ღრმა გა­გე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ჯა­ბას პა­თო­სი ვანო ახვლე­დი­ან­მა და ირაკ­ლი ბე­რე­ჟი­ან­მაც გა­ი­ზი­ა­რეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ DevOpsDays მხო­ლოს ტექ­ნი­კურ ცოდ­ნას არ ეხე­ბა. მათი აზ­რით, ისე­თი პი­როვ­ნუ­ლი უნა­რე­ბი, რო­გო­რიც არის ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ნაც­ნო­ბო წრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ინ­ჟინ­რის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად აი­სა­ხე­ბა.

“ძა­ლი­ან კარ­გი იყო ნეთ­ვორ­ქინ­გის კუ­თხით. გა­ვი­ცა­ნით ბევ­რი უცხო­ე­ლი კო­ლე­გა და გა­ვა­ზი­ა­რეთ ერ­თმა­ნე­თის აზ­რე­ბი. ასე­ვე გა­ვი­ცა­ნით და შევ­ხვდით ისეთ ადა­მი­ა­ნებს, ვის ვი­დე­ო­ებ­ზეც გვის­წავ­ლია და გან­ვი­თა­რე­ბულ­ვართ. ამ მხრივ ძა­ლი­ან კარ­გი და შე­დე­გი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა იყო”, - ამ­ბობს ვანო.

რა თქმა უნდა, რა ხდე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, რა არის მათი მი­ზა­ნი და ამო­მა­ვა­ლი წერ­ტი­ლი უშუ­ა­ლოდ იქ და­საქ­მე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ყვე­ლა­ზე კარ­გად იცი­ან. რო­გორც თი­ბი­სის ტექ გუნ­დის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ბა­ზარ­ზე მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას­თან ერ­თად, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვაც არის. მათი თქმით, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია და ამის მი­ღე­ბა ზუს­ტად ისეთ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­გო­რი­ცაა DevOpsDays Portugal.

“თი­ბი­სი "სტან­დარ­ტუ­ლი" ბან­კი არ არის - ეს ტექ კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ცდი­ლობს თა­ვი­სი ტექ ტა­ლან­ტე­ბის კომ­პე­ტენ­ცია მუდ­მი­ვად აა­მაღ­ლოს, რის­თვი­საც მსგავს კონ­ფე­რენ­ცი­ებს იყე­ნებს”, - აღ­ნიშ­ნა ჯაბა მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

DevOpsDays პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი თი­ბი­სის ტექ გუნ­დის­თვის ფას­და­უ­დე­ბე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა. ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბით, თი­ბი­სის DevOps ინ­ჟინ­რე­ბი მზად არი­ან, გა­მოწ­ვე­ვებს გა­უმკლავ­დნენ და კომ­პა­ნი­ის შიგ­ნით სა­ჭი­რო ინო­ვა­ცი­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

თიბისის ტექ გუნდი DevOpsDays Portugal-ის შესახებ

თიბისის ტექ გუნდი DevOpsDays Portugal-ის შესახებ

ამჯერად, კომპანიის DevOps-ის გუნდმა DevOps-ის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონფერენციაში, DevOpsDays Portugal-ში მიიღო მონაწილეობა. ეს კონფერენციების სერიაა, რომელიც მსოფლიოს არა ერთ ქალაქში ტარდება და სათავეს 2009 წლიდან იღებს. DevOpsDays-ზე განხილული თემები, ძირითადად, ავტომატიზაციას, ტესტირებას, უსაფრთხოებასა და ორგანიზაციულ კულტურას ეხება, რაც ნემისმიერი მაღალი დონის კომპანიისთვის, შესაბამისად თიბისისთვისაც მნიშვნელოვანია.

თიბისიში შექმნილი ერთ-ერთი მიმართულება, DevOps CoE დაახლოებით 50-მდე DevOps ინჟინერისგან შედგება, რომლებიც კომპანიის მასშტაბით ბიზნეს მიმართულებებზე არიან გადანაწილებულები. თითოეულ ამ მიმართულებას საკუთარი ლიდერი ჰყავს. სწორედ მიმართულების ლიდებითა და DevOps არქიტექტებით დაკომპლექტდა გუნდი გაემგზავრა DevOpsDays Portugal-ზე.

კონფერენციაზე თიბისიდან 11 ადამიანი იმყოფებოდა და რამდენიმე მათგანმა DevOpsDays-ზე მიღებულ გამოცდილებასა და ემოციებზე საკუთარი პერსპექტივიდან ისაუბრა, თუმცა ყველა თანხმდება, რომ DevOpsDays Portugal მათი კარიერული განვითარების უნიკალური შესაძლებლობა იყო.

ქეთი წიკლაური გვიყვება, რომ კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა თიბისის ტექ გუნდი, რომ კომპანია იმავე ხელსაწყოებითა თუ მიდგომებით ცდილობს თანამედროვე სირთულეების დაძლევას, რომლებსაც წარმატებული, ყველასთვის ნაცნობი ორგანიზაციებიც იყენებენ. ქეთის განსაკუთრებული აღფრთოვანება DevOps-ის მიმართულებით ცნობილი პროფესიონალების გამოსვლებმა გამოიწვია, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება და მნიშვნელოვანი რჩევები გაუზიარეს.

“საინტერესო იყო პროფესიონალების გამოსვლები. მაგალითად, დანიელ რექუენა, რომელსაც ძალიან საიტერესო გზა აქვს გავლილი თავის პრაქტიკაში და ამჟამად პლატფორმის ინჟინერია. ის საკუთარ გამოცდილებასა და გამოვლილ პრობლემებზე დაყრდნობით, გვესაუბრა, როგორ გადავჭრათ პრობლემები მარტივად”, - გვიყვება ქეთი.

მიმართულების ლიდმა, ჯაბა მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ კონფერენციაზე მსოფლიო დონის პროფესიონალებთან ურთიერთობის შესაძლებლობა კარიერულ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. როგორც თავად ამბობს, ეს პროფესიონალს მთელი რიგი საკითხებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების უფრო ღრმა გაგებაში ეხმარება.

ჯაბას პათოსი ვანო ახვლედიანმა და ირაკლი ბერეჟიანმაც გაიზიარეს და აღნიშნეს, რომ DevOpsDays მხოლოს ტექნიკურ ცოდნას არ ეხება. მათი აზრით, ისეთი პიროვნული უნარები, როგორიც არის ეფექტური კომუნიკაცია და პროფესიული სანაცნობო წრის ჩამოყალიბება, ინჟინრის პროფესიულ საქმიანობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

“ძალიან კარგი იყო ნეთვორქინგის კუთხით. გავიცანით ბევრი უცხოელი კოლეგა და გავაზიარეთ ერთმანეთის აზრები. ასევე გავიცანით და შევხვდით ისეთ ადამიანებს, ვის ვიდეოებზეც გვისწავლია და განვითარებულვართ. ამ მხრივ ძალიან კარგი და შედეგიანი მოგზაურობა იყო”, - ამბობს ვანო.

რა თქმა უნდა, რა ხდება ორგანიზაციაში, რა არის მათი მიზანი და ამომავალი წერტილი უშუალოდ იქ დასაქმებულმა ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან. როგორც თიბისის ტექ გუნდის წევრები ამბობენ, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბაზარზე მოწინავე პოზიციის შენარჩუნებასთან ერთად, თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვაც არის. მათი თქმით, განვითარებული და თავდაჯერებული თანამშრომელი კომპანიის წარმატების საწინდარია და ამის მიღება ზუსტად ისეთ კონფერენციებზეა შესაძლებელი, როგორიცაა DevOpsDays Portugal.

“თიბისი "სტანდარტული" ბანკი არ არის - ეს ტექ კომპანიაა, რომელიც ცდილობს თავისი ტექ ტალანტების კომპეტენცია მუდმივად აამაღლოს, რისთვისაც მსგავს კონფერენციებს იყენებს”, - აღნიშნა ჯაბა მაჭარაშვილმა.

DevOpsDays პორტუგალიური თავგადასავალი თიბისის ტექ გუნდისთვის ფასდაუდებელი გამოცდილება აღმოჩნდა. ინდუსტრიის ლიდერებთან თანამშრომლობით და ცოდნის გაზიარებით, თიბისის DevOps ინჟინრები მზად არიან, გამოწვევებს გაუმკლავდნენ და კომპანიის შიგნით საჭირო ინოვაციები განახორციელონ.

R