კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი ფლორიდას თავს დაატყდა - უმძიმესი ფოტოები სტიქიის ზონიდან: რა შედეგები მოიტანა "მილტონმა"
საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი ფლორიდას თავს დაატყდა - უმძიმესი ფოტოები სტიქიის ზონიდან: რა შედეგები მოიტანა "მილტონმა"

აშშ-ში, შტატ ფლო­რი­დას მე-3 კა­ტე­გო­რი­ის ქა­რიშ­ხა­ლი “მილ­ტო­ნი“ და­ა­ტყდა თავს. ფლო­რი­დის სენტ-ლუ­სი­ის ოლ­ქში სტი­ქი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი უკვე და­ფიქ­სირ­და.

უც­ნო­ბია გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი, თუმ­ცა ფლო­რი­დის სენტ-ლუ­სი­ის ოლ­ქის შე­რი­ფის გან­ცხა­დე­ბით, არის და­ღუპ­ვის “მრავ­ლო­ბი­თი შემ­თხვე­ვა“, ხოლო ტე­რი­ტო­რია მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

  • “მილ­ტონს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, იყოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი ქა­რიშ­ხა­ლი და­სავ­ლეთ-ცენ­ტრა­ლურ ფლო­რი­და­ში“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის ქა­რიშ­ხლე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა.

ქა­რიშ­ხალ­მა მთელ შტატ­ში ტორ­ნა­დო­ე­ბი გა­მო­იწ­ვია, ძლი­ე­რი ქა­რი­სა და წვი­მის გამო, მი­ლი­ონ მომ­ხმა­რე­ბელს ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ასო­ბით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­თან ერ­თად, თავს სა­ერ­თო თავ­შე­საფ­რებს აფა­რებს.

ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ათა­სო­ბით წევ­რი ქა­რიშ­ხლის შემ­დეგ სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მზად არის. პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ წი­ნას­წარ გა­ნა­ლა­გა რე­სურ­სე­ბი და ასო­ბით პერ­სო­ნა­ლი.

ბა­ი­დენ­მა ფლო­რი­და კა­ტას­ტრო­ფის ზო­ნად გა­მო­ა­ცხა­და, რათა სტი­ქი­ა­ზე რე­ა­გი­რე­ბა გა­ად­ვილ­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის გამო, წინა დღე­ებ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს სახ­ლის და­ტო­ვე­ბის ბრძა­ნე­ბა მი­ე­ცა. “მილ­ტონს“ უკვე უწო­დეს "ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ქა­რიშ­ხა­ლი, რო­მე­ლიც ამ რე­გი­ონს ბოლო სა­უ­კუ­ნე­ში და­ა­ტყდა თავს".

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
7

ზესახელმწიფოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი რატომ ცხოვრობს ხის ან ფანერის სახლებში?! , განსაკუთრებით უჩვეულოა რომ ასეთ ქარიშხალსაშიშ ზონებშიც კი ქვით ნაშენი მყარი სახლები ბევრი არაა..

დდ
19

უწიათ ცოდვებმა. ჯერ სად არიან თუ გონს არ მოეგნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი ფლორიდას თავს დაატყდა - უმძიმესი ფოტოები სტიქიის ზონიდან: რა შედეგები მოიტანა "მილტონმა"

საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი ფლორიდას თავს დაატყდა - უმძიმესი ფოტოები სტიქიის ზონიდან: რა შედეგები მოიტანა "მილტონმა"

აშშ-ში, შტატ ფლორიდას მე-3 კატეგორიის ქარიშხალი “მილტონი“ დაატყდა თავს. ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქში სტიქიის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა.

უცნობია გარდაცვლილთა რიცხვი, თუმცა ფლორიდის სენტ-ლუსიის ოლქის შერიფის განცხადებით, არის დაღუპვის “მრავლობითი შემთხვევა“, ხოლო ტერიტორია მთლიანად განადგურებულია.

  • “მილტონს აქვს პოტენციალი, იყოს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ქარიშხალი დასავლეთ-ცენტრალურ ფლორიდაში“, - განაცხადა აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულმა ცენტრმა.

ქარიშხალმა მთელ შტატში ტორნადოები გამოიწვია, ძლიერი ქარისა და წვიმის გამო, მილიონ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. განადგურებულია ასობით საცხოვრებელი სახლი.

ადგილობრივი მოსახლეობა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, თავს საერთო თავშესაფრებს აფარებს.

ეროვნული გვარდიის ათასობით წევრი ქარიშხლის შემდეგ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ წინასწარ განალაგა რესურსები და ასობით პერსონალი.

ბაიდენმა ფლორიდა კატასტროფის ზონად გამოაცხადა, რათა სტიქიაზე რეაგირება გაადვილდეს.

შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი საფრთხის გამო, წინა დღეებში მილიონობით ადამიანს სახლის დატოვების ბრძანება მიეცა. “მილტონს“ უკვე უწოდეს "ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ამ რეგიონს ბოლო საუკუნეში დაატყდა თავს".

იხილეთ ასევე: