პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
19 წლის ბიჭმა ორი ქალი მოკლა, ერთის ცხედარი კი სიმაღლიდან გადააგდო - სასტიკი დანაშაული, საპროტესტო ტალღა თურქეთში და სკანდალი, რომელშიც ცნობილი თურქი მსახიობებიც არიან გახვეულნი
19 წლის ბიჭმა ორი ქალი მოკლა, ერთის ცხედარი კი სიმაღლიდან გადააგდო - სასტიკი დანაშაული, საპროტესტო ტალღა თურქეთში და სკანდალი, რომელშიც ცნობილი თურქი მსახიობებიც არიან გახვეულნი

თურ­ქეთ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მომ­ხდა­რი სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მღელ­ვა­რე­ბაა. 19 წლის ახალ­გაზ­რდა კაც­მა, სე­მიჰ ჩე­ლიკ­მა ორი გო­გო­ნა წა­მე­ბით მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა 4 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. მკვლელ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ, თავი მო­იკ­ლა.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, ბიჭი ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და. ის სტამ­ბო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჩა­პას ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის პა­ცი­ენ­ტი იყო. ბიჭი რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას და იღებ­და წამ­ლებს, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ჩა­ნა­წე­რე­ბი არ აღ­მო­აჩ­ნდათ.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი
  • სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლე­ბი

პა­რას­კევს, 16:00 სა­ათ­ზე, სტამ­ბოლ­ში, ფა­თი­ჰის რა­ი­ონ­ში, 19 წლის სე­მის ჩე­ლიქ­მა ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით 19 წლის ორი ქალი - იქ­ბალ უზუ­ნე­რი და აი­შე­ნურ ჰა­ლი­ლი მოკ­ლა. შემ­დეგ კი ედირ­ნე­კა­პას კე­დელ­ზე ავი­და, ერთ-ერთი მოკ­ლუ­ლი ქა­ლის, იქ­ბალ უზუ­ნე­რის ცხე­დარს თავი მო­აჭ­რა და სი­მაღ­ლი­დან გა­და­აგ­დო, შემ­დეგ კი კი­სერ­ზე თოკი შე­მო­იხ­ვია და კედ­ლი­დან გა­დახ­ტა.

  • ბი­ჭის მამა, ადემ ჩე­ლი­ქი პო­ლი­ცი­ის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს, რომ მოკ­ლუ­ლი აი­შე­ნურ ჰა­ლი­ლი მისი შვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო, ხოლო მე­ო­რე ქალი იქ­ბალ უზუ­ნე­რი მისი შვი­ლის სკო­ლის მე­გო­ბა­რი. ჩე­ლიქ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მის შვილს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ამ მი­ზე­ზით ადრე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და.

შემ­თხვე­ვას თურ­ქეთ­ში მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი მთავ­რო­ბას აკ­რი­ტი­კე­ბენ ქა­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბი­სა და ფე­მი­ცი­დის შემ­თხვე­ვე­ბის არა­საკ­მა­რი­სად აღ­კვე­თის გამო.

ასო­ბით ქალი შე­იკ­რი­ბა ედირ­ნე­კა­პას კედ­ლებ­თან, სა­დაც აქ­ტი­ვის­ტებ­მა მთავ­რო­ბას კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს. აქ­ტი­ვის­ტე­ბი თვლი­ან, რომ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი სა­თა­ნა­დოდ არ ის­ჯე­ბი­ან და მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დეს, სის­ტე­მის შეც­ვლის­კენ, სა­დაც კა­ცე­ბი დო­მი­ნი­რე­ბენ.

  • რო­გორ გა­ეხ­ვა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ურაზ ქა­ი­გა­რი­უღ­ლუ სკან­დალ­ში

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ერთ-ერთ გა­მო­ფე­ნა­ზე, ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბის ურაზ ქა­ი­გა­რი­ოღ­ლუს ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ი­ფი­ნა, სა­დაც ის ხორ­ცის საჭ­რელ და­ნას­თან ერ­თად პო­ზი­რებს და ქა­ლის მოჭ­რილ თავს აჩ­ვე­ნებს. ახ­ლა­ხან მომ­ხდარ­მა და­ნა­შა­ულ­მა კი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს ფო­ტო­ე­ბი გა­ახ­სე­ნა და ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის სა­ზღვრე­ბის შე­სა­ხებ ფარ­თო კრი­ტი­კა მოჰ­ყვა,

"ამას ხე­ლოვ­ნე­ბას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. ეს არის ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის უხე­ში მო­წო­დე­ბა.“

"რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამის დაშ­ვე­ბა?“

”დღეს მომ­ხდარ­მა სი­სას­ტი­კემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს ფო­ტო­ე­ბი გაგ­ვახ­სე­ნა.” - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

  • ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, მსგავ­სი ფო­ტო­ე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბა არ არის და ხელს უწყობს ძა­ლა­დო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

მსა­ხი­ო­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­ფე­ნა არ იყო მისი და ის მხო­ლოდ ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე იყო. მისი თქმით, არ ელო­და, რომ ეს ფო­ტო­ე­ბი წა­ა­ხა­ლი­სებ­და

ქა­ი­გა­რი­ოღ­ლუ აცხა­დებს, რომ მომ­ხდა­რის შემ­დეგ თავს უსაფრ­თხოდ აღარ გრძნობს და ის ახლა რთულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მისი თქმით, შე­საძ­ლოა ახლა სხვა პრო­ფე­სი­ით და­კავ­დეს.

ავტორი:

19 წლის ბიჭმა ორი ქალი მოკლა, ერთის ცხედარი კი სიმაღლიდან გადააგდო - სასტიკი დანაშაული, საპროტესტო ტალღა თურქეთში და სკანდალი, რომელშიც ცნობილი თურქი მსახიობებიც არიან გახვეულნი

19 წლის ბიჭმა ორი ქალი მოკლა, ერთის ცხედარი კი სიმაღლიდან გადააგდო - სასტიკი დანაშაული, საპროტესტო ტალღა თურქეთში და სკანდალი, რომელშიც ცნობილი თურქი მსახიობებიც არიან გახვეულნი

თურქეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარი სასტიკი დანაშაულის გამო საზოგადოებაში მღელვარებაა. 19 წლის ახალგაზრდა კაცმა, სემიჰ ჩელიკმა ორი გოგონა წამებით მოკლა. შემთხვევა 4 ოქტომბერს მოხდა. მკვლელმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, თავი მოიკლა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ბიჭი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ერთი წლის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ის სტამბოლის უნივერსიტეტის ჩაპას ფსიქიატრიული განყოფილების პაციენტი იყო. ბიჭი რეგულარულად გადიოდა მკურნალობას და იღებდა წამლებს, თუმცა საავადმყოფოში მისი ჰოსპიტალიზაციის ჩანაწერები არ აღმოაჩნდათ.

შემთხვევის ადგილი
  • სასტიკი დანაშაულის დეტალები

პარასკევს, 16:00 საათზე, სტამბოლში, ფათიჰის რაიონში, 19 წლის სემის ჩელიქმა ნახევარსაათიანი ინტერვალით 19 წლის ორი ქალი - იქბალ უზუნერი და აიშენურ ჰალილი მოკლა. შემდეგ კი ედირნეკაპას კედელზე ავიდა, ერთ-ერთი მოკლული ქალის, იქბალ უზუნერის ცხედარს თავი მოაჭრა და სიმაღლიდან გადააგდო, შემდეგ კი კისერზე თოკი შემოიხვია და კედლიდან გადახტა.

  • ბიჭის მამა, ადემ ჩელიქი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მოკლული აიშენურ ჰალილი მისი შვილის შეყვარებული იყო, ხოლო მეორე ქალი იქბალ უზუნერი მისი შვილის სკოლის მეგობარი. ჩელიქმა ასევე აღნიშნა, რომ მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ამ მიზეზით ადრე საავადმყოფოში მკურნალობდა.

შემთხვევას თურქეთში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ქალთა უფლებადამცველები მთავრობას აკრიტიკებენ ქალების მიმართ ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევების არასაკმარისად აღკვეთის გამო.

ასობით ქალი შეიკრიბა ედირნეკაპას კედლებთან, სადაც აქტივისტებმა მთავრობას კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდეს. აქტივისტები თვლიან, რომ მოძალადეები სათანადოდ არ ისჯებიან და მთავრობას მოუწოდეს, სისტემის შეცვლისკენ, სადაც კაცები დომინირებენ.

  • როგორ გაეხვა ცნობილი მსახიობი ურაზ ქაიგარიუღლუ სკანდალში

რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ გამოფენაზე, ცნობილი თურქი მსახიობის ურაზ ქაიგარიოღლუს ფოტოები გამოიფინა, სადაც ის ხორცის საჭრელ დანასთან ერთად პოზირებს და ქალის მოჭრილ თავს აჩვენებს. ახლახან მომხდარმა დანაშაულმა კი საზოგადოებას ეს ფოტოები გაახსენა და ხელოვნებისა და ძალადობის საზღვრების შესახებ ფართო კრიტიკა მოჰყვა,

"ამას ხელოვნებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ქალთა მიმართ ძალადობის უხეში მოწოდება.“

"როგორ შეიძლება ამის დაშვება?“

”დღეს მომხდარმა სისასტიკემ საზოგადოებას ეს ფოტოები გაგვახსენა.” - წერენ კომენტარებში.

  • ქალთა უფლებადამცველების თქმით, მსგავსი ფოტოები ხელოვნება არ არის და ხელს უწყობს ძალადობის გაძლიერებას.

მსახიობი ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ გამოფენა არ იყო მისი და ის მხოლოდ ერთ-ერთი მონაწილე იყო. მისი თქმით, არ ელოდა, რომ ეს ფოტოები წაახალისებდა

ქაიგარიოღლუ აცხადებს, რომ მომხდარის შემდეგ თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს და ის ახლა რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. მისი თქმით, შესაძლოა ახლა სხვა პროფესიით დაკავდეს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"