საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერაბი ამბობდა, ეს ბავშვი სხვაზე ძალადობდა და ამან გამაღიზიანაო... ბავშვის მამა ხულოს მერი იყო" - რას ჰყვება აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი?
"მერაბი ამბობდა, ეს ბავშვი სხვაზე ძალადობდა და ამან გამაღიზიანაო... ბავშვის მამა ხულოს მერი იყო" - რას ჰყვება აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი?

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 2000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და ბა­თუ­მის მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­მაც 12 წლის მო­ზარ­დი სცე­მა. კად­რე­ბი "ბა­თუ­მე­ლებ­მა" გა­ავ­რცე­ლა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი გაკ­ვე­თი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­წავ­ლე­ბელ­მა ბავ­შვზე არა­ერ­თხელ იძა­ლა­და, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფაქტს სხვა ბავ­შვე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

  • მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლის კად­რებ­მა დი­ლი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი მო­იც­ვა, მე­რაბ დო­ლი­ძეა. მას ცეკ­ვის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის 25-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ის სამ­სა­ხუ­რი­დან უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

თა­მარ მეს­ხი­ძე, ბა­თუ­მის მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი:

- ვა­დას­ტუ­რებ, რომ სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და. მე­რაბ დო­ლი­ძე 2001 წლი­დან მუ­შა­ობს ქო­რე­ოგ­რა­ფად, მე 2013 წლი­დან დი­რექ­ტო­რი ვარ და მსგავ­სი ფაქ­ტის არც მომსწრე გავმხდარ­ვარ, არც ზე­პი­რი და წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბით მო­უ­მარ­თავს ვინ­მეს ამ ადა­მი­ან­ზე. მე­რა­ბი ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნია, ჩვენ კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. სა­ერ­თოდ, ჩვენ­თან ოჯა­ხუ­რი გა­რე­მოა, ამ ფაქ­ტამ­დე მე­რაბ­ზე უარ­ყო­ფი­თის თქმა არ შე­მიძ­ლია. ქო­რე­ოგ­რა­ფებს რომ სჩ­ვე­ვი­ათ ხმის აწე­ვა, მე­რა­ბი პი­რი­ქით, ყო­ველ­თვის ძალ­ზე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, ქა­ლის, ბავ­შვის და ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნის პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი იყო. ცეკ­ვის დარ­ბა­ზი ჩემი კა­ბი­ნე­ტის გვერ­დი­თაა და იმ­დე­ნად მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა, ხე­ლოვ­ნე­ბა (მე თვი­თონ ქო­რე­ოგ­რაფ მოღ­ვა­წე­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რის სა­პა­ტიო წევ­რი ვარ), ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­სად­მი დიდი ინ­ტე­რე­სი მაქვს და ხში­რად ვეს­წრე­ბო­დი რე­პე­ტი­ცი­ებს. ყო­ველ­თვის გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ბავ­შვებს ისე უყ­ვართ, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი ჩა­ხუ­ტე­ბის გა­რე­შე არ სრულ­დე­ბო­და, ასე ემ­შვი­დო­ბე­ბოდ­ნენ მას­წავ­ლე­ბელს.

- რა გახ­და მომ­ხდა­რის მო­ტი­ვი?

- ეს მოხ­და 10 სექ­ტემ­ბერს. იმ სა­ღა­მოს, სტუმ­რე­ბი მყავ­და თბი­ლი­სი­დან და 6 სა­ა­თის მერე წა­ვე­დი (ზო­გა­დად, 9-მდე ვარ). იმ დღეს ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გა­მი­გია. პო­ლი­ცია 7-ის მერე მი­სუ­ლა. მე­ო­რე დღეს მი­ვი­ღე ინ­ფორ­მა­ცია, რომ სას­წრა­ფო წე­სით უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი, პატ­რუ­ლი იყო გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი. ად­გილ­ზე მშო­ბე­ლი დამ­ხვდა, რო­მელ­მაც იჩივ­ლა და მას გა­მო­უ­ძა­ხე­ბია პო­ლი­ცია. ვთხო­ვე, დამ­ლა­პა­რა­კე­ბო­და, მაგ­რამ არ შე­მომ­ყვა შე­ნო­ბა­ში, ანუ ჩემ­თან არა­ნა­ი­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­ა­კე­თა და პირ­და­პირ და­უ­რე­კა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს. როცა ისი­ნი მო­ვიდ­ნენ, ერ­თად ამო­ვი­ღეთ და ვნა­ხეთ ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბი. მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ­ბობ­და, დავ­სა­ჯე ბავ­შვი და მშო­ბელ­მა უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით მომ­მარ­თაო. ფაქ­ტია, კა­მე­რე­ბის ამო­ნა­წე­რი მქონ­და და ზედ­მე­ტი შე­კი­თხვა არ და­მის­ვამს, რო­გორც კი ჩა­ნა­წე­რი გავ­ხსე­ნით, მყი­სი­ე­რად მი­ვი­ღე მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რო­გორც თა­ვად მე­რაბ დო­ლი­ძე ამ­ბობ­და, ეს ბავ­შვი სხვა­ზე ძა­ლა­დობ­და და ამან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა.

- და ასე­თი ფორ­მით მო­აგ­ვა­რა პრობ­ლე­მა? ბავ­შვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და?

- ფაქ­ტია, მკაც­რად და­სა­ჯა. ბავ­შვი 11 წლი­საა, მას, რო­გორც ასე­თი, სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აქვს. სკო­ლი­დან მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბავ­შვი და­დი­ო­და გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, სულ ვკი­თხუ­ლობ­დი მის მდგო­მა­რე­ო­ბას.

- ქო­რე­ოგ­რაფს ორი სა­ჩი­ვა­რი შე­უ­ტა­ნია - დე­დის და მა­მი­დის გარ­და, თქვენ­თა­ნაც აქვს პრე­ტენ­ზია...

- ჩი­ვის იმი­ტომ, რომ ბავ­შვის დედა და მა­მი­და რე­პე­ტი­ცი­ა­ზე შე­სუ­ლან და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ (ამის კად­რე­ბი არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა) - ქალ­ბა­ტო­ნე­ბი შე­დი­ან და ქო­რე­ოგ­რაფს გან­მარ­ტე­ბას სთხო­ვენ, ძალ­ზე არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო კად­რე­ბია... ჩი­ვის იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მათ გამო ბავ­შვებ­მა რე­პე­ტი­ცი­ა­ზე სტრე­სი მი­ი­ღეს. მე­ო­რე სა­ჩი­ვა­რი ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხე­ბა, მისი ად­ვო­კა­ტი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ასა­ჩივ­რებს. მე­რა­ბის მე­უღ­ლე მო­ვი­და და მი­თხრა, ვა­სა­ჩივ­რებთ, ად­ვო­კატ­მა გვირ­ჩი­აო. მზად ვარ ყვე­ლაფ­რის­თვის, ვი­ნა­ი­დან ვფიქ­რობ, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. მას ვურ­ჩიე, ად­ვო­კა­ტი გა­მო­ეც­ვა­ლათ, საქ­მე არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მიჰ­ყავს-მეთ­ქი, მხო­ლოდ ეს ვუ­თხა­რი. როცა გა­ვი­გე, მე­ო­რე მხა­რეს უჩი­ო­და, ეს ქმე­დე­ბაც არას­წო­რია. ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას როცა ასა­ჩივ­რებს, ალ­ბათ ამარ­თლებს მის საქ­ცი­ელს, არ ვიცი, მე მას­თან ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ მქო­ნია.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის შვი­ლია, ამ ფაქტს მომ­ხდარ­თან რა კავ­ში­რი აქვს?

- ბავ­შვის მამა ბა­ტო­ნი გოჩა ხუ­ლოს მერი იყო და მას შემ­დეგ არ ვიცი, სად წა­ვი­და. მე ჩემი საქ­მე მაქვს და პო­ლი­ტი­კას­თან არ მაქვს კავ­ში­რი, ასე რომ, მარ­თლა არ ვი­ცო­დი, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ. ფაქ­ტი ისაა, რომ მოხ­და ცუდი ამ­ბა­ვი, ვგმობ ყო­ველ­გვარ ძა­ლა­დო­ბას, რაც არას­დროს ყო­ფი­ლა ჩვენ­თან - სა­სახ­ლე არ­სე­ბო­ბის 75 წელს ით­ვლის და ამ შე­ნო­ბა­ში მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, პი­რი­ქით, ეს სიყ­ვა­რუ­ლის და სით­ბოს ად­გი­ლია, სა­დაც ბავ­შვე­ბი სი­ხა­რუ­ლით მო­დი­ან, ვე­რა­ვინ იტყვის, რომ მსგავ­სი რამ ხში­რად ხდე­ბო­და და ბავ­შვებს თბი­ლი გა­რე­მო არ ხვდე­ბო­დათ. რა მოხ­და ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ვერ გე­ტყვით, თუმ­ცა სა­ხელ­დე­ბა ის ფაქ­ტი, რომ ერთი ბავ­შვი ძა­ლა­დობ­და მე­ო­რე­ზე და ამან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა მას­წავ­ლე­ბე­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lali
1

ასეთი სცენის შემდეგ, ბავშვისახლობელი ქალები შევიდოდნენ დარბაზში, აბა რა იქნებოდა და არ მისცემდნენ გაკვეთილის ჩატარების საშუალებას...ძალიან ამაზრზენი იყო ეს ვიდეო

ბექა
1

ბათუმში მგონია რომ წესრიგი დარღვეულია აბსოლიტურად ყველა სფეროში!!! არა მოძრაობის წესები, არა ქუჩური წესრიგი! ბავშვებს ურტყავდნენ და ეს ხალხი ვიღაც პედპფილ მასწავლებელს უდგებოდეს გვერდით?! ბათუმი! სირცხვილში იწვებით!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მერაბი ამბობდა, ეს ბავშვი სხვაზე ძალადობდა და ამან გამაღიზიანაო... ბავშვის მამა ხულოს მერი იყო" - რას ჰყვება აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი?

"მერაბი ამბობდა, ეს ბავშვი სხვაზე ძალადობდა და ამან გამაღიზიანაო... ბავშვის მამა ხულოს მერი იყო" - რას ჰყვება აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი?

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ცეკვის მასწავლებელს, რომელმაც 12 წლის მოზარდი სცემა. კადრები "ბათუმელებმა" გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ.

  • მასწავლებელი, რომლის კადრებმა დილიდან სოციალური ქსელები მოიცვა, მერაბ დოლიძეა. მას ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.

თამარ მესხიძე, ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი:

- ვადასტურებ, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა. მერაბ დოლიძე 2001 წლიდან მუშაობს ქორეოგრაფად, მე 2013 წლიდან დირექტორი ვარ და მსგავსი ფაქტის არც მომსწრე გავმხდარვარ, არც ზეპირი და წერილობითი განცხადებით მოუმართავს ვინმეს ამ ადამიანზე. მერაბი ძალიან დადებითი ადამიანია, ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით. საერთოდ, ჩვენთან ოჯახური გარემოა, ამ ფაქტამდე მერაბზე უარყოფითის თქმა არ შემიძლია. ქორეოგრაფებს რომ სჩვევიათ ხმის აწევა, მერაბი პირიქით, ყოველთვის ძალზე მოკრძალებული, ქალის, ბავშვის და ზოგადად ადამიანის პატივისმცემელი იყო. ცეკვის დარბაზი ჩემი კაბინეტის გვერდითაა და იმდენად მიყვარს ქართული ცეკვა, ხელოვნება (მე თვითონ ქორეოგრაფ მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის საპატიო წევრი ვარ), ამ მიმართულებისადმი დიდი ინტერესი მაქვს და ხშირად ვესწრებოდი რეპეტიციებს. ყოველთვის გაოცებული ვიყავი, ბავშვებს ისე უყვართ, რეპეტიციები ჩახუტების გარეშე არ სრულდებოდა, ასე ემშვიდობებოდნენ მასწავლებელს.

- რა გახდა მომხდარის მოტივი?

- ეს მოხდა 10 სექტემბერს. იმ საღამოს, სტუმრები მყავდა თბილისიდან და 6 საათის მერე წავედი (ზოგადად, 9-მდე ვარ). იმ დღეს ინციდენტის შესახებ არაფერი გამიგია. პოლიცია 7-ის მერე მისულა. მეორე დღეს მივიღე ინფორმაცია, რომ სასწრაფო წესით უნდა მივსულიყავი, პატრული იყო გამოძახებული. ადგილზე მშობელი დამხვდა, რომელმაც იჩივლა და მას გამოუძახებია პოლიცია. ვთხოვე, დამლაპარაკებოდა, მაგრამ არ შემომყვა შენობაში, ანუ ჩემთან არანაირი განცხადება არ გააკეთა და პირდაპირ დაურეკა სამართალდამცველებს. როცა ისინი მოვიდნენ, ერთად ამოვიღეთ და ვნახეთ ძალადობის კადრები. მასწავლებელი ამბობდა, დავსაჯე ბავშვი და მშობელმა უშვერი სიტყვებით მომმართაო. ფაქტია, კამერების ამონაწერი მქონდა და ზედმეტი შეკითხვა არ დამისვამს, როგორც კი ჩანაწერი გავხსენით, მყისიერად მივიღე მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება. როგორც თავად მერაბ დოლიძე ამბობდა, ეს ბავშვი სხვაზე ძალადობდა და ამან გააღიზიანა.

- და ასეთი ფორმით მოაგვარა პრობლემა? ბავშვს დაზიანებები ჰქონდა?

- ფაქტია, მკაცრად დასაჯა. ბავშვი 11 წლისაა, მას, როგორც ასეთი, სხეულზე დაზიანებები არ აქვს. სკოლიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვი დადიოდა გაკვეთილებზე, სულ ვკითხულობდი მის მდგომარეობას.

- ქორეოგრაფს ორი საჩივარი შეუტანია - დედის და მამიდის გარდა, თქვენთანაც აქვს პრეტენზია...

- ჩივის იმიტომ, რომ ბავშვის დედა და მამიდა რეპეტიციაზე შესულან და შეურაცხყოფა მიუყენებიათ (ამის კადრები არ გავრცელებულა) - ქალბატონები შედიან და ქორეოგრაფს განმარტებას სთხოვენ, ძალზე არასასიამოვნო კადრებია... ჩივის იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გამო ბავშვებმა რეპეტიციაზე სტრესი მიიღეს. მეორე საჩივარი ჩემს გადაწყვეტილებას ეხება, მისი ადვოკატი გათავისუფლების გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. მერაბის მეუღლე მოვიდა და მითხრა, ვასაჩივრებთ, ადვოკატმა გვირჩიაო. მზად ვარ ყველაფრისთვის, ვინაიდან ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მას ვურჩიე, ადვოკატი გამოეცვალათ, საქმე არასწორი მიმართულებით მიჰყავს-მეთქი, მხოლოდ ეს ვუთხარი. როცა გავიგე, მეორე მხარეს უჩიოდა, ეს ქმედებაც არასწორია. ჩემს გადაწყვეტილებას როცა ასაჩივრებს, ალბათ ამართლებს მის საქციელს, არ ვიცი, მე მასთან ამაზე საუბარი არ მქონია.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაზარალებული ოპოზიციონერის შვილია, ამ ფაქტს მომხდართან რა კავშირი აქვს?

- ბავშვის მამა ბატონი გოჩა ხულოს მერი იყო და მას შემდეგ არ ვიცი, სად წავიდა. მე ჩემი საქმე მაქვს და პოლიტიკასთან არ მაქვს კავშირი, ასე რომ, მართლა არ ვიცოდი, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ. ფაქტი ისაა, რომ მოხდა ცუდი ამბავი, ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, რაც არასდროს ყოფილა ჩვენთან - სასახლე არსებობის 75 წელს ითვლის და ამ შენობაში მსგავსი არაფერი მომხდარა, პირიქით, ეს სიყვარულის და სითბოს ადგილია, სადაც ბავშვები სიხარულით მოდიან, ვერავინ იტყვის, რომ მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა და ბავშვებს თბილი გარემო არ ხვდებოდათ. რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ გეტყვით, თუმცა სახელდება ის ფაქტი, რომ ერთი ბავშვი ძალადობდა მეორეზე და ამან გააღიზიანა მასწავლებელი.

წაიკითხეთ ასევე: