სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შიშით არის განპირობებული თუ ბრაზით, რადგან ზურაბიშვილი მათ არ ემორჩილება, არ ვიცი... ამის რაციონალურად ახსნა შეუძლებელია" - "ოცნება" ისევ პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს: რა ამბობენ ექსპერტები?
"შიშით არის განპირობებული თუ ბრაზით, რადგან ზურაბიშვილი მათ არ ემორჩილება, არ ვიცი... ამის რაციონალურად ახსნა შეუძლებელია" - "ოცნება" ისევ პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს: რა ამბობენ ექსპერტები?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რას კი­დევ ერთხელ იწყებს. ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რმა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მისი გან­მარ­ტე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მი­ზე­ზი კვლავ უცხო­ეთ­ში უნე­ბარ­თვო ვი­ზი­ტე­ბია. პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­დგი­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე წა­რედ­გი­ნე­ბა, თუმ­ცა სა­კი­თხზე ახა­ლი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტი, პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მებ­ზე იმ­სჯე­ლებს.

" სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მიმ­დი­ნა­რე წელს ისე­დაც ეწუ­რე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა. შე­სა­ბა­მი­სად, იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით მისი გა­და­ყე­ნე­ბით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა მაქ­სი­მუმ ერთი თვით შე­იკ­ვე­ცოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მის გა­და­ყე­ნე­ბას, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის მხრივ, აქვს მეტ­წი­ლად სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა, თუმ­ცა ძალ­ზე პრინ­ცი­პუ­ლია ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა. (იხი­ლეთ გან­ცხა­დე­ბა სრუ­ლად)

"სა­კონ­სტი­ტუ­ციო სარ­ჩე­ლი უსა­ფუძ­ვლოა და არის შუ­რის­ძი­ე­ბის აქტი კონ­კრე­ტუ­ლი პერ­სო­ნის მი­მართ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პა­ნი­კა­შია“, - ასე შე­ფას­და კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­ბი­ჯი.

პო­ლი­ტო­ლოგ თენ­გიზ ფხა­ლა­ძის თქმით, ამ ნა­ბი­ჯის პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­გი­კით ახ­სნა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს არის ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც უფრო მე­ტად დამ­ყა­რე­ბუ­ლია ემო­ცი­ებ­ზე, ამ­ბი­ცი­ებ­ზე, ვიდ­რე ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზე.

"რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ამის ახ­სნა ძა­ლი­ან ძნე­ლია იმი­ტომ, რომ სრუ­ლი აბ­სურ­დია რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო:

1. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ეწუ­რე­ბა და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ "ოც­ნე­ბა“ რჩე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, გა­სა­გე­ბია, რომ ის ვერ იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტი. ხოლო გა­დამ­დგა­რი პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტი რას ნიშ­ნავს, ეს ცალ­კე თე­მაა.

2. თუ "ოც­ნე­ბა“ აპი­რებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით ჩა­ა­ტა­როს ეს ყვე­ლა­ფე­რი და იმ­პიჩ­მენ­ტი არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მო­ას­წროს, ეს კი­დევ უფრო მე­ტად აბ­სურ­დია იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი რა­მაა კი­დევ გა­სა­კე­თე­ბე­ლი და არა მგო­ნია, ეს იყოს მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა.

3. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რაც არის, მივ­დი­ვართ ისევ იმას­თან, რომ "ოც­ნე­ბა“ ძალ­ზე მწვა­ვედ რე­ა­გი­რებს კრი­ტი­კა­ზე და მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტის ნე­ბის­მი­ერ აქ­ტი­ვო­ბა­ზე, რო­მე­ლიც არ ჯდე­ბა "ოც­ნე­ბის“ გე­მოვ­ნე­ბა­ში.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ში­ში­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი თუ ბრა­ზით, რომ ზუ­რა­ბიშ­ვილს თა­ვის დრო­ზე და­ეხ­მარ­ნენ პრე­ზი­დენ­ტი გამ­ხდა­რი­ყო და ახლა გაბ­რაზ­დნენ იმა­ზე, რომ ის მათ არ ემორ­ჩი­ლე­ბა, არ ვიცი, მაგ­რამ ამის რამე რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­გი­კით ახ­სნა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი. ეს არის ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც უფრო მე­ტად დამ­ყა­რე­ბუ­ლია ემო­ცი­ებ­ზე, ამ­ბი­ცი­ებ­ზე, ვიდ­რე ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზე - და­ვუშ­ვათ, ქვეყ­ნის წინსვლის, ან იმა­ვე ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის და კონ­სტი­ტუ­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბის მო­ტი­ვით - "ოც­ნე­ბა“ იმ­დე­ნად, იმ­დენ­ჯერ და ისე ხში­რად არ­ღვევს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, რომ სა­სა­ცი­ლოა, რო­დე­საც გვეს­მის, რომ ისი­ნი ამას სხვებს საყ­ვე­დუ­რო­ბენ. დღეს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა და ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო რთულ­დე­ბა, რო­დე­საც და­ა­ნონ­სე­ბუ­ლია რეპ­რე­სი­ე­ბი, სა­უ­ბა­რია ოპო­ზი­ცი­ის აკ­რძალ­ვა­ზე და სხვა უამ­რავ რა­ღა­ცა­ზე, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა თურ­მე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის უცხო­ეთ­ში ვი­ზი­ტი ყო­ფი­ლა. ეს არა­ნა­ირ ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბა... შე­მიძ­ლია ერთი რამ ვთქვა, რომ ამით "ოც­ნე­ბა“ ნამ­დვი­ლად სა­კუ­თა­რი თა­ვის ვნე­ბის რე­ჟიმ­შია გა­და­სუ­ლი, რად­გან ეს არა­ნა­ი­რად ხელს არ უწყობს და ვერ შე­უ­წყობს მათი რე­ი­ტინ­გის გაზ­რდას. ეს არის სა­კუ­თა­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ნა­წილ­ზე გათ­ვლი­ლი ძა­ლი­ან მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ეფექ­ტის მქო­ნე ნა­ბი­ჯი, სხვა არა­ფე­რი. თუ "ოც­ნე­ბა“ რჩე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, გა­სა­გე­ბია, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ვერც ერთ ვა­რი­ან­ტში ვერ იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტი, ასე რომ, ამ ყვე­ლა­ფერ­ში აზრს ვერ ვხე­დავ.“

პო­ლი­ტო­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძეს მი­აჩ­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ეს მკა­ფიო და­პი­რის­პი­რე­ბა არის სიგ­ნა­ლი თა­ვი­სი ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის, რომ ის ჯგუ­ფი, ვის­თა­ნაც პრე­ზი­დენტს აქვს საქ­მე, მი­უ­ღე­ბე­ლია "ოც­ნე­ბის­თვის“.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ცდი­ლობს კი­დევ უფრო გა­მოკ­ვე­თოს თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ. ვფიქ­რობ, ის სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან ისე­ვე, რო­გორც წინა ჯერ­ზე, სირ­თუ­ლე­ებს წა­ა­წყდე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ეს მკა­ფიო და­პი­რის­პი­რე­ბა იქ­ნე­ბა სიგ­ნა­ლი თა­ვი­სი ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის, რომ ის ჯგუ­ფი, ვის­თა­ნაც პრე­ზი­დენტს აქვს საქ­მე, მი­უ­ღე­ბე­ლია "ოც­ნე­ბის­თვის“. არის ასე­თი გან­წყო­ბე­ბი, ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე აცხა­დებს, რომ არც "ოც­ნე­ბა“ უნდა, არც - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და სხვა პარ­ტი­ებს და­უ­ჭერს მხარს. პრე­ზი­დენ­ტსაც ისეთ პარ­ტი­ებ­თან აქვს საქ­მე, რომ­ლე­ბიც ამ პო­ლუ­სებ­ზე ("ნა­ცე­ბის" და "ქო­ცე­ბის") არ ფი­გუ­რი­რე­ბენ. ამ პარ­ტი­ებ­თან პრე­ზი­დენ­ტის ყოფ­ნა "ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩევ­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი რომ უნდა იყოს, ამ სათ­ქმელს ეუბ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამომ­რჩე­ველს. არ­ჩევ­ნებს ყო­ველ­თვის ახ­ლავს ხმე­ბის და­კარ­გვის შიში და ამას ცდი­ლობს "ოც­ნე­ბა“. ვერ ვხე­დავ იმის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რომ ლი­დე­რებ­მა ივა­ნიშ­ვილს კოჭი გა­უ­გო­რონ, კოჭი თუ სჭირ­დე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლი ისე­დაც იგო­რებს "ოც­ნე­ბის“ მხრი­დან, მისი შემ­და­ვებ­ლე­ბი მა­ინც არ არი­ან.

ამ იმ­პიჩ­მენ­ტის გა­მო­ცხა­დე­ბას, ჩემი აზ­რით, მხო­ლოდ სა­სიგ­ნა­ლო ფუნ­ქცია ჰქონ­და და არა რე­ა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"შიშით არის განპირობებული თუ ბრაზით, რადგან ზურაბიშვილი მათ არ ემორჩილება, არ ვიცი... ამის რაციონალურად ახსნა შეუძლებელია" - "ოცნება" ისევ პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს: რა ამბობენ ექსპერტები?

"შიშით არის განპირობებული თუ ბრაზით, რადგან ზურაბიშვილი მათ არ ემორჩილება, არ ვიცი... ამის რაციონალურად ახსნა შეუძლებელია" - "ოცნება" ისევ პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს: რა ამბობენ ექსპერტები?

"ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. ამის შესახებ "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია. პაპუაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება, თუმცა საკითხზე ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე იმსჯელებს.

" სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა. (იხილეთ განცხადება სრულად)

"საკონსტიტუციო სარჩელი უსაფუძვლოა და არის შურისძიების აქტი კონკრეტული პერსონის მიმართ, "ქართული ოცნება“ პანიკაშია“, - ასე შეფასდა კონსტიტუციონალისტების ნაწილის მხრიდან ხელისუფლების ნაბიჯი.

პოლიტოლოგ თენგიზ ფხალაძის თქმით, ამ ნაბიჯის პოლიტიკური ლოგიკით ახსნა შეუძლებელია, ეს არის ირაციონალური გადაწყვეტილება, რაც უფრო მეტად დამყარებულია ემოციებზე, ამბიციებზე, ვიდრე ქვეყნის ინტერესებზე.

"რაციონალურად ამის ახსნა ძალიან ძნელია იმიტომ, რომ სრული აბსურდია რამდენიმე მიზეზის გამო:

1. სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა რამდენიმე კვირაში ეწურება და იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში, გასაგებია, რომ ის ვერ იქნება პრეზიდენტი. ხოლო გადამდგარი პრეზიდენტის იმპიჩმენტი რას ნიშნავს, ეს ცალკე თემაა.

2. თუ "ოცნება“ აპირებს განსაკუთრებულად დაჩქარებული წესით ჩაატაროს ეს ყველაფერი და იმპიჩმენტი არჩევნებამდე მოასწროს, ეს კიდევ უფრო მეტად აბსურდია იმიტომ, რომ ქვეყანაში უამრავი რამაა კიდევ გასაკეთებელი და არა მგონია, ეს იყოს მთავარი პრობლემა.

3. ყველაზე მთავარი რაც არის, მივდივართ ისევ იმასთან, რომ "ოცნება“ ძალზე მწვავედ რეაგირებს კრიტიკაზე და მათ შორის პრეზიდენტის ნებისმიერ აქტივობაზე, რომელიც არ ჯდება "ოცნების“ გემოვნებაში.

ეს ყველაფერი შიშითაა განპირობებული თუ ბრაზით, რომ ზურაბიშვილს თავის დროზე დაეხმარნენ პრეზიდენტი გამხდარიყო და ახლა გაბრაზდნენ იმაზე, რომ ის მათ არ ემორჩილება, არ ვიცი, მაგრამ ამის რამე რაციონალური, პოლიტიკური ლოგიკით ახსნა არის შეუძლებელი. ეს არის ირაციონალური გადაწყვეტილება, რაც უფრო მეტად დამყარებულია ემოციებზე, ამბიციებზე, ვიდრე ქვეყნის ინტერესებზე - დავუშვათ, ქვეყნის წინსვლის, ან იმავე ინსტიტუციების და კონსტიტუციის გაძლიერების მოტივით - "ოცნება“ იმდენად, იმდენჯერ და ისე ხშირად არღვევს კონსტიტუციას, რომ სასაცილოა, როდესაც გვესმის, რომ ისინი ამას სხვებს საყვედურობენ. დღეს, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და ვითარება კიდევ უფრო რთულდება, როდესაც დაანონსებულია რეპრესიები, საუბარია ოპოზიციის აკრძალვაზე და სხვა უამრავ რაღაცაზე, მთავარი პრობლემა თურმე სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტი ყოფილა. ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება... შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ ამით "ოცნება“ ნამდვილად საკუთარი თავის ვნების რეჟიმშია გადასული, რადგან ეს არანაირად ხელს არ უწყობს და ვერ შეუწყობს მათი რეიტინგის გაზრდას. ეს არის საკუთარი მხარდამჭერების ნაწილზე გათვლილი ძალიან მოკლევადიანი ეფექტის მქონე ნაბიჯი, სხვა არაფერი. თუ "ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში, გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერც ერთ ვარიანტში ვერ იქნება პრეზიდენტი, ასე რომ, ამ ყველაფერში აზრს ვერ ვხედავ.“

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს მკაფიო დაპირისპირება არის სიგნალი თავისი ამომრჩევლებისთვის, რომ ის ჯგუფი, ვისთანაც პრეზიდენტს აქვს საქმე, მიუღებელია "ოცნებისთვის“.

"ქართული ოცნება“ ცდილობს კიდევ უფრო გამოკვეთოს თავისი დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ. ვფიქრობ, ის სასამართლოს მხრიდან ისევე, როგორც წინა ჯერზე, სირთულეებს წააწყდება. ხელისუფლების მხრიდან ეს მკაფიო დაპირისპირება იქნება სიგნალი თავისი ამომრჩევლებისთვის, რომ ის ჯგუფი, ვისთანაც პრეზიდენტს აქვს საქმე, მიუღებელია "ოცნებისთვის“. არის ასეთი განწყობები, ბევრი მოქალაქე აცხადებს, რომ არც "ოცნება“ უნდა, არც - "ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიებს დაუჭერს მხარს. პრეზიდენტსაც ისეთ პარტიებთან აქვს საქმე, რომლებიც ამ პოლუსებზე ("ნაცების" და "ქოცების") არ ფიგურირებენ. ამ პარტიებთან პრეზიდენტის ყოფნა "ოცნების“ ამომრჩევლისთვის მიუღებელი რომ უნდა იყოს, ამ სათქმელს ეუბნება ხელისუფლება ამომრჩეველს. არჩევნებს ყოველთვის ახლავს ხმების დაკარგვის შიში და ამას ცდილობს "ოცნება“. ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ლიდერებმა ივანიშვილს კოჭი გაუგორონ, კოჭი თუ სჭირდება, ივანიშვილი ისედაც იგორებს "ოცნების“ მხრიდან, მისი შემდავებლები მაინც არ არიან.

ამ იმპიჩმენტის გამოცხადებას, ჩემი აზრით, მხოლოდ სასიგნალო ფუნქცია ჰქონდა და არა რეალურად განხორციელება“.