მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა თენგიზ გაჩეჩილაძეს - ადამიანს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქართული, სპორტული მედიის ფლაგმან "ლელოს" რედაქტორობდა
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა თენგიზ გაჩეჩილაძეს - ადამიანს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქართული, სპორტული მედიის ფლაგმან "ლელოს" რედაქტორობდა

სა­ხელ­მწი­ფო ცე­რე­მო­ნი­ე­ბის სა­სახ­ლე­ში თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის წო­დე­ბა 25 მო­ქა­ლა­ქეს მი­ა­ნი­ჭა. მათ შო­რის არის ქარ­თვე­ლი პე­და­გო­გი, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, სპორ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი თენ­გიზ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე

ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი 1939 წლის 28 აპ­რილს ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წე­ვა­ში და­ი­ბა­და.

1963 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი კულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტი, 1968 წელს - თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

ის 1958 წლი­დან ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში მოღ­ვა­წე­ობს. იყო ჟურ­ნალ "მარ­თვეს“ რე­დაქ­ტო­რი, 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (1985-2015) კი ქარ­თულ სპორ­ტულ გა­ზეთ "ლე­ლოს“ რე­დაქ­ტო­რობ­და (ამ­ჟა­მად სა­პა­ტიო რე­დაქ­ტო­რი). "სპორ­ტი ყვე­ლა­სათ­ვის“ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი (2005-2013). არის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი. სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დო­ე­ბის მფლო­ბე­ლი, არა­ერ­თი წიგ­ნი­სა და გა­მო­ცე­მის ავ­ტო­რი.

თენ­გიზ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია, რო­მე­ლიც აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი იყო ზა­ფხუ­ლი­სა და ზამ­თრის 14 ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, რაც უნი­კა­ლუ­რი და სარ­ე­კორ­დო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. 1994 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო ლი­ლე­ჰა­მე­რის (ნორ­ვე­გია) ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე.

ეწე­ვა პე­და­გო­გი­ურ და ჟურ­ნა­ლის­ტურ მოღ­ვა­წე­ო­ბას. 2014 წელს გა­მოს­ცა წიგ­ნი "ლელო“-80 - გა­ზეთ "ლე­ლოს“ და­არ­სე­ბი­დან 80 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა თენგიზ გაჩეჩილაძეს - ადამიანს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქართული, სპორტული მედიის ფლაგმან "ლელოს" რედაქტორობდა

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა თენგიზ გაჩეჩილაძეს - ადამიანს, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქართული, სპორტული მედიის ფლაგმან "ლელოს" რედაქტორობდა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭა. მათ შორის არის ქართველი პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული სპორტული ჟურნალისტი, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ასოცირებული პროფესორი თენგიზ გაჩეჩილაძე

ბატონი თენგიზი 1939 წლის 28 აპრილს ზესტაფონის რაიონის სოფელ წევაში დაიბადა.

1963 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, 1968 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ის 1958 წლიდან ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს. იყო ჟურნალ "მართვეს“ რედაქტორი, 30 წლის განმავლობაში (1985-2015) კი ქართულ სპორტულ გაზეთ "ლელოს“ რედაქტორობდა (ამჟამად საპატიო რედაქტორი). "სპორტი ყველასათვის“ საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი (2005-2013). არის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი. საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი, არაერთი წიგნისა და გამოცემის ავტორი.

თენგიზ გაჩეჩილაძე ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც აკრედიტირებული იყო ზაფხულისა და ზამთრის 14 ოლიმპიურ თამაშებზე, რაც უნიკალური და სარეკორდო მაჩვენებელია. 1994 წელს საქართველოს პირველი ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი იყო ლილეჰამერის (ნორვეგია) ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

ეწევა პედაგოგიურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას. 2014 წელს გამოსცა წიგნი "ლელო“-80 - გაზეთ "ლელოს“ დაარსებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.