სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც მეტს ვიგებ ამ ქვეყნის შესახებ, უფრო და უფრო მიყვარდება..." - ჩინელი გოგონა თამარ მეფესა და წმინდა ნინოს "აღმერთებს"
"რაც მეტს ვიგებ ამ ქვეყნის შესახებ, უფრო და უფრო მიყვარდება..." - ჩინელი გოგონა თამარ მეფესა და წმინდა ნინოს "აღმერთებს"

"ადრე მე­გო­ნა, რომ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ანა და­მეხ­მა­რა, უკე­თე­სი შე­დე­გის­თვის მი­მეღ­წია. ვფიქ­რობ, უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გავ­ხდი. როცა ვცეკ­ვავ, ვგრძნობ, რომ ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე უფრო ლა­მა­ზი და მიმ­ზიდ­ვე­ლი ვარ. მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი კარ­გი ცეკ­ვაა, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა სა­ოც­რე­ბაა", - ამ­ბობს ჩი­ნე­ლი გო­გო­ნა ლულუ ჭან­გი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო უსა­ზღვროდ უყ­ვარს..." ანა ჭუ­ნაშ­ვი­ლი და ლულუ ჭან­გი.

ანა ჭუ­ნაშ­ვი­ლი, ან­სამ­ბლ "კავ­კა­სი­ის" პე­და­გო­გი:

- ლუ­ლუს ჩემი კლა­სე­ლის თხოვ­ნით შევ­ხვდი... მი­თხრა, ჩი­ნე­ლი გო­გო­ნაა, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის შეს­წავ­ლა სურს, იქ­ნებ შეხ­ვდე, გა­ი­სა­უბ­რო­თო... თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, უცხო­ელს ალ­ბათ, გა­უ­ჭირ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის შეს­წავ­ლა-მეთ­ქი, მაგ­რამ მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე შევ­ხვედ­რო­დი... ლულუ იმ­დე­ნად ნი­ჭი­ე­რი, კე­თი­ლი და თბი­ლი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­დავ­წყვი­ტე, მისი ცეკ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი მე გავმხდა­რი­ყა­ვი. ლუ­ლუს­თან მუ­შა­ო­ბა იო­ლია, რად­გან ინ­გლი­სუ­რად კარ­გად სა­უბ­რობს. ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რეა, ერთ დღეს ნას­წავ­ლი ილე­თე­ბი მე­ო­რე დღეს იმ­დე­ნად კარ­გად იცის, შეგ­ვიძ­ლია შემ­დეგ ილე­თებ­ზე გა­და­ვი­დეთ. ძა­ლი­ან მოს­წონს ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა, კულ­ტუ­რა, სა­ქარ­თვე­ლო... ეს ჩემ­თვის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცი­აა, რომ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის სწავ­ლა­ში და­ვეხ­მა­რო. სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ა­მა­ყოა იმის ყუ­რე­ბა, რო­გორ ლა­მა­ზად ცეკ­ვავს ჩი­ნე­ლი გო­გო­ნა ქარ­თულ ცეკ­ვას ციმ­ცი­მა თვა­ლე­ბით. დღეს არა მხო­ლოდ მოს­წავ­ლე და მას­წავ­ლე­ბე­ლი, არა­მედ მე­გობ­რე­ბიც ვართ.

ლულუ ჭან­გი:

- 10 წლის წინ ღვი­ნის ბიზ­ნეს­ში ვი­ყა­ვი. მა­შინ გა­ვი­გე, რომ სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა იყო, რო­მელ­მაც ღვი­ნო და­ამ­ზა­და. ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ტექ­ნო­ლო­გია ბორ­დო­ში შე­ვის­წავ­ლე. მას შემ­დეგ სულ უფრო და­ვინ­ტე­რეს­დი სა­ქარ­თვე­ლო­თი და 2017 წელს ჩა­მო­ვე­დი კი­დეც. სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც უფრო მეტს ვმოგ­ზა­უ­რობ­დი, მე­გობ­რე­ბიც მე­მა­ტე­ბო­და. ახლა უფრო მეტი ვიცი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის, ის­ტო­რი­ის, საკ­ვე­ბი­სა და ღვი­ნის შე­სა­ხებ... ჩემი საყ­ვა­რე­ლი საჭ­მე­ლია ხაში (ჭა­ჭას­თან ერ­თად) და ხინ­კა­ლი, საყ­ვა­რე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი გმი­რე­ბი კი არი­ან თა­მარ მეფე და წმინ­და ნინო.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის შეს­წავ­ლა და რამ­დე­ნად რთუ­ლი ან პი­რი­ქით, ად­ვი­ლია თქვენ­თვის?

- პირ­ვე­ლად ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბი რეს­ტო­რან­ში ვნა­ხე. თა­ვი­დან მე­გო­ნა, ცეკ­ვა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. მე­ში­ნო­და, კარ­გად რომ ვერ მე­ცეკ­ვა, შემ­რცხვე­ბო­და. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ ანა გა­ვი­ცა­ნი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო.ხო
0

კომენტარებს თუ გადახედავს ვინმე მიხვდება რომ ბიღმიანები გავხდით ქართველები .თუ უცხოელს ჩევენი კულტურა მოსწონს,მითუმეტეს ჩინელს რომელსაც თავისი ნამდვილად არ აკლია უნდა გაიარო და კი არ იქილიკო

ლალი
0

ქართველი ოღონდ შეაქე და კულტურა მოუწონე, ზედ გადაგყვება. ეხლა ჩინელებს გვაწონებენ, ვერ ხვდებით?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"რაც მეტს ვიგებ ამ ქვეყნის შესახებ, უფრო და უფრო მიყვარდება..." - ჩინელი გოგონა თამარ მეფესა და წმინდა ნინოს "აღმერთებს"

"რაც მეტს ვიგებ ამ ქვეყნის შესახებ, უფრო და უფრო მიყვარდება..." - ჩინელი გოგონა თამარ მეფესა და წმინდა ნინოს "აღმერთებს"

"ადრე მეგონა, რომ ქართული ცეკვა ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ანა დამეხმარა, უკეთესი შედეგისთვის მიმეღწია. ვფიქრობ, უფრო თავდაჯერებული გავხდი. როცა ვცეკვავ, ვგრძნობ, რომ ჩვეულებრივზე უფრო ლამაზი და მიმზიდველი ვარ. მსოფლიოში ბევრი კარგი ცეკვაა, მაგრამ ქართული ცეკვა საოცრებაა", - ამბობს ჩინელი გოგონა ლულუ ჭანგი, რომელსაც საქართველო უსაზღვროდ უყვარს..." ანა ჭუნაშვილი და ლულუ ჭანგი.

ანა ჭუნაშვილი, ანსამბლ "კავკასიის" პედაგოგი:

- ლულუს ჩემი კლასელის თხოვნით შევხვდი... მითხრა, ჩინელი გოგონაა, რომელსაც ქართული ცეკვის შესწავლა სურს, იქნებ შეხვდე, გაისაუბროთო... თავიდან ვიფიქრე, უცხოელს ალბათ, გაუჭირდება ქართული ცეკვის შესწავლა-მეთქი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე შევხვედროდი... ლულუ იმდენად ნიჭიერი, კეთილი და თბილი ადამიანი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე, მისი ცეკვის მასწავლებელი მე გავმხდარიყავი. ლულუსთან მუშაობა იოლია, რადგან ინგლისურად კარგად საუბრობს. ძალიან მონდომებული და შრომისმოყვარეა, ერთ დღეს ნასწავლი ილეთები მეორე დღეს იმდენად კარგად იცის, შეგვიძლია შემდეგ ილეთებზე გადავიდეთ. ძალიან მოსწონს ქართული ცეკვა, კულტურა, საქართველო... ეს ჩემთვის მთავარი მოტივაციაა, რომ ქართული ცეკვის სწავლაში დავეხმარო. სასიამოვნო და საამაყოა იმის ყურება, როგორ ლამაზად ცეკვავს ჩინელი გოგონა ქართულ ცეკვას ციმციმა თვალებით. დღეს არა მხოლოდ მოსწავლე და მასწავლებელი, არამედ მეგობრებიც ვართ.

ლულუ ჭანგი:

- 10 წლის წინ ღვინის ბიზნესში ვიყავი. მაშინ გავიგე, რომ საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ღვინო დაამზადა. ღვინის დაყენების ტექნოლოგია ბორდოში შევისწავლე. მას შემდეგ სულ უფრო დავინტერესდი საქართველოთი და 2017 წელს ჩამოვედი კიდეც. საქართველოში რაც უფრო მეტს ვმოგზაურობდი, მეგობრებიც მემატებოდა. ახლა უფრო მეტი ვიცი ქართული კულტურის, ისტორიის, საკვებისა და ღვინის შესახებ... ჩემი საყვარელი საჭმელია ხაში (ჭაჭასთან ერთად) და ხინკალი, საყვარელი ისტორიული გმირები კი არიან თამარ მეფე და წმინდა ნინო.

- რატომ გადაწყვიტეთ ქართული ცეკვის შესწავლა და რამდენად რთული ან პირიქით, ადვილია თქვენთვის?

- პირველად ქართული ცეკვები რესტორანში ვნახე. თავიდან მეგონა, ცეკვა ძალიან გამიჭირდებოდა. მეშინოდა, კარგად რომ ვერ მეცეკვა, შემრცხვებოდა. ძალიან გამიმართლა, რომ ანა გავიცანი. გააგრძელეთ კითხვა