კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი უკრაინაში: ორი ჩინოვნიკის ბინიდან 6 მლნ დოლარია ამოღებული - ჩხრეკისას ბრალდებულებმა 500 000 დოლარით სავსე ტომრები ფანჯრიდან გადაყარეს (ვიდეო)
სკანდალი უკრაინაში: ორი ჩინოვნიკის ბინიდან 6 მლნ დოლარია ამოღებული - ჩხრეკისას ბრალდებულებმა 500 000 დოლარით სავსე ტომრები ფანჯრიდან გადაყარეს (ვიდეო)

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ხმელ­ნიც­კის სა­მე­დი­ცი­ნო და სო­ცი­ა­ლუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრის (MSEC) ხელ­მძღვა­ნე­ლის და მისი ვა­ჟის ბი­ნი­დან უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი 6 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ნაღ­დი ფული ამო­ი­ღეს, რო­მელ­საც ოჯა­ხი სხვა­დას­ხვა ვა­ლუ­ტა­ში, თით­ქმის ყვე­ლა კუ­თხე -კუნ­ჭულ­ში მა­ლავ­და.

MSEC-ის სახ­ლში აღ­მო­აჩ­ნდა ყალ­ბი სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია, სი­ე­ბი სა­ხე­ლე­ბით და ფიქ­ტი­უ­რი დი­აგ­ნო­ზით, რაც წვე­ვამ­დე­ლებს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის თა­ვის არი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და. გარ­და ამი­სა, მის კა­ბი­ნეტ­ში 100 ათა­სი დო­ლა­რიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ბრალ­დე­ბუ­ლის ვა­ჟის სახ­ლში კი, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო სა­პენ­სიო ფონ­დის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა უკა­ვია, მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს 5 მი­ლი­ონ 244 ათა­სი დო­ლა­რი, 300 ათა­სი ევრო და 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი გრივ­ნა.

  • ჩხრე­კის დროს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა 500 ათა­სი დო­ლა­რით სავ­სე ორი ტო­მა­რა ფან­ჯრი­დან გა­და­ყა­რა.

ჩხრე­კი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბიც ამო­ი­ღეს.

“სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბი­ნა­ში ფული თით­ქმის ყვე­ლა კუ­თხე­ში იპო­ვეს - კა­რა­დებ­ში, უჯრებ­ში. ასე­ვე ამო­ი­ღეს დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას და მათი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას სხვა­დას­ხვა ბიზ­ნესპრო­ექ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით“, - აცხა­დებს უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი.

გარ­და ამი­სა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ოჯა­ხი საკ­მა­ოდ დიდ ქო­ნე­ბას ფლობს.

“ისი­ნი ფლო­ბენ 30 უძ­რავ ქო­ნე­ბას ხმელ­ნიცკ­ში, ლვოვ­სა და კი­ევ­ში, 9 ძვი­რად ღი­რე­ბულ მან­ქა­ნას, სას­ტუმ­რო-რეს­ტორ­ნის კომ­პლექსს თით­ქმის ხმელ­ნიც­კის ერთ-ერთ პარკში, აქვთ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ავ­სტრი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­სა და თურ­ქეთ­ში. ოჯახს აქვს თით­ქმის 2,3 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი უცხო­უ­რი ვა­ლუ­ტის ან­გა­რი­შებ­ზე“, - ნათ­ქვა­მია მოხ­სე­ნე­ბა­ში.

დად­გინ­და, რომ მათ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ ჰქონ­დათ შე­ტა­ნი­ლი.

მა­ნამ­დე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და­ა­კა­ვა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც 40 მი­ლი­ონ­ზე მეტი გრივ­ნა გა­მო­ი­მუ­შა­ვეს ჯა­რის­კა­ცე­ბის­გან. ჩხრე­კი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს 1000-ზე მეტი სა­მე­დი­ცი­ნო ცნო­ბა, სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვის დო­კუ­მენ­ტი და 250 ბე­ჭე­დი.

წყა­რო

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სკანდალი უკრაინაში: ორი ჩინოვნიკის ბინიდან 6 მლნ დოლარია ამოღებული - ჩხრეკისას ბრალდებულებმა 500 000 დოლარით სავსე ტომრები ფანჯრიდან გადაყარეს (ვიდეო)

სკანდალი უკრაინაში: ორი ჩინოვნიკის ბინიდან 6 მლნ დოლარია ამოღებული - ჩხრეკისას ბრალდებულებმა 500 000 დოლარით სავსე ტომრები ფანჯრიდან გადაყარეს (ვიდეო)

სამართალდამცავებმა ხმელნიცკის სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის რეგიონალური ცენტრის (MSEC) ხელმძღვანელის და მისი ვაჟის ბინიდან უკანონოდ მოპოვებული 6 მილიონი დოლარი ნაღდი ფული ამოიღეს, რომელსაც ოჯახი სხვადასხვა ვალუტაში, თითქმის ყველა კუთხე -კუნჭულში მალავდა.

MSEC-ის სახლში აღმოაჩნდა ყალბი სამედიცინო დოკუმენტაცია, სიები სახელებით და ფიქტიური დიაგნოზით, რაც წვევამდელებს სამხედრო სამსახურის თავის არიდების საშუალებას აძლევდა. გარდა ამისა, მის კაბინეტში 100 ათასი დოლარიც აღმოაჩინეს.

ბრალდებულის ვაჟის სახლში კი, რომელსაც სახელმწიფო საპენსიო ფონდის უფროსის თანამდებობა უკავია, მათ აღმოაჩინეს 5 მილიონ 244 ათასი დოლარი, 300 ათასი ევრო და 5 მილიონზე მეტი გრივნა.

  • ჩხრეკის დროს თანამდებობის პირმა 500 ათასი დოლარით სავსე ორი ტომარა ფანჯრიდან გადაყარა.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ძვირფასი ნივთებიც ამოიღეს.

“სამართალდამცავებმა ბინაში ფული თითქმის ყველა კუთხეში იპოვეს - კარადებში, უჯრებში. ასევე ამოიღეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ თანამდებობის პირთა უკანონო საქმიანობას და მათი ფულის გათეთრებას სხვადასხვა ბიზნესპროექტების მეშვეობით“, - აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ოჯახი საკმაოდ დიდ ქონებას ფლობს.

“ისინი ფლობენ 30 უძრავ ქონებას ხმელნიცკში, ლვოვსა და კიევში, 9 ძვირად ღირებულ მანქანას, სასტუმრო-რესტორნის კომპლექსს თითქმის ხმელნიცკის ერთ-ერთ პარკში, აქვთ უძრავი ქონება ავსტრიაში, ესპანეთსა და თურქეთში. ოჯახს აქვს თითქმის 2,3 მილიონი აშშ დოლარი უცხოური ვალუტის ანგარიშებზე“, - ნათქვამია მოხსენებაში.

დადგინდა, რომ მათ აღნიშნული ქონება დეკლარაციაში არ ჰქონდათ შეტანილი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ბიზნესმენები, რომლებმაც 40 მილიონზე მეტი გრივნა გამოიმუშავეს ჯარისკაცებისგან. ჩხრეკისას აღმოაჩინეს 1000-ზე მეტი სამედიცინო ცნობა, სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტი და 250 ბეჭედი.

წყარო