სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-ს საელჩოს "ქარდებით" ბაიდენი გელაპარაკებათ და დაგცინით" - გოცირიძე
"აშშ-ს საელჩოს "ქარდებით" ბაიდენი გელაპარაკებათ და დაგცინით" - გოცირიძე

მშვე­ნი­ე­რია, ყვე­ლა პრობ­ლე­მას, რა­საც ამე­რი­კის სა­ელ­ჩო ხე­დავს, ასე­თი მოკ­ლე და გა­სა­გე­ბი ფორ­მით აღ­წერს - „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ­ბობს, რომ ეს ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რაა - პირ­ვე­ლად ვე­თან­ხმე­ბი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ყო­ჩაღ, მაგ­რად გა­შიფ­რეთ, - ამის შე­სა­ხებ “ევ­რო­ოპ­ტი­მის­ტე­ბის” დე­პუ­ტატ­მა, რო­მან გო­ცი­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი “ქარ­დე­ბის” შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ახლა ამ "ქარ­დე­ბით" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი, ჯო ბა­ი­დე­ნი ელა­პა­რა­კე­ბა, რად­გან სა­ელ­ჩო და ელჩი ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს წარ­მო­ად­გენს.

„ეს არის უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა. არა მგო­ნია, რომ სად­მე მსგავ­სი ფორ­მით ყო­ფი­ლი­ყოს პო­ზი­ცია გა­მოთ­ქმუ­ლი. ეს არის გე­ნი­ა­ლუ­რი მიგ­ნე­ბა. ეს არის ძა­ლი­ან სხარ­ტი და ლა­კო­ნუ­რი. ასე­ვე, რა თქმა უნდა, იუ­მო­რი და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის”და­ცინ­ვა, რო­მელ­საც ელა­პა­რა­კე­ბა ისე­თი მე­სი­ჯე­ბით, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა სხვა სტი­ლის გა­და­ცე­მა­ში ყო­ფი­ლი­ყო. მშვე­ნი­ე­რია, ყვე­ლა პრობ­ლე­მას, რა­საც ამე­რი­კის სა­ელ­ჩო ხე­დავს, ასე­თი მოკ­ლე და გა­სა­გე­ბი ფორ­მით აღ­წერს. აქვს თუ არა ზე­მოქ­მე­დე­ბის ეფექ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე? - აქვს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ამ­ბობს, რომ ეს ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რაა. პირ­ვე­ლად ვე­თან­ხმე­ბი “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” - ყო­ჩაღ, მაგ­რად გა­შიფ­რეთ. დიახ, ეს ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­ჭე­რაა. ისე­ვე რო­გორც მხარს უჭერს ამე­რი­კის მთავ­რო­ბა - სა­ელ­ჩო მთავ­რო­ბის, ანუ პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ანუ, ბა­ი­დე­ნი გე­ლა­პა­რა­კე­ბათ და დაგ­ცი­ნით. სუფ­რი­დან ხომ გა­მო­აგ­დო კო­ბა­ხი­ძე? ახლა ამ „ქარ­დე­ბით“ ბა­ი­დე­ნი ელა­პა­რა­კე­ბა, რად­გან სა­ელ­ჩო და ელჩი ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს წარ­მო­ად­გენს”, - აღ­ნიშ­ნა გო­ცი­რი­ძემ.

ამა­ვე თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას, გო­ცი­რი­ძემ გან­მარ­ტა, რომ ერთი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნაც კი არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც გვერ­დში “ქარ­თულ ოც­ნე­ბის” მმარ­თვე­ლო­ბას უდ­გას.

“არ არ­სე­ბობს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც მხარს ქარ­თულ ოპო­ზი­ცი­ას არ უჭერს. ერთი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნაც კი არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც გვერ­დში “ქარ­თულ ოც­ნე­ბის” მმარ­თვე­ლო­ბას უდ­გას. ასე­თე­ბი არი­ან - ბე­ლა­რუ­სი, რუ­სე­თი და ასე­თი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბი. ასე რომ, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვე­ლო­დე­ბი ამ „ქარ­დებს”, - აღ­ნიშ­ნა გო­ცი­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტე­ბი­თა და "ქარ­დე­ბით" ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კა­სა და ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ მთა­ვარ გზავ­ნი­ლებს ეხ­მა­უ­რე­ბა. გზავ­ნი­ლებს შო­რის, რომ­ლის სა­პა­სუ­ხო­დაც აშშ-ის სა­ელ­ჩომ პოს­ტე­ბი უკვე გა­ავ­რცე­ლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე ფრონ­ტის გახ­სნი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "კრე­დიტ სუ­ის­თან" ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხე­ბი იყო. ასე­ვე, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩომ, 3 ოქ­ტომ­ბერ­საც გა­მო­აქ­ვეყ­ნა ქარ­დი, წარ­წე­რით: „იზო­ლა­ცი­ა­ში ქვე­ყა­ნა ვერ ვი­თარ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­თის­გან იზო­ლა­ცია მისი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა“. გარ­და ამი­სა, სა­ელ­ჩომ დღეს კი­დევ ერთი ქარ­დი გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით „დე­მოკ­რა­ტე­ბი ოპო­ზი­ცი­ას არ კრძა­ლა­ვენ“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"აშშ-ს საელჩოს "ქარდებით" ბაიდენი გელაპარაკებათ და დაგცინით" - გოცირიძე

"აშშ-ს საელჩოს "ქარდებით" ბაიდენი გელაპარაკებათ და დაგცინით" - გოცირიძე

მშვენიერია, ყველა პრობლემას, რასაც ამერიკის საელჩო ხედავს, ასეთი მოკლე და გასაგები ფორმით აღწერს - „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ეს ოპოზიციის მხარდაჭერაა - პირველად ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“, ყოჩაღ, მაგრად გაშიფრეთ, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საქართველოში აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული “ქარდების” შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ამ "ქარდებით" ხელისუფლებას ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ელაპარაკება, რადგან საელჩო და ელჩი ამერიკის პრეზიდენტს წარმოადგენს.

„ეს არის უნიკალური მოვლენა. არა მგონია, რომ სადმე მსგავსი ფორმით ყოფილიყოს პოზიცია გამოთქმული. ეს არის გენიალური მიგნება. ეს არის ძალიან სხარტი და ლაკონური. ასევე, რა თქმა უნდა, იუმორი და “ქართული ოცნების”დაცინვა, რომელსაც ელაპარაკება ისეთი მესიჯებით, რომელიც შესაძლოა სხვა სტილის გადაცემაში ყოფილიყო. მშვენიერია, ყველა პრობლემას, რასაც ამერიკის საელჩო ხედავს, ასეთი მოკლე და გასაგები ფორმით აღწერს. აქვს თუ არა ზემოქმედების ეფექტი საზოგადოებაზე? - აქვს.

"ქართული ოცნება” ამბობს, რომ ეს ოპოზიციის მხარდაჭერაა. პირველად ვეთანხმები “ქართულ ოცნებას” - ყოჩაღ, მაგრად გაშიფრეთ. დიახ, ეს ოპოზიციის მხარდაჭერაა. ისევე როგორც მხარს უჭერს ამერიკის მთავრობა - საელჩო მთავრობის, ანუ პრეზიდენტის წარმომადგენელია. ანუ, ბაიდენი გელაპარაკებათ და დაგცინით. სუფრიდან ხომ გამოაგდო კობახიძე? ახლა ამ „ქარდებით“ ბაიდენი ელაპარაკება, რადგან საელჩო და ელჩი ამერიკის პრეზიდენტს წარმოადგენს”, - აღნიშნა გოცირიძემ.

ამავე თემაზე საუბრისას, გოცირიძემ განმარტა, რომ ერთი დემოკრატიული ქვეყანაც კი არ არსებობს, რომელიც გვერდში “ქართულ ოცნების” მმართველობას უდგას.

“არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც მხარს ქართულ ოპოზიციას არ უჭერს. ერთი დემოკრატიული ქვეყანაც კი არ არსებობს, რომელიც გვერდში “ქართულ ოცნების” მმართველობას უდგას. ასეთები არიან - ბელარუსი, რუსეთი და ასეთი ავტორიტარული რეჟიმები. ასე რომ, დიდი სიამოვნებით ველოდები ამ „ქარდებს”, - აღნიშნა გოცირიძემ.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და "ქარდებით" ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის "კრედიტ სუისთან" ურთიერთობის საკითხები იყო. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, 3 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა ქარდი, წარწერით: „იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. გარდა ამისა, საელჩომ დღეს კიდევ ერთი ქარდი გამოაქვეყნა წარწერით „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.

წაიკითხეთ ასევე: