მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე სახმელეთო შეტევა დაიწყო - როგორია "ომის შემდგომი ფაზა"?
ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე სახმელეთო შეტევა დაიწყო - როგორია "ომის შემდგომი ფაზა"?

ის­რა­ელ­მა ლი­ბან­ში სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცია და­ი­წყო. ის­რა­ე­ლის თქმით, ეს ომის "შემ­დგო­მი ფა­ზაა". ჰეზ­ბო­ლას სპი­კერ­მა მო­ჰა­მედ აფიფ­მა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის ჯა­რე­ბი ლი­ბა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ის­რა­ელ­მა ბოლო დღე­ებ­ში გა­აძ­ლი­ე­რა სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბი, რის შე­დე­გა­დაც ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. პა­რას­კევს სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმი­სას მოკ­ლა "ჰეზ­ბო­ლას" ლი­დე­რი ჰა­სან ნას­რა­ლა.

"პო­ლი­ტი­კუ­რი ეშე­ლო­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა და­ი­წყო შე­ზღუ­დუ­ლი, ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლი და წერ­ტი­ლო­ვა­ნი სახ­მე­ლე­თო იე­რი­შე­ბი სამ­ხრეთ ლი­ბან­ში „ჰეზ­ბო­ლას" ტე­რო­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ ზუს­ტი დაზ­ვერ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია შეჭ­რის მას­შტა­ბი, ის­რა­ე­ლის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რე­ბი არ ამ­ბო­ბენ, თუ რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ოპე­რა­ცია. ის­რა­ე­ლის უშიშ­რო­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ოპე­რა­ცია არ წარ­მო­ად­გენს თავ­დას­ხმას და მას "ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლი დარ­ბე­ვა" უწო­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლი­ბა­ნის შიგ­ნით ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო გეგ­მე­ბი გა­ურ­კვე­ვე­ლია, პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ სულ უფრო მე­ტად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­წო­დე­ბებს თავ­შე­კა­ვე­ბი­სა და დე­ეს­კა­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ

  • რა მოხ­და შე­ტე­ვის წინ?

ის­რა­ე­ლის მე­დი­ის ცნო­ბით, შეჭ­რამ­დე ცოტა ხნით ადრე, ის­რა­ე­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ბი­ნეტ­მა "ჰეზ­ბო­ლას­თან" ომის "შემ­დე­გი ეტა­პი" და­ამ­ტკი­ცა.

მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით, ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ წა­მო­ი­წყო მცი­რე რე­ი­დე­ბი და სა­არ­ტი­ლე­რიო ცე­ცხლი ლი­ბა­ნის სა­ზღვრის გას­წვრივ, და­კე­ტა რამ­დე­ნი­მე თემი ჩრდი­ლო­ეთ ის­რა­ელ­ში და შე­ზღუ­და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა. იმავდრო­უ­ლად, ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა კი­დევ ერთხელ და­ბომ­ბეს ლი­ბა­ნის დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუ­თის სამ­ხრეთ გა­რე­უბ­ნე­ბი, ძი­რი­თა­დად ში­ი­ტუ­რი უბ­ნე­ბი.

  • ირა­ნის სა­კი­თხი

უახ­ლე­სი მოვ­ლე­ნე­ბი აჩენს კი­თხვებს იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უპა­სუ­ხებს ამ თავ­დას­ხმას "ჰეზ­ბო­ლას" მხარ­დამ­ჭე­რი ირა­ნი - კი­დევ ერთხელ ძლი­ერ­დე­ბა შიში ფარ­თო რე­გი­ო­ნუ­ლი ომის შე­სა­ხებ.

"ჰეზ­ბო­ლა" ირა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი ალი­ან­სის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს იე­მენს, სი­რი­ას, ღა­ზას და ერაყს. კვი­რას გა­მარ­თულ გა­მოს­ვლა­ში ნე­თა­ნი­აჰუმ გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ე­ლის ერთ-ერთი მი­ზა­ნი „რე­გი­ონ­ში ძალ­თა ბა­ლან­სის შეც­ვლაა“. მი­სი­ვე თქმით, "არ არ­სე­ბობს ად­გი­ლი ირან­ში ან ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, რო­მელ­საც ის­რა­ე­ლის გრძე­ლი მკლა­ვი ვერ მიწ­ვდე­ბა“.

"ჰეზ­ბო­ლას ლი­დე­რის ნას­რა­ლას მოკ­ვლა და დაჯ­გუ­ფე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მოს­პო­ბა ის­რა­ელ­ზე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი თავ­დას­ხმის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად" - თქვა მან.

ორ­შა­ბათს გა­მარ­თულ ყო­ველკ­ვი­რე­ულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ირა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპი­კერ­მა ნა­სერ ქა­ნა­ან­მა ის­რა­ე­ლის ქმე­დე­ბებს "კრი­მი­ნა­ლუ­რი" უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ "ირა­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი არ­ცერ­თი ქმე­დე­ბა არ დარ­ჩე­ბა უპა­სუ­ხოდ."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე სახმელეთო შეტევა დაიწყო - როგორია "ომის შემდგომი ფაზა"?

ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე სახმელეთო შეტევა დაიწყო - როგორია "ომის შემდგომი ფაზა"?

ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ისრაელის თქმით, ეს ომის "შემდგომი ფაზაა". ჰეზბოლას სპიკერმა მოჰამედ აფიფმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ლიბანის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.

ისრაელმა ბოლო დღეებში გააძლიერა საჰაერო თავდასხმები, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა. პარასკევს საჰაერო თავდასხმისას მოკლა "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა.

"პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილებით, რამდენიმე საათის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყო შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი სახმელეთო იერიშები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას" ტერორისტული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ზუსტი დაზვერვის საფუძველზე", - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ჯერჯერობით გაურკვეველია შეჭრის მასშტაბი, ისრაელის ოფიციალურ პირები არ ამბობენ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ოპერაცია. ისრაელის უშიშროების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოპერაცია არ წარმოადგენს თავდასხმას და მას "ლოკალიზებული დარბევა" უწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლიბანის შიგნით ისრაელის სამხედრო გეგმები გაურკვეველია, პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება საერთაშორისო მოწოდებებს თავშეკავებისა და დეესკალაციის შესახებ

  • რა მოხდა შეტევის წინ?

ისრაელის მედიის ცნობით, შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტმა "ჰეზბოლასთან" ომის "შემდეგი ეტაპი" დაამტკიცა.

მომზადების მიზნით, ისრაელის არმიამ წამოიწყო მცირე რეიდები და საარტილერიო ცეცხლი ლიბანის საზღვრის გასწვრივ, დაკეტა რამდენიმე თემი ჩრდილოეთ ისრაელში და შეზღუდა მშვიდობიანი მოსახლეობის გადაადგილება. იმავდროულად, ისრაელის საჰაერო ძალებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნები, ძირითადად შიიტური უბნები.

  • ირანის საკითხი

უახლესი მოვლენები აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხებს ამ თავდასხმას "ჰეზბოლას" მხარდამჭერი ირანი - კიდევ ერთხელ ძლიერდება შიში ფართო რეგიონული ომის შესახებ.

"ჰეზბოლა" ირანის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის ნაწილია, რომელიც მოიცავს იემენს, სირიას, ღაზას და ერაყს. კვირას გამართულ გამოსვლაში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ერთ-ერთი მიზანი „რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლაა“. მისივე თქმით, "არ არსებობს ადგილი ირანში ან ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც ისრაელის გრძელი მკლავი ვერ მიწვდება“.

"ჰეზბოლას ლიდერის ნასრალას მოკვლა და დაჯგუფების შესაძლებლობების მოსპობა ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის განსახორციელებლად იყო აუცილებელი პირობები ამ მიზნის მისაღწევად" - თქვა მან.

ორშაბათს გამართულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა ისრაელის ქმედებებს "კრიმინალური" უწოდა და აღნიშნა, რომ "ირანის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი არცერთი ქმედება არ დარჩება უპასუხოდ."