მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტამ" ამიერკავკასიაში სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის პირველ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლა
"თეგეტამ" ამიერკავკასიაში სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის პირველ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლა

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გმა“ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა და სატ­ვირ­თო ტექ­ნი­კა წა­რად­გი­ნა. ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი გა­მო­ფე­ნა „თე­გე­ტას“ წე­რო­ვა­ნის ავ­ტო­პარკში გა­ი­მარ­თა. მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა გერ­მა­ნუ­ლი, ამე­რი­კუ­ლი, იტა­ლი­უ­რი, ინ­გლი­სუ­რი და სხვა ქვეყ­ნებ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ისე­თი ბრენ­დე­ბის ტექ­ნი­კა, რო­გო­რე­ბი­ცაა: JCB, MAN, Renault, Fendt, Valtra, Goldoni, Zetor, Liebherr, XCMG, Temsa, HELI, Clark, Cummins, Bomag, Zoomlion

ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ გა­ე­გოთ თუ რა ტი­პის ტექ­ნი­კა­სა და სერ­ვისს სთა­ვა­ზო­ბენ „თე­გე­ტას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბას 250-მდე სტუ­მა­რი და­ეს­წრო. მათ შო­რის იყ­ვნენ რო­გორც ქარ­თუ­ლი, ისე კავ­კა­სი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ო­ნე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, „თე­გე­ტას“ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი და პო­ტენ­ცი­უ­რი პარტნი­ო­რე­ბი.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე, სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „ჩვენ მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ბრენ­დებს, ისე­თებს, რო­გო­რი­ცაა ინ­გლი­სუ­რი JCB, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ლი­დე­რია ექ­სკა­ვა­ტორ დამ­ტვირ­თვე­ლე­ბი­სა და ტე­ლეს­კო­პუ­რი დამ­ტვირ­თვე­ლე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გერ­მა­ნუ­ლი Liebherr-ი, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს დიდი ტო­ნა­ჟო­ბის ექ­სკა­ვა­ტო­რებს, დამ­ტვირ­თვე­ლებ­სა და ბულ­დო­ზე­რებს, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­თო მრეწ­ვე­ლო­ბის სფე­რო­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. საგ­ზაო ტექ­ნი­კის მწარ­მო­ე­ბე­ლი ლი­დე­რი ბრენ­დე­ბი Ammann და Bomag. გარ­და ამი­სა, „თე­გე­ტა“ არის სა­სა­წყო­ბე დამ­ტვირ­თვე­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დის, Clark-ის დი­ლე­რი, რო­მე­ლიც ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო გა­მო­ფე­ნა­ზე.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო „თე­გე­ტა აგ­რის“ ტექ­ნი­კის ნახ­ვაც, მათ შო­რის Fendt-ის, ფი­ნუ­რი Valtra-ს, ჩე­ხუ­რი Zetor-ის და იტა­ლი­უ­რი Goldoni-ის. სტუმ­რებს Cummins-ის პრე­მი­უმ გე­ნე­რა­ტო­რე­ბი­სა და XCMG-ის ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც ჰქონ­დათ.

თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ „თე­გე­ტა აგრი“ რე­გი­ონ­ში აგრო სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს. ფერ­მე­რებს ვაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ისარ­გებ­ლონ პრე­მი­უმ ბრენ­დე­ბის ტექ­ნი­კით რაც მათ საქ­მი­ა­ნო­ბას კი­დევ უფრო პრო­დუქ­ტი­ულს გახ­დის“.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ტექ­ნი­კა­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო ფას­დაკ­ლე­ბე­ბი­თა და ექ­სკლუ­ზი­უ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით ესარ­გებ­ლათ, მათ შო­რის MAN-ის თვითმცლე­ლებ­სა და გამ­წე­ვებ­ზე, JCB-ის, Liebherr-ისა და სხვა ბრენ­დე­ბის ტექ­ნი­კა­ზე.

სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა და სატ­ვირ­თო ტექ­ნი­კის გა­მო­ფე­ნა იყო პრე­ცე­დენ­ტი იმი­სა, რომ მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, ერთ სივ­რცე­ში და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა სამ­შე­ნებ­ლო, აგრო, საგ­ზაო და ინ­დუსტრი­უ­ლი ტექ­ნი­კა.

ბექა ბე­რი­ძე, სატ­ვირ­თო, კო­მერ­ცი­უ­ლი და ავ­ტო­ბუ­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „Tegeta Truck & Bus ქარ­თულ ბა­ზარ­ზე თით­ქმის ორი ათწლე­უ­ლია ოპე­რი­რებს. ის გერ­მა­ნუ­ლი უმ­სხვი­ლე­სი ბრენ­დის MAN TRUCK & BUS-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. არა­ერ­თხელ და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ ჩვე­ნი სა­ხით მომ­ხმა­რე­ბელს სან­დო პარტნი­ო­რი ჰყავს. Tegeta Truck & Bus არ არის მხო­ლოდ კო­მერ­ცი­უ­ლი და სპე­ცტექ­ნი­კის რე­ა­ლი­ზე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია. ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტია, რომ მომ­ხმა­რე­ბელს შემ­დგო­მი მომ­სა­ხუ­რე­ბაც შევ­თა­ვა­ზოთ, რათა მათი ბიზ­ნეს­სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და ზედ­მი­წევ­ნით ხა­რის­ხი­ა­ნად იყოს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი. ვზრუ­ნავთ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დრო­ულ ინ­ფორ­მი­რე­ბა­ზეც. სწო­რედ ამ მიზ­ნით დავ­გეგ­მეთ მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­მაც მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა პარტნი­ო­რე­ბის­თვის ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა“.

სამ­შე­ნებ­ლო, საგ­ზაო, ინ­დუსტრი­უ­ლი, ლო­გის­ტი­კუ­რი და აგრო ტექ­ნი­კის მსგავ­სი მას­შტა­ბის გა­მო­ფე­ნა არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ ამი­ერ­კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თა. „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ გეგ­მავს, სპე­ცტექ­ნი­კის გა­მო­ფე­ნა ყო­ველ წელს და­ა­ორ­გა­ნი­ზოს.

გა­მო­ფე­ნა­ზე სტუმ­რებს „თე­გე­ტა ლი­ზინ­გის“ შე­სა­ხებ პრე­ზენ­ტა­ცი­აც წა­რუდ­გი­ნეს, რაც მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, თე­გე­ტა­ში შე­ი­ძი­ნოს ტექ­ნი­კა და ამა­ვე კომ­პა­ნი­ა­ში ისარ­გებ­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ლი­ზინ­გო პი­რო­ბე­ბით.

ღო­ნის­ძი­ე­ბა „თე­გე­ტას“ წე­რო­ვა­ნის ავ­ტო­პარკში მო­ე­წყო, რო­მე­ლიც 2024 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­მერ­ცი­უ­ლი და სპე­ცტექ­ნი­კის ყვე­ლა­ზე დიდი ავ­ტო­პარ­კია. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­შე­ნებ­ლო, ლო­გის­ტი­კუ­რი, ინ­დუსტრი­უ­ლი და აგ­რო­ტექ­ნი­კის სრუ­ლი ასორ­ტი­მენ­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა და სატ­ვირ­თო ტექ­ნი­კის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს, წე­როვ­ნის ავ­ტო­პარკში ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში - 30 სექ­ტემ­ბრი­დან 5 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით შე­ეძ­ლე­ბათ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"თეგეტამ" ამიერკავკასიაში სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის პირველ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლა

"თეგეტამ" ამიერკავკასიაში სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის პირველ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლა

„თეგეტა ჰოლდინგმა“ სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკა წარადგინა. ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური გამოფენა „თეგეტას“ წეროვანის ავტოპარკში გაიმართა. მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, დაეთვალიერებინა გერმანული, ამერიკული, იტალიური, ინგლისური და სხვა ქვეყნებში წარმოებული ისეთი ბრენდების ტექნიკა, როგორებიცაა: JCB, MAN, Renault, Fendt, Valtra, Goldoni, Zetor, Liebherr, XCMG, Temsa, HELI, Clark, Cummins, Bomag, Zoomlion

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ თუ რა ტიპის ტექნიკასა და სერვისს სთავაზობენ „თეგეტას“ შვილობილი კომპანიები. ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ როგორც ქართული, ისე კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების კომპანიების წარმომადგენლები, „თეგეტას“ კორპორაციული მომხმარებლები და პოტენციური პარტნიორები.

გიორგი ბერიძე, სპეციალური ტექნიკის მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ბრენდებს, ისეთებს, როგორიცაა ინგლისური JCB, რომელიც მსოფლიო ლიდერია ექსკავატორ დამტვირთველებისა და ტელესკოპური დამტვირთველების გაყიდვების მიმართულებით, გერმანული Liebherr-ი, რომელიც აწარმოებს დიდი ტონაჟობის ექსკავატორებს, დამტვირთველებსა და ბულდოზერებს, რაც განსაკუთრებით სამთო მრეწველობის სფეროში გამოიყენება. საგზაო ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი ბრენდები Ammann და Bomag. გარდა ამისა, „თეგეტა“ არის სასაწყობე დამტვირთველების მწარმოებელი ამერიკული ბრენდის, Clark-ის დილერი, რომელიც ასევე წარმოდგენილი იყო გამოფენაზე.

ღონისძიებაზე ასევე შესაძლებელი იყო „თეგეტა აგრის“ ტექნიკის ნახვაც, მათ შორის Fendt-ის, ფინური Valtra-ს, ჩეხური Zetor-ის და იტალიური Goldoni-ის. სტუმრებს Cummins-ის პრემიუმ გენერატორებისა და XCMG-ის ახალი პროდუქტების დათვალიერების საშუალებაც ჰქონდათ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეგეტა აგრი“ რეგიონში აგრო სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფერმერებს ვაძლევთ შესაძლებლობას ისარგებლონ პრემიუმ ბრენდების ტექნიკით რაც მათ საქმიანობას კიდევ უფრო პროდუქტიულს გახდის“.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, პრემიუმ ხარისხის ტექნიკაზე უპრეცედენტო ფასდაკლებებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით ესარგებლათ, მათ შორის MAN-ის თვითმცლელებსა და გამწევებზე, JCB-ის, Liebherr-ისა და სხვა ბრენდების ტექნიკაზე.

სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის გამოფენა იყო პრეცედენტი იმისა, რომ მომხმარებელს საშუალება მიეცა, ერთ სივრცეში დაეთვალიერებინა სამშენებლო, აგრო, საგზაო და ინდუსტრიული ტექნიკა.

ბექა ბერიძე, სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე თითქმის ორი ათწლეულია ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი სახით მომხმარებელს სანდო პარტნიორი ჰყავს. Tegeta Truck & Bus არ არის მხოლოდ კომერციული და სპეცტექნიკის რეალიზებაზე ორიენტირებული კომპანია. ჩვენი პრიორიტეტია, რომ მომხმარებელს შემდგომი მომსახურებაც შევთავაზოთ, რათა მათი ბიზნესსაჭიროებები მაქსიმალურად და ზედმიწევნით ხარისხიანად იყოს დაკმაყოფილებული. ვზრუნავთ მომხმარებლების დროულ ინფორმირებაზეც. სწორედ ამ მიზნით დავგეგმეთ მასშტაბური ღონისძიება, რომელმაც მოგვცა საშუალება პარტნიორებისთვის ჩვენი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაგვეზიარებინა“.

სამშენებლო, საგზაო, ინდუსტრიული, ლოგისტიკური და აგრო ტექნიკის მსგავსი მასშტაბის გამოფენა არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის რეგიონში, პირველად გაიმართა. „თეგეტა ჰოლდინგი“ გეგმავს, სპეცტექნიკის გამოფენა ყოველ წელს დააორგანიზოს.

გამოფენაზე სტუმრებს „თეგეტა ლიზინგის“ შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თეგეტაში შეიძინოს ტექნიკა და ამავე კომპანიაში ისარგებლოს განსაკუთრებული სალიზინგო პირობებით.

ღონისძიება „თეგეტას“ წეროვანის ავტოპარკში მოეწყო, რომელიც 2024 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში კომერციული და სპეცტექნიკის ყველაზე დიდი ავტოპარკია. ტერიტორიაზე სამშენებლო, ლოგისტიკური, ინდუსტრიული და აგროტექნიკის სრული ასორტიმენტია წარმოდგენილი.

სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის დათვალიერება დაინტერესებულ პირებს, წეროვნის ავტოპარკში ერთი კვირის განმავლობაში - 30 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ.

NS