საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით" - ხაზარაძე
"26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით" - ხაზარაძე

26 ოქ­ტომ­ბერს ამ მა­ტყუ­ა­რა მთავ­რო­ბას გა­ვის­ტუმ­რებთ და სას­წრა­ფოდ და­ი­წყე­ბა ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით - ჩი­ნუ­რი, მაგ­რამ რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ ეს პორ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ასა­ხი­ე­რებ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს და კავ­კა­სი­ის კა­რიბ­ჭეს, რო­მე­ლიც ევ­რო­პას და აზი­ას და­ა­კავ­ში­რებს,- ამის შე­სა­ხებ „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ანაკ­ლი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 4 წლის წინ, "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რუ­სე­თის და­ვა­ლე­ბით ეს პრო­ექ­ტი მოკ­ლა“ და ამით, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­ქარ­თვე­ლოს პერ­სპექ­ტი­ვა და­ა­კარ­გვი­ნა.

"4 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მოკ­ლა სა­უ­კუ­ნოდ წო­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ჩვე­ნი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე გუ­ლის ფან­ცქა­ლით ელო­დე­ბო­და. ეს პრო­ექ­ტი - პირ­ვე­ლი ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტი, იქ­ნე­ბო­და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახა­ლი ის­ტო­რი­ის და­წყე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. სა­მეგ­რე­ლოს და მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, გაძ­ლი­ე­რე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი სიმ­დიდ­რის და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ასი ათა­სო­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მნის გა­რან­ტი. დღეს აქ სი­ცა­რი­ე­ლეა, არა­ფე­რი არ ხდე­ბა იმი­ტომ, რომ 4 წლის წინ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რუ­სე­თის და­ვა­ლე­ბით ეს პრო­ექ­ტი მოკ­ლა. მან ჩა­ა­ტა­რა სპე­ცო­პე­რა­ცია იმის­თვის, რომ ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა ჩა­ერ­თო ამ პრო­ექ­ტის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად. 2020-ში ჩვენ პირ­ვე­ლი გემი უნდა მიგ­ვე­ღო. ყვე­ლა­ფე­რი მზად იყო - ინ­ვეს­ტი­ცია, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი, უცხო­ე­ლე­ბი, დღეს რა ხდე­ბა- დღეს სი­ცა­რი­ე­ლეა და არა­ნა­ი­რი სა­მუ­შაო ად­გი­ლი არაა. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ქვე­ყა­ნას და­ა­კარ­გვი­ნა ის პერ­სპექ­ტი­ვა და მო­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას არა მხო­ლოდ უამ­რავ სა­მუ­შაო ად­გილს და ეკო­ნო­მი­კურ სიმ­დიდ­რეს მო­უ­ტან­და, არა­მედ იქ­ნე­ბო­და ერთ-ერთი მძლავ­რი ბიძ­გი ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თვის. ასე მჯე­რა და აუ­ცი­ლებ­ლად ასე იქ­ნე­ბა. პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გა­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და ტყუ­ი­ლი, რო­მელ­შიც ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვა­ცხოვ­რე­ბენ (100 ქარ­ხნის აშე­ნე­ბა - აშე­ნე­ბუ­ლია ნული; უზარ­მა­ზა­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი - არა­ფე­რი შეს­რუ­ლე­ბუ­ლა) არის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ მარ­თავს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჩვენს ქვე­ყა­ნას.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აა­შე­ნო პორ­ტი, რო­დე­საც რკი­ნიგ­ზა და მა­გის­ტრა­ლი არაა მოყ­ვა­ნი­ლი ანაკ­ლი­ამ­დე; რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რა­მე­ზე ისა­უბ­რო, რო­დე­საც უბ­რა­ლოდ მო­სას­ვლე­ლი არ არ­სე­ბობს. დღეს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ას ესა­უბ­რე­ბა. კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც უამ­რავ სკან­დალ­შია გახ­ვე­უ­ლი. ამ დროს ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი - ამე­რი­კე­ლე­ბი და ევ­რო­პე­ლი, ქარ­თვე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი უბ­რა­ლოდ გა­ყა­რეს აქე­დან. რო­გორც კი, 26 ოქ­ტომ­ბერს ყვე­ლა ერ­თად ამ მა­ტყუ­ა­რა მთავ­რო­ბას გა­ვის­ტუმ­რებთ, სას­წრა­ფოდ და­ი­წყე­ბა ამ პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. რა თქმა უნდა, ჩი­ნუ­რი, მაგ­რამ რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ ეს პორ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ასა­ხი­ე­რებ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს და კავ­კა­სი­ის კა­რიბ­ჭეს, რო­მე­ლიც ევ­რო­პას და აზი­ას და­ა­კავ­ში­რებს. გავ­ხდე­ბით მძლავ­რი შუა მა­გის­ტრა­ლი, ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ფუნ­ქცია ექ­ნე­ბა. ამ პორ­ტის და სხვა მეგა პრო­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბით, ქა­ლაქ ანაკ­ლი­ის მშე­ნებ­ლო­ბით ათი ათა­სო­ბით სა­მუ­შაო ად­გილს შევ­ქმნით, რო­მე­ლიც გა­აძ­ლი­ე­რებს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ოჯა­ხებს, ახალ­გაზ­რდო­ბას. გარ­წმუ­ნებთ, რო­გორც კი ეს პრო­ექ­ტი და­ი­წყე­ბა, მუშა ხელი და მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი არ გვე­ყო­ფა, რომ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ, იმ­დე­ნი სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნე­ბა.

200 ათა­სი სა­მუ­შაო ად­გი­ლის შექ­მნა, რო­მელ­საც ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო ჰპირ­დე­ბა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, აქე­დან და­ი­წყე­ბა. ანაკ­ლი­ის პორ­ტის და ანაკ­ლი­ის ქა­ლა­ქის პრო­ექ­ტით. ისე­ვე რო­გორც ქუ­თა­ის­ში უზარ­მა­ზა­რი ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბით, აე­რო­პორ­ტის გარ­შე­მო და ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში IT სკო­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბით და ამ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მთლი­ა­ნად შეც­ვლით. მინ­და, ყვე­ლას მო­გი­წო­დოთ, „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“, და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია ახალ­გაზ­რდა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით, შე­ას­რუ­ლე­ბენ ყვე­ლა ამ პი­რო­ბას და ვიქ­ნე­ბი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც თქვენ­თან ერ­თად ამ ოც­ნე­ბას აუს­რუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს. ჩვენ გვაქვს უზარ­მა­ზა­რი პერ­სპექ­ტი­ვა და­უ­ჭი­რეთ მხა­რი ქარ­თულ, ნამ­დვილ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, რო­მე­ლიც ქარ­თველ ხალ­ხს ემ­სა­ხუ­რე­ბა, სა­ხე­ლად „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“, ნო­მე­რი 9 და ჩვენ ნამ­დვი­ლად შევ­ქმნით ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს უამ­რა­ვი სა­მუ­შაო ად­გი­ლით და უზარ­მა­ზა­რი პერ­სპექ­ტი­ვით“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით" - ხაზარაძე

"26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით" - ხაზარაძე

26 ოქტომბერს ამ მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით - ჩინური, მაგრამ რეპუტაციული კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს, რომელიც ევროპას და აზიას დააკავშირებს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 4 წლის წინ, "ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ეს პროექტი მოკლა“ და ამით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პერსპექტივა დააკარგვინა.

"4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოკლა საუკუნოდ წოდებული პროექტი, რომელსაც ჩვენი ყველა მოქალაქე გულის ფანცქალით ელოდებოდა. ეს პროექტი - პირველი ღრმაწყლოვანი პორტი, იქნებოდა აბსოლუტურად ახალი ისტორიის დაწყება ჩვენი ქვეყნისთვის. სამეგრელოს და მთლიანად საქართველოსთვის, გაძლიერების, ეკონომიკური სიმდიდრის და რაც ყველაზე მთავარია, ასი ათასობით სამუშაო ადგილის შექმნის გარანტი. დღეს აქ სიცარიელეა, არაფერი არ ხდება იმიტომ, რომ 4 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ეს პროექტი მოკლა. მან ჩაატარა სპეცოპერაცია იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩაერთო ამ პროექტის გასანადგურებლად. 2020-ში ჩვენ პირველი გემი უნდა მიგვეღო. ყველაფერი მზად იყო - ინვესტიცია, მობილიზებული კონტრაქტორები, უცხოელები, დღეს რა ხდება- დღეს სიცარიელეა და არანაირი სამუშაო ადგილი არაა. რაც ყველაზე მთავარია, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას დააკარგვინა ის პერსპექტივა და მომავალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას არა მხოლოდ უამრავ სამუშაო ადგილს და ეკონომიკურ სიმდიდრეს მოუტანდა, არამედ იქნებოდა ერთ-ერთი მძლავრი ბიძგი ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის. ასე მჯერა და აუცილებლად ასე იქნება. პროექტი, რომელიც გაჩერებული აქვს „ქართულ ოცნებას“ და ტყუილი, რომელშიც ბოლო 12 წლის განმავლობაში გვაცხოვრებენ (100 ქარხნის აშენება - აშენებულია ნული; უზარმაზარი დაპირისპირებები - არაფერი შესრულებულა) არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ მართავს „ქართული ოცნება“ ჩვენს ქვეყანას.

როგორ შეიძლება ააშენო პორტი, როდესაც რკინიგზა და მაგისტრალი არაა მოყვანილი ანაკლიამდე; როგორ შეიძლება რამეზე ისაუბრო, როდესაც უბრალოდ მოსასვლელი არ არსებობს. დღეს ქართული ოცნება“ ჩინურ კომპანიას ესაუბრება. კომუნისტური პარტიის დაქვემდებარებაში მყოფ ჩინურ კომპანიას, რომელიც უამრავ სკანდალშია გახვეული. ამ დროს ჩვენი დასავლელი პარტნიორები - ამერიკელები და ევროპელი, ქართველი ინვესტორები უბრალოდ გაყარეს აქედან. როგორც კი, 26 ოქტომბერს ყველა ერთად ამ მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ, სასწრაფოდ დაიწყება ამ პორტის მშენებლობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ჩინური, მაგრამ რეპუტაციული კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს, რომელიც ევროპას და აზიას დააკავშირებს. გავხდებით მძლავრი შუა მაგისტრალი, ქვეყანა, რომელსაც ფუნქცია ექნება. ამ პორტის და სხვა მეგა პროექტების მშენებლობით, ქალაქ ანაკლიის მშენებლობით ათი ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით, რომელიც გააძლიერებს ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, ახალგაზრდობას. გარწმუნებთ, როგორც კი ეს პროექტი დაიწყება, მუშა ხელი და მოსამსახურეები არ გვეყოფა, რომ დავაკმაყოფილოთ, იმდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, რომელსაც ძლიერი საქართველო ჰპირდება ჩვენს მოქალაქეებს, აქედან დაიწყება. ანაკლიის პორტის და ანაკლიის ქალაქის პროექტით. ისევე როგორც ქუთაისში უზარმაზარი ცენტრის მშენებლობით, აეროპორტის გარშემო და ყველა მუნიციპალიტეტში IT სკოლების მშენებლობით და ამ განათლების სისტემის მთლიანად შეცვლით. მინდა, ყველას მოგიწოდოთ, „ძლიერი საქართველო“, დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, პროფესიონალი ადამიანებით, შეასრულებენ ყველა ამ პირობას და ვიქნები ერთ-ერთი პირველი, რომელიც თქვენთან ერთად ამ ოცნებას აუსრულებს საქართველოს. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პერსპექტივა დაუჭირეთ მხარი ქართულ, ნამდვილ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქართველ ხალხს ემსახურება, სახელად „ძლიერი საქართველო“, ნომერი 9 და ჩვენ ნამდვილად შევქმნით ძლიერ საქართველოს უამრავი სამუშაო ადგილით და უზარმაზარი პერსპექტივით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.