საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია საბურთალოზე მოკლული ახალგაზრდას ვინაობა - "გიო საოცარი, უკონფლიქტო ბიჭი იყო... მისი ბინიდან სულ მუსიკის ხმა გამოდიოდა"
ცნობილია საბურთალოზე მოკლული ახალგაზრდას ვინაობა - "გიო საოცარი, უკონფლიქტო ბიჭი იყო... მისი ბინიდან სულ მუსიკის ხმა გამოდიოდა"

სა­ბურ­თა­ლო­ზე გუ­შინ 23 წლის ახალ­გაზ­რდა სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს. კონ­ფლიქ­ტი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს შო­რის და­ი­წყო და დაჭ­რით დას­რულ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდას ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

  • რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მოკ­ლუ­ლი 23 წლის გი­ორ­გი სა­ყუ­რაშ­ვი­ლია. ის გლ­დან­ში ცხოვ­რობ­და. ბი­ჭის ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ის უკონ­ფლიქ­ტო და ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბა იყო.

"ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო, ერთ-ერთ ინ­სტრუ­მენტზე უკ­რავ­და, მისი ბი­ნი­დან სულ მუ­სი­კის ხმა გა­მო­დი­ო­და. კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლი, გა­მარ­ჯო­ბას ვერ და­ას­წრებ­დი, უკონ­ფლიქ­ტო ადა­მი­ა­ნი იყო" - ჰყვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

"ორი დაჯ­გუ­ფე­ბა ყო­ფი­ლა, ერ­თმა­ნეთ­თან გარ­ჩე­ვა ჰქო­ნი­ათ. მოწ­მე ვარ ამ ყვე­ლაფ­რის. ფან­ჯრი­დან ვი­ყუ­რე­ბო­დი. ორი ჭრი­ლო­ბა მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ ძა­ლი­ან რთულ ად­გი­ლას. სას­წრა­ფომ გული ვერ აუ­მუ­შა­ვა... პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ, რა­ტომ მოხ­და გარ­ჩე­ვა, არ ვიცი. დარ­ბოდ­ნენ" - ამ­ბობს ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი "ტვ პირ­ველ­თან".

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ცნობილია საბურთალოზე მოკლული ახალგაზრდას ვინაობა - "გიო საოცარი, უკონფლიქტო ბიჭი იყო... მისი ბინიდან სულ მუსიკის ხმა გამოდიოდა"

ცნობილია საბურთალოზე მოკლული ახალგაზრდას ვინაობა - "გიო საოცარი, უკონფლიქტო ბიჭი იყო... მისი ბინიდან სულ მუსიკის ხმა გამოდიოდა"

საბურთალოზე გუშინ 23 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაჭრეს. კონფლიქტი რამდენიმე ადამიანს შორის დაიწყო და დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

  • როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, მოკლული 23 წლის გიორგი საყურაშვილია. ის გლდანში ცხოვრობდა. ბიჭის ახლობლები ჰყვებიან, რომ ის უკონფლიქტო და ძალიან კარგი პიროვნება იყო.

"ძალიან კარგი ბიჭი იყო, ერთ-ერთ ინსტრუმენტზე უკრავდა, მისი ბინიდან სულ მუსიკის ხმა გამოდიოდა. კარგი ოჯახის შვილი, გამარჯობას ვერ დაასწრებდი, უკონფლიქტო ადამიანი იყო" - ჰყვებიან ახლობლები.

"ორი დაჯგუფება ყოფილა, ერთმანეთთან გარჩევა ჰქონიათ. მოწმე ვარ ამ ყველაფრის. ფანჯრიდან ვიყურებოდი. ორი ჭრილობა მიუყენებიათ ძალიან რთულ ადგილას. სასწრაფომ გული ვერ აუმუშავა... პატარა ბიჭები იყვნენ, რატომ მოხდა გარჩევა, არ ვიცი. დარბოდნენ" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი "ტვ პირველთან".

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.