საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისევ ვმკურნალობ, საკმაოდ მძიმე შედეგები აქვს მოწამვლას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ნუ ინერვიულებს..." - რას პასუხობს მამუკა მამულაშვილი ბოლოდროინდელ ბრალდებებს?
"ისევ ვმკურნალობ, საკმაოდ მძიმე შედეგები აქვს მოწამვლას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება  ნუ ინერვიულებს..." - რას პასუხობს მამუკა მამულაშვილი ბოლოდროინდელ ბრალდებებს?

"უკ­რა­ი­ნუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი საქ­მის კურ­სში არი­ან, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი და სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა დას­ჯა­დია", - ამ­ბობს, "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი, მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ ქარ­თულ­მა სამ­თავ­რო­ბო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­მა გა­მო­ცე­მა "უკ­რა­ი­ნა თუ­დე­ის“ სტა­ტი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით მო­ამ­ზა­დეს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტი, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რია იმის შე­სა­ხებ, რომ მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა მო­წამ­ვლის ფაქ­ტი გა­მო­ი­გო­ნა და მისი სის­ხლის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ნორ­მის ფარ­გლებ­შია. სტა­ტი­ის თა­ნახ­მად, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი ფი­ნან­სუ­რი დო­ნა­ცი­ის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით, თაღ­ლი­თურ სქე­მებს მი­მარ­თავ­დნენ და რე­ა­ლუ­რად დო­ნა­ცი­ით შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბის ნა­წი­ლი უკ­რა­ი­ნის ნაც­ვლად, მათ ან­გა­რი­შებ­ზე მი­დი­ო­და. სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ "უკ­რა­ი­ნა თუ­დეი“ და­უ­კავ­შირ­და "ქარ­თულ ლე­გი­ონს“ და საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყოფ ყვე­ლა პირს, თუმ­ცა პა­სუ­ხი დღემ­დე არ მი­უ­ღია. რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში, რა რე­აქ­ცია მოჰ­ყვა ქარ­თვე­ლი მე­ომ­რის მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბელ სტა­ტი­ას უკ­რა­ი­ნა­ში და რას ფიქ­რობს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სტა­ტი­ი­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო სი­უ­ჟე­ტე­ბის გმი­რი, ამის შე­სა­ხებ მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ეს იყო კარ­გად დად­გმუ­ლი რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლი. თქვენს მიერ ნახ­სე­ნებ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებ­სა და სტა­ტი­ებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიც­რუე. გა­ინ­ტე­რე­სებთ, ვინ არის და რას წარ­მო­ად­გენს ჩემი მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, ჯეი ბი­ჩე­რი და მისი "უკ­რა­ი­ნა თუ­დეი“? ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვარ­კვი­ეთ. ბი­ჩე­რის "უკ­რა­ი­ნა თუ­დე­ის“ არა­ფე­რი არ აქვს სა­ერ­თო უკ­რა­ი­ნა­ში ნამ­დვი­ლად მოქ­მედ ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა "უკ­რა­ი­ნა თუ­დე­ის­თან“, ის არის ბრი­ტა­ნეთ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი დო­მე­ი­ნი, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის სამ­სა­ხურ­შია. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უარ­ყო ჯეი ბი­ჩერ­თან რა­ი­მე ტი­პის კავ­ში­რი და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. სი­ტყვი­ე­რა­დაც უარ­ყვეს ამ პრო­ვო­კა­ტორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და წე­რი­ლო­ბი­თი გან­მარ­ტე­ბაც გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს იმის შე­სა­ხებ, რომ ჯეი ბი­ჩე­რი მუ­შა­ობ­და "კიევ პოს­ტში“ თარ­ჯიმ­ნად, მაგ­რამ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის გამო გა­ა­ძე­ვეს. ე.ი. ჟურ­ნა­ლის­ტიც კი არ არის, თარ­ჯი­მა­ნია.

ამას­თა­ნა­ვე, გა­ირ­კვა ისიც, რომ ბი­ჩე­რი ბრი­ტა­ნეთ­ში მოქ­მე­დი პრო­რუ­სუ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ნა­ცის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის გულ­მხურ­ვა­ლე დამ­ცვე­ლია. ამ ადა­მი­ან­მა ჩა­მო­წე­რა სიც­რუ­ის ბლო­გე­ბი და სა­თა­უ­რად და­ა­წე­რა - "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი ცრუ­ობს.“ ასე­თი ქმე­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი უკვე საქ­მის კურ­სში არი­ან და რაც სა­ჭი­როა, იმას გა­ა­კე­თე­ბენ. უკვე დიდი ხა­ნია, მონ­დო­მე­ბით ცდი­ლო­ბენ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, მაგ­რამ მინ­და იცოდ­ნენ, რომ ამა­ოდ ირ­ჯე­ბი­ან, ეს არის დიდი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­საც ჰყავს იუ­რის­ტე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დე­ბენ.

- თქვე­ნი ვერ­სი­ით, ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის არე­ალ­ში რო­გორ მოხ­ვდა ჯეი ბი­ჩე­რი და მისი სტა­ტია?

- სა­კი­თხა­ვიც ეს არის, იმი­ტომ რომ "იმედ­მა“ და "პოს­ტი­ვიმ“ ტე­ლე­ვი­ზი­ის, პრე­სის ან ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მის კი არა, კერ­ძო ადა­მი­ა­ნის შექ­მნილ რე­სურ­სზე და­ი­წყეს პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ბი­ჩე­რის ეს ცრუ სტა­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დაკ­ვე­თი­ლი იყოს. მარ­თლა არ ვიცი, რაში დას­ჭირ­დათ ეს ავან­ტი­უ­რა, არ­ჩევ­ნებ­ში მე არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ და პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა­ზე გა­ნა­ცხა­დი არ გა­მი­კე­თე­ბია.

სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რა­ტომ­ღაც სულ რა­ღა­ცა­ში მა­და­ნა­შა­უ­ლებს. რა უნ­დათ ჩემ­გან და რა საფრ­თხეს ხე­და­ვენ ჩემ­ში, არ მეს­მის. სხვა­თა შო­რის, ტყუ­ი­ლია ისიც, რომ თით­ქოს, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­მი­კავ­შირ­დნენ და უარი ვთქვი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე. ვინც და­მი­კავ­შირ­და, იმას გა­ვე­ცი პა­სუ­ხი და ვინც არ და­მი­კავ­შირ­და, აქეთ ხომ არ და­ვუ­წყებ­დი დევ­ნას?

- ვინ და­გი­კავ­შირ­დათ?

- გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და "პოს­ტი­ვის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­მი­კავ­შირ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, უარი არ მით­ქვამს ინ­ტერ­ვი­უ­ზე. ისიც ვუ­თხა­რი, რომ თუ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხართ, მა­სა­ლა ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით მო­ამ­ზა­დეთ და ჭო­რებს ნუ აჰ­ყვე­ბით-მეთ­ქი. ვუ­თხა­რი, რომ ჩემი მო­წამ­ვლის ფაქტს ადას­ტუ­რებს უკ­რა­ი­ნა­ში და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი დას­კვნა, რო­მე­ლიც ამ საქ­მის მა­სა­ლებ­ში დევს. საქ­მის მა­სა­ლე­ბის ნო­მე­რიც კი ჩა­ვუგ­დე. სულ რა­ღაც ათი წუთი იყო სა­ჭი­რო, საქ­მის მა­სა­ლე­ბის გა­საც­ნო­ბად და სი­მარ­თლე­ში გა­სარ­კვე­ვად, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, სი­მარ­თლის გახ­მო­ვა­ნე­ბა მათ ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დი­ო­და. ჩემი ინ­ტერ­ვიუ არც "იმედ­მა“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და არც "პოს­ტი­ვიმ“. ახლა "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ იუ­რის­ტე­ბი შე­ა­ფა­სე­ბენ, თუ რა ტი­პის ზი­ა­ნი მოგ­ვა­ყე­ნა ამ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მიერ სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბამ და იმის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­დე­ბენ.

სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ჭო­რე­ბი რო­გორც პი­რად ჩემ­ზე, ასე­ვე "ქარ­თულ ლე­გი­ონ­ზეც“ ხში­რად ვრცელ­დე­ბა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად ისე­თი ბრიყ­ვუ­ლია და ისეა თეთ­რი ძა­ფით ნა­კე­რი, რომ ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა არ ღირს. ყვე­ლა აბ­სურ­დულ ბრალ­დე­ბას რომ გა­მო­ვე­კი­დოთ, საქ­მეს ვე­ღარ გა­ვა­კე­თებთ. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ იუ­რის­ტე­ბი შე­ა­ფა­სე­ბენ, "იმე­დი­სა“ და "პოს­ტი­ვის“ მო­ყე­ნე­ბულ ზი­ანს და იმის მი­ხედ­ვით ვი­მოქ­მე­დებთ.

- სხვა­თა შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვენს შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია ვერ­სია იმის შე­სა­ხებ, რომ ლე­გი­ო­ნის მებ­რძო­ლებს კუთ­ვნილ ხელ­ფა­სებს არ უხ­დით.

- სი­ნამ­დვი­ლე­ში, მე ხელ­ფასს არა­ვის არ ვუხ­დი. "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ ყვე­ლა მებ­რძოლს უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან აქვს კონ­ტრაქ­ტი გა­ფორ­მე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს, ამის გა­და­მოწ­მე­ბაც ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ესტრში. ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­უძ­ლია გა­არ­კვი­ოს, გვაქვს თუ არა რა­ი­მე დარ­ღვე­ვა, თან­ხე­ბის გა­და­რი­ცხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ყვე­ლას ყვე­ლაფ­რის გარ­კვე­ვა შე­უძ­ლია, ვი­საც სი­მარ­თლე მარ­თლა აინ­ტე­რე­სებს.

თქვენ­თვის რო­დის­მე მით­ქვამს უარი ინ­ტერ­ვი­უ­ზე ან რო­მე­ლი­მე კი­თხვა პა­სუ­ხის გა­რე­შე და­მი­ტო­ვე­ბია?

- ვა­დას­ტუ­რებ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი კი­თხვის დას­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს და პა­სუ­ხებ­საც ყო­ველ­თვის ვი­ღებ.

- კი ბა­ტო­ნო, მკი­თხონ, სხვებ­მაც, გა­და­ა­მოწ­მონ სი­მარ­თლე, აქეთ და­ვეხ­მა­რე­ბი სი­მარ­თლის გარ­კვე­ვა­ში. ცუდი ის არის, რომ ზო­გი­ერ­თებს სი­მარ­თლე არ აინ­ტე­რე­სებთ. ჯეი ბი­ჩე­რის სტა­ტია არის ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მი­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცია, რო­მელ­შიც, სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თვე­ლებ­მაც მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ყვე­ლა­ზე დიდ ეჭვს სწო­რედ ის ფაქ­ტი მი­ჩენს, რომ ეს ცრუ ბრალ­დე­ბებ­ზე აგე­ბუ­ლი სტა­ტია მო­მენ­ტა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში აი­ტა­ცეს. რუ­სულ მე­დი­ა­ში ახ­ლა­ღა იწყე­ბენ, ამ სა­კი­თხის გა­შუ­ქე­ბას. ერ­თა­დერ­თი რა­საც ვფიქ­რობ, ის არის, რომ ჩემი დის, ნონა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის დის­კრე­დი­ტა­ცია უნ­დო­დათ, რად­გან ის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი წევ­რი და პარ­ლა­მენ­ტა­რი იყო და მეც მი­მა­ყო­ლეს, უბ­რა­ლოდ, "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მას­შტა­ბე­ბი ვერ გათ­ვა­ლეს.

- თქვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა რო­გო­რია?

- ისევ გავ­დი­ვარ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს, საკ­მა­ოდ მძი­მე შე­დე­გე­ბი აქვს მო­წამ­ვლას, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ნუ ინერ­ვი­უ­ლებს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩა­ივ­ლის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ისევ ვმკურნალობ, საკმაოდ მძიმე შედეგები აქვს მოწამვლას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ნუ ინერვიულებს..." - რას პასუხობს მამუკა მამულაშვილი ბოლოდროინდელ ბრალდებებს?

"ისევ ვმკურნალობ, საკმაოდ მძიმე შედეგები აქვს მოწამვლას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება  ნუ ინერვიულებს..." - რას პასუხობს მამუკა მამულაშვილი ბოლოდროინდელ ბრალდებებს?

"უკრაინული სპეცსამსახურები საქმის კურსში არიან, საომარი მოქმედებების დროს პროვოკაციები და სიცრუის ტირაჟირება დასჯადია", - ამბობს, "ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი. შეგახსენებთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ ქართულმა სამთავრობო ტელეკომპანიებმა გამოცემა "უკრაინა თუდეის“ სტატიაზე დაყრდნობით მოამზადეს სატელევიზიო სიუჟეტი, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ მამუკა მამულაშვილმა მოწამვლის ფაქტი გამოიგონა და მისი სისხლის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. სტატიის თანახმად, კონკრეტული პირები ფინანსური დონაციის მოზიდვის მიზნით, თაღლითურ სქემებს მიმართავდნენ და რეალურად დონაციით შემოსული თანხების ნაწილი უკრაინის ნაცვლად, მათ ანგარიშებზე მიდიოდა. სტატიაში ნათქვამია, რომ "უკრაინა თუდეი“ დაუკავშირდა "ქართულ ლეგიონს“ და საქმესთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღია. რა მოხდა სინამდვილეში, რა რეაქცია მოჰყვა ქართველი მეომრის მადისკრედიტირებელ სტატიას უკრაინაში და რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით სტატიისა და სატელევიზიო სიუჟეტების გმირი, ამის შესახებ მამუკა მამულაშვილი გვესაუბრება:

- ეს იყო კარგად დადგმული რუსული პროპაგანდის ნაწილი. თქვენს მიერ ნახსენებ სატელევიზიო გადაცემებსა და სტატიებში წარმოდგენილი ბრალდებები არის აბსოლუტური სიცრუე. გაინტერესებთ, ვინ არის და რას წარმოადგენს ჩემი მადისკრედიტირებელი სტატიის ავტორი, ჯეი ბიჩერი და მისი "უკრაინა თუდეი“? ჩვენ ყველაფერი გავარკვიეთ. ბიჩერის "უკრაინა თუდეის“ არაფერი არ აქვს საერთო უკრაინაში ნამდვილად მოქმედ ინტერნეტგამოცემა "უკრაინა თუდეისთან“, ის არის ბრიტანეთში დარეგისტრირებული დომეინი, რომელიც რუსული პროპაგანდის სამსახურშია. უკრაინული მედიის ყველა წარმომადგენელმა უარყო ჯეი ბიჩერთან რაიმე ტიპის კავშირი და თანამშრომლობა. სიტყვიერადაც უარყვეს ამ პროვოკატორთან ურთიერთობა და წერილობითი განმარტებაც გამოგვიგზავნეს იმის შესახებ, რომ ჯეი ბიჩერი მუშაობდა "კიევ პოსტში“ თარჯიმნად, მაგრამ პროვოკაციების გამო გააძევეს. ე.ი. ჟურნალისტიც კი არ არის, თარჯიმანია.

ამასთანავე, გაირკვა ისიც, რომ ბიჩერი ბრიტანეთში მოქმედი პრორუსული პარტიის წარმომადგენელი და ნაცისტური მოძრაობის გულმხურვალე დამცველია. ამ ადამიანმა ჩამოწერა სიცრუის ბლოგები და სათაურად დააწერა - "ქართული ლეგიონის“ მეთაური ცრუობს.“ ასეთი ქმედება უკრაინაში კანონით ისჯება, სპეცსამსახურები უკვე საქმის კურსში არიან და რაც საჭიროა, იმას გააკეთებენ. უკვე დიდი ხანია, მონდომებით ცდილობენ "ქართული ლეგიონის“ დისკრედიტაციას, მაგრამ მინდა იცოდნენ, რომ ამაოდ ირჯებიან, ეს არის დიდი ორგანიზაცია, რომელსაც ჰყავს იურისტები და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისად იმოქმედებენ.

- თქვენი ვერსიით, ქართული მედიის ყურადღების არეალში როგორ მოხვდა ჯეი ბიჩერი და მისი სტატია?

- საკითხავიც ეს არის, იმიტომ რომ "იმედმა“ და "პოსტივიმ“ ტელევიზიის, პრესის ან ინტერნეტ გამოცემის კი არა, კერძო ადამიანის შექმნილ რესურსზე დაიწყეს პროვოკაციის მოწყობა. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ ბიჩერის ეს ცრუ სტატია "ქართული ოცნების“ დაკვეთილი იყოს. მართლა არ ვიცი, რაში დასჭირდათ ეს ავანტიურა, არჩევნებში მე არ ვმონაწილეობ და პოლიტიკაში მოსვლაზე განაცხადი არ გამიკეთებია.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რატომღაც სულ რაღაცაში მადანაშაულებს. რა უნდათ ჩემგან და რა საფრთხეს ხედავენ ჩემში, არ მესმის. სხვათა შორის, ტყუილია ისიც, რომ თითქოს, ჟურნალისტები დამიკავშირდნენ და უარი ვთქვი კომენტარის გაკეთებაზე. ვინც დამიკავშირდა, იმას გავეცი პასუხი და ვინც არ დამიკავშირდა, აქეთ ხომ არ დავუწყებდი დევნას?

- ვინ დაგიკავშირდათ?

- გაგიკვირდებათ და "პოსტივის“ წარმომადგენელი დამიკავშირდება. სხვათა შორის, უარი არ მითქვამს ინტერვიუზე. ისიც ვუთხარი, რომ თუ ჟურნალისტები ხართ, მასალა ფაქტებზე დაყრდნობით მოამზადეთ და ჭორებს ნუ აჰყვებით-მეთქი. ვუთხარი, რომ ჩემი მოწამვლის ფაქტს ადასტურებს უკრაინაში დაწყებული გამოძიება და ტოქსიკოლოგიური დასკვნა, რომელიც ამ საქმის მასალებში დევს. საქმის მასალების ნომერიც კი ჩავუგდე. სულ რაღაც ათი წუთი იყო საჭირო, საქმის მასალების გასაცნობად და სიმართლეში გასარკვევად, მაგრამ როგორც ჩანს, სიმართლის გახმოვანება მათ ინტერესებში არ შედიოდა. ჩემი ინტერვიუ არც "იმედმა“ გამოაქვეყნა და არც "პოსტივიმ“. ახლა "ქართული ლეგიონის“ იურისტები შეაფასებენ, თუ რა ტიპის ზიანი მოგვაყენა ამ ტელევიზიების მიერ სიცრუის ტირაჟირებამ და იმის მიხედვით იმოქმედებენ.

სიმართლე რომ გითხრათ, ჭორები როგორც პირად ჩემზე, ასევე "ქართულ ლეგიონზეც“ ხშირად ვრცელდება, მაგრამ ძირითადად ისეთი ბრიყვულია და ისეა თეთრი ძაფით ნაკერი, რომ ყურადღების მიქცევა არ ღირს. ყველა აბსურდულ ბრალდებას რომ გამოვეკიდოთ, საქმეს ვეღარ გავაკეთებთ. ამიტომ ვამბობ, რომ იურისტები შეაფასებენ, "იმედისა“ და "პოსტივის“ მოყენებულ ზიანს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.

- სხვათა შორის, საქართველოში თქვენს შესახებ გავრცელებულ ჭორებს შორის ყველაზე აქტუალურია ვერსია იმის შესახებ, რომ ლეგიონის მებრძოლებს კუთვნილ ხელფასებს არ უხდით.

- სინამდვილეში, მე ხელფასს არავის არ ვუხდი. "ქართული ლეგიონის“ ყველა მებრძოლს უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან აქვს კონტრაქტი გაფორმებული. რაც შეეხება "ქართული ლეგიონის“ ფინანსურ საკითხებს, ამის გადამოწმებაც ძალიან მარტივია საგადასახადო რეესტრში. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაარკვიოს, გვაქვს თუ არა რაიმე დარღვევა, თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით.

ყველას ყველაფრის გარკვევა შეუძლია, ვისაც სიმართლე მართლა აინტერესებს.

თქვენთვის როდისმე მითქვამს უარი ინტერვიუზე ან რომელიმე კითხვა პასუხის გარეშე დამიტოვებია?

- ვადასტურებ, რომ ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობა მაქვს და პასუხებსაც ყოველთვის ვიღებ.

- კი ბატონო, მკითხონ, სხვებმაც, გადაამოწმონ სიმართლე, აქეთ დავეხმარები სიმართლის გარკვევაში. ცუდი ის არის, რომ ზოგიერთებს სიმართლე არ აინტერესებთ. ჯეი ბიჩერის სტატია არის ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილი ორგანიზებული პროვოკაცია, რომელშიც, სამწუხაროდ, ქართველებმაც მიიღეს მონაწილეობა. ყველაზე დიდ ეჭვს სწორედ ის ფაქტი მიჩენს, რომ ეს ცრუ ბრალდებებზე აგებული სტატია მომენტალურად საქართველოში აიტაცეს. რუსულ მედიაში ახლაღა იწყებენ, ამ საკითხის გაშუქებას. ერთადერთი რასაც ვფიქრობ, ის არის, რომ ჩემი დის, ნონა მამულაშვილის დისკრედიტაცია უნდოდათ, რადგან ის "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და პარლამენტარი იყო და მეც მიმაყოლეს, უბრალოდ, "ქართული ლეგიონის“ მასშტაბები ვერ გათვალეს.

- თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა როგორია?

- ისევ გავდივარ მკურნალობის პროცესს, საკმაოდ მძიმე შედეგები აქვს მოწამვლას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ნუ ინერვიულებს, ყველაფერი კარგად ჩაივლის.