მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ტურიზმის დღეს აჭარა საინტერესო ღონისძიებებით უერთდება
მსოფლიო ტურიზმის დღეს აჭარა საინტერესო ღონისძიებებით უერთდება

28-29 სექ­ტემ­ბერს, აჭა­რა­ში მსოფ­ლი­ოს ტუ­რიზ­მის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა. ერი­სი­ო­ნი, ზვი­ად ბოლ­ქვა­ძე და ბენ­დი, კა­ხუ­ჩე­ლა და ხა­ნუ­მე­ბი იქ­ნე­ბი­ან 28 სექ­ტემ­ბერს, ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის მთა­ვა­რი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. იქვე მო­ე­წყო­ბა კვე­ბის სივ­რცე­ე­ბიც, სა­დაც ვი­ზი­ტო­რებს ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ. ჯგუ­ფი „რე­გი­ო­ნი“ წარ­სდგე­ბა მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე 29 სექ­ტემ­ბერს, გო­ნი­ოს ციხე სი­მაგ­რე­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე და მა­ყუ­რებ­ლის საყ­ვა­რელ ჰი­ტებს შე­ას­რუ­ლებს. კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა ქე­დის ცენ­ტრა­ლურ პარკშიც. კონ­ცერ­ტებ­ზე დას­წრე­ბა მსურ­ვე­ლებს უფა­სოდ შე­უძ­ლი­ათ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­ე­როს მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცია მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის დღეს წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ა­ტა­რებს. 27 სექ­ტემ­ბერს, მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღა­ლი რან­გის სტუმ­რე­ბი, ტუ­რიზ­მის მი­ნის­ტრე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ტუ­რიზ­მის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ეს­ტუმ­რე­ბი­ან. წლე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლია „ტუ­რიზ­მი და მშვი­დო­ბა“. მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის დღის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა სა­დის­კუ­სიო პა­ნე­ლე­ბი, გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ე­ბი და მშვი­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით. ტუ­რიზ­მის მსოფ­ლიო დღეს გა­ე­როს მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცია 1979 წლი­დან, ყო­ვე­ლი წლის 27 სექ­ტემ­ბერს აღ­ნიშ­ნავს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მსოფლიო ტურიზმის დღეს აჭარა საინტერესო ღონისძიებებით უერთდება

მსოფლიო ტურიზმის დღეს აჭარა საინტერესო ღონისძიებებით უერთდება

28-29 სექტემბერს, აჭარაში მსოფლიოს ტურიზმის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიებები იგეგმება. ერისიონი, ზვიად ბოლქვაძე და ბენდი, კახუჩელა და ხანუმები იქნებიან 28 სექტემბერს, ევროპის მოედანზე გამართული კონცერტის მთავარი შემსრულებლები. იქვე მოეწყობა კვების სივრცეებიც, სადაც ვიზიტორებს ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ჯგუფი „რეგიონი“ წარსდგება მსმენელის წინაშე 29 სექტემბერს, გონიოს ციხე სიმაგრეში გამართულ კონცერტზე და მაყურებლის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს. კონცერტი გაიმართება ქედის ცენტრალურ პარკშიც. კონცერტებზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ.

მნიშვნელოვანია, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მსოფლიო ტურიზმის დღეს წელს საქართველოში ჩაატარებს. 27 სექტემბერს, მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია „ტურიზმი და მშვიდობა“. მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით. ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

NS