საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველდღე აშშ-ისა და დასავლეთის ლანძღვას, რა ეგონათ, რა მოჰყვებოდა?!. ესენი პირველები განუდგნენ პარტნიორებს და თვითონ შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში" - ექსპერტი
"ყოველდღე აშშ-ისა და დასავლეთის ლანძღვას, რა ეგონათ, რა მოჰყვებოდა?!. ესენი პირველები განუდგნენ პარტნიორებს და თვითონ შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში" -  ექსპერტი

ამ ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის მი­ღე­ბა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს მიწ­ვე­ვა გა­უ­უქ­მეს.

16 სექ­ტემ­ბერს კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აშშ-მა გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვილს, მის მო­ად­გი­ლე მი­ლე­რი ლა­გა­ზა­ურს, ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე, ძა­ლა­დობ­რი­ვი მო­წო­დე­ბე­ბით ცნო­ბი­ლი "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის", იმა­ვე "ალტ-ინ­ფოს", ლი­დე­რებს, კონ­სტან­ტი­ნე მორ­გო­ში­ა­სა და ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძეს ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. "აშშ-ის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრი­ან ფუნ­და­მენ­ტურ თა­ვი­სუფ­ლე­ბებს, მათ შო­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. კერ­ძოდ, და­სან­ქცირ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის სას­ტიკ დარ­ბე­ვას­თან არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი", - ნათ­ქვა­მია აშშ-ის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში. მათი გან­მარ­ტე­ბით, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვილ­სა და მი­ლე­რი ლა­გა­ზა­ურს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დათ, რად­გან "მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვა­ში". 2021 წლის 5 ივ­ლისს ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და ოპე­რა­ტო­რებ­ზე თავ­დას­ხმი­სა და ძა­ლა­დო­ბის გამო და­უ­წეს­დათ სან­ქცი­ე­ბი კონ­სტან­ტი­ნე მორ­გო­ში­ა­სა და ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძეს. გარ­და ამი­სა, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ გეგ­მა­ვენ სა­ვი­ზო აკ­რძალ­ვე­ბი და­უ­წე­სონ 60-ზე მეტ ქარ­თველ­სა და მათი ოჯა­ხე­ბის წევ­რებს, "რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი ან თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ნი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა­ში". "ამე­რი­კის ხმის" ცნო­ბით, აშშ-მა უკვე შე­ი­მუ­შა­ვა სან­ქცი­ე­ბის პა­კე­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. მოკ­ლედ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბა სულ უფრო მე­ტად რთულ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ იყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი, რო­მე­ლიც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, ისე მსოფ­ლი­ო­ში მისი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღი­ა­რე­ბის გა­რან­ტად. საით მი­დის სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს კონფრონ­ტა­ცია ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე, ამ სა­კი­თხზე ექ­სპერ­ტი სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რობს":

- თქვენს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი ნათ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა 26 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ, თუ რას მოგ­ვი­ტანს არ­ჩევ­ნე­ბი. მთე­ლი ეს ვი­თა­რე­ბა უნდა გან­ვი­ხი­ლოთ ამ ეტაპ­ზე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის რა­კურ­სში.

ეს არის და­სავ­ლე­თის პირ­და­პი­რი ზე­წო­ლა მთავ­რო­ბა­ზე, რათა წე­სი­ე­რად მო­იქ­ცნენ, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეფექ­ტი სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა - სრულ მა­რაზმში ვართ. ჯერ ერთი, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მო­გე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გო ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნით, ვიდ­რე მას შე­მო­აბ­რუ­ნებ­დნენ ხე­ლახ­ლა და ხალ­ხზე ძა­ლა­დო­ბის ფა­სად მი­ი­ღებ­დნენ, ქვე­ყა­ნა­ში და მის სა­ზღვრებ­გა­რე­თაც არა­ვის ეპა­რე­ბო­და ეჭვი, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მმარ­თვე­ლი ძალა გა­ი­მარ­ჯვებ­და. დღემ­დე ვერ ვხსნი, რაში სჭირ­დე­ბო­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ამ ახი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. კი, თავს იწო­ნებს მა­გა­რი ანა­ლი­ტი­კო­სი ვარო, მაგ­რამ ცხად­ზე ცხა­დია, ასე არ ყო­ფი­ლა, ან ძა­ლა­უფ­ლე­ბით ტკბო­ბამ მისი ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა და­ა­ჩ­ლუნ­გა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, შეც­დო­მას შეც­დო­მა­ზე უშ­ვებს. ამას­თა­ნა­ვე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერ­ში­ფი, ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, მო­ნე­ბი­ვით იქ­ცე­ვი­ან, თით­ქოს თა­ვი­ან­თი აზრი არც გა­აჩ­ნი­ათ. ყვე­ლა მეტ-ნაკ­ლე­ბად ერ­თნა­ირ სი­სუ­ლე­ლე­ებს ამ­ბობს. გა­ი­ძა­ხი­ან, რომ თურ­მე მათ­ზე ზე­წო­ლაა. ეს არ იქ­ნე­ბო­და, ნორ­მა­ლუ­რად რომ მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ, ყო­ველ­დღე აშშ-ისა და და­სავ­ლე­თის ლან­ძღვას, რა ეგო­ნათ, რა მოჰ­ყვე­ბო­და?! ცალ­მხრი­ვი პარტნი­ო­რო­ბა არ არ­სე­ბობ­სო, რომ გა­ი­ძა­ხი­ან, მარ­თლაც არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ესე­ნი პირ­ვე­ლე­ბი გა­ნუდ­გნენ პარტნი­ო­რებს და თვი­თონ შე­იყ­ვა­ნეს სა­კუ­თა­რი თავი ჩიხ­ში.

ჩემი აზ­რით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ­ჩევ­ნებს ვერ მო­ი­გებს და ვერც ერ­თპი­როვ­ნუ­ლად და­ა­კომ­პლექ­ტებს მთავ­რო­ბას. ყო­ვე­ლი­ვე ეს, რა­საც ვხე­დავთ და­სავ­ლეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში, არა სტრა­ტე­გი­უ­ლი, არა­მედ ტაქ­ტი­კუ­რი სვლე­ბია სა­არ­ჩევ­ნოდ, რაც მალე დას­რულ­დე­ბა. თუ ასე არ მოხ­და, ისევ კო­მუ­ნის­ტუ­რი წყო­ბის ყვე­ლა­ზე უვარ­გის წლებ­ში დავ­ბრუნ­დე­ბით.

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ პერ­მა­ნენ­ტუ­ლად პირ­და­პირ გამ­წვა­ვე­ბა­ზე მი­დი­ო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­სავ­ლეთ­თან. არ ვიცი, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რომ და­სავ­ლეთს სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩათ­რე­ვა სურ­და. ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი ის­მო­და უკ­რა­ი­ნი­და­ნაც. შე­იძ­ლე­ბა ომში მყო­ფი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მარ­თლაც სურ­და, რომ მე­ო­რე ფრონ­ტი გახ­სნი­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­დან, მაგ­რამ ეს არამც და არამც არ აწყობ­და და­სავ­ლეთს და არც სურ­და. არა­ვი­თა­რი გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია არ არ­სე­ბობს - ამა­ზე გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ლა­პა­რა­კი ქა­რის წის­ქვი­ლებ­თან ბრძო­ლაა. ჩემი აზ­რით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის აზ­როვ­ნე­ბა­ში, მენ­ტა­ლი­ტეტ­ში, რა­ღაც ხარ­ვე­ზია და შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას ნორ­მა­ლუ­რად ვერ აა­ნა­ლი­ზე­ბენ, ყველ­გან შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი ელან­დე­ბათ.

ისე, თუ და­ვუბ­რუნ­დე­ბით უახ­ლეს ის­ტო­რი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ფი­ნი­შის­კენ სულ უფუჭ­დე­ბო­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა და­სავ­ლეთ­თან, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლედ. ასე იქ­ნე­ბა ახ­ლაც. ღმერ­თმა ნუ ქნას, ეს და­პი­რის­პი­რე­ბა არ და­ას­რუ­ლოს ამ არ­ჩევ­ნებ­მა, რად­გან რო­გორც უკვე ვთქვი, სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა დრო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ემუქ­რე­ბა.

- თა­ვის მხრივ, ევ­რო­კავ­ში­რიც ლა­პა­რა­კობს სან­ქცი­ებ­ზე. ევ­რო­კავ­ში­რი აკ­ვირ­დე­ბა პრო­ცე­სებს და იმე­დი აქვს, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი, რომ არ იქ­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბა, არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­კავ­ში­რი გა­მო­ი­ყე­ნებს ხელთ არ­სე­ბულ სხვა­დას­ხვა ხელ­სა­წყოს, მათ შო­რის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ ამ ორი­ო­დე დღის წინ.

- დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს არ მოხ­დე­ბა.

ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა იქ­ნე­ბა და­სავ­ლე­თის უზარ­მა­ზა­რი შეც­დო­მა. ეს იქ­ნე­ბა არა მთავ­რო­ბის, არა­მედ ჩვე­ნი ხალ­ხის დას­ჯა, ჩვენ ემო­ცი­უ­რი ხალ­ხი ვართ, ამით შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან გვა­წყე­ნი­ნონ, რაც შემ­დგომ­ში ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას შე­უშ­ლის ხელს.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ­ჩევ­ნე­ბი ყვე­ლა­ფერს და­ა­ლა­გებს, თუ დრა­მა­ტუ­ლი რამ არ მოხ­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ყოველდღე აშშ-ისა და დასავლეთის ლანძღვას, რა ეგონათ, რა მოჰყვებოდა?!. ესენი პირველები განუდგნენ პარტნიორებს და თვითონ შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში" - ექსპერტი

"ყოველდღე აშშ-ისა და დასავლეთის ლანძღვას, რა ეგონათ, რა მოჰყვებოდა?!. ესენი პირველები განუდგნენ პარტნიორებს და თვითონ შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში" -  ექსპერტი

ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს.

16 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი "კონსერვატიული მოძრაობის", იმავე "ალტ-ინფოს", ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა. "აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებებს საქართველოში. კერძოდ, დასანქცირდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან არიან დაკავშირებული", - ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. მათი განმარტებით, ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესდათ, რადგან "მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში". 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმისა და ძალადობის გამო დაუწესდათ სანქციები კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათი ოჯახების წევრებს, "რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში". "ამერიკის ხმის" ცნობით, აშშ-მა უკვე შეიმუშავა სანქციების პაკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ის ურთიერთობა სულ უფრო მეტად რთულდება. შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში აშშ იყო ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც განიხილებოდა როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის, ისე მსოფლიოში მისი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარანტად. საით მიდის საქართველო, როგორ აისახება ეს კონფრონტაცია ქვეყნის მომავალზე, ამ საკითხზე ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს":

- თქვენს კითხვებზე პასუხები ნათლად გამოჩნდება 26 ოქტომბრის შემდეგ, თუ რას მოგვიტანს არჩევნები. მთელი ეს ვითარება უნდა განვიხილოთ ამ ეტაპზე საარჩევნო პროცესის რაკურსში.

ეს არის დასავლეთის პირდაპირი ზეწოლა მთავრობაზე, რათა წესიერად მოიქცნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეფექტი საწინააღმდეგოა - სრულ მარაზმში ვართ. ჯერ ერთი, "ქართულმა ოცნებამ" მოგებული არჩევნები წააგო ე.წ. აგენტების კანონით, ვიდრე მას შემოაბრუნებდნენ ხელახლა და ხალხზე ძალადობის ფასად მიიღებდნენ, ქვეყანაში და მის საზღვრებგარეთაც არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ არჩევნებში მმართველი ძალა გაიმარჯვებდა. დღემდე ვერ ვხსნი, რაში სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილს ამ ახირების შესრულება. კი, თავს იწონებს მაგარი ანალიტიკოსი ვარო, მაგრამ ცხადზე ცხადია, ასე არ ყოფილა, ან ძალაუფლებით ტკბობამ მისი ანალიტიკური აზროვნება დააჩლუნგა. ყოველ შემთხვევაში, შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ამასთანავე, "ქართული ოცნების" ლიდერშიფი, ხელმძღვანელები, მონებივით იქცევიან, თითქოს თავიანთი აზრი არც გააჩნიათ. ყველა მეტ-ნაკლებად ერთნაირ სისულელეებს ამბობს. გაიძახიან, რომ თურმე მათზე ზეწოლაა. ეს არ იქნებოდა, ნორმალურად რომ მოქცეულიყვნენ, ყოველდღე აშშ-ისა და დასავლეთის ლანძღვას, რა ეგონათ, რა მოჰყვებოდა?! ცალმხრივი პარტნიორობა არ არსებობსო, რომ გაიძახიან, მართლაც არ არსებობს, მაგრამ ესენი პირველები განუდგნენ პარტნიორებს და თვითონ შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში.

ჩემი აზრით, "ქართული ოცნება" არჩევნებს ვერ მოიგებს და ვერც ერთპიროვნულად დააკომპლექტებს მთავრობას. ყოველივე ეს, რასაც ვხედავთ დასავლეთთან დამოკიდებულებაში, არა სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური სვლებია საარჩევნოდ, რაც მალე დასრულდება. თუ ასე არ მოხდა, ისევ კომუნისტური წყობის ყველაზე უვარგის წლებში დავბრუნდებით.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პერმანენტულად პირდაპირ გამწვავებაზე მიდიოდა "ქართული ოცნება" დასავლეთთან. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურდა. ამგვარი განცხადებები ისმოდა უკრაინიდანაც. შეიძლება ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას მართლაც სურდა, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოდან, მაგრამ ეს არამც და არამც არ აწყობდა დასავლეთს და არც სურდა. არავითარი გლობალური ომის პარტია არ არსებობს - ამაზე გაუთავებელი ლაპარაკი ქარის წისქვილებთან ბრძოლაა. ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის აზროვნებაში, მენტალიტეტში, რაღაც ხარვეზია და შექმნილ ვითარებას ნორმალურად ვერ აანალიზებენ, ყველგან შეთქმულების თეორიები ელანდებათ.

ისე, თუ დავუბრუნდებით უახლეს ისტორიას, საქართველოს ხელისუფლებებს საკუთარი ძალაუფლების ფინიშისკენ სულ უფუჭდებოდათ ურთიერთობა დასავლეთთან, თუმცა ყოველთვის ძალიან ხანმოკლედ. ასე იქნება ახლაც. ღმერთმა ნუ ქნას, ეს დაპირისპირება არ დაასრულოს ამ არჩევნებმა, რადგან როგორც უკვე ვთქვი, საქართველოს საბჭოთა დროში დაბრუნება ემუქრება.

- თავის მხრივ, ევროკავშირიც ლაპარაკობს სანქციებზე. ევროკავშირი აკვირდება პროცესებს და იმედი აქვს, რომ საარჩევნო პროცესი იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი გამოიყენებს ხელთ არსებულ სხვადასხვა ხელსაწყოს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა პაველ ჰერჩინსკიმ ამ ორიოდე დღის წინ.

- დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება იქნება დასავლეთის უზარმაზარი შეცდომა. ეს იქნება არა მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის დასჯა, ჩვენ ემოციური ხალხი ვართ, ამით შეიძლება ძალიან გვაწყენინონ, რაც შემდგომში ჩვენს ურთიერთობას შეუშლის ხელს.

დარწმუნებული ვარ, არჩევნები ყველაფერს დაალაგებს, თუ დრამატული რამ არ მოხდა. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: