კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ - ში, 1951 წელს, 6 წლის ასაკში გატაცებული ბიჭი 70 წლის შემდეგ ცოცხალი იპოვეს - დაუჯერებელი ისტორიის დეტალები
აშშ - ში, 1951 წელს, 6 წლის ასაკში გატაცებული ბიჭი 70 წლის შემდეგ ცოცხალი იპოვეს - დაუჯერებელი ისტორიის დეტალები

ლუის არ­მან­დო ალ­ბი­ნო 1951 წელს, მხო­ლოდ 6 წლის იყო, რო­დე­საც უც­ნობ­მა პი­რებ­მა კა­ლი­ფორ­ნი­ის ერთ-ერთ პარკში თა­მა­შის დროს გა­ი­ტა­ცეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 70 წელ­ზე მეტი ხნის შემ­დეგ, ოჯახ­მა ის ცო­ცხა­ლი იპო­ვა.

რო­გორც მე­დია წერს, ლუ­ი­სი იპო­ვეს წი­ნაპ­რე­ბის ონ­ლა­ინ ტეს­ტის, ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბი­სა და გა­ზე­თე­ბის ამო­ნა­წე­რე­ბის დახ­მა­რე­ბით.

Bay Area News Group- ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალ­ბი­ნოს დის­შვილ­მა ბიძა პო­ლი­ცი­ის, FBI-ს, დნმ ტეს­ტი­სა და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ, ოკ­ლენდში იპო­ვა. მისი დის­შვი­ლის, 63 წლის ალი­და ალე­კი­ნის თქმით, ალ­ბი­ნო გა­დამ­დგა­რი მე­ხან­ძრე და სა­ზღვაო ქვე­ით­თა ​​კორ­პუ­სის ვე­ტე­რა­ნია.

ოჯა­ხი წლე­ბის წინ, ბავ­შვის და­კარ­გვის დე­ტა­ლებ­საც ასა­ჯა­რო­ებს. მათი თქმით, 1951 წლის 21 თე­ბერ­ვალს, 6 წლის ალ­ბი­ნო და­სავ­ლეთ ოკ­ლენ­დის პარ­კი­დან უც­ნობ­მა ქალ­მა გა­ი­ტა­ცა. ის უფ­როს ძმას­თან ერ­თად თა­მა­შობ­და. ქალი ბავ­შვს კან­ფე­ტე­ბის ყიდ­ვას და­პირ­და და მას შემ­დეგ ორი­ვე გა­უ­ჩი­ნარ­და.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ალ­ბი­ნო წყვილ­მა სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით გა­ზარ­და და მას წარ­სულს უმა­ლავ­დნენ.

70 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ალ­ბი­ნო და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბი მას მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო კი ის არის, რომ ნა­პოვ­ნი მა­მა­კა­ცის დედა 2005 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ოც­ნე­ბა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ვა­ჟის პოვ­ნა იყო.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

აშშ - ში, 1951 წელს, 6 წლის ასაკში გატაცებული ბიჭი 70 წლის შემდეგ ცოცხალი იპოვეს - დაუჯერებელი ისტორიის დეტალები

აშშ - ში, 1951 წელს, 6 წლის ასაკში გატაცებული ბიჭი 70 წლის შემდეგ ცოცხალი იპოვეს - დაუჯერებელი ისტორიის დეტალები

ლუის არმანდო ალბინო 1951 წელს, მხოლოდ 6 წლის იყო, როდესაც უცნობმა პირებმა კალიფორნიის ერთ-ერთ პარკში თამაშის დროს გაიტაცეს. გაუჩინარებიდან 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ოჯახმა ის ცოცხალი იპოვა.

როგორც მედია წერს, ლუისი იპოვეს წინაპრების ონლაინ ტესტის, ძველი ფოტოებისა და გაზეთების ამონაწერების დახმარებით.

Bay Area News Group- ის ინფორმაციით, ალბინოს დისშვილმა ბიძა პოლიციის, FBI-ს, დნმ ტესტისა და სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ოკლენდში იპოვა. მისი დისშვილის, 63 წლის ალიდა ალეკინის თქმით, ალბინო გადამდგარი მეხანძრე და საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის ვეტერანია.

ოჯახი წლების წინ, ბავშვის დაკარგვის დეტალებსაც ასაჯაროებს. მათი თქმით, 1951 წლის 21 თებერვალს, 6 წლის ალბინო დასავლეთ ოკლენდის პარკიდან უცნობმა ქალმა გაიტაცა. ის უფროს ძმასთან ერთად თამაშობდა. ქალი ბავშვს კანფეტების ყიდვას დაპირდა და მას შემდეგ ორივე გაუჩინარდა.

როგორც აღმოჩნდა, ალბინო წყვილმა საკუთარი შვილივით გაზარდა და მას წარსულს უმალავდნენ.

70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ალბინო დაკარგულად მიიჩნეოდა. ოჯახის წევრები მას მთელი ამ ხნის განმავლობაში ეძებდნენ. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ნაპოვნი მამაკაცის დედა 2005 წელს გარდაიცვალა. მისი ოცნება სიცოცხლის ბოლომდე ვაჟის პოვნა იყო.

წყარო