მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს
პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის მი­ღე­ბა­ზე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს მიწ­ვე­ვა გა­უ­უქ­მეს და ამ ქმე­დე­ბას არა­სე­რი­ო­ზულს უწო­დებს.

  • რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი ინ­დი­კა­ტო­რია, თუ რამ­დე­ნად სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ქარ­თუ­ლი ოპო­ზი­ცია.

მი­სი­ვე თქმით, ამე­რი­კას შე­ეძ­ლო სტუ­მართ-მას­პინ­ძლო­ბა მა­ინც ეს­წავ­ლა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან.

"რო­გორც ვი­კი­თხე, მარ­თლაც ასე მომ­ხდა­რა. არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, რაზე უნდა ვი­სა­უბ­როთ სა­ერ­თოდ. თა­ვი­სი­ვე გაგ­ზავ­ნი­ლი მოწ­ვე­ვა, მე­ო­რე დღეს უკან გა­იწ­ვი­ეს. ასე­თი ქცე­ვა არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. უპირ­ვე­ლე­სად, ეს არის ამე­რი­კის და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფა, რაც ამ ქცე­ვით ვი­ხი­ლეთ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან.

მე­ო­რე მხრივ, რაც უფრო აუხ­სნე­ლი და მძი­მეა ქმე­დე­ბე­ბი, ეს პირ­და­პი­რი ინ­დი­კა­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპო­ზი­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბის. იმ­დე­ნად სა­ვა­ლა­ლოა ოპო­ზი­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა, ყვე­ლა­ნა­ირ სტან­დარტს ქვე­მოთ ქმე­დე­ბებ­საც კი აღარ ერი­დე­ბა, მათ შო­რის აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცია, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად უბიძ­გოს ოპო­ზი­ცი­ას, სა­ლა­პა­რა­კო თემა მის­ცეს. ესეც, სამ­წუ­ხა­როდ, ერთ-ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვის.

ამ საქ­ცი­ელს ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შე­ვა­ფა­სებ. ამ­დე­ნი წე­ლია ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორს გვი­წო­დებს და სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბა მა­ინც ეს­წავ­ლათ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­გან. მი­ნი­მუმ ეს შე­ეძ­ლოთ წა­ე­ღოთ ჩვე­ნი ხალ­ხის­გან. რო­გორც ჩანს, ესეც ვერ გა­ვუ­ზი­ა­რეთ სა­თა­ნა­დოდ“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი, 25 სექ­ტემ­ბერს, ნიუ-იორკში მსოფ­ლიო ლი­დე­რებს და გა­ე­როს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ტრა­დი­ცი­ულ მი­ღე­ბა­ზე უმას­პინ­ძლებს.

"ამე­რი­კის ხმის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტის მი­ღე­ბა­ზე მიწ­ვე­ულ­თა სი­ა­ში, თავ­და­პირ­ვე­ლად, ასე­ვე იყო ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, რო­მე­ლიც გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, თუმ­ცა ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მიწ­ვე­ვა გა­ა­უქ­მა. გარ­და ამი­სა, „ამე­რი­კის ხმის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიწ­ვე­ვის გა­უქ­მე­ბას­თან ერ­თად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ასე­ვე უარი თქვა სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას­თან ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ზე და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ კო­ბა­ხი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა­ზე, ასე­ვე უარი თქვა ჯეიკ სა­ლი­ვან­მა, თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მრჩე­ველ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს

პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს და ამ ქმედებას არასერიოზულს უწოდებს.

  • როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი ქმედებები ინდიკატორია, თუ რამდენად სავალალო მდგომარეობაშია ქართული ოპოზიცია.

მისივე თქმით, ამერიკას შეეძლო სტუმართ-მასპინძლობა მაინც ესწავლა ქართველი ხალხისგან.

"როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა, მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან.

მეორე მხრივ, რაც უფრო აუხსნელი და მძიმეა ქმედებები, ეს პირდაპირი ინდიკატორია საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის. იმდენად სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ რაღაცნაირად უბიძგოს ოპოზიციას, სალაპარაკო თემა მისცეს. ესეც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის.

ამ საქციელს ვერანაირად ვერ შევაფასებ. ამდენი წელია ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან. მინიმუმ ეს შეეძლოთ წაეღოთ ჩვენი ხალხისგან. როგორც ჩანს, ესეც ვერ გავუზიარეთ სათანადოდ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.

"ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. გარდა ამისა, „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.

წაიკითხეთ ასევე: