მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Yandex GO-ს მფლობელი კომპანია რუსეთისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემის გამო დააჯარიმეს - რას აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური?
Yandex GO-ს მფლობელი კომპანია რუსეთისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემის გამო დააჯარიმეს - რას აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური?

პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი Yandex GO / Yandex Pro-ს მიერ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში კა­ნონ­დარ­ღვე­ვით გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, "რა­ი­დტექ ჯორ­ჯია“, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლებს სთა­ვა­ზობს ტაქ­სის სერ­ვი­სით მომ­სა­ხუ­რე­ბას Yandex GO-სა (მგზავ­რე­ბის­თვის) და Yandex Pro-ს (მძღო­ლე­ბის­თვის) აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, კა­ნონ­დარ­ღვე­ვით გა­დას­ცემს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს სხვა სა­ხელ­მწი­ფოს.

კერ­ძოდ, გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, შპს "რა­ი­დტექ ჯორ­ჯი­ას“ აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, იმგვა­რად აქვს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნი­კუ­რი პრო­ცე­სი, რომ მისი გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მდე­ბა­რე სერ­ვე­რებ­თან ქსე­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის დროს სერ­ვე­რე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი ხდე­ბა აპ­ლი­კა­ცი­ის მო­წყო­ბი­ლო­ბის IP Address-ი, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხე­ზეა IP Address-ის სხვა სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის გა­და­ცე­მის ფაქ­ტი.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნია და­ჯა­რიმ­და 4 000 ლა­რით და ამას­თან, და­ე­ვა­ლა უზ­რუნ­ველ­ყოს აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­და­ცე­მის შე­წყვე­ტა.

"პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა შე­მოწ­მე­ბის (ინ­სპექ­ტი­რე­ბის) ფარ­გლებ­ში შე­ის­წავ­ლა შპს "რა­ი­დტექ ჯორ­ჯი­ას“ მიერ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში შე­საძ­ლო კა­ნონ­დარ­ღვე­ვით გა­და­ცე­მის ფაქ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია მომ­ხმა­რებ­ლებს სთა­ვა­ზობს ტაქ­სის სერ­ვი­სით მომ­სა­ხუ­რებს Yandex GO-სა (მგზავ­რე­ბის­თვის) და Yandex Pro-ს (მძღო­ლე­ბის­თვის) აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

შე­მოწ­მე­ბი­სას დად­გინ­და, რომ ინ­ტერ­ნეტ კავ­ში­რის მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცეს­ში აპ­ლი­კა­ცია და­უ­კავ­შირ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მდე­ბა­რე სერ­ვე­რებს. შპს "რა­ი­დტექ ჯორ­ჯი­ას“ იმგვა­რად აქვს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის/მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტე­ბის (მგზავ­რე­ბის/მძღო­ლე­ბის) პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ტექ­ნი­კუ­რი პრო­ცე­სი, რომ მისი გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მდე­ბა­რე სერ­ვე­რებ­თან ქსე­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის დროს სერ­ვე­რე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი ხდე­ბა აპ­ლი­კა­ცი­ის მო­წყო­ბი­ლო­ბის გლო­ბა­ლუ­რი ქსე­ლუ­რი მი­სა­მარ­თი/IP Address-ი, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხე­ზეა ქსე­ლუ­რი მი­სა­მარ­თის/IP Address-ის სხვა სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის გა­და­ცე­მის (ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის) ფაქ­ტი.

ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­მოწ­მე­ბის და­წყე­ბამ­დე შპს "რა­ი­დტექ ჯორ­ჯი­ამ“ გან­ცხა­დე­ბით მო­მარ­თა სამ­სა­ხურს და მო­ი­თხო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­და­ცე­მის თა­ო­ბა­ზე ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა.

სამ­სა­ხურ­მა მი­თი­თე­ბუ­ლი წარ­მო­ე­ბის ფარ­გლებ­ში შე­ის­წავ­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ სხვა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის (რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სათ­ვის) პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი, მათ შო­რის, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ცე­მის მთა­ვარ პი­რო­ბად გან­სა­ზღვრუ­ლი - მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­თა­ნა­დო გა­რან­ტი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მი­იჩ­ნია, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში არ არ­სე­ბობ­და მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­თა­ნა­დო გა­რან­ტი­ე­ბის, მათ შო­რის, მო­ნა­ცემ­თა უსაფრ­თხო­ე­ბის პრინ­ცი­პის დაც­ვის რე­ა­ლუ­რი მო­ლო­დი­ნი. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ბრძა­ნე­ბით უარი ეთ­ქვა შპს "რა­ი­დტექ ჯორ­ჯი­ას“ (Yandex Go და Yandex Pro) სხვა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის (რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში) პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა­ზე.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­სა­ხურ­მა და­ად­გი­ნა, რომ შპს "რა­ი­დტექ ჯორ­ჯი­ას“ მიერ აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის/მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტე­ბის (მგზავ­რე­ბის/მძღო­ლე­ბის) პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ცე­მი­სას (და­მუ­შა­ვე­ბი­სას) დარ­ღვე­ულ იქნა "პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პა­ნია ცნო­ბილ იქნა სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის სა­ხით შე­ე­ფარ­და ჯა­რი­მა 4 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ამას­თან, შპს "რა­ი­დტექ ჯორ­ჯი­ას“ და­ე­ვა­ლა უზ­რუნ­ველ­ყოს აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის/მო­ნა­ცემ­თა სუ­ბი­ექ­ტე­ბის (მგზავ­რე­ბის/მძღო­ლე­ბის) პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის (გლო­ბა­ლუ­რი ქსე­ლუ­რი მი­სა­მარ­თის/IP Address) რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­და­ცე­მის შე­წყვე­ტა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
112
0

გადააცემინეს და ვითომ აჯარიმებენ.

Georgia
0

დაადჟარიმეს ... :დ :დ :დ :დ :დ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

Yandex GO-ს მფლობელი კომპანია რუსეთისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემის გამო დააჯარიმეს - რას აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური?

Yandex GO-ს მფლობელი კომპანია რუსეთისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემის გამო დააჯარიმეს - რას აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური?

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური Yandex GO / Yandex Pro-ს მიერ პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში კანონდარღვევით გადაცემის შესახებ განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, "რაიდტექ ჯორჯია“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებას Yandex GO-სა (მგზავრებისთვის) და Yandex Pro-ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით, კანონდარღვევით გადასცემს მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს სხვა სახელმწიფოს.

კერძოდ, განცხადების თანახმად, შპს "რაიდტექ ჯორჯიას“ აპლიკაციის საშუალებით, იმგვარად აქვს ორგანიზებული საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის IP Address-ი, შესაბამისად, სახეზეა IP Address-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის ფაქტი.

მათივე ინფორმაციით, კომპანია დაჯარიმდა 4 000 ლარით და ამასთან, დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შემოწმების (ინსპექტირების) ფარგლებში შეისწავლა შპს "რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში შესაძლო კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი. აღნიშნული კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებს Yandex GO-სა (მგზავრებისთვის) და Yandex Pro-ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით.

შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტ კავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებს. შპს "რაიდტექ ჯორჯიას“ იმგვარად აქვს ორგანიზებული აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი/IP Address-ი, შესაბამისად, სახეზეა ქსელური მისამართის/IP Address-ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოწმების დაწყებამდე შპს "რაიდტექ ჯორჯიამ“ განცხადებით მომართა სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების რუსეთის ფედერაციაში გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემა.

სამსახურმა მითითებული წარმოების ფარგლებში შეისწავლა აღნიშნული კომპანიის მიერ სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციისათვის) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის მთავარ პირობად განსაზღვრული - მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციაში არ არსებობდა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების, მათ შორის, მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპის დაცვის რეალური მოლოდინი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანებით უარი ეთქვა შპს "რაიდტექ ჯორჯიას“ (Yandex Go და Yandex Pro) სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციაში) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა დაადგინა, რომ შპს "რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას (დამუშავებისას) დარღვეულ იქნა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. შესაბამისად, კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. ამასთან, შპს "რაიდტექ ჯორჯიას“ დაევალა უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების (გლობალური ქსელური მისამართის/IP Address) რუსეთის ფედერაციაში გადაცემის შეწყვეტა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.