სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გასტრონომ ჯგუფმა" ქართული ფეხბურთის მხარდასაჭერად, "დინამოსთან" და "ლოკომოტივთან" მემორანდუმი გააფორმა
"გასტრონომ ჯგუფმა" ქართული ფეხბურთის მხარდასაჭერად, "დინამოსთან" და "ლოკომოტივთან" მემორანდუმი გააფორმა

“გას­ტრო­ნომ ჯგუფ­მა” ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის მხარ­და­სა­ჭე­რად, “დი­ნა­მოს­თან“ და “ლო­კო­მო­ტივ­თან“ მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, კომ­პა­ნია, მომ­დევ­ნო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, ყო­ველ­თვი­უ­რად, მო­გე­ბის 10%-ს გა­მო­ყოფს. თი­თო­ე­უ­ლი კლუ­ბი, სრუ­ლი­ად უან­გა­როდ, 5-5%-იან ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებს. მე­მო­რან­დუმს ხელი “გას­ტრო­ნომ ჯგუ­ფის” დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, გი­ორ­გი თე­ნა­ძემ, „ლო­კო­მო­ტი­ვი თბი­ლი­სის“ პრე­ზი­დენ­ტმა, ლექ­სო თო­ფუ­რი­ამ და „დი­ნა­მოს თბი­ლი­სის“ პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მან ფი­ფი­ამ მო­ა­წე­რეს.

გი­ორ­გი თე­ნა­ძის­თვის ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ორი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი და ლე­გენ­და­რუ­ლი კლუ­ბის - “ლო­კო­მო­ტი­ვი თბი­ლი­სი­სა” და “დი­ნა­მო თბი­ლი­სის” მხარ­და­ჭე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მთა­ვა­რი ინ­სპი­რა­ცია ზა­ფხულ­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მიერ მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა იყო, რო­დე­საც ნაკ­რებ­მა ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ხა­რუ­ლი აჩუ­ქა და ფეხ­ბურთზე მე­ოც­ნე­ბე ასე­უ­ლო­ბით პა­ტა­რა­ში უდი­დე­სი მო­ტი­ვა­ცია გა­ა­ჩი­ნა.

მისი თქმით, “გას­ტრო­ნო­მის” მი­ზა­ნია კლუ­ბის აკა­დე­მი­ის ბავ­შვე­ბი სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოს, რათა მათ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­სა და ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვე­ბის მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის აღ­ზრდა­ში და­ეხ­მა­როს. „კომ­პა­ნია „გას­ტრო­ნომ ჯგუ­ფის“ მი­ზა­ნია, ნე­ბის­მი­ერ ახალ­გაზ­რდას, ნე­ბის­მი­ერ სპორ­ტში შე­უ­წყოს ხელი და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ეხ­მა­როს. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ­მა ჯგუფ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ კომ­პა­ნი­ის მო­გე­ბი­დან ყო­ველ თვე 10% გა­მო­ყოს და სრუ­ლი­ად უან­გა­როდ, არა­კო­მერ­ცი­უ­ლად, 5-5% კლუბ „დი­ნა­მოს“ და „ლო­კო­მო­ტივს“ გა­და­უ­რი­ცხოს. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ჩვენ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ძა­ლი­ან ასა­ხე­ლეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ეს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი სწო­რედ „დი­ნა­მოს“ და „ლო­კო­მო­ტი­ვის“ აღ­ზრდი­ლე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სწო­რედ ამ კლუ­ბებს გა­მო­ვუ­ყოთ დახ­მა­რე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი თე­ნა­ძემ.

ორი­ვე კლუ­ბი ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის მო­მა­ვალ ვარ­სკვლა­ვებს ზრდის. „დი­ნა­მო თბი­ლი­სის“ აკა­დე­მი­ა­ში აღი­ზარ­დნენ: ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე, ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე, გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი, ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი, ან­ზორ მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, ოთარ კა­კა­ბა­ძე, საბა ლობ­ჟა­ნი­ძე, ირაკ­ლი აზა­რო­ვი, გაბ­რი­ელ სი­გუა და სხვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი.

რო­გორც სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის პრე­ზი­დენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხე­ბი მხო­ლოდ ბავ­შვთა ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბას მოხ­მარ­დე­ბა. მა­თი­ვე თქმით, ფეხ­ბურ­თი კი­დევ მეტ გან­ვი­თა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს და ბიზ­ნე­სის­გან მსგავ­სი დახ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. „ეს არის შე­დე­გი იმი­სა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გვაჩ­ვე­ნა, რამ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლი მო­უ­ტა­ნა ამ წარ­მა­ტე­ბამ ქარ­თველ ხალ­ხს. ამის სა­თა­ვე­ში დგას „დი­ნა­მოს“ აკა­დე­მია, რო­მელ­მაც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის თით­ქმის, 90% გა­მო­ზარ­და, რომ­ლებ­მაც ეს შე­დე­გი და­დეს. ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც „გას­ტრო­ნომ ჯგუ­ფი­დან“ მო­დის, ზუს­ტად ამ ემო­ცი­ებს მოყ­ვა და ჩვენ­თვის ეს მხო­ლოდ გა­სა­ხა­რია,“ - აღ­ნიშ­ნა „ლო­კო­მო­ტი­ვის“ პრე­ზი­დენ­ტმა, ლექ­სო თო­ფუ­რი­ამ.

"უპ­რე­ცე­დენ­ტო ამ­ბა­ვია დღეს. „გას­ტრო­ნომ ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა და სხვა ბიზ­ნეს­მე­ნებ­საც მო­უ­წო­და, ბავ­შვთა ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­დონ. ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თი სა­ჭი­რო­ებს მეტ გან­ვი­თა­რე­ბას. იმ ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ აკა­დე­მი­ებს, მათ შო­რის, ჩვენს აკა­დე­მი­ას მო­ა­წყდა, უპ­რე­ცე­დენ­ტოა. ჩვენ ვერ ავუ­დი­ვართ მათ მი­ღე­ბას, რად­გან არ გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სე­ბი და დღეს­დღე­ო­ბით უამ­რა­ვი ბავ­შვია მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში. სწო­რედ ამი­ტომ, ბიზ­ნე­სე­ბი­დან გად­მოდ­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­სი­ხა­რუ­ლია,” – აღ­ნიშ­ნა „დი­ნა­მოს“ პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მან ფი­ფი­ამ.

ცნო­ბის­თვის, დე­ლი­კა­ტე­სე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლი „გას­ტრო­ნო­მი“, რო­მე­ლიც პრე­მი­უმ ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტე­ბის ბა­ზარ­ზე უპი­რო­ბო ლი­დე­რია, 2019 წელს და­არ­სდა. „გას­ტრო­ნომ ჯგუ­ფი“ თბი­ლის­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია დე­ლი­კა­ტე­სე­ბის 7 მა­ღა­ზი­ი­თა და 3 სხვა­დას­ხვა კონ­ცეფ­ცი­ის რეს­ტორ­ნით.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გასტრონომ ჯგუფმა" ქართული ფეხბურთის მხარდასაჭერად, "დინამოსთან" და "ლოკომოტივთან" მემორანდუმი გააფორმა

"გასტრონომ ჯგუფმა" ქართული ფეხბურთის მხარდასაჭერად, "დინამოსთან" და "ლოკომოტივთან" მემორანდუმი გააფორმა

“გასტრონომ ჯგუფმა” ქართული ფეხბურთის მხარდასაჭერად, “დინამოსთან“ და “ლოკომოტივთან“ მემორანდუმი გააფორმა.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანია, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, საფეხბურთო კლუბების მხარდასაჭერად, ყოველთვიურად, მოგების 10%-ს გამოყოფს. თითოეული კლუბი, სრულიად უანგაროდ, 5-5%-იან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. მემორანდუმს ხელი “გასტრონომ ჯგუფის” დამფუძნებელმა, გიორგი თენაძემ, „ლოკომოტივი თბილისის“ პრეზიდენტმა, ლექსო თოფურიამ და „დინამოს თბილისის“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ მოაწერეს.

გიორგი თენაძისთვის ქართული ფეხბურთის ორი ყველაზე მსხვილი და ლეგენდარული კლუბის - “ლოკომოტივი თბილისისა” და “დინამო თბილისის” მხარდაჭერის გადაწყვეტილების მთავარი ინსპირაცია ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეული წარმატება იყო, როდესაც ნაკრებმა ქართველ გულშემატკივარს წარმოუდგენელი სიხარული აჩუქა და ფეხბურთზე მეოცნებე ასეულობით პატარაში უდიდესი მოტივაცია გააჩინა.

მისი თქმით, “გასტრონომის” მიზანია კლუბის აკადემიის ბავშვები საჭირო რესურსებით უზრუნველყოს, რათა მათ მიზნების მიღწევასა და ფეხბურთის ვარსკვლავების მომავალი თაობების აღზრდაში დაეხმაროს. „კომპანია „გასტრონომ ჯგუფის“ მიზანია, ნებისმიერ ახალგაზრდას, ნებისმიერ სპორტში შეუწყოს ხელი და დასახული მიზნების მიღწევაში მაქსიმალურად დაეხმაროს. სწორედ ამიტომ, ჩვენმა ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომპანიის მოგებიდან ყოველ თვე 10% გამოყოს და სრულიად უანგაროდ, არაკომერციულად, 5-5% კლუბ „დინამოს“ და „ლოკომოტივს“ გადაურიცხოს. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალიან ასახელეს მთელი საქართველო. ეს ფეხბურთელები სწორედ „დინამოს“ და „ლოკომოტივის“ აღზრდილები არიან. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, სწორედ ამ კლუბებს გამოვუყოთ დახმარება,“ - განაცხადა გიორგი თენაძემ.

ორივე კლუბი ქართული ფეხბურთის მომავალ ვარსკვლავებს ზრდის. „დინამო თბილისის“ აკადემიაში აღიზარდნენ: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გველესიანი, ლუკა ლოჩოშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა ლობჟანიძე, ირაკლი აზაროვი, გაბრიელ სიგუა და სხვა წარმატებული ფეხბურთელი.

როგორც საფეხბურთო კლუბების პრეზიდენტები ამბობენ, აღნიშნული თანხები მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება. მათივე თქმით, ფეხბურთი კიდევ მეტ განვითარებას საჭიროებს და ბიზნესისგან მსგავსი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს არის შედეგი იმისა, რაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გვაჩვენა, რამხელა სიხარული მოუტანა ამ წარმატებამ ქართველ ხალხს. ამის სათავეში დგას „დინამოს“ აკადემია, რომელმაც ფეხბურთელების თითქმის, 90% გამოზარდა, რომლებმაც ეს შედეგი დადეს. ინიციატივა, რომელიც „გასტრონომ ჯგუფიდან“ მოდის, ზუსტად ამ ემოციებს მოყვა და ჩვენთვის ეს მხოლოდ გასახარია,“ - აღნიშნა „ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა, ლექსო თოფურიამ.

"უპრეცედენტო ამბავია დღეს. „გასტრონომ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ბატონმა გიორგიმ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და სხვა ბიზნესმენებსაც მოუწოდა, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში ინვესტიცია ჩადონ. ჩვენი ფეხბურთი საჭიროებს მეტ განვითარებას. იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აკადემიებს, მათ შორის, ჩვენს აკადემიას მოაწყდა, უპრეცედენტოა. ჩვენ ვერ ავუდივართ მათ მიღებას, რადგან არ გვაქვს შესაბამისი რესურსები და დღესდღეობით უამრავი ბავშვია მოლოდინის რეჟიმში. სწორედ ამიტომ, ბიზნესებიდან გადმოდგმული ნაბიჯები სასიხარულია,” – აღნიშნა „დინამოს“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ.

ცნობისთვის, დელიკატესების მაღაზიებისა და რესტორნების ქსელი „გასტრონომი“, რომელიც პრემიუმ ხარისხის პროდუქტების ბაზარზე უპირობო ლიდერია, 2019 წელს დაარსდა. „გასტრონომ ჯგუფი“ თბილისში წარმოდგენილია დელიკატესების 7 მაღაზიითა და 3 სხვადასხვა კონცეფციის რესტორნით.

R