მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაქცეული პატიმრები, ქვეწარმავლები წყალში და 1000-ზე მეტი დაღუპული - წყალდიდობას აფრიკაში კატასტროფული შედეგები მოჰყვა (ფოტოები)
გაქცეული პატიმრები, ქვეწარმავლები წყალში და 1000-ზე მეტი დაღუპული - წყალდიდობას აფრიკაში კატასტროფული შედეგები მოჰყვა (ფოტოები)

და­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ წყალ­დი­დო­ბას 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზა­რალ­და ჩადი, ნი­გე­რია, მალი და ნი­გე­რი.

ამ დრო­ის­თვის ნი­გე­რი­ა­ში სულ მცი­რე 230 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა; 265 ნი­გერ­ში; 487 ჩად­ში; და 55 მა­ლი­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ლი­ში ეს 1960-იანი წლე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე კა­ტას­ტრო­ფუ­ლი წყალ­დი­დო­ბაა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ზო­გი­ერ­თი მო­ხუ­ცი და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირი სახ­ლებ­ში და­ტო­ვეს. ვინც დრო­ზე გაღ­ვი­ძე­ბა ვერ მო­ას­წრო - და­იხ­რჩო.

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცნო­ბით, ამ კვი­რის ბო­ლოს ქა­ლაქ მა­ი­დუ­გუ­რის 15% წყალ­ქვეშ მო­ექ­ცა - სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ წვი­მა კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა.

გა­ე­რო-ს ცნო­ბით, წყალ­დი­დო­ბის გამო ბორ­ნო­ში სულ მცი­რე 600 000 ადა­მი­ა­ნი უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა, და­ი­ღუ­პა 100 და და­შავ­და 58. გარ­და ამი­სა, ბორ­ნოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის პარკში ცხო­ვე­ლე­ბის 80% და­ი­ღუ­პა და რამ­დე­ნი­მე ქვე­წარ­მა­ვა­ლი გა­იქ­ცა.

და­ზი­ან­და ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი ციხე - ასო­ბით პა­ტი­მარ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. წყალ­მა გა­ა­ნად­გუ­რა ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის კედ­ლე­ბი და ზო­გი­ერ­თი სამ­თავ­რო­ბო პოს­ტი. მთლი­ა­ნად და­ინ­გრა ალა­უს ტბის კაშ­ხა­ლი. გუ­ბერ­ნა­ტო­რი ბა­ბა­გა­ნა ზუ­ლუ­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბას ითხოვს:

"ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბით ამას მარ­ტო ვერ გა­ვუმკლავ­დე­ბით" - ამ­ბობს ის.

ექ­სპერ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მე­ბი და სხვა ექ­სტრე­მა­ლუ­რი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ახა­ლი ნორ­მა აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის ნა­წი­ლის­თვის.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

გაქცეული პატიმრები, ქვეწარმავლები წყალში და 1000-ზე მეტი დაღუპული - წყალდიდობას აფრიკაში კატასტროფული შედეგები მოჰყვა (ფოტოები)

გაქცეული პატიმრები, ქვეწარმავლები წყალში და 1000-ზე მეტი დაღუპული - წყალდიდობას აფრიკაში კატასტროფული შედეგები მოჰყვა (ფოტოები)

დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში მომაკვდინებელ წყალდიდობას 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განსაკუთრებით დაზარალდა ჩადი, ნიგერია, მალი და ნიგერი.

ამ დროისთვის ნიგერიაში სულ მცირე 230 ადამიანი გარდაიცვალა; 265 ნიგერში; 487 ჩადში; და 55 მალიში. აღსანიშნავია, რომ მალიში ეს 1960-იანი წლების შემდეგ ყველაზე კატასტროფული წყალდიდობაა.

ადგილობრივების თქმით, ზოგიერთი მოხუცი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სახლებში დატოვეს. ვინც დროზე გაღვიძება ვერ მოასწრო - დაიხრჩო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამ კვირის ბოლოს ქალაქ მაიდუგურის 15% წყალქვეშ მოექცა - სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ წვიმა კიდევ უფრო გაძლიერდება.

გაერო-ს ცნობით, წყალდიდობის გამო ბორნოში სულ მცირე 600 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, დაიღუპა 100 და დაშავდა 58. გარდა ამისა, ბორნოს სახელმწიფო მუზეუმის პარკში ცხოველების 80% დაიღუპა და რამდენიმე ქვეწარმავალი გაიქცა.

დაზიანდა ქალაქის მთავარი ციხე - ასობით პატიმარმა გაქცევა მოახერხა. წყალმა გაანადგურა ადგილობრივი პოლიციის განყოფილების კედლები და ზოგიერთი სამთავრობო პოსტი. მთლიანად დაინგრა ალაუს ტბის კაშხალი. გუბერნატორი ბაბაგანა ზულუმი საერთაშორისო დახმარებას ითხოვს:

"ჩვენი რესურსებით ამას მარტო ვერ გავუმკლავდებით" - ამბობს ის.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ კოკისპირული წვიმები და სხვა ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები შეიძლება გახდეს ახალი ნორმა აფრიკის კონტინენტის ნაწილისთვის.

წყარო