მსოფლიო
მოზაიკა

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გაქრა სანდრა რულოვსი და რა სიახლეა მის პირად ცხოვრებაში - "თავს ბედნიერად გრძნობს"
სად გაქრა სანდრა რულოვსი და რა სიახლეა მის პირად ცხოვრებაში - "თავს ბედნიერად გრძნობს"

2023 წლის 26 სექ­ტემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ სან­დრა რუ­ლოვსმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა: "ორი წე­ლი­წა­დი დამ­ჭირ­და მა­ნამ, სა­ნამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად შე­მეძ­ლო მი­შას მო­ნა­ხუ­ლე­ბა. დღეს შედ­გა ჩვე­ნი ხან­გრძლი­ვი შეხ­ვედ­რა და გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი. ვუ­სურ­ვებ მას თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას. ჩვენ ერ­თად აღარ ვართ".

ამით რუ­ლოვსმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ექ­სპრე­ზი­დენტს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­და. იქამ­დე მი­უ­ხე­და­ვად ლიზა იას­კო­სა და სოფო ნი­ჟა­რა­ძის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი სკან­და­ლე­ბი­სა, რუ­ლოვ­სი ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­და და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ პოს­ტებს.

მას შემ­დეგ, რუ­ლოვ­სი რამ­დე­ნი­მე ზო­გად პოსტს აქ­ვეყ­ნებს და დე­კემ­ბერ­ში უმ­ცროს შვილს და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავს. 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ცი­ხი­დან სან­დრას მი­მართ აქ­ვეყ­ნებს მი­სა­ლოც ტექსტს. ყო­ფილ ცოლს ამ­ჯე­რად იუ­ბი­ლე მი­უ­ლო­ცა.

„გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს, ულა­მა­ზე­სო, ყვე­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლის – ედუ­ჩას, ნი­კუ­შას სა­ხე­ლით! მიშა“, – წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პოს­ტში.

დე­კემ­ბერს შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სან­დრას აქ­ტი­ვო­ბა ქრე­ბა, 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში კი ახალ­გაზ­რდო­ბის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. ივ­ნის­ში ნი­კო­ლოზ­სა და ედუ­არდს სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბას ულო­ცავს. აგ­ვის­ტო­ში თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის სამ­ძი­მა­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ორ კვი­რა­ში კი პო­ლო­ნე­თის გარ­დაც­ვლი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მა­რია კა­ჩინ­სკი გა­იხ­სე­ნა.

შემ­დეგ კი აგ­ვის­ტო­ში რუ­ლოვ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცვლის პრო­ფი­ლის ფო­ტოს, სა­დაც ჩანს, რომ იმი­ჯი მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა. რუ­ლოვსს თმა მოკ­ლედ აქვს შეჭ­რი­ლი და ჭა­ღა­რა უჩანს. ფო­ტოს ათა­სამ­დე კო­მენ­ტა­რი აქვს, ხალ­ხი დაბ­ნე­უ­ლია პირ­ვე­ლი ლე­დის იმი­ჯის ცვლი­ლე­ბით, ზოგ­საც მისი ცნო­ბა უჭირს.

სად გაქ­რა სან­დრა რუ­ლოვ­სი და რა­ტომ აღარ აქ­ტი­უ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში? - Ambebi.ge ამ თე­მით და­ინ­ტე­რეს­და.

  • წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ რუ­ლოვ­სის იმი­ჯის შეც­ვლა მის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ სი­ახ­ლე­ებს უკავ­შირ­დე­ბა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბი აქვს და თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს.

სან­დრა რუ­ლოვ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას და რო­გორც წყა­რო გვიყ­ვე­ბა, ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. ვინ არის ლე­დის რჩე­უ­ლი, ამა­ზე თბი­ლის­ში უკვე ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, თა­ვად არ სურს ამ ეტაპ­ზე, რომ ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ისა­უბ­როს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი რჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი არ არის.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

სად გაქრა სანდრა რულოვსი და რა სიახლეა მის პირად ცხოვრებაში - "თავს ბედნიერად გრძნობს"

სად გაქრა სანდრა რულოვსი და რა სიახლეა მის პირად ცხოვრებაში - "თავს ბედნიერად გრძნობს"

2023 წლის 26 სექტემბერს, საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ".

ამით რულოვსმა დაადასტურა, რომ ექსპრეზიდენტს ოფიციალურად დაშორდა. იქამდე მიუხედავად ლიზა იასკოსა და სოფო ნიჟარაძის გარშემო არსებული სკანდალებისა, რულოვსი ხშირად აქვეყნებდა დაპატიმრებული სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტებს.

მას შემდეგ, რულოვსი რამდენიმე ზოგად პოსტს აქვეყნებს და დეკემბერში უმცროს შვილს დაბადების დღეს ულოცავს. 2023 წლის დეკემბერში ექსპრეზიდენტი ციხიდან სანდრას მიმართ აქვეყნებს მისალოც ტექსტს. ყოფილ ცოლს ამჯერად იუბილე მიულოცა.

„გილოცავ დაბადების დღეს, ულამაზესო, ყველა სააკაშვილის – ედუჩას, ნიკუშას სახელით! მიშა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი პოსტში.

დეკემბერს შემდეგ სოციალურ ქსელში სანდრას აქტივობა ქრება, 2024 წლის თებერვალში კი ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს. ივნისში ნიკოლოზსა და ედუარდს სწავლის დასრულებას ულოცავს. აგვისტოში თენგიზ ცერცვაძის სამძიმარი გამოაქვეყნა, ორ კვირაში კი პოლონეთის გარდაცვლილი პირველი ლედი მარია კაჩინსკი გაიხსენა.

შემდეგ კი აგვისტოში რულოვსი სოციალურ ქსელში ცვლის პროფილის ფოტოს, სადაც ჩანს, რომ იმიჯი მკვეთრად შეიცვალა. რულოვსს თმა მოკლედ აქვს შეჭრილი და ჭაღარა უჩანს. ფოტოს ათასამდე კომენტარი აქვს, ხალხი დაბნეულია პირველი ლედის იმიჯის ცვლილებით, ზოგსაც მისი ცნობა უჭირს.

სად გაქრა სანდრა რულოვსი და რატომ აღარ აქტიურობს სოციალურ ქსელში? - Ambebi.ge ამ თემით დაინტერესდა.

  • წყარო გვიყვება, რომ რულოვსის იმიჯის შეცვლა მის ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებს უკავშირდება. ჩვენი ინფორმაციით, პირად ცხოვრებაში სიახლეები აქვს და თავს ბედნიერად გრძნობს.

სანდრა რულოვსი საქართველოში აგრძელებს ცხოვრებას და როგორც წყარო გვიყვება, ყოფილი პირველი ლედი შეყვარებულია. ვინ არის ლედის რჩეული, ამაზე თბილისში უკვე ბევრს საუბრობენ, თუმცა როგორც ჩანს, თავად არ სურს ამ ეტაპზე, რომ ახალი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ ისაუბროს. ჩვენი ინფორმაციით, მისი რჩეული ქართველი არ არის.

წაიკითხეთ ასევე: